თავი 20

764 54 33
                                    

გამოვედი თუ არა,ეგრევე ტირილი ამიტყდა.ბავშვები ჩემთან მოცვივდნენ.
-ბელ რა ხდება? რა გატირებს?-მკითხა ოლივიამ და მკლავები მომხვია.
-რა მატირებს?იცი რა გამიკეთეს? საერთოდ სოციალურ ქსელში ვინ დადო?
-რაზე ლაპარაკობ?-ტელეფონი ამოვიღე და თვალწინ ავუფრიალე.
-ღმერთო ეს...
-კარგით გოგოებო დამშვიდდით. ახლა სახლში წაგიყვანთ,ხვალ კი გავარკვიოთ ვინ გააკეთა ეს.-დაგვამავიდა ლიამმა.
-ვინმეზე ეჭვი ხომ არ გაქ?-მკითხა ზეინმა და წყალი მომაწოდა.
-კი მაქვს სწორედ მაგასთან მივდივარ ხვალ.
-კარგი ჩვენც დაგეხმარებით.
-მადლობა ბიჭებო ახლა კი სახლში წავალთ....

888
სახლში მისვლისთანავე ჩემს ოთახში ავედო და საშხაპეში შევედი.დამღლელი და ემოციური დღის შემდეგ,ნამდვილად დამაწყნარა და მომადუნა.მთელი დღე ერთი აზრი მიტიალებდა თავში,ნუთუ ჰარი არ მენდობა?თუ არ მენდობა რანაირად ვუყვარვარ?არ ვიცი ძალიან დაბნეულია ისიც და მეც.იმ ქეთრინს კი კარგად მივლანძღავ.მართალია ბილწ სიტყვებს არასდროს ვხმარობდი,მაგრამ მგონი დრო მოვიდა...დაახლოებით 1 საათი ვწერდი დღიურში თითოეულ დეტალს.კარგად ვიაზრებდი და ტვინს ვიჭყლეტტდი ჩემთან ერთად ისტორიაზე იჯდა თუ არა ქეთრინი.
დაქანცული დღის მერე გადავწყვიტე დამეძინა. ხვალინდელი დღისთვის ენერგია მჭირდება....

888
ჩემი რეჟიმის წყალობით 7 საათზე უკვე ფეხზე ვიდექი და სააბაზანოსკენ მივდიოდი.როდესაც მოწესრიგებას მოვრჩი,ტანსაცმელი გამოვიცვალე და ქვემოთ ჩავედი.

დეიდასთან ახსნა განმარტებსბის თავი არ მაქვს,ამიტომ ვუთხარი რომ სკოლელთან მომივიდა წაკამათება

ओह! यह छवि हमारे सामग्री दिशानिर्देशों का पालन नहीं करती है। प्रकाशन जारी रखने के लिए, कृपया इसे हटा दें या कोई भिन्न छवि अपलोड करें।

