პიცის ნაჭერი

By princessharuru

31.8K 5.3K 4.2K

თ ა რ გ მ ა ნ ი !!! მუდმივად ჩუმი ბიონ სუნმი ყოველთვის ცდილობდა თავი აერიდებინა სკოლის პოპულარული ბანდისთვის... More

1 - იმაზე უარესია, ვიდრე მე და ჩანიოლი ერთად აღებული
2 - დააიგნორე მისი არსებობა
3 - ხომ დამეხმარები?
4 - ლი თემინ, აღარ დამენახო
5 - რა ჩაიფიქრე?
6 - ამ სახელთან იმდენი დამთხვევაა
7- შეიძლება ოპპა დაგიძახო? -არ შეიძლება
8 - უფრო მეტად მომწონს, როცა მელაპრაკებიან
9 - და მერე ყველა გაიგებს, რომ ნათესავები ვართ
10 - ესე იგი, იქ ჰიოკიონის შეყვარებული ზის
11 - ვითომ არ გამიგია
12 - სუნმი, ნუ ჭკვიანობ
13 - ეს ცხოვრების წესია და თითოეულმა თვითონ ავირჩიეთ ის
14 - სასაცილო ხარ
15 - -ჰიონებიდან რომელიმეს დაუძახე
17 -წაიყვანე შენი მეგობარი და წაერთრიეთ
18 - უბრალოდ სულელური ცრურწმენაა, სამაგიეროდ, ყვავილებია ლამაზი
19 - -ლოთების სწრაფი მიტანის სერვისი
20 -ტუჩი გამიხეთქე, სადისტო
21 - მე ვარ მოსაწყენი?
22 - ლუ, უსამართლობაა
23 - შეგიძლია ნებისმიერი კითხვა დამისვა
24 - წარმატებული დასაწყისი, წარმატებული მომავლისკენ
25 - ასე ძალიან მოგწონს ჩემი თვალიერება?
26 -მოგენატრე და ამიტომ მირეკავ?
27 - მინდოდა გამეგო, რითი ვერ მოაწონა ჩემმა ძმამ თავი მეგობარს
28 - კარგი გოგოები სხვის საუბრებს არ უსმენენ
29 -უბრალოდ რამე სიახლე მინდა
30 -კბილის ჩხირებს შევიყენებ თვალებში, რომ არ დამეძინოს
31 -ისეთი მოსაწყენი ხარ, მაგრამ ეს თითქმის არც მაღიზიანებს
32 -გინდა, მეორე პირველი პაემანი მოვაწყოთ?
33 - სკოლაში რატომ არ ხარ?
34 - უბრალოდ გავიზარდე და აღარ მაინტერესებს. როგორც შენ.
35 -ვფიქრობ, ეს სავარძლები ფიცრებისგანაა
36 - ნარკომანები ხართ, არა?
37 - ის ხომ მთავარ რეგვენად მიგაჩნდა
38 -შენ მეუბნები, რომ ეს თვით ბიონ ბექიონის დაა?
39 -შენი ყოფილი თუა, დარწმუნებული ვარ, არ მსურს მისი გაცნობა
40 -შეიძლება, კურსებზე მაინც მოვუყვე, მხოლოდ დასაწყისი?
41 -ყოველთვის მინდოდა ბექის ტანსაცმლის ტარება
42 -მაზოხისტი არა, დედააფეთქებული თვითმკვლელი ხარ
43 -მითხარი, რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი თითზე არ მიხვევდა
43 ნაწილი (2)
44 - კეთილი იყოს შენი დაბრუნება ბუსანში
45-არა. გვეჩქარება, ხომ ასეა, მოსწავლე ლი?
46-რისთვის, თუ ჩემი დაიკო ასეა დარწმუნებული თავის ძვირფას მეგობარში?
47 -შენი შეყვარებული რომ ვყოფილიყავი, ასეთი რამ არ მომეწონებოდა.
48 -გამარჯობა, ჯონგინ. აქ შენს გოგონასთან ვერთობით.
49 -შემდეგი შეხვედრისას ისე მოვიქცეთ, თითქოს ერთმანეთს არასოდეს ვიცნობდით
50 -არასწორია პრობლემებისგან გაქცევა.
51 -მეც და შენც ფსიქიკა მოვუსპეთ (კიმ ჯუნმიონის დღიურიდან)
52 - მოდი, ვიყოთ.
53 - მაგიტომაც არის ჩემი ცოლი
54 - ვაუ, დედა.
55 - ბანდის კვალი ავიღეთ, რომელმაც წლების წინ მთელი კორეა ააფორიაქა
56 -ნეტავ იცოდეს, სინამდვილეში როგორი ცუდი ვარ

