პიცის ნაჭერი

By princessharuru

31.8K 5.3K 4.2K

თ ა რ გ მ ა ნ ი !!! მუდმივად ჩუმი ბიონ სუნმი ყოველთვის ცდილობდა თავი აერიდებინა სკოლის პოპულარული ბანდისთვის... More

1 - იმაზე უარესია, ვიდრე მე და ჩანიოლი ერთად აღებული
2 - დააიგნორე მისი არსებობა
3 - ხომ დამეხმარები?
4 - ლი თემინ, აღარ დამენახო
5 - რა ჩაიფიქრე?
6 - ამ სახელთან იმდენი დამთხვევაა
7- შეიძლება ოპპა დაგიძახო? -არ შეიძლება
8 - უფრო მეტად მომწონს, როცა მელაპრაკებიან
9 - და მერე ყველა გაიგებს, რომ ნათესავები ვართ
10 - ესე იგი, იქ ჰიოკიონის შეყვარებული ზის
11 - ვითომ არ გამიგია
12 - სუნმი, ნუ ჭკვიანობ
13 - ეს ცხოვრების წესია და თითოეულმა თვითონ ავირჩიეთ ის
14 - სასაცილო ხარ
15 - -ჰიონებიდან რომელიმეს დაუძახე
16 -ბაბლ თი გამიკეთე, -ვითომ რატომ?
17 -წაიყვანე შენი მეგობარი და წაერთრიეთ
18 - უბრალოდ სულელური ცრურწმენაა, სამაგიეროდ, ყვავილებია ლამაზი
19 - -ლოთების სწრაფი მიტანის სერვისი
20 -ტუჩი გამიხეთქე, სადისტო
21 - მე ვარ მოსაწყენი?
22 - ლუ, უსამართლობაა
23 - შეგიძლია ნებისმიერი კითხვა დამისვა
24 - წარმატებული დასაწყისი, წარმატებული მომავლისკენ
26 -მოგენატრე და ამიტომ მირეკავ?
27 - მინდოდა გამეგო, რითი ვერ მოაწონა ჩემმა ძმამ თავი მეგობარს
28 - კარგი გოგოები სხვის საუბრებს არ უსმენენ
29 -უბრალოდ რამე სიახლე მინდა
30 -კბილის ჩხირებს შევიყენებ თვალებში, რომ არ დამეძინოს
31 -ისეთი მოსაწყენი ხარ, მაგრამ ეს თითქმის არც მაღიზიანებს
32 -გინდა, მეორე პირველი პაემანი მოვაწყოთ?
33 - სკოლაში რატომ არ ხარ?
34 - უბრალოდ გავიზარდე და აღარ მაინტერესებს. როგორც შენ.
35 -ვფიქრობ, ეს სავარძლები ფიცრებისგანაა
36 - ნარკომანები ხართ, არა?
37 - ის ხომ მთავარ რეგვენად მიგაჩნდა
38 -შენ მეუბნები, რომ ეს თვით ბიონ ბექიონის დაა?
39 -შენი ყოფილი თუა, დარწმუნებული ვარ, არ მსურს მისი გაცნობა
40 -შეიძლება, კურსებზე მაინც მოვუყვე, მხოლოდ დასაწყისი?
41 -ყოველთვის მინდოდა ბექის ტანსაცმლის ტარება
42 -მაზოხისტი არა, დედააფეთქებული თვითმკვლელი ხარ
43 -მითხარი, რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი თითზე არ მიხვევდა
43 ნაწილი (2)
44 - კეთილი იყოს შენი დაბრუნება ბუსანში
45-არა. გვეჩქარება, ხომ ასეა, მოსწავლე ლი?
46-რისთვის, თუ ჩემი დაიკო ასეა დარწმუნებული თავის ძვირფას მეგობარში?
47 -შენი შეყვარებული რომ ვყოფილიყავი, ასეთი რამ არ მომეწონებოდა.
48 -გამარჯობა, ჯონგინ. აქ შენს გოგონასთან ვერთობით.
49 -შემდეგი შეხვედრისას ისე მოვიქცეთ, თითქოს ერთმანეთს არასოდეს ვიცნობდით
50 -არასწორია პრობლემებისგან გაქცევა.
51 -მეც და შენც ფსიქიკა მოვუსპეთ (კიმ ჯუნმიონის დღიურიდან)
52 - მოდი, ვიყოთ.
53 - მაგიტომაც არის ჩემი ცოლი
54 - ვაუ, დედა.
55 - ბანდის კვალი ავიღეთ, რომელმაც წლების წინ მთელი კორეა ააფორიაქა
56 -ნეტავ იცოდეს, სინამდვილეში როგორი ცუდი ვარ

25 - ასე ძალიან მოგწონს ჩემი თვალიერება?

549 99 147
By princessharuru

-დედა, მე უბრალოდ...

