პიცის ნაჭერი

By princessharuru

31.8K 5.3K 4.2K

თ ა რ გ მ ა ნ ი !!! მუდმივად ჩუმი ბიონ სუნმი ყოველთვის ცდილობდა თავი აერიდებინა სკოლის პოპულარული ბანდისთვის... More

1 - იმაზე უარესია, ვიდრე მე და ჩანიოლი ერთად აღებული
2 - დააიგნორე მისი არსებობა
3 - ხომ დამეხმარები?
4 - ლი თემინ, აღარ დამენახო
5 - რა ჩაიფიქრე?
6 - ამ სახელთან იმდენი დამთხვევაა
7- შეიძლება ოპპა დაგიძახო? -არ შეიძლება
8 - უფრო მეტად მომწონს, როცა მელაპრაკებიან
9 - და მერე ყველა გაიგებს, რომ ნათესავები ვართ
10 - ესე იგი, იქ ჰიოკიონის შეყვარებული ზის
11 - ვითომ არ გამიგია
12 - სუნმი, ნუ ჭკვიანობ
14 - სასაცილო ხარ
15 - -ჰიონებიდან რომელიმეს დაუძახე
16 -ბაბლ თი გამიკეთე, -ვითომ რატომ?
17 -წაიყვანე შენი მეგობარი და წაერთრიეთ
18 - უბრალოდ სულელური ცრურწმენაა, სამაგიეროდ, ყვავილებია ლამაზი
19 - -ლოთების სწრაფი მიტანის სერვისი
20 -ტუჩი გამიხეთქე, სადისტო
21 - მე ვარ მოსაწყენი?
22 - ლუ, უსამართლობაა
23 - შეგიძლია ნებისმიერი კითხვა დამისვა
24 - წარმატებული დასაწყისი, წარმატებული მომავლისკენ
25 - ასე ძალიან მოგწონს ჩემი თვალიერება?
26 -მოგენატრე და ამიტომ მირეკავ?
27 - მინდოდა გამეგო, რითი ვერ მოაწონა ჩემმა ძმამ თავი მეგობარს
28 - კარგი გოგოები სხვის საუბრებს არ უსმენენ
29 -უბრალოდ რამე სიახლე მინდა
30 -კბილის ჩხირებს შევიყენებ თვალებში, რომ არ დამეძინოს
31 -ისეთი მოსაწყენი ხარ, მაგრამ ეს თითქმის არც მაღიზიანებს
32 -გინდა, მეორე პირველი პაემანი მოვაწყოთ?
33 - სკოლაში რატომ არ ხარ?
34 - უბრალოდ გავიზარდე და აღარ მაინტერესებს. როგორც შენ.
35 -ვფიქრობ, ეს სავარძლები ფიცრებისგანაა
36 - ნარკომანები ხართ, არა?
37 - ის ხომ მთავარ რეგვენად მიგაჩნდა
38 -შენ მეუბნები, რომ ეს თვით ბიონ ბექიონის დაა?
39 -შენი ყოფილი თუა, დარწმუნებული ვარ, არ მსურს მისი გაცნობა
40 -შეიძლება, კურსებზე მაინც მოვუყვე, მხოლოდ დასაწყისი?
41 -ყოველთვის მინდოდა ბექის ტანსაცმლის ტარება
42 -მაზოხისტი არა, დედააფეთქებული თვითმკვლელი ხარ
43 -მითხარი, რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი თითზე არ მიხვევდა
43 ნაწილი (2)
44 - კეთილი იყოს შენი დაბრუნება ბუსანში
45-არა. გვეჩქარება, ხომ ასეა, მოსწავლე ლი?
46-რისთვის, თუ ჩემი დაიკო ასეა დარწმუნებული თავის ძვირფას მეგობარში?
47 -შენი შეყვარებული რომ ვყოფილიყავი, ასეთი რამ არ მომეწონებოდა.
48 -გამარჯობა, ჯონგინ. აქ შენს გოგონასთან ვერთობით.
49 -შემდეგი შეხვედრისას ისე მოვიქცეთ, თითქოს ერთმანეთს არასოდეს ვიცნობდით
50 -არასწორია პრობლემებისგან გაქცევა.
51 -მეც და შენც ფსიქიკა მოვუსპეთ (კიმ ჯუნმიონის დღიურიდან)
52 - მოდი, ვიყოთ.
53 - მაგიტომაც არის ჩემი ცოლი
54 - ვაუ, დედა.
55 - ბანდის კვალი ავიღეთ, რომელმაც წლების წინ მთელი კორეა ააფორიაქა
56 -ნეტავ იცოდეს, სინამდვილეში როგორი ცუდი ვარ