16 -ბაბლ თი გამიკეთე, -ვითომ რატომ?

526 102 119
By princessharuru

ო სეჰუნი შემდეგ დღეს სკოლაში არ გამოცხადდა. იმხელა სასოწარკვეთით ვეძებდი ბრბოში, სპეციალურად შემოვიარე მთელი შენობა ორჯერ, იმის იმედით, რომ სადმე სრულიად ჯანმრთელს გადავაწყდებოდი. თუმცა არც ის, და არც ვინმე მისი სამეგობროდან, არ შემხვედრია.

ბექიონი გუშინ სახლში საერთოდ არ მოსულა, სხვათაშორის, ისე, როგორც ღამის ცვლაში მომუშავე დედა. ალბათ, ჩემი ძმა რომ ახლოს ყოფილიყო, ჩუმად ვკითხავდი ოს მდგომარეობაზე, მაგრამ ტელეფონით ამის გაკეთება არ შემეძლო - იქნებ, რამე მნიშვნელოვანს მოვაცდენდი, ჩემთვის, სავარაუდოდ, საერთოდ არ ეცალა.

ამასთან ერთად, მინდოდა, ბექიონს სცოდნოდა, რომ ყველაფრის მომსწრე ვიყავი. მიუხედავად იმსია, რომ ისედაც მგონია, რომ ამას თვითონაც ხვდება, ჯობდა ამაზე საუბარი პირადად შეხვედრამდე გადაგვეწია.

უბრალოდ იმედი მქონდა, რომ სეჰუნი კარგად იყო.

საერთოდ, მასზე ნერვიულობის გარდა, კიდევ უამრავი პრობლემა მქონდა, პირადი. ჰიოკიონის პროექტის კეთება ჯერ კიდევ არ მქონდა დაწყებული. ეგ კი არა, რა კითხვები იყო ჩამოწერილი, ისიც არ ვიცოდი. ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ჩემიც და ბექიონის ბლანკების შევსებაც მე მომიწევს - არ მგონია, რომ თვითონ ამის გაკეთების სურვილს გამოთქვამს. ყოველ შემთხვევაში, დიდ შრომას არ მოითხოვს ეს დავალება.

ამ კვირაში კი უკვე მამაჩემის ქორწილია, და ამ თემას სახლში საერთოდ არ განვიხილავთ. თუმცა, წარმოდგენა არ მაქვს, სად ან რომელ საათზე ტარდება, ან მე და ბექიონი რას ჩავიცვამთ და რას მივიტანთ საჩუქრად. მგონი, ქორწილებზე რაღაცებს ჩუქნიან, არა?

ამ ფიქრებით მივდიოდი ნელა ჩემი სამსახურისკენ. ქუჩაში საზიზღარი წვიმა შხაპუნობდა, და ხასიათიც არ მქონდა დიდად კარგი. ამბობენ, ამ ზამთარს არც ისე ცოტა გუბურა დარჩება, რადგან ბოლო ორი კვირა რაღაც უსაშველოდ ბევრს წვიმდა.