-რა? -ქალი მოჭუტული თვალებით მომაჩერდა. -თუ დაიწყე, გააგრძელე.

ღრმად ჩავისუნთქე. მთელი ჩემი შესანიშნავი განწყობა მაშინათვე გაქრა, როცა თვალწინ მშობლის სახე დავინახე. ისტერიკულად ყვირილი მინდოდა, დახმარების თხოვნა, ჯონგინის მოტოციკლეტისკენ გაქცევა. ძალიან, ძალიან მრცხვენოდა. გული მეკუმშებოდა, თითქოს უზარმაზარი ლოდი დამცემოდა. უკვე მზად ვიყავი, პატარა ბავშვივით მომეღო პირი და ავქვითინებულიყავი. დროის უკან დაბრუნება და ყველაფრის სხვაგვარად გაკეთება მინდოდა. ისე, რომ დედას და ძმას არაფერი გაეგოთ ჩემი გაუჩინარების შესახებ.

-შენით იმაზე მეტად ვარ იმედგაცრუებული, ვიდრე შენი ძმით, -განაგრძო დედამ, მე კი დარცხვენილად დავხარე თვალები.

ვგრძნობდი, როგორ მხვრეტდა გამჭოლი მზერა, ამისგან კი ჟრუანტელი მივლიდა. არეულად ვსუნთქავდი, მერე საერთოდ ჰაერიც აღარ მყოფნიდა -თვითონაც ვერ ვხვდებოდი, რის გამო.

დანაშაულის გრძნობა ორივე მხრიდან მჭყლეტდა, ჩემი განწყობა კი საგრძნობლად გაუარესდა. გადამშრალ ტუჩებს ენა რომ გადავუსვი, ხელების კანკალი ვიგრძენი, კბილებიც ერთმანეთს ხმაურიანად ეხახუნებოდა.

ჯანდაბა.

-რამდენიმე დღით ბუსანში უნდა გავემგზავრო, რაღაც დოკუმენტებთან გასაცნობად. მითხარი, ახლა რის იმედად უნდა დავტოვო ბექიონი შენთან? -დედა ისე ლაპარაკობდა, თითქოს ჩემზე საერთოდ უარს ამბობდა, ხმაში დაღლილობას ვატყობდი და ამაში საკუთარ თავს ვადანაშაულებდი. ასეთ მდგომარეობაში ჩავაგდე? -თუ სახლიდან პატარა ბავშვივით გარბიხარ. სად არის ჩემი შვილი? სად წავიდა ჩემი იდეალური შვილი?

დედას ავხედე. მისი დანაოჭებული სახე ღონემიხდილად გამოიყურებოდა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. არ ვიცოდი, უნდა ავტირებულიყავი, ფეხებში ჩავვარდნოდი, თუ ისტერიკით შთანთქმულს ბოდიშების მოხდა დამეწყო? თუმცა, მაინც მხოლოდ ვიდექი და ქალს ტუჩის ძიძგნით შევცქეროდი და ვგრძნობდი, შინაგანად მისი უბედური სახის ხედვისას როგორ მწყდებოდა ყველაფერი.

-დედა...

-არ მინდა შენი ტყუილის მოსმენა, -ქალმა გაბრაზებით გააქნია თავი. -თუ არაფერი გაქვს სათქმელი, უბრალოდ გაჩუმდი.

დედას არ უყვარდა სკანდალების მოწყობა. შეეძლო დატუქსვა, იმის თქმა, რომ იმედგაცრუებულია, მაგრამ არასდროს დაიწყებდა ყვირილს მთელი ქუჩის გასაგონად. ზოგჯერ დადუმებაც და ისე გამოხედვაც შეეძლო, სათქმელს ასე მიგახვედრებდა. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ უარესდებოდა -ასეთ მომენტებში თავს კანონდამრღვევად ვგრძნობდი.

-მაპატიე, -ძლივს ამოვღერღე და თვალები ისევ დავხარე.

ახლა ყველაზე მეტად იმის გამო მრცხვენოდა, რომ გონებიდან ჯონგინთან გატარებულ ბედნიერ წამებს ვერ ვიგდებდი. მიუხედავად იმისა, რომ დედა მეჩხუბება, თავში მოტოციკლზე კატაობისა და მაკდონალდსში ყოფნის კადრებს ვატრიალებ. ასე არ შეიძლება, მაგრამ მაცდურ ფიქრებს ვერ გავურბოდი.

-დავიღალე, -ამოიოხრა დედამ. -თქვნგან, ორივესგან. წადი, დაიძინე, სუნმი.

და მშობელი თავისი ოთახის კარის მიღმა მიიმალა, თან კარი მოაჯახუნა. მე და ჩემი ძმა სამარისებულ სიჩუმეში დაგვტოვა, და, ალბათ, პირადი საუბრის ბექიონთან უფრო მეშინოდა, ვიდრე დედასთან.ჩემი ძმა, რომელიც არცერთ სულერს, გარდა ჰიოკიონისა, არ უშვებს ჩემთან ახლოს, დარწმუნებული ვარ, ისტერიკაშია.