13 - ეს ცხოვრების წესია და თითოეულმა თვითონ ავირჩიეთ ის

495 101 71
By princessharuru

წასვლის წინ კიმ ჯიონმა შვილი მკაცრად გააფრთხილა, რომ სამუშაო დღის დასრულებისთანავე, მოაკითხავდნენ, ამიტომ გაპარვა ჯონგინს არ გამოუვიდოდა. ამაზე ბიჭმა მხოლოდ გაღიზიანებულად ჩაიღიმა, თავისი მამაკაცური ყბები დაჭიმა და შეტრიალებულმა, სადღაც შორს გააშტერა თვალი. ქალბატონი კიმი აღელვებული შესცქეროდა შვილს, მაგრამ ვერაფრის თქმა ვერ გაებედა. რაც, გასაგებია. ჯონგინი მართლაც დამნაშავე იყო. ისეთი უხერხულობა შეიქმნა: სამივე ერთად დაგვტოვეს, იმის იმედით, რომ მერეც მშვიდად განვაგრძობდით სამუშაო დღეს. მაგრამ, ამის დედაც, რა უნდა ვქნათ ახლა?

ჩონჯის, მგონი, რაღაცის თქმა უნდოდა, რომ ეს დაძაბული ატმოსფერო გაენეიტრალებინა, თუმცა ამის გაკეთება არ დასცალდა - როგორც კი კიმის ოჯახი სავაჭრო ცენტრის შუშის კარს მიეფარა, ჯონგინი მაშინვე დაუბრუნდა მაგიდას, სკამზე მოკალათდა და ფეხი ფეხზე გადაიდო.

წამით გავშეშდი, სანამ თვალს ვადევნებდი, კიმი როგორ იღებდა ჯიბიდან ტელეფონს და აქტიურად კრეფდა რაღაცას.

-ეი! -პირველმა ჩონჯიმ ვერ მოითმინდა. განრისხებული მიაჩერდა თავის ახალ მეწყვილეს, რომელიც ახლა ჩვეული ცივი გამოხედვით გვიყურებდა.

კიმი დუმდა, კითხვის ნიშნად წარბი აეწია. ბიჭმა თითები თავის სავსე ტუჩებს გადაატარა იმის მოლოდინში, რომ ან მე ამოვიღებდი ხმას, ან ჩონჯი.

ჩემი მეწყვილე აშკარად შოკში იყო მისი ნაგლური გამოხტომებისგან. აი, ჩემი გაოცება კი მალე ძალიან რთული იქნება.

-როგორც გავიგე, აქ სამუშაოდ მოგიყვანეს, -თავის გვერდზე გადახრით წარმოთქვა ჩონჯიმ.

კლასელი კი თავისი ფირმული გამოხედვით აგრძელებდა მის თვალიერებას.

-და? -როგორც იქნა, ამოღერღა. -მერე?

გონებრივად თვალები ავაბრუნე, წინასწარ რომ მივხვდი, არაფერი კარგით არ დასრულდებოდა ეს საუბარი. მაგრამ იმ დროს მუშაობა, სანამ ჯონგინი თავის საქმეებს აკეთებდა, არ მინდოდა.

ბოლოს და ბოლოს, სად არის სამართალი?

-რატომ კითხულობ მაგას? -გულწრფელად გაიკვირვა ჩონჯიმ, ამოოხრებისგან თავი ძლივს შეიკავა ასეთი ნაგლური პასუხის მოსმენის შემდეგ. -უნდა იმუშავო!