უკვე სავაჭრო ცენტრის პარკინგის ვუახლოვდებოდი, რომელიც დიდი რაოდენობის მანქანებით იყო გადაჭედილი. ზოგიერთი უკვე მიდიოდა, ზოგიც ახლახანს შემოსულიყო, გუბეებში ამოსვრილი.

ამოვისუნთქე, როცა ჩემი ფეხსაცმლის წვეტებს დავხედე. ძალზე დათხვრილი იყო, რაც თავს უხერხულად მაგრძნობინებდა -მართალია, სისუფთავეზე გადამკვდარი არ ვიყავი, მაგრამ არ მივარდა, როცა ტანსაცმელი ჭუჭყიანი და მოუწესრიგებელი იყო. მაგალითად, სკოლაში ბექის მსგავსად ჩაცმულს რომ მევლო, ვერ მოვითმენდი და თავს პირველივე დასვენებაზე მოვიყვანდი წესრიგში.

თავი რომ ავწიე, გავჩერდი, თვალები ნელა გავაღე და ხელით პალტოს ბოლოს ჩავეჭიდე. ჩემგან სამი ნაბიჯის მოშორებით კიმ ჯონგინი მიდიოდა, თან ხაკისფერ მოსასხამს ისწორებდა.

ჯანდაბა. უნდა მივეჩვიო, რომ ერთად ვმუშაობთ ამიერიდან.

ჯონგინი წინ მიდიოდა, დროდადრო უკან იხედებოდა. მომჩვენა, რომ ვერ მხედავდა -სადღაც სხვა მხარეს იყურებოდა და უკმაყოფილოდ იმანჭებოდა. გამოუვალ მდგომარეობაში არ ვიყავი, იმიტომ, რომ გვერდიდან შეიძლებოდა მოგჩვენებოდატ, რომ ბიჭს ვუთვალთვალებდი. ამიტომ, მხოლოდ ნერვიულად ვცდილობდი, სადმე გადამემალა მზერა, თან ვფიქრობდი, როგორ ჯობდა, მოვქცეულიყავი.

შემიძლია გავჩერდე, დაველოდო, როდის გაივლის, ან შემიძლია გადავასწრო. უბრალოდ, არ მინდოდა, დიდ ხანს ვყოფილიყავი მასთან ახლოს, განსაკუთრებით, ახლა. რა თქმა უნდა, ის - ის ადამიანია, რომლისგანაც შემიძლია ო სეჰუნის მდგომარეობა გავიგო, მაგრამ, სიმართლე რომ ვთქვა, ამ შეკითხვით მირჩევნია ჩანიოლს მივაკითხო, ვიდრე მას.

ვერც კი შევამჩნიე, ისევ როგორ მიმეყინა თვალები ჯონგინის ზურგზე. ბიჭი თავის აქეთ-იქით ტრიალს განაგრძობდა, მაგრამ, ამჯერად, ტუჩებს შორის ახლა სიგარეტი ჰქონდა მოქცეული. ქარი პირდაპირ სახეში მიბერავდა, ჩემს გრძელ და ოდნავ ნამიან თმას ჰაერში აფრიალებდა. ამიტომ, როცა ჯონგინი კვლავ შემოტრიალდა და ქარმა დაუბერა, სიგარეტის მთელი კვამლი ჩემი სახისკენ წამოვიდა და ფილტვებში ჩამივარდა.

არ მიყვარდა სიგარეტები. არ მიყვარდა მათი სუნი, და, საერთოდ, თვითონ ფაქტი, რომ არსებობენ. თავის დროზე, ბუსანში, რეფერატს ვწერდი ნარკოტიკების თემაზე, სიგარეტსა და ალკოჰოლზე, ახლა კი მშვენივრად ვიცი, როგორ მოქმედებენ ადამიანზე. ყოველთვის გავურბოდი ხალხს, რომლებიც ორთქმავლებივით აბოლებდნენ, საზიზღარი სუნისგან კი ხველებით ვსკდებოდი. მართალია, დედასთან დაბრუნების შემდეგ, სადაც ბექიონი მინიმუმ ოთხ სიგარეტს ეწევა დღეში, საკუთარ პრინციპებთან შებრძოლება მომიწია. რაც, ჯერჯერობით, უშედეგოდ მიდის.