ბიონ ბექიონმა წამში შეამცირა ჩვენ შორის მანძილი. ძლიერად წვდა ქურთუკის საყელოს, თავისკენ კიდევ რამდენიმე სანტიმეტრით ახლოს მომქაჩა. მესმოდა, როგორ არეულად სუნთქავდა - გააფთრებული იყო. მეგონა, ცოტაც, და მტვრად მაქცევდა.

-საერთოდ წარმოდგენა გაქვს, როგორ ნერვიულობდა? -მაშინვე გამოსცრა ძმამ და მთელ სხეულზე მწარე ეკალმა დამაყარა. -რომელი დედააფეთქებული ადგილით ფიქრობდი?

თვალები დავჭყიტე, და თვალწინ გაშმაგებული ბექის სახე შემეფეთა. ბიჭმა ყბები დაჭიმა, რის გამოც, თლილი ყვრიმალები ძალზე გამოჰკვეთოდა. ხელი ნიკაპში წამავლო, მაიძულა მისი ბრაზით გადავსებულ თვალებში მეყურებინა. ცოტაც, და პანიკისგან მუხლები მომეკვეთებოდა.

-მე...არაფერი ცუდი არ მინდოდა, -ვბლუყუნებ, ვცდილობ, შესაფერისი სიტყვები მოვძებნო. -უბრალო გასეირნება იყო.

-ვისთან ერთად სეირნობდი? -დამიღრიალა, მერე კი შეიკურთხა და ხმას დაუწია. -და არც კი გაბედო ჩემი მოტყუება.

-ასე რატომ მელაპარაკები? -მართალია, მრცხვენოდა საკუთარი საქციელის, მაგრამ მაინც ვიკითხე.

-იმიტომ, რომ ვღელავდი! -გამოსცრა ბექმა. ჩემს სახეს თავისი უზარმაზარი ხელისგულები შემოხვია და თვალი თვალში გამიყარა. ყველაფერი გადამიტრიალდა. სწორედ მაშინ დავინახე, მართლაც რამდენად ნერვიულობდა. -ხვდები, რომ მეგობრებისთვისაც კი ვაპირებდი დარეკვას, რომ შენს მოძებნაში დამხმარებოდნენ? გესმის, რომ პოლიციაში დარეკვას ვაპირებდით? ეს ყველაფერი გესმის?!

-ჰო მაგრამ, შენ ხომ მიდიხარ ხოლმე სახლიდან...

-სულელო, არც კი გაბედო ჩემი ცხოვრების შედარება, -ბექიონს ისტერიკა აქვს, და სახეზე მოხვეული ხელები კიდევ უფრო ძლიერად მომიჭირა; სუნთქვა გაჭირდა. -პირადად გავხდები შენი დარაჯი, კიდევ ერთხელ თუ გააკეთებ ასეთ რამეს. და საერთოდ, -ბიჭმა უკან დაიხია, და მხოლოდ მაშინ გაჩნდა ჩვენ შორის მანძილი. ისევ შევძელი მშვიდად სუნთქვა. ბექიონი ქურთუკს ათვალიერებდა, რომელიც ჯონგინმა მათხოვა, და ვლოცულობდი, რომ თავისი მეგობრების ტანსაცმელი ზეპირად არ სცოდნოდა. ჩემი ძმა იმ ადამიანებს არ მიეკუთვნება, ყველანაირ წვრილმანს რომ იმახსოვრებენ.

-ეს ხომ შენი ქურთუკი არ არის, -დარწმუნებით განაცხადა ძმამ. -სად მინახავს აქამდე?

ბექს მიშტერებულმა, პირი დავაღე.

არ ახსოვს.

მართლა არ ახსოვს.

-მაღაზიაში მანეკენზე? -სულელური ღიმილით ვიკითხე, რის გამოც, მაშინვე ძმის მკაცრი გამოხედვა მივიღე.

-დამცინი ახლა? -ისევ წაისისინა.

უკვე ვინანე, რომ საერთოდ გადავწყვიტე „ხუმრობა", ამიტომ მაშინვე ვიჩქარე თვალების დახრა.

-მოიცადე, -ჩაფიქრებულმა წარმოთქვა. -ჩანიოლზე მაქვს ნანახი? -წარბი ასწია. -მისია?

-რა? -გამიკვირდა. -არავითარ შემთხვევაში! ბექ, დამშვიდდი. ჩემი ქურთუკი არ არის, ჰიოკიონს გამოვართვი, -ნაგლურად ვიტყუები.

ყველანაირად ვცდილობდი, რაც შეიძლება, თავდაჯერებული ვყოფილიყავი, რადგან საუბრის მიმართულება საერთოდ არ მომწონდა.