ჯონგინმა თავი უკან გადასწია, ხმამაღლა ამოისუნთქა, თითქოს გვაჩვენა, რამდენად ძაბავდა შექმნილი სიტუაცია. ტელეფონი მაგიდაზე ჩამოდო, თვალები მოისრისა.

ჩვენს დახლთან მომხმარებელი მოვიდა, და მეც მაშინვე ვიჩქარე, შეკვეთა მიმეღო, სანამ თვალი კუთხით კონფლიქტს ვადევნებდი თვალს. ჩემი სუსტი ნატურიდან გამომდინარე, ჩარევა არ შემეძლო, ამიტომ, მხოლოდ ვუყურებდი. პარალელურად, იმედი მქონდა, რომ ჩვენს დაწესებულებას სეჰუნი და ლუჰანი არ ეწვეოდა.

-ვმუშაობ, -მიუგო ჯონგინმა. -თქვენ გაკვირდებით.

ჩონჯიმ თვალები დაჭყიტა.

-ჩვენ რაში გვჭირდება დაკვირვება?- განერვიულებულმა იკითხა. -დაუღალავად ვშრომობთ, და არასოდეს ვიღებთ იმას, რაც არ გვეკუთვნის. სუნმის საერთოდ არასოდეს გაუსინჯავს ბაბლ თი, თუმცა აქ ცოტა ხანი არ უმუშავია.

ჩემი სახელის მოსმენაზე შევხტი. მაგრამ, რადგან შეკვეთის მომზადებით ძალიან დაკავებული ვიყავი, ჯონგინის რეაქციისთვის ყურადღება დიდად არ მიმიქცევია, არც ემოციებს მივეცი გამოჩენის საშუალება.

გავიგონე, როგორ წამოდგა კლასელი სკამიდან, ჩონჯის მიუახლოვდა.

-მისმინე, შენ, მგონი, დაგავიწყდა, ვის ელაპარაკები? -მშვიდად, მაგრამ ძლივს შესამჩნევი გაღიზიანებული ინტონაციით იკითხა ჯონგინმა. - აქ იმას გავაკეთებ, რასაც მოვისურვებ. და შენს ადგილას, კლიენტების მომსახურებას ვამჯობინებდი. რიგი იზრდება.

ჩონჯიმ ნერვიულად ჩაიცინა, თუმცა არ შეწინააღმდეგებია, ალბათ, მიხვდა, რომ ჯონგინთან საქმის დაჭერა ზედმეტი თავის ტკივილია. ჩემი კლასელი კი ისევ მაგიდას მიუჯდა და ტელეფონზე გადაერთო.

ასე ჩაივლის ჩემი ორი კვირა - ჯონგინის „მკაცრი" მეთვალყურეობის ქვეშ. და ეს საერთოდ არ მახარებდა. კიდევ კარგი, ჩონჯი მაინც იყო ახლოს -მასთან თავს უფრო თავდაჯერებულად ვგრძნობდი, ვიცოდი, რომ ჩემს თავს არ დააჩაგვრინებდა.

შემდეგ დღეს, დიდ დასვენებაზე, ბიბლიოთეკისკენ გავეშურე, რადგან ის წიგნები ვერ მომეძებნა, ჰიოკიონმა რომ დამაბარა. გოგონა ამის შესახებ დილიდან მახსენებდა, იქიდან მოყოლებული, რაც დერეფანში შევხვდით. უნივერსიტეტში ლექციებზე მიიჩქაროდა, ამიტომ ხვალ საღამოს მის სახლთან შემომთავაზა შეხვედრა. რა თქმა უნდა, დავთანხმდი, მაგრამ ბიბლიოთეკაში დღეს მაინც წამოვედი, რომ აღარ გადამედო, როგორც ჯონგინის მასალების შემთხვევაში.

-გამარჯობა, -ბიბლიოთეკის თანამშრომელს თავი დავუკარი. -გუშინ მითხარით, დღეს დავბრუნებულიყავი ამ წიგნებისთვის.

ხანში შესულ ქალბატონს ფურცელს ვუწვდი, რომელზეც ავტორების გვარები და სათაურებია ჩამოწერილი. ქალი ნაოჭებიან შუბლს ჭმუხნის, გაჭაღარავებულ თმას კი ყურს უკან იწევს.