ამჯერად ვეცადე შევტრიალებულიყავი, რომ ხველა არ ამეტეხა და ამით კლასელის ყურადღება არ მიმექცია. თუმცა, არც ისე კარგად გამომივიდა, იმიტომ, რომ ჩემდა გასაკვირადვე, დავაცემინე.

კიმ ჯონგინი მაშინვე მობრუნდა.

წამით ორივე გავშეშდით, როცა მზერები ერთმანეთს შეხვდა. ლოყები უმალ გამივარდისფრდა, გული კი, რატომღაც, შემეკუმშა. ხმამაღლა რომ გადავყლაპე ნერწყვი, ვეცადე სხვაგან გამეხედა, მაგრამ, ვერ შევძელი.

ჯანდაბა. რა უხერხულია.

ჯონგინმა სიგარეტს ორი თითი შემოხვია, დარჩენილი კვამლი გამოუშვა და ჩემს რეაქციას დიდი ყურადღებით დააკვირდა. ტუჩები ისევ თვითკმაყოფილ ღიმილში დაეკლაკნა, როგორც ვატყობდი, შეტრიალებას არ აპირებდა.

გული მიფართხალებდა, მაგრამ ვცდილობდი, თავი ხელში ამეყვანა, თვალს ვადევნებდი, როგორ ნელა მიჰქონდა ბიჭს სიგარეტი ტუჩებთან. მტევნები მოვმუჭე, საერთოდ არ მესმოდა, რის გაკეთებას აპირებდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ჯონგინი დღეს საკმაოდ კარგ ხასიათზე იყო, რადგან ჩემი გამასხარავება გადაწყვიტა.

კვამლი შეიწოვა, მერე აკურატული ნაკადით გამოისუნთქა პირდაპირ ჩემკენ. წამში დავიჯღანე და ისევ შევტრიალდი.

იდიოტი, რა უნდა?

ჯონგინი ამ რეაქციამ გაამხიარულა, ხმამაღლა ახარხარდა, მერე ხითხითს მოჰყვა, რითიც თავი უხერხულად მაგრძნობინა და სირცხვილით დამწვა ამ სულელური სიტუაციის გამო.

ჯონგინმა ისევ შეისუნთქა ნიკოტინი. ამიტომ ჯღანვა და ხელების ქნევა დავიწყე ცხვირწინ, რამაც კიმი კიდევ უფრო მეტად გააცინა. ამჯერად სპეციალურად შემობრუნდა, რომ კვლავ ჩემზე ამოესუნთქა მთელი კვამლი და მერე საზიზღრად ეხითხითა.

მე ხომ უკვე მილიონჯერ აღვნიშნე, რომ კიმ ჯონგინი - გულისრევამდე თავხედი რეგვენია, რომელსაც ახალგაზრდა გოგონას მასხრად აგდება შეუძლია უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენებით.

ლოყები ჯერ კიდევ მეწვის!

ჯონგინი შესასვლელთან შეჩერდა, ერთი ხელი ჯიბეში ჰქონდა, მეორეთი კი სიგარეტი ეჭირა, რომლის მოწევაც ჯერ არ დაესრულებინა. ღიმილი სახიდან არ შორდებოდა და ბიჭი დიდი დაკვირვებით მათვალიერებდა. შევცბი და გამაჟრიალა. ახლა კიმ ჯონგინის მწველი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა შევსულიყავი სავაჭრო ცენტრში. და ეს საერთოდ არ მახარებდა.

