თავი 15

863 54 13
                                    

მისი წასვლის შემდეგ ექვსი თვე გავიდა.არც კი მინდა ეს გამოვლილი დღეები გავიხსენო.მხოლოდ ტკივილი,ტანჯვა,უბედურება.ეს სამი გრძნობაა,რომელსაც გამუდმებით ვგრძნოდი.დეიდა მატყობდა რომ შინაგანად ცუდად ვიყავი.ცუდად რბილი ნათქვამია,მე განადგურებული ვარ...სულ მეკითხებ თუ რა მჭირს, მაგრამ ჩემი პასუხი მის კითხვაზე მხოლოდ დედ-მამის მონატრებით გამოწვეული ტკივილია.ყოველ ღამე მესიზმრება თუ როგორ მოდის ჩემთან ჰარი,როგორ მეხვევა,მეფერება,მერე კი უბრალოდ მიდის.ეს კი უფრო ცუდად მხდის.მისი წასვლის შემდეგ ჩემ ოთახში მხოლოდ ერთხელ შევედი, ნივთების გადასატანად.დიახ სწორედ მიხვდით,მე მის ოთახში მძინავს, რადგან მის ოთახში ისევ მისი არაჩვეულებრივი სურნელი ტრიალებს.მენთოლის,პიტნის და კიდევ ერთი ამოუცნობი სურნელის,რომელიც მხოლოდ მას აქვს.ახლაც მის საწოლზე ვზივარ და ვწერ.არაფერი მამშვიდებს ისე როგორც წერა.მომავალზე არასდროს ვწერ.არ მიყვარს წინასწარ რამის დაგეგმვა.რადგად შემდგომში ვერაფერს ვაკეთებ.
ჩემი ცხოვრების ყოველ დეტალს ვიხსენებდი...
მახსოვს როდესაც 5 წლის ვიყავი, ჩემს ოთახში ფანჯრის რაფაზე ვიჯექი და შევყურებდი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას.ამას ყოველთვის ვაკეთებდი,რადგან მათი ყურება ძალიან სასიამოვნო იყო.დედაც ყოველთვის ჩემს გვერდით იყო და თმას მვარცხნიდა.ერთ ღამეს როდესაც ვარსკვლავებს შევყურებდი ერთ-ერთი მათგანი ცას მოწყდა და მთელი სისწრაფი დაეშვა.
-დედიკო ვარსკვლავი ჩამოვარდა.ეს რას ნიშნავს?
-ეს იმას ნიშნავს შვილო რომ მას უამრავი კეთილი საქმე აქვს ჩადენილი და ღმერთმა ის დააჯილდოვა.როდესაც ვარსკვლავი ჩამოვარდება ჩემო პატარავ თვალები დახუჭე და სურვილი ჩაიფიქრე.
-მართლა ასეულდება ეს სურვილი?
-რათქმაუნდა ჩემო ლამაზო.-თვალები დავხუჭე და ჩავიფიქრე რომ ჩემი მშობლები მუდამ გვერდით მყოლოდა.
-იცი მე შენი და მამას მუდამ ახლოს ყოფნა ვინატრე.
-არა მისმინე ბელ, როდესაც სურვილს ჩაიფიქრებ ხმამაღლა არ თქვა თორე არ აგისრულდება.ამის მერე გაითვალისწინე ჩემო პატარავ ახლა კი მიდი დაიძინე.
-კარგი დედიკო.
-ტკბილი ძილი ბელ.-მისი რჩევა სწორი აღმოჩნდა. არ უნდა მეთქვა ხმამაღლა ჩემი სურვული, რადგან ეს არ ასრულდა.ფანჯრის რაფაზე ვიჯექი და ვუყურებდი ვარსკვლავებით მოჭედი ცას.რომლებიც დაბნელებულ ცას აფერადებდნენ და უფრო ლამაზს ხდიდნენ.ცას ამშვენებდა დიდი უზარმაზარი ბურთი მთვარე.მართალია ის მზის სხივების წყალობით ანათებდა, ვარსკვლავებისგან განსხვავებით, მაგრამ მაინც ულამაზესი იყო.დავინახე, როგორ მოწყდა ვარსკვლავი თავის სამფლობელოს და მიწისკენ დაიწყო სვლა.თვალები დავხუჭე, როგორც დედამ მითხრა და ვისურვე ჩემი საყვარელი ადამიანის უკან დაბრუნება....
საწოლში ჩავწექი და ჰარის ბალიში მივიხუტე.
-იმედი მაქვს მალე დამიბრუნდები ჩემო ერთადერთო...ამის მერე გადავეშვი სიზმრების სამყაროში.იცით სიზმრები შეიძლება რეალობას გვიჩვენებდეს,უმეტეს შემთხვევაში კი ეს სიმართლეა....
დილით ჩიტების ჭიკჭიკი მაღვიძებს.ფიქრები გავფანტე და სააბაზანოში შევედი.თავი მოვიწესრიგე და სკოლისთვის მოვემზადე.

მძულხარWhere stories live. Discover now