-სეჰუნის ქურთუკია? -განაგრძო ბექმა. -ლუჰანის? ჯონგინის? ვისია?

ბოლო სახელზე გული გაგიჟებით ამიძგერდა. არ უნდა დავანახო არანაირი ემოცია. ამიტომ, ყველანაირი სიტყვის გარეშე, სულელური ღიმილითა და გაშლილი ხელებით გავეშურე ძმისკენ, თან მისი წინადადებების მოსმენას განვაგრძობდი, რომლებიც მალევე იმის ბრალდებებით შეიცვალა, რომ საშინელი „შემეტენე" ვარ. მისი ბრაზი არსად გამქრალა, მაგრამ ქურთუკი გადაავიწყდა.

ალბათ იმიტომ, რომ ზედმეტად ეძინებოდა.

-

-თვალებში მისამდება, -პაუზით წარმოთქვა ჩონჯიმ, მე კი გაოცებით გავხედე ბიჭს.

წინ იყურებოდა, მხოლოდ მისთვის გასაგებ სიტყვებს ბურდღუნებდა. ვერაფერი რომ ვერ გავარჩიე, მეც იმ მხარეს გავიხედე, საითაც ჩემი მეწყვილე, არაფრის დანახვის მოლოდინში. ტყუილად.

ჩვენი კაფესკენ ნელა მოემართებოდა სამი ბიჭი. წინ მდგომი ორი ინტერესით ათვალიერებდა ფერად ბანერებს, თან საუბარში იყვნენ გართულნი. უდავო იყო, ჩვენკენ მოდიოდნენ. რადგან მოქერო ბიჭში, რომელიც ნაცრისფერ ქურთუკში იყო შემოსილი, სეჰუნი ვიცანი, მეს გვერდით კი ლუჰანი მოაბიჯებდა.

-ჯერ ორი, ახლა სამი, -ბუზღუნებს ჩონჯი. -მოიცადე, მესამე ჯონგინი არ არის? ერთად რომ ვმუშაობდით?

თავიდან ვერ შევათვალიერე უკან მდგომი ბიჭი. მაგრამ, როგორც კი მეწყვილემ ეს შეკითხვა დამისვა, მაშინვე ფეხის წვერებზე შევდექი, საკუთარ თავზე კონტროლი სულ დამეკარგა. ყველანაირად ვცდილობდი, ახალგაზრდაში ჩემთვის კარგად ნაცნობი ნაკვთები ამომეცნო. ნათურების შუქზე ალაპლაპებული ოდნავ აჩეჩილი თმა, მჭრელი ყვრიმალები, ტელეფონისკენ მიმართული ცარიელი მზერა. ეჭვგარეშე, ეს ჯონგინია.

-ო, -წამოვიძახე, ვეცადე, რაც შეიძლება უინტერესოდ გამომსვლოდა. -არ ვიცი. შეიძლება.

სინამდვილეში, სახეზე უკვე გამფურჩქნოდა ღიმილი, რომლის დამალვასაც ვცდილობდი, გამწარებული ვიკბენდი ტუჩებს. ალბათ ახლა ძალიან იდიოტურად გამოვიყურებოდი. ყურები გამიწითლდა, გულმა კი სწრაფი რიტმის ათვლა დაიწყო. ენით აღუწერელ თრთოლვას ვგრძნობდი, როგორც კი ჩვენს გასეირნებას ვიხსენებდი, ქურთუკს, რომელიც დამიტოვა, და მოტოციკლზე კატაობას.

ბიონ სუნმი, გეყოფა. ეს უბრალოდ შენი კლასელია.

-შეგიძლია მათი შეკვეთა მიიღო? -ჩონჯის მივუბრუნდი. -ტაპიოკისა და ბურთულების მოსატანად უნდა გავიდე.

ბიჭმა მოკლედ დამიქნია თავი და მეც გასახდელ-საკუჭნაოსაკენ გავეშურე. პრინციპში, ბურთულები და ტაპიოკა საკმარისზე მეტიც გვქონდა. და თუ ბოლომდე გულწრფელი ვიქნები, განმარტოება იმისთვის ვარჩიე, რომ ფიქრები მომეწესრიგებინა.

ჯონგინი გუშინდელი საღამოს მერე არ მინახავს, რადგან ბიჭი გაკვეთილებზე არ გამოჩენილა. ოდნავ გულდაწყვეტილი, სკოლაში მოწყენილიც კი ვიჯექი. წამით მაინც მინდოდა მისთვის თვალი მომეკრა. მაგრამ ახლა მეგობრებთან ერთად მოვიდა ჩემს სამსახურში, და გარდა იმისა, რომ ემოციებით გადავსებული ვიყავი, ერთ მნიშვნელოვან რამესაც მივხვდი. წარმოდგენა არ მაქვს, მასთან თავი როგორ უნდა დავიჭირო.