იმის მცდელობით, რომ კლასელის ნაგლურ გამომეტყველებაზე, მის სქელ ტუჩებსა და ხრინწიან სიცილზე არ მეფიქრა, პალტოს კიდეს ჩავებღაუჭე და რაც შეიძლება თავდაჯერებულმა განვიზრახე წინ წასვლა. თუმცა, ყოველი ნაბიჯის გადადგმა სულ უფრო და უფრო მიჭირდა, ხოლო სანტიმეტრები კიმ ჯონგინამდე, რომელიც ჩემ მხარეს აბოლებდა, სულ უფრო და უფრო მცირდებოდა. ვცდილობდი, არ მეყურებინა მისთვის, მაგრამ, თითქოს ჯინაზე, ხალხიც კი ვერ გვიშლიდა ხელს - როგორღაც უცებ ყველა აორთქლდა, და, მეგონა, რომ მე და თანაკლასელი მარტო ვიყავით.

ტუჩზე კბენითა და თმის ყურსუკან გადაწევით, რათა კიმ ჯონგინის თვალს გავქცეოდი, შევბრუნდი და შენობაში შევედი, მაგრამ ბიჭის ხარხარი მაინც გავიგონე.

ჯანდაბა.

უცნაური შეგრძნებები მოსვენებას არ მაძლევდა - ერთი მხრივ, ეს წყეული კიმ ჯონგინი, რომელიც აღელვებასა და გადაწითლებას მაიძულებს, ნერვებზე მქომედებდა, თან ისე, რომ აუცილებლად ვუთავაზებდი იმ ყველაფრის გამო, რასაც აკეთებს, რომ შემეძლოს. მეორე მხრივ, მინდოდა სადმე კუთხეში დავმდგარიყავი, მისგან რაც შეიძლება შორს, და გავბუტულიყავი, იმაზე ფიქრით, რომ მასზე ცხოვრების ბოლომდე ნაწყენი ვიქნები.

-ისევ მითვალთვალებდი?

შევხტი, მოწყვეტით მოვბრუნდი და მოსაუბრეს პირდაპირ მკერდში ჩავეფლე, მაშინვე ვიგრძენი პიტნისა და სიგარეტის სურნელი, მერე კი დენდარტუმილივით გამოვხტი უკან.

თავი რომ ავწიე, ჩემ წინ, რა თქმა უნდა, კიმ ჯონგინი იდგა, რომელიც, ცოტაც, და ჩემი მოუქნელი საქციელისგან სიცილს დაიწყებდა. ასე მხოლოდ მაშინ მემართება, როცა კლასელი სადმე ახლოსაა.

-ყველა საზღვარს გადადიხარ, -ხელოვნურად ოცდება ჯონგინი, მე კი, მგონი ყურები, ლოყები, და, საერთოდ ყველაფერი მიწითლდება, რაც კი შესაძლებელია -მითვალთვალებ, თანაც უკვე პირველად არა.

თვალები გამიფართოვდა, საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი, რა მეპასუხა. სულ ცალ ფეხზე მკიდიხარ, რეგვენო! უბრალოდ ერთად ვმუშაობთ!

-მე არ...-დავიწყე, იმაზე ნერვიულობით, როგორ ჯობდა, მეპასუხა, და საერთოდ, ძლივს ვიაზრებდი, ვის ველაპარაკებოდი.

თუმცა, კიმ ჯონგინს ჩემი სიტყვები სრულებით არ აინტერესებდა. რა თქმა უნდა, უფრო ადვილია ისე ჩათვლა, თითქოს ერთ-ერთი იმ გოგონათაგანი ვარ, სულ კუდში რომ დასდევენ სკოლაში და იმაზე ფიქრობენ, როგორ ლამაზად ლაპლაპებს მზის შუქზე მისი კანი, ან მის მშვენიერ ყვრიმალებზე.

-რთულია კონცენტრირება? -დამცინავად მეკითხება ჯონგინი, მერე თავდაჯერებული ნაბიჯებით მიიწევს წინ, შეშფოთებული გამომეტყველებით მტოვებს, როცა რაღაცის პასუხს ვაპირებ, მაგრამ ყელში გორგალი მეჩხირება.