-მგონი, იმ განყოფილებაში დავინახე, -მიმითითა მარცხნივ. -შეგიძლია მანდ მოძებნო, უბრალოდ მე ცოტა ხნით გასვლა მომიწევს. მარტო რომ დაგტოვო ცოტა ხნით, შემიძლია გენდო, რომ ბიბლიოთეკა თავის ადგილას დამხვდება ისევ?

დაუყოვნებლივ დავუქნიე თავი, გავიფიქრე, რომ საკმაოდ სამაგალითო მოსწავლეს ვგავარ და ასეთი კითხვები ჩემი მისამართით პირველად მესმოდა.

ნელა რომ დავიძარი განყოფილებისკენ, სარკეს ჩავუარე, სადაც თავიდან ბოლომდე შევათვალიერე საკუთარი თავი. ყოველთვის ჩვეულებრივი გოგო ვიყავი, გამორჩეული გარეგნობის გარეშე. ჩვეულებრივი წაბლისფერი თვალები მაქვს, რატომღაც მუდამ დაღლილი. შავი თმა, ოდნავ კეხიანი ცხვირი, კიდევ ვარდისფერი ტუჩები, რომლებიც წვრილი არ არის, მაგრამ, არც - ფუმფულა. ყურადღებას არასოდეს ვიქცევდი ასეთი უბრალო გარეგნობის გამო, და ყოვლეთვის უფრო მშვიდი მოსწავლის შესახედაობა მქონდა, ვიდრე ადამიანის, რომელსაც მთელი ბიბლიოთეკა შეუძლია ყირაზე დააყენოს.

თაროებს შორის რომ მოვკალათდი, წიგნების ყდების თვალიერება წამოვიწყე. რამდენიმე გაქექილი იყო, ალბათ, არა ერთხელ გაუტანიათ ბიბლიოთეკიდან, იმიტომ, რომ განსაკუთრებით საინტერესოებია. რამდენიმე ახლებივით იყო, სავარაუდოდ, ახლახანს მოეტანათ, ან უბრალოდ დიდად არავინ კითხულობდა.

სათაურებსა და ავტორების სახელებზე ვატარებდი მზერას, იმ ორი წიგნის მოსაძებნად, რისთვისაც მოვედი. ერთ-ერთი ავტორი საკმაოდ სწრაფად ვიპოვე და ჩემი თვალები წამიერად შეჩერდნენ საჭირო წიგნზე, როცა ბიბლიოთეკის კარი შეიღო და მამაკაცის წამოძახილები მომესმა:

-აქ არავინაა.

ხელით წიგნისკენ წავიწიე, მაგრამ მაშინვე უკან დავიხიე, მოწყვეტით შევტრიალდი ხმის ხმაურის წყაროსკენ.

ბიჭების დაჯგუფება, რომელთა სახეებსაც ვერ ვხედავდი, სწრაფად გაუყვა მოშორებულ განყოფილებას, ისე, რომ ჩემთვის ყურადღებაც არ მოუქცევიათ. გონებაში, დაღონებულმა ამოვიკვნესე, როცა ნაცნობი ხმა გავარჩიე, გული კი წამში მომეკუმშა.

ბედი ისევ მათთან მახვედრებს.

-უკვე ნათქვამი მაქვს, რომ ასეთი საქმეების განხილვა სკოლაში არ შეიძლება, - შეიბღვირა კიონსუ.

მისი ხმისგან შემკრთალს, თავში გუშინდელი დღის გამოსახულებები ამომიტივტივდა. ჩუმად წამიცდა ფეხი, მაგრამ უხმოდ რომ ავეკარი კედელს, გაჩერება მომიწია, წიგნის დასახელებებიანი ფურცელი კი გულში ჩავიკარი. მოვიღუშე და ტუჩზე ვიკბინე, როცა გავიაზრე, რომ ახლა ისეთ რამეს გავიგონებდი, რაც არ უნდა მცოდნოდა.