იმას ვგულისხმობ, რომ, უნდა ვუყურო და გავიღიმო? უნდა მივესალმო? ან იქნებ, უბრალოდ ისე მოვაჩვენო თავი, თითქოს არც არაფერი მომხდარა? ჰიოკიონს ხომ არ დავურეკო? სამსახურიდან გავიქცე?

ამოვიკვნესე. რა ჩახლართულია ყველაფერი.

კიმ ჯონგინს კარგად არ ვიცნობ; ისღა დამრჩენია, ვიმკითხაო, როგორ მოიქცევა. თუმცა მინდოდა დამეჯერებინა, რომ თუ მივესალმებოდი, ისიც მიპასუხებდა.

-უბრალოდ რომ გავუღიმო, ამაში არაფერი უკანონო არ იქნება, ხომ ასეა? -საკუთარ თავს ჩავეკითხე. ცარიელ ოთახში ვიდექი, ტაპიოკით სავსე ყუთებს ვუცქერდი, და მახსენდებოდა, რომ ჯონგინისთვის რეფერატის მასალის მიცემას რომ ვცდილობდი, მაშინაც ასე ვფიქრობდი.

-კარგი, უბრალოდ მივესალმები, -გამოსვლისას ჩავილაპარაკე, მერე ყელი ჩავიწმინდე.

მაშინვე წარმოვიდგინე, როგორ ჩაივლიდა ყველაფერი, და გონება კლასელის რეაქციის ლამაზ სურათებს მიხატავდა. კეთილშობილურად მესალმებოდა, ფართო ღიმილით.

-გადაწყვეტილია, -განვაგრძე. -ამაში არაფერია განსაკუთრებული. უბრალოდ რამდენიმე სიტყვა.

საკუთარ სულელურ აზრებზე თვითონვე ვხითხითებ, მაგრამ ვერაფერს ვშველი.

-გამარჯობა, კიმ ჯონგინ, - საქმიანად დავიწყე, ქუსლებით შემოვტრიალდი. -როგორ მიდის შენი საქმეები?

-კარგად. შენი? -მპასუხობს ბოხი ხმა და მეც მაშინვე ვცბები.

ჯანდაბა. რა უხერხული იყო. კლასელი პირდაპირ კართან იდგა, ხელები წინ გადაეჯვარედინებინა და ინტერესით შემომყურებდა. სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, და ჯონგინს, მგონი, საშინლად მოსწონდა ჩემი უხერხულ სიტუაციებში ჩაგდება.

გავწითლდი, გული ახალმა აჩქარებულმა რიტმმა მოიცვა. არ ვიცოდი, სად წავსულიყავი. ჯონგინი ალბათ ახლა დამცინოდა, რადგან სასწაულად სულელურად გამოვიყურებოდი. შესანიშნავია, ბიონ სუნმი. როგორც ყოველთვის.

-ა...პ...კ...ომ...ე... ყველაფერი კარგადაა, -ძლივს ამოვიბურტყუნე, ჯონგინი კი ახითხითდა.

-შენმა მეწყვილემ მითხრა, რომ აქ იყავი, -ბიჭმა მზერა ოთახს მოავლო.

-ო, შემოგიშვა? -ჩაფიქრებულმა წარმოვთქვი. ტყუილად მეშინოდა. კიმი ჩვეულებრივად მელაპარაკება. ზუსტად ისე, როგორც ვიმედოვნებდი. ეს მახარებს.

-სხვათაშორის, ჯიუტი ცხვარივითაა, -სერიოზულად განაცხადა ჯონგინმა, გაღიმება მაიძულა.

ერთი მხრივ, სასაცილო იყო ამ ორმა ახალგაზრდამ ერთმანეთი უმიზეზოდ რომ ვერ შეიყვარა. მეორე მხირვ, ამაში არაფერი პოზიტიური არ არის.

-დაგელოდები, სანამ დაამთავრებ მუშაობას, -უცებ წარმოთქვამს კლასელი და უეცრად ვშეშდები.

-რა? -გაშტერებულმა გადავიკითხე.

-ნუ გათამამდები, -თქვი გააქნია. -ქურთუკის დაბრუნება მინდა.

-სახლში დავტოვე.

-მაშინ, სახლამდე მიგიყვან, -მხრები აიჩეჩა და ზურგით მომიტრიალდა. წყეული კიმ ჯონგინი, ისევ მაიძულებს, იდიოტური ღიმილით გამოვანათო! სანამ კლასელი ვერ მხედავდა, მომენტით ვისარგებლე და ემოციებს თავისუფლება მივანიჭე. კმაყოფილად ამოვისუნთქე და ბედნიერებისგან ავბრწყინდი, მაგრამ ჯონგინი ძალიან უდროო დროს შემოტრიალდა. -ქურთუკისთვის, ბიონ სუნმი. -შემახსენა.