ამოვიკვნესე, ფრთხილად მოვირტყი მტევანი შუბლში.

რომელი ჩვენგანი უფრო სულელია - მე თუ ის?

თავიდან ჯონგინს, როგორც ვხვდები, ძალიან მოსწონდა ჩემთვის შემზარავად ყოფნა. მაგრამ, საკმარისი იყო, ოდნავ შევგუებოდი მის იდიტურ ხასიათს და მასთან მიმართებაში ოდნავ გავთამამებულიყავი, რომ სულელური ხუმრობების სროლას იწყებს, რომლებსაც რა ვუპასუხო, არც კი ვიცი.

კიმ ჯონგინი - პროფესიონალი კრეტინი.

გონებაში რომ გამოვლანძღე საკუთარი ასეთი ჩვარული საქციელის გამო, კაფესკენ გავემართე, თან ჯერ კიდევ აწითლებულ ლოყებს ხელის გულით ვიზელდი.

თუმცა კლასელის ქცევაში ერთადერთი პლუსი მაინც იყო. ასე არ მოიქცეოდა, სეჰუნს რამე სერიოზული რომ დამართნოდა. ვფიქრობ, ამ თემასთან დაკავშირებით, შემიძლია, ფიქრები დავაწყნარო. როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად აქვს.

რომ მივედი, ხოლოდ მოკლედ მივესალმე ჩონჯის, უნიფორმა ჩამოვიცვი და მუშაობას შევუდექი, თან ვცდილობდი კიმ ჯონგინის არსებობა სრულიად დამეიგნორებინა, ისევე, როგორც მისი არასასიამოვნო დასწრებაც აქ.

შეკვეთები ცოტა არ იყო, მაგრამ მე და ჩონჯი ლაპარაკს მაინც ვახერხებდით, შიგადაშიგ, იმის შესახებ, რომ ბაბლ თი არასდროს გამესინჯა, და გამოვუტყდი, გასინჯვა ძალიან მინდოდა.

მივხვდი, რომ ჩვენთან ყველაზე ახლოს მდგომ მაგიდასთან მჯდომ ჯონგინს ეს საუბარი ესმოდა, იმიტომ, რომ რამდენიმე წუთიც არ გასულა, როცა მეწყვილეს მიმართა:

-ბაბლ თი გამიკეთე, -ზლაზვნით წარმოთქვა, ნიკაპი მტევანს დააყრდნო.

-ვითომ რატომ? -ჰკითხა ჩონჯიმ, თუმცა ეს აღშფოთებას უფრო ჰგავდა.

ჯონგინმა თავი გააქნია.

-გამიკეთე-მეთქი, გეუბნები, -მკაცრად აცხადებს. -შეკვეთაა.

ვხედავ, ჩონჯის ბრაზისგან, ცოტაც, და ნესტოებიდან ბოლს გამოაფრქვევს. მაგიდის კიდეს ჩაეჭიდა.

-თვითონ რატომ არ გააკეთებ? -თითოეული სიტყვის ნელა და გამოკვეთილად წარმოთქმით ეკითხება ჩონჯი. -აქ შენც მუშაობ.

რაზეც ჯონგინი ხმამაღლა სუნთქავს. თითქოს ანიშნებს, რამდენად მოაბეზრა მოსაუბრემ თავი. ბიჭი ზარმაცად ატყაპპუნებს გრძელ თითებს მაგიდის ზედაპირზე და დამცინავი ღიმილით უყურებს ჩონჯის.

-ისევ დაგავიწყდა მამაჩემი ვინ არის? დაწვრილებული ხმით მიუგო ჯონგინმა, თან ტუჩი გადმოაბრუნა. აშკარად ცდიდა ჩონჯის მოთმინებას, მაგრამ ეს ძალიან მალე მოჰბეზრდა. არაფრით დარჩენილმა, სკამზე ჯდომა განაგრძო, ფეხი ფეხზე შემოიდო.