-აქ ვინც მუშაობს, ის ქალი კაფეტერიაში ზის და ჭამს, ამიტომ ათი წუთი მაინც გვექნება, -დასძინა ჩანიოლმა. -ამიტომ, ნუ ღელავ, დო. სიცარიელე და უსაფრთხოა აქ.

ტუჩები მოვკუმე, ნელა ამოვისუნთქე. მეგონა, რომ გავნძრეულიყავი, გამიგებდნენ. ჩემმა გულმაც რომ დაიწყოს პანიკურად ძგერა, ამასაც კი გაიგებენ. ამიტომ, ვცდილობდი, მშვიდად ვყოფილიყავი, მაგრამ, სიმართლე რომ ვთვქა, საშინლად გამომდიოდა.

-ახლახანს კრისმა დამირეკა, - წუთიანი პაუზის შემდეგ თქვა ჩენმა.

-ადრე არ არის? მხოლოდ ერთ კვირაში უნდა შევხვდეთ, - ბექიონი.

-სწორედ ეგაა პრობლემა, -ჩენი ნელა და ჩუმად ლაპარაკობდა.

-კიდევ რა დედააფეთქებული პრობლმა? -უეცრად ხმამაღლა აღრიალდა ჯონგინი,, სიჩუმე თავისი ბოხი ხმით დაარღვია. მგონი, მან მოუქნია კედელს ყრუდ.

ისევ შევკრთი, თვალები დავჭყიტე. თავს უადგილოდ ვგრძნობდი, და ძლივს ვძლებდი, სადმე რომ არ გავქცეულიყავი. მაგრამ დროულად რომ გამოვფხიზლდი და მივხვდი, მაგ შემთხვევაში მაშინვე შემამჩნევდნენ, კედელს კიდევ უფრო ძლიერად მივეკარი.

-ნუ ღრიალებ, -დაისისინა კიონსუმ, ჩემს კლასელს მიმართა. -მომასმენინე.

-მადლობა, -ნაგლობს ჩენი. -სინამდვილეში, პრობლემა სერიოზულია. მარაგი ძალიან ცოტა დაგვრჩა.

-ეს რას ნიშნავს? -ნელა იკითხა, მგონი, ტაომ.

-ეს იმას ნიშნავს, რომ ნახევარ წელზე ოდნავ მეტი დაგვრჩა, -განმარტა კიონსუმ. -ან ვპოულობთ სუჰოს, ან ყველაფერი მართლაც ძალიან ცუდად სრულდება.

საერთოდ ვერ ვხვდებოდი, რაზე ლაპარაკობდნენ, მაგრამ დო კიონსუმ ფრაზა უფრო და უფრო მაშინებდა. ძალა რომ მოვიკრიბე, კედელს მოვშორდი, უხმოდ მივუახლოვდი თაროს. წიგნებს შორის ჭუჭრუტანებში რომ გავიხედე, გავოცდი, მართალია ძალიან კარგად არა, მაგრამ მაინც რომ შემეძლო ბიჭების დანახვა. ჩემგან რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგნენ.

-ჯანდაბამდე გზა გქონიათ, ამაზე არ დავთანხმებულვარ, -ისევ ისე ხმამღლა ამბობს ჯონგინი, მერე წამით ჩენისკენ იხრება. -შენმა ძმამ წამოიწყო ეს საქმე, და ადრე თუ ყველაფერი მომწონდა, ახლა მხიარული ექსპერიმენტი შეწყდა.

ჩენი გაიმართა, ჯონგინისგან თვალი არ მოუშორებია, ისე გადადგა უკან რამდენიმე ნაბიჯი. ახლა ერთმანეთის მტრებს უფრო ჰგავდნენ.

-ეს არასდროს ყოფილა ექსპერიმენტი. ეს ცხოვრების წესია და თითოეულმა თვითონ ავირჩიეთ ის, - გამოსცრა. - დავუშვათ, ყველაფერი სუჰოს გეგმის მიხედვით წავიდა. მაგრამ მეც კი ვხვდებოდი, რას ვაწერდი ხელს. უფრო ადრე უნდა გავჩერებულიყავით.

