თავი 12

884 55 12
                                    

-ჰარიი.-უკვე ნახევარი საათია ვცდილობ გავაღვიძო.ცხრის ნახევარია მე კი პიჟამოებით ვდგევარ და ველოდები როდის გამოფხიზლდება ეს ვაჟბატონი.
-ვაიმე ჰარი გაიღვიძე ცუდად ვარ...-გიჟივით წამოხტა.თან ჭრილობაზე დაიდო ხელი.
-რა გჭირს?-მკოთხრა.სიცილი დავიწყე.
-მაპატიე მაგრამ სხვანაირად ვერ გაღვიძებდი...
-ბელ!გირჩევნია გამეცალო.აუ არადა რა კარგ სიზმარს ვხედავდი...
-რა სიზმარს?
-მე და შენ შიშვლებს ერ.....
-ვაიმე ჰარიი გაჩუმდი რაა!-გადაიხარხარა.ეს კი ყველაზე სასიამოვნო ხმა იყო.
-კაი ახლა სკოლაში მაგვიანდება და ცოტახანი დამტოვე...
-კარგი!-როგორც ყოველთვის არ სიამოვნებდა სიტყვა "სკოლის" გაგონება.
თმები ჩამოვივარცხმე და კოსა გავიკეთე.
გადავწყვიტე დღე თეთრი ქვედაბოლო და ყვავილებიანი მუქი სალათისფერი ტოპი ჩამეცვა.

 გადავწყვიტე დღე თეთრი ქვედაბოლო და ყვავილებიანი მუქი სალათისფერი ტოპი ჩამეცვა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ჩანთაში წიგნები ჩავალაგე.საათს რომ დავხედე ცხრას ეკლდა ათი წუთი,ამიტომ სირბილით ჩავედი დაბლა.
-აუ ჰარი წამიყვანე გთხოვ მეჩქარებაა.-ავწუწუნდი.
-ეგრე ჩაცმულს არსად არ წაგიყვან.წადი შარვალი და წესიერი მაისური ჩაიცვი და ჩამოდი.
-კარგი რა ჰარი მაგვიანდება.
-არა მეთქი.
-ოოო არ გამოვიცვლი.იცი რაა?ჯეკს დავურეკავ იქნებ გამომიაროს.-ჰარი რასაც ქვია წამოენთო მანქანის გასაღებს ხელი დასტაცა და გარეთ გავარდა.მე კი კმაყოფილი სახით გავედი გარეთ. ვამაყობდი იმ ფაქტით რომ ჩემი არჩეული სამოსით მივდიოდი სკოლაში.
ჰარიმ მანქანა ჩემს წინ გააჩერა.მეც ეგრევე ჩავჯექი.მას რომ გავხედე გაბრაზებული იჯდა საჭესთან.
-ჰარიი კარგი რა ეს ხუმრობა იყო..
-ვიცი მაგრამ მაინც არ მომწონს ესე რომ ხუმრობ.
-ოო ვიღაც ეჭვიანობს.-სიცილი დავიწყე.
-რას ამბობ?მე უბრალოდ მე...
-კარგი მორჩი ბლუყუნს და აქ გააჩერე.მადლობა რომ მომიყვანე.-მისკენ გადავიწიე და ლოყაზე ვაკოცე.გაკვეთილის დაწყებამდე 5 წუთი იყო დარჩენილი, ამიტომ სკოლის ეზო ბავშვებით იყო გამოჭედილი.მანქანიდან გადმოვედი თუ არა ყველამ მე შემომხედა.მათ შორის ჯეკმაც და ჯეისონმაც.ღმერთო რა დავაშავე.
-ბელ.-გავიგონე ჰარის ხმა ამიტომ მისკენ შევბრუნდი.მოვიდა და ჩამეხუტა.მეც მოვხვიე ხელები.მომშორდა ჯერ შუბლეზე მაკოცა,შემდეგ კი მისი ბაგები ჩემსას მოაწეპა.გარეთ არასდროს გაუკეთებია მსგავსი რამ.ღმერთო ნეტა ვიცოდე რატო ეჭვიანობს.

მძულხარWhere stories live. Discover now