დეიდასთან ახსნა განმარტებსბის თავი არ მაქვს,ამიტომ ვუთხარი რომ სკოლელთან მომივიდა წაკამათება.დილით საუზმე არც არასდროს მიყვარდა.ახლა კი მითუმეტეს არაფრის ჭამა არ მინდა.ცხრის ნახევარი გახდა თუ არა სახლიდან გამოვვარდი და სკოლისკენ ავიღე გეზი.
ისევ და ისევ ფეხით გავუყევი გზას და დაახლოებით 15 წუთში სკოლაში ვიყავი.ვიცი რომ ქეთრინი და თავისი სამეგობრო მუდამ აგვიანებენ,ესენი ხო "მაგარი გოგოები არიან." ჩემივე ფიქრებზე მეთვითონ ავატრიალე თვალები.
ქეთრინს თვალი მოვკარი და პირდაპირ მასთან მივედი.
-ოჰ ჩვენი სკოლის პოპ ვარსკვლავი თვით ბელ მორგანი გვწვევია...-გველურად გაიღიმა.
-ახლა არც კივილ-წივილის თავი მაქვს,არც ჩხუბის და ისტერიკების, უბრალოდ ვერ გამიგია რა გინდა ჩემგან?რას გადამეკიდე?ან საერთოდ ჰარის თვალი რატომ დაადგი?რამე ახალია სხვისი შეყვარებულის მითვისება თუ რა ხდება გამაგებინე.
-მოიცა შენ რა საქმეს მირჩევ?
-თუ მე შენთან ვდგავარ და გელაპარაკები ესეიგი კი,თორე სხვა შემთხვევაში შენთან საუბარს ნამდვილად არ დავიწყებდი.აირონია რომელიც მუდმივად გულში მეჯდა და არავისდამი ვაფრქვევდი, ახლა პირდაპირ მას მივაყარე.მის დაქალებმა ჩაიცინეს, ქეთრინი კი მიბღვერდა.
-ვიცი,რომ შენ გააკეთე ეს ყველფერი, რის გამოც ახლა ჰარი იზოლატორში ყავთ გამომწყვდეული!-გაეცინა.
-რათქმაუნდა რომ მე გავაკეთე.შე სულელო მინდა რაც შეიძლება მალე დაშორდეთ შენ და ჰარი და დამერწმუნე ეს ყველფერი ძალიან მალე მოხდება.ის კი სამუდამოდ ჩემი გახდება.-მის ამ ოცნებებზე გადავიხარხარე.
-რა გაცინებს?-დაბნეულმა მკითხა მაგრამ უხეში ტონი არ დავიწყებია.
-ისეთ რაღაცეებს ლაპარაკობ ადამიანი სიცილს ვერ შეიკავებს.ისე რა საინტერესოა ამ საუბარს ჰარი რომ მოისმენს, რას იფიქრებს შენზე?
-სულელო ჰარი აქ არ არის...
-სამაგიეროდ ჩვენ ვართ აქ!-გაისმა ზეინის ხმა მათ უკნიდან.ყველამ მათკენ მიიხედეს, მე კი ნაილთან დავდექი.
-თქვენ ვინ ხართ?-იკითხა ერთ-ერთმა გოგომ.
-ჩვენ ჰარის და ბელის მეგობრები ვართ.ამ ყველაფერს ჰარის მოვახსენებთ და თუ ამასაც არ დაგვიჯერებს...ბელ ძვირფასო ხმა ხომ ჩაიწერე არა.-მომიგო ლიამმა.
-რათქმაუნდა.-გამარჯვებულის ღიმილი ავიკარით ყველამ.რასაც ვერ ვიტყვოდი ქეთრინზე და მის სამეგობროზე.ჩვენგან განსხვავებით მათ სახე აელეწათ.ათასგვარმა ფერმა გადაურბინა სახეზე რაზეც გამეცინა.
-შენი გეგმები წყალში ხომ არ ჩაგეყარა ძვირფასო?
-პატარა გათამაებული ძუკნა ხარ! არც კი იცი როგორ მძულხარ და მეზიზღები!-მომიგო ქეთრინმა.
-ამ ყველფრის მერე,რაც შენ გააკეთე კიდევ მე მეძახი ძუკნას.იცი ყველაზე დიდი და ამაზრზენი ძუკნა ვინ არის აქ?შენ!-ჩემი სიტყვებით გაოგნებული ვიყავი.პირველად ჩემს ცხოვრებაში ვიჩხუბე ჩემს სკოლელთან.ქეთრინს ხმა არ ამოუღია.გამწარებული მიბრუნდა და წავიდა.ჩვენ კი ჰარისთან გადავწყვიტეთ წასვლა.ოლივიაც წამოგვყვა. მართალია სკოლა გვაქ მაგრამ ვისღა ადარდებს?მთავარია ჰარიმ სიმართლე გაიგოს...

მძულხარजहाँ कहानियाँ रहती हैं। अभी खोजें