-გავიგე, -თავს ვუქნევ, მისი სიტყვების საერთოდ არ მჯერა.

ნუთუ მისნაირი ბიჭები ასეთ მომენტებში „ეი, ჩემს ქურთუკს ჩემს სახლთან მოიტან, დაცვას გადასცემ, რადგან შენი სახის ხელმეორედ ხილვა არ მსურს" მსგავსს არ ამბობენ ხოლმე? ჯონგინი კი მეგობრებთან ერთად მოვიდა ჩემს სამსახურში, ბაბლ თიც შეუკვეთა. ან უბრალოდ მე მიკეთია ვარდისფერი სათვალეები, ან კიმ ჯონგინი თავს ზედმეტად მაგარ ტიპად თვილს, რომ აღიაროს, რომ ჩემთან ერთად დროის გატარება მოეწონა?

სამუშაო დღე გაკვეთილებზე მეტად იწელებოდა. საკმაოდ ბევრი მომხმარებელი გვსტუმრობდა, მაგრამ, ვცდილობდი, თითოეულისთვის გულიდან ამოსული კეთილშობილი ღიმილი მეჩუქებინა, თან ხელიდან არ ვუშვებდი იმ მაგიდისკენ მოკლე მზერების ჩაგდებას, რომელთანაც ჯონგინი მიმჯდარიყო. ახლა მარტო იყო, რადგან ლუჰანს და სეჰუნს წასვლა მოესწროთ. მესმოდა, რაღაცაზე რომ კამათობდნენ, და არა ერთხელ დავიჭირე ლუჰანის გამოხედვაც ჩემკენ. ყველაფერი მდიდარ ფანტაზიას გადავაბრალე, ბევრი რომ არ მეფიქრა.

-ისევ აქ რატომ ზის? -გამოსცრიდა ხოლმე ჩონჯი ყოველ ჯერზე, როცა თვალს ჯონგინს მოჰკრავდა.

-წარმოდგენა არ მაქვს, -მეც მხრებს ვიჩეჩავდი პასუხად, გულში კი ღიმილს ვერ ვწყვეტდი.

ჯონგინი მოთმინებით იცდიდა, მე კი იმაზე ვფიქრობდი, ერთმა შეხვედრამ როგორ შეიძლება ადამიანზე აზრი შეგაცვლევინოს. არა, კლასელს იმდენად კარგად არ ვიცნობ, როგორ ბექიონს. არ ვიცი, ცივი რამიონი უყვარს თუ არა; არ ვიცი, როგორი დამოკიდებულება აქვს ზამთრისა და პირველი თოვლის მიმართ; არ ვიცი, რომელი ფერი უყვარს ყველაზე მეტად. ძალიან ბევრი რამ არ ვიცი. მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი კლასელი არც ისეთი მარტივია. ვფიქრობ, იმ ადამიანებს არ მიეკუთვნება, თავიდანვე რომ იხსნებიან. მგონია, რომ იგნორირება უყვარს და მხოლოდ იმ თემებზე საუბრები, რომლებიც მას აინტერესებს, ან, საერთოდ, მოსაუბრის დაცინვა უფროა მისი. ხშირად წარმოაჩენს თავის რთულ ხასიათს, არასდროს აღიარებს, რომ ცდება, ბევრ რამეს ინახავს თავისთვის. კლასელს ჩემს ძმას ვადარებ, და ვხვდბი, რამდენად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

ისე მეუხერხულა, როცა ჩონჯიმ კიდევ ერთხელ გამომიშვა სამსახურიდან ადრე. ჯონგინს თვალს არ აშორებდა, და როცა კლასელს მივუახლოვდი და ვაცნობე, რომ ჩემი ცვლა დამთავრდა, დარწმუნებული ვიყავი, ჩონჯის ყბა იატაკზე ფორთხიალებდა, მისი უკმაყოფილო გამოხედვა კი ზურგში ხვრელს მითხრიდა.

-შენი მეგობარი ისე იყურებოდა, -წაიმღერა ჯონგინმა, სავაჭრო ცენტრიდან რომ გამოვდიოდით.

ბიჭს სიცილით შევყურებდი.

-საქმე ისაა, რომ დიდად არ მოსწონხარ, -წავითხიპინე, სანამ ჯონგინის რეაქციას ვაკვირდებოდი. ის წინ განაგრძობდა ყურებას - თითქოს, სამყაროში თავისი თავის გარდა არავინ და არაფერი იყო უფრო მნიშვნელოვანი. მისი ხასიათის ეს ნაწილი საშინელია.

-ო, გინდა საიდუმლო? -კლასელმა ფუმფულა ტუჩები მოკუმა და მომაჩერდა. -მეც არ ვარ მისი დიდი თაყვანისმცემელი. რომ იცოდე, ლამაზი გოგონების მოყვარული ვარ, და არა მისი -ბოლო სიტყვა ისეთი ინტონაციით გამოკვეთა, ხითხითი წამსკდა.