მართალია, არაფერი მესმოდა, რაზე ლაპრაკობდნენ, მაგრამ ერთი დავასკვენი - რომ მართლაც საშიშ საქმეს აკეთებდნენ. იმის გააზრებისას, რომ ჩემი ძმა მართლაც რაღაც საშინელებაში იყო გარეული, სხეულზე ერთიანად შემომიტია მღელვარების ეკლებმა.

ბიონ ბექიონ, რაში გაეხვიე?

-მიდით, დაერიეთ ერთმანეთს, - უკმაყოფილოდ მოუწოდა ლუჰანმა, ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა. -იმის მაგივრად, რომ საკუთარ ცოდვებში ერთმანეთი დაადანაშაულოთ, იმაზე იფიქრეთ, ახლა რა ვქნათ. ბოლოს და ბოლოს, პირველი წელი არაა, რაც ერთად ვართ.

-მართალია, -თქვა ბექმა და დაღლილობისგან საფეთქელი მოიზილა. -თქვენი ჩხუბით არაფერი მოგვარდება, სუჰო კი თავისით ვერ მოიძებნება.

-მანამდე უნდა მოვძებნოთ, სანამ ყველაფერი მართლა გამოუსწორებელი არ გახდა, -განაგრძო ჩანიოლმა. -თავი შევიკავოთ, როგორც სეჰუნი იქცევა.

ყველამ მომენტალურად ოსკენ გაიხედა, რომელიც საუბარში საერთოდ არ ერთვებოდა, მხოლოდ წიგნებს ათვალიერებდა თაროებზე. იმდენად იყო ამ პროცესით გართული, რომ ვერც კი შეამჩნია, როგორ დადუმდა მის გარშემო ყველა.

-სხვათაშორის, ცუდი იდეაა, -ჩუმად აღნიშნა ლუჰანმა და ბიჭებიც თავის ქიცინით დაეთანხმნენ.

-ბოლოს და ბოლოს, დაურეკეთ იშინს. მისი მოწყობილობები დაგვეხმარება, -ტაოს ჩახლეჩილი ხმა.

სამეგობროს, როგორც ჩანს, კიდევ უნდოდა რამდენიმე ფრაზის გაცვლა ერთმანეთში, მაგრამ ამ დროს ბიბლიოთეკის კარი შეიღო და ოთახში თანამშრომელი შემოვიდა, თავისი სადილის ჭამას გზად ასრულებდა. რომელიღაცა გულიანად შეიკურთხა, მაგრამ მაინც ისე სწრაფად დატოვეს ბიბლიოთეკა, განსაკუთრებული ყურადღება არ მიიქციეს.

ძლივს მოვძებნე საჭირო წიგნები, სანამ მოსმენილის გადახარშვას ვცდილობდი. ამავე მიზეზით, დარჩენილმა დღემ ჩემთვის ბურუსით ჩაიარა. ერთი მხრივ, საერთოდ არ უნდა მეფიქრა ამაზე, ის საცოდავი გამოცდილება რომ გამახსენდა, ჰიოკიონის ცხოვრებაში ჩარევის. მაგრამ ფიქრები არა და არ მტოვებდა. სულ იმას ვუღრმავდებოდი, რას მალავდა ჩემი ძმა. ვინ არის კრისი, და რისი მარაგი დარჩა ცოტა? თავზარდაცემულმა ვივარაუდე, რომ ეს ყველაფერი იმასთან იყო კავშირში, შეძლებდნენ თუ არა საერთოდ სიცოცხლის გაგრძელებას, მაგრამ მადლობა ღმერთს, ეს აზრი მალევე გამიქრა - ბექიონის დასაფლავებაზე, შანსი არ არის, წასვლას მე არ ვაპირებ.

რა არაამქვეყნიური სისულელეა?

მთელი საუბრიდან, მხოლოდ ის გავიგე დანამდვილებით, რომ სუჰო, რომელსაც ასე სასოწარკვეთილად ეძებენ - ჩენის ძმა არის. და, როგორც ჩანს, სწორედ სუჰოს გამო ცხოვრობენ ბიჭები ასე. ეს იყო ერთადერთი ფაქტი, რომელიც მქონდა.

