თავი 24

736 54 18
                                    

იმის შემედეგ რაც ჩემი ჰარი დავკარგე 4 წელი გავიდა.ოთხი მტანჯველი წელი გამოვიარე.არც კი მახსოვს იქიდან ვინ ან საერთოდ როგორ გამომიყვანეს, მაგრამ როდესაც გამეღვიძა საავადმყოფოში ვიყავი.სამი წელი სახლში ჩავიკეტე არავის საერთოდ არავის ვესაუბრებოდი.ძლივს ძლივობით მაჭმევდნენ და მაძინებდნენ.განადგურებული გოგონა ვიყავი.ყველა ის ადამიანი დავკარგე ვინც ჩემს ცხოვრებას ალამაზებდნენ.დედა ჩემი საუკეთესო მეგობარი,მამა ჩემი მრჩეველი და ჰარი ჩემი მეორე ნახევარი.რაც ის წავიდა ჩემი სულის და გულის მეორე ნახევარიც თან წაიღო.ვერც კი ავღწერ რას ვგრძნობ ახლა.მის გახსენებისას ღრიალი მინდება.ერთი წელია რაც გარეთ გამოვედი.მართალია ბიჭების,ემილისი, დეიდას და ოლივიას გარდა არავისთან მქავს ახლო ურთიერთობა,მაგრამ არაუშავს.უფრო მეტად იმიტომ ვარ ცუდად რომ ჰარის საფლავი არ არსებობს.მისი სულგამოცლილი სხეული ვერსად იპოვეს.საფლავი კი არსებობს მაგრამ ის ცარიელია.მისი სიკვდილი მარტო ჩემთვის არ ყოფილა დარტყმა. ყველასთვის ძალიან საშინელება იყო.არაფერი არ ხდებოდა მეტი ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ტკივილი, ტირილი,ძილი მერე ისევ ერთიდაიგივე.
ფსიქოლოგი და ლექტორი გახლავართ...
მართალია ახალგაზრდა ვარ მაგრამ მაინც...მთელი ჩემი ცხოვრება ტკივილი იყო.არც მტრებს ვუსურვებ მსგავსი რამის გამოვლას.რადგან ეს საშინელებაა.როცა გიყვარს,როცა გენატრება,როცა მასთან ყოფნა გინდა მაგრამ ეს შეუძლებელია რადგან ის შენთან არ არის.ეს ძალიან რთულია.მინდოდა სიკვდილი.სიცოცხლის დამთავრება,რადგან არაფერი დამრჩებოდა აქ,მაგრამ მე ჰარის პირობა მივეცი რომ საკუთარ თავს არაფერს დავუშავებდი.მართალია ბედნიერი არ ვარ.მის შემდეგ არავისთვის შემიხედავს და არც ვაპირებ. მე მხოლოდ ის მიყვარდა და მხოლოდ ის მეყვარება.

888
-აი ეს გამოიარა ბავშვებო თქვენმა ლექტორმა.ვიცი გაინტერესებდათ და მართლაც ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფრის მოყოლა მაგრამ მე ეს შევძელი.მინდა რჩევა მოგცეთ.პირველ რიგში ბიჭებს....
-მინდა რომ ნამდვილი ვაჟკაცები იყოთ.არ მიატოვოთ თქვენი შეყვარებულები გიყვარდეთ გულრწფელად.
გოგოებო თქვენც იგივეს გირჩევთ.გიყვარდეთ და ეცადეთ არ ატკინოთ ერთმანეთს.რადგან არავინ ვიცით რა გველოდება წინ.მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს.გვიყვარდეს ერთმანეთი ეს ყველაზე მთავარია.-გოგონებს თვალიდან ცრემლები სდიოდათ,ბიჭები კი სევდიანი სახით შემომყურებდნენ.ბოლოს ერთ-ერთი გოგონა ფეხზე წამოდგა ჩემთან მოვიდა და მთელი ძალით ჩამეხუტა.
-არაფერზე ინერვიულოთ ლექტორო.დამერწმუნეთ მას აუცილებლად შეხვდებით შესაძლოა ამ ცხოვრებაში არა, მაგრამ სამოთხეში თქვენ სულ ერთად იქნებით.სანამ ამ ყველაფერს მოყვებოდით სიმართლე უნდა ვთქვა სიყვარულის არ მჯეროდა.მაგრამ ერთმა ლექციამ სიყვარულზე სრულიად აზრი შემაცვლევივინა.ამისთვის დიდი მადლობა თქვენ.
-მიხარია თუ სიყვარულის გწამს.ძალიან კარგი ბავშვები ხართ მეამაყებით.-ლექციების დამთავრებისთანავე ჩემს მეგობრებს შევხდი კაფეში.
-გამარჯობა ბელ.-პირველმა ლიამმა შემამჩნია.
-გამარჯობა როგორ ხართ?-ვიკითხე და ჩამოვჯექი.
-არაგვიშავს შენ?-გამიღიმა ნაილმა.
-მეც.
-რაღაც ფერი არ გადევს რა ხდება ბელ გვითხარი.-ოლივიამ მომიგო და ხელი ხელზე დამადო.
-მე უბრალოდ ბავშვებს ჰარიზე მოვუყევი.მათ ძალიან მთხოვეს ამიტომ...
-კარგი ბელ 2 კვირაში ახალი წელია.იქნებ რამე დავგეგმოთ.-ყველა დაეთამხმა ზეინს ჩემს გარდა. მირჩევნია სახლში ვიყო წყნარად ჩემთვის...
-კარგი რა ბელ შენც წამოდი თან ემილიც იქნება ძააან გაუხარდება.
-ვიცი ნაი ვიცი მაგრამ არ შემიძლია რატომ არ გესმით?მარტო ყოფნა მირჩევნია ემილის კი სხვა დღეებში ვნახავ.
-კარგით ხალხო რა დაგემართათ თუ არ უნდა რატომ აძალებთ?თუ მოუნდება თვითონვე შემოგვიერთდება..._გამიღიმა ლუიმ,მეც მკრთალად გავუღიმე და ყავა მოვსვი.
-კარგით ბავშვებო ჩემი სახლში წასვლის დროა.-ბავშვებს დავემშვიდობე და სახლისკენ წავედი.

მძულხარWhere stories live. Discover now