სავაჭრო ცენტრთან მოტოციკლის დანახვას ველოდი, მაგრამ ძალიან გავოცდი, როცა ჯონგინმა მანქანასთან მიმიყვანა. მგონი, სწორედ იმასთან, ოდესღაც რომ დაამტვრია. შავი სედანი, ასტონ მარტინი, სადგომის შუაგულში ყველა მანქანისგან გამოირჩეოდა. ჯონგინმა მეპატრონეულად მოხსნა მანქანას ბლოკი, მერე მგზავრის მხარეს კარი გამოაღო -როგორც ჩანს, ჩემთვის. გამახსენდა, რომ ბოლოს მაკდონალდსის კარიც გამიღო, ახლა კი მანქანაში დაჯდომაში მეხმარებოდა. თანაც სწორედ იმ გამომეტყველებით, როცა ერთ ემოციასაც არ გამოხატავს ხოლმე.

ასეთ მანქანაში დაცემინებაც კი ცოდვაა, მგონი. ხოლო ერთი სავარძელი, რომელზეც მოვკალათდი, ალბათ დედაჩემის ოთხი ხელფასის ტოლფასია. თუმცა, რატომ ოთხი? უფრო -ოცდაოთხი.

ჯონგინი მძღოლის ადგილას დაჯდა. გრძელი თითებით თხელ საჭეს მოეჭიდა, გასაღები ძრავის ჩასართავად ჩაარჭო, მე კი მთელი ეს დრო თვალს არ ვაშორებდი. მას კი სულაც არ რცხვენოდა ჭარბი ყურადღების, ყოველ წამს ტუჩს იკბენდა და სქელ თმას ისწორებდა.

საჭესთან ჯონგინი...მობილიზებულად გამოიყურებოდა? ალბათ, ჰო. ყურადღებით ადევნებდა თვალს გზას.

-ასე ძალიან მოგწონს ჩემი თვალიერება? -უეცრად ახითხითდა კლასელი, ჩემკენ არც გამოუხედავს.

-რა? -პირი დავაღე, მაგრამ მაშინვე ვიჩქარე შეტრიალება. შემრცხვა. -არა. რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ ჩავფიქრდი.

-მიყურე, თუ მოგწონს, -უდარდელად აიჩეჩა მხრები. -ფულსაც არ გამოგართმევ ამაში.

ისევ მივაშტერდი, შევამჩნიე, სახეზე როგორ გამოესახა თვითკმაყოფილი ღიმილი. საკუთარი თავი ისე ძალიან უყვარს, თვალებიც კი ავატრიალე. მისი თვითშეფასების მხოლოდ შეშურება თუ შეიძლება.

-სასაცილო რეაქცია გაქვს, -ბიჭმა ისევ გაიცინა, საჭე მოატრიალა.

ვუცქერდი, გრძელი თითებს როგორ დაასრიალებდა მანქანის სამართავ პანელზე. მერე ქურთუკის ჯიბისკენ წაიღო ხელი, როცა შუქნიშანზე შევჩერდით. სიგარეტი და სანთებელა რომ ამოაძვრინა, ფანჯარა გააღო, მე კი მოვიჯღანე.

-ორთქლმავალივით აბოლებ, -განვუცხადე, როგორც კი ღერი ჯონგინის ტუჩებს შორის მოექცა და ბიჭმა თამბაქოს კვამლი გარეთ გამოუშვა.

ამჯერად მხოლოდ მარცხენა ხელით ატარებდა, სანამ მარჯვენა სიგარეტით ჰქონდა დაკავებული - ჯონგინი ხარბად ეწაფებოდა ღერს, გრძელი საჩვენებელი და შუა თითი ზედაპირზე მოეხვია და სიამოვნებისგან თავს შიგადაშიგ უკანა გდებდა. მისი ყვრიმალები დროთა განმავლობაში იჭიმებოდა, როცა ტუჩები ისევ სიგარეტს ხვდებოდა, ყანყრატოადი-ჩადიოდა და ყურადღებას გრძელი კისრისკენ იქცევდა.

-მოწევა-სექსუალურია, ასე არ ფიქრობ? -ცალყბად იკითხა კლასელმა, რითიც მაშინვე გამაწითლა.

სიგარეტს მოსწყდა, ინტერესით მოაჩერდა ჩემ სახეს, უფროსწორად, ჩემს ემოციებს. ვფიცავ, საშინლად მოსწონს ჩემი უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება.

-უბრალოდ, როგორც ჩანს, შენი მეგობარი საერთოდ არ ეწევა. -მხრები აიჩეჩა ჯონგინმა და ისევ გზისკენ გადაიტანა ყურადღება. მე კითხვის ნიშნით გავხედე ბიჭს, წარბი ავწიე, გულწრფელად ვერ ვხვდებოდი, რას გულისხმობდა. ეჭვი მეპარება, ბექიონზე ლაპარაკობდეს, რადგან ჩემი ძმა საკმაოდ ბევრს ეწევა.