იმაზე ნერვიულობასაც განვაგრძობდი, რაში იკავებდა სეჰუნი თავს, და ვინ იყო ის იშინი, თავისი ჯადოსნური მოწყობილობებით. თითოეული ახალი აზრის მერე კიდევ უფრო მეტად ვღელავდი ბექიონზე. და, ალბათ, ამაოდ არა. როცა საბოლოოდ გავიაზრე, რომ ეს ყველაფერი უბრალო ხუმრობა არ არის, არამედ რეალობაა და თანაც შემაცბუნებელი, შევშინდი.

და დღის ბოლოს, მთელი ოჯახი ერთად რომ ვვახშომბდით, განცვიფრებულმა დავასკვენი, რომ მთელი სიმართლის გაგება მსურდა.

-როგორ მიდის სწავლის საქმე? -კითხვას სვამს დედა და ჩხირებით რამიონს იღებს. -სუნმი?

-დედა, მე რატომ არ მეკითხები? -ხელოვნურად დაიბოღმაბექიონი. თავისი ჩხირები მაშინვე თეფშში ჩააგდო, პირი დააღო და მოიღუშა.

დედამ მის ამ საქციელზე მღოლოდ ჩაიღიმა და თვალები ააბრუნა.

-შენი წარმატებების მოსმენა უკვე მეყო, -ბექიონს უემოციოდ უყურებდა. -გამოსაშვებ კლასში სწავლობ, მე კი ჯერ კიდევ დირექორთან მიბარებენ. სირცხვილი.

უფროსს შეწინაარმდეგება უნდოდა, მაგრამ მაშინვე შეჩერდა, მშვიდად ამოისუნთქა და ხელი თმაში შეიცურა. მე კი, ამ დროს, ვუპასუხე, რომ ჩემი სწავლის საქმე საკმარისად კარგად მიდის, დედამაც გამიღიმა.

ბექიონმა წამში გამომხედა, ენაც გამომიყო.

-დღეს ჭურჭელს შენ რეცხავ, -საჩვენებელი თითით მიუთითა ბექიონს. -რადგან საკუთარი მოსწრება შემახსენე, - აქცენტი ბოლო სიტყვებზე გააკეთა.

ცოტა კიდევ ვილაპრაკეთ და დედამ მოგვიყვა, რამდენად ბევრი სამუშაო ჰქონდა, როგორ იღლებოდა და, მგონი, სიტყვებს შორის ბექიონს მადლობაც გადაუხადა დახმარებისთვის, მაგრამ მაშინვე იჩქარა თემის შეცვლა. ისევ მეკითხებოდა, ახალი მეგობრები ხომ არ შემეზინა და მეც ისევ ვუპასუხე, რომ ჰიოკიონი ერთადერთი იყო.

-თქვენ „ისეთები" ხომ არ ხართ? -კიდევ ერთხელ დასვა შეკითხვა ბექიონმა და დედასგანაც ისევ გემრიელად მოხვა.

რაც არ უნდა იყოს, ამ ოჯახში ძალიან ცოტა რამ თუ იცვლება.

ძმა ჭურჭელს რომ რეცხავდა, მასთან დავრჩი. სურვილი, რომ დღეს მოსმენილიდან რამე მაინც მეკითხა, არ მასვენებდა. არ ვიცოდი, როგორ წამომეწყო საუბარი, ამიტომ თავიდან უბრალოდ დაუხამხამებლად მივჩერებოდი, სანამ ბოლომდე არ ამოასუფთავა ჩახვავებული ჭურჭელი.

საბედნიეროდ, ზოგჯერ ბექიონს გონება უნათდება ხოლმე, ამიტომ პირველმა თვითონ დაილაპარაკა:

-რთული დღე გქონდა?

ღრმად ჩავისუნთქე, გამოყრილი თმის ღერები ყურს უკან გადავიწიე.

-აჰა, -თავს ვუქნებ. ისევ ვიკარგები სიტყვებში. წამით გავიფიქრე იმაზე, რომ, ალბათ ბექიონს შემიძლია ჩემს ახალ მეწყვილეზე მოვუყვე, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ვერ გავბედე. -ხვალ საღამოს ჰიოკიონთან მივდივარ და დავისვენებ.