ვფიქრობ, დარჩენილმა სამუშაო დღემ მშვიდად ჩაიარა. ხანდახან მე და ჩონჯი ჩუმად ვლაპარაკობდით, იმიტომ, რომ შეკვეთა ძალიან ბევრი იყო. დროდადრო ჩემზე ჯონგინის ცარიელ მზერას ვიჭერდი, თუმცა, არ ვრეაგირებდი, რადგან თავში ჩემი ახალი ცხელ-ცხელი სირცხვილის კადრები მიტრიალებდა.

ცვლა უკვე დასასრულს უახლოვდება, ორივე ბიჭი სამსახურის დასატოვებლად ემზადებოდა, მე კი უხმოდ შევრაცხე თავი იმ ადამიანად, ვინც დღეს ნაგავს გადაყრიდა. საერთოდ, ამას ჩონჯი აკეთებდა, მაგრამ დღეს მე ვითავე.

ნაგავი არც ისე ბევრი იყო და მალეც დავემშვიდობე რუხ პარკს, ხელები მოვიზილე, რომლებსაც უკვე მოესწროთ სიცივისგან გათოშვა - ბუნკერები ქუჩაში იდგა, პალტოს წამოღება კი ვერ მოვიფიქრე.

უკან რომ დავბრუნდი, შევამჩნიე, ყველა წასულიყო, და კაფეს უკანა ნაწილში შუქებიც ჩაექროთ. მხოლოდ დაღლილმა ამოვიხვნეშე, გონებაში სიმშვიდით ვტკბებოდი.

უნიფორმა ჩვეულებრივი ტანსაცმლით რომ გამოვიცვალე, ბარის დახლთან მივედი გასაღებების ასაღებად, მაგრამ წამში გავშეშდი.

მაგიდაზე ბაბლ თი იდგა, ვარდისფერი შეფერილობით. და ჭიქის ზედაპირზე შავი მარკერით მოუქნელად იყო გამოყვანილი „მადლობა, სუნმი" ინგლისურ ენაზე.



//თქვენი არ ვიცი და, ამ ფიკს უკვე, გამოდის, მეშვიდედ ვკითხულობ და ჯონგინზე სულ კრუნჩხვებში ვვარდები. მგონი პროფესიონალის დახმარება მჭირდება//

Continue Reading

You'll Also Like

60.1K 4.6K 62
ផែនដីក្រឡាប់ចាក់ មនុស្សស្អីតាំងពីកំលោះមកដល់ពោះម៉ាយកូនប្រាំហើយ រកប្រពន្ធជាប់លាប់និងគេ១ក៏គ្មាន មិនមែនលែងលះទៅឯណាទេ គឺពួកគេនិងស្លាប់ដោយគ្មានមូលហេតុនៅដែល...
90.8K 12.1K 44
Seokjinက ငါ့အိမ်ကကျွန်လေ... အိပ်စရာလူကုန်ရင်တောင် သူနဲ့တော့မအိပ်ဘူး၊ ကျွန်စော်နံလို့...[ABO/kookjin]
36.8K 5.5K 37
"ហង្សមែនទេ?​ត្រឹមតែមួយប៉ប្រិចភ្នែកយើងនឹងធ្វើអោយហង្សមួយនោះបាក់ស្លាប ហើយហង្សដ៍ស្រស់ស្អាតនោះត្រូវស្ថិតក្នុងកម្មសិទ្ធយើងម្នាក់គត់"ជុងហ្គុក "យើងដឹងពីអ្វីទ...
133K 6.4K 21
- ვანილის გემო გაქვს. - დამჩურჩულებს ბაგეებზე, ხელს მიშვებს და გასახდელიდან გადის. ______________________ studentXchef romance მოთხრობა აღებულია 4lov...