-რომელი მეგობარი?

-ჩონ...მგონი, ჩონჯი ჰქვია.

-ეგ ჩემი მეგობარი არ არის! -წამოვიყვირე, ვიგრძენი ლოყებში სისხლი როგორ მომაწვა. -მხოლოდ ერთად ვმუშაობთ.

-ა, -თავი დამიქნია კლასელმა. -მეგონა, მუშტს შემაზელდა, რომ დაინახა, ჩემთან ლაპარაკობდი. უმჯობესი იქნებოდა, მისგან თავი შორს დაგეჭირა.

ჯონგინი -უკვე მეორე ადამიანია, რომელიც ცდილობს, დამიმტკიცოს, თითქოს ჩონჯის ჩემზე რამე გეგმები ჰქონდეს, თან საერთოდ ისე არ მიყურებს, როგორც მისაღებია. მაგრამ მე ამას მხოლოდ ხუმრობაში ვატარებ და ვცდილობ, თემა შევცვალო. როგორც ამ შემთხვევაში.

-ეჭვიანობ, -ჩავიხითხითე, მშვენივრად მესმოდა, რომ ეს ასე არ იყო. ეს იყო პირველი ფრაზა, რომელიც ენაზე მომადგა, და სიმართლე რომ ვთქვა, ვინანე კიდეც, რომ ვთქვი. ზედმეტად უადგილოდ ჟღერდა.

-დაიმახსოვრე, -ამოისუნთქა ჯონგინმა. -მე არასდროს ვეჭვიანობ.

ბიჭი უფრო კომფორტულად მოთავსდა სავარძელზე, მე კი თავი ცუდად ვიგრძენი. რაც არ უნდა იყოს, საპირისპირო სქესთან საუბარი უნდა ვისწავლო.

-კიმ ჯონგინი არასდროს იხდის ბოდიშს, იმიტომ, რომ ყოველთვის მართალია, -დემონსტრაციულად ჩავხარე საჩვენებელი თითი. -კიმ ჯონგინი არასდროს ეჭვიანობს, -ჩავხარე შუა. -კიდევ რა?

-ოდესმე გაიგებ, -მხრები აიჩეჩა. მე ჩავფიქრდი, იმაზე, რამდენად საინტერესო იქნებოდა იმის ნახვა, თუ როგორ იხდის ჯონგინი ბოდიშს, ხოლო როგორ ბრაზობს და იძაბება, როცა ეჭვიანობს, საერთოდ...

მანქანა ჩემი სახლის ეზოში გაჩერდა. ვიჩქარე, გადმოვსულიყავი, კლასელიც უკან გამომყვა. საბარგულს ჩამოეყრდნო და მოლოდინით მომაჩერდა.

-ახლავე მოვიტან, უბრალოდ, აქ დარჩი და არსად წახვიდე, -საქმიანად განვაცხადე.

-ჰო? რა სამწუხაროა, არადა მანქანის აქ დაგდებას და ტყეში წასვლას ვაპირებდი, -ცალყბად თქვა ჯონგინმა, მერე დაიჯღანა. თვალები ავაბრუნე.

ის იყო, შევბრუნდი და წასვლას ვაპირებდი, უცებ ზურგსუკან ტელეფონის ხმა გაისმა. ინერციით უკან შემოვტრიალდი, დავინახე, ჯონგინი როგორ დასჩერებია ეკრანს, ოდნავ პირდაღებული.

ვერ დავინახე, ვინ ურეკავდა, მაგრამ როცა ყურმილი აიღო, მეც კი დავიძაბე:

-ს...სუჰო?

მთელი სამეგობრო მას არ ეძებს?


// მოდით, უბრალოდ სუნმიზე ვილაპარაკოთ კომენტარებში. ვფიქრობ, საკმაოდ ბევრია მის პერსონაჟში გასარჩევი. ამ თავიდან დედამისის სიტყვებსაც თუ გაითვალისწინებთ სამსჯელოდ, უკეთესი იქნება. ჩემს მოსაზრებასაც გაგიზიარებთ მოგვიანებით//

Continue Reading

You'll Also Like

721K 65.5K 38
♡ChanBaek♡ I am not a princess...but I got married to a prince. {Zawgyi+Unicode}
145K 2.6K 30
I translated all these so give me credit if you wanna share it elsewhere. If you want the translation, message me. I will send it to you. I won't be...
625K 62.6K 47
Another Arrange Marriage.. Son of Park Group and 23 years old playboy Park ChanYeol Son of Byun Group from BuSan and 20 years old Byun BaekHyun What...
78.7K 4.3K 61
ထုံးစံတိုင်းပါဘဲ 18+ပါ ကြိုက်မှလာဖတ်ကြပါရှင်။