-მომწონს, რომ მეგობრობთ, -ბექიონმა გამიღიმა.

-შევამჩნიე, - სიცილით მივანიშნე იმაზე, რაც ყოველ საოჯახო ვახშამზე ხდება.

-მე ხომ უბრალოდ ვხუმრობ!

ჩუმად ჩავიხითხითეთ, დედას ჩვენი ლაპარაკი რომ არ გაეგო -მის თვალში ხომ ჩვენი ურთიერთობა არც ისე ახლოდ ჩანს.

სანამ ბექიონი რეცხვას განაგრძობდა, ისევ მომინდა დღევანდელის შესახებ დავლაპარაკებოდი. როგორმე ძალიან დელიკატურად უნდა მეკითხა, ისე, რომ არ გამემხილა, ყველაფერი გაგონილი რომ მქონდა.

-გუშინ კიონსუ დავინახე, -თვითონაც გამიკვირდა, ისე მოულოდნელად დავიწყე. ახლა არ მინდოდა ამ თემის წამოწევა, მაგრამ, როგორც ჩანს, ამას გვიან მივხვდი. ბექი თავს მიქნევდა, არ მიყურებდა. - გოგონასთან ერთად იყო და ის...

ხმა უეცრად ჩამიწყდა, ძმა კი მოლოდინით მომაშტერდა. რატომღაც, ყელი ამომიშრა, და არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. წინადადების გასაგრძელებლად არც ერთმა მცდელობამ არ გაამართლა.

-და ის ინვალიდის ეტლში იჯდა, - ჩუმად დაასრულა ბექიონმა, შუბლიდან წინამო გადაიყარა.

რატომღაც, აღმომხდა, თავიდან ნელა გადავხარშე ინფორმაცია, მაგრამ ჩქარა დავუქნიე თავი. საშინლად უხერხულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ მე ვარ დამნაშავე, რომ დავინახე?

-სანამ იკითხავ, -დაიწყო ბექიონმა. -ორი წელია ერთმანეთს ხვდებიან. და დაახლოებით წელიწად ნახევარია, რაც ვერ დადის.

-ეს...

-ჩვენი სამუშაოს გამო, -მოჭრით ასრულებს ძმა. - ეს რომ არა, ალბათ ახლა ჯიელი კარგად იქნებოდა. მაგრამ, ორი წლის წინ, დო გაიცნო, ერთმანეთი შეუყვარდათ, და კიონსუმ გაუაზრებლად ჩაუკაკლა ჩვენს ბიზნესზე ყველაფერი.

თვალები დავჭყიტე, ბექიონის სიტყვებს რომ დავუფიქრდი. ესე იგი, კიონსუს გამოა ასეთი? ნუთუ მათი დახმარების გამო, სიარულის შესაძლებლობა წაერთვა? დო თავს იდანაშაულებს? ან თვითონ? ნუთუ მაინც უყვარს?

-წადი, დაიძინე, სუნმი, -მშვიდად თქვა ბექიონმა, ჩემს ფიქრებში შემოჭრით. -და დააფასე, რომ ჩვენს საქმეში არ გრევ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ხნის წინ დაგემართებოდა რამე. მენდე.

Continue Reading

You'll Also Like

87.5K 11.5K 42
Seokjinက ငါ့အိမ်ကကျွန်လေ... အိပ်စရာလူကုန်ရင်တောင် သူနဲ့တော့မအိပ်ဘူး၊ ကျွန်စော်နံလို့...[ABO/kookjin]
176K 26.6K 21
"နွေအရောင်တွေဟာ ဝိုင်လိုပဲ..."
243K 26K 51
zawgyi _______ Byun baekhyunဟာ Park chanyeolအပိုင္ရယ္လို႔ ဖူးစာေရးနတ္မင္း ကိုယ္တိုင္က သတ္မွတ္ထားၿပီးသား Covered by @ unicode ________ Byun baekhyunဟာ...
4K 1K 11
Kim's greatest DEVOTION to Hun... 💘