თავი 4

1.1K 66 10
                                    

-რაზე ფიქრობ?-მომიგო უფრო რბილი ტონით ვიდერე აქამდე.
-არაფერზე!-მოკლედ მაგრამ საკმაოდ უხეშად ვუპასუხე.
-ვიცი რომ რაღაცას ფიქრობ!ამიტომ დროზე მითხარი!-ტონი გაამკაცრა.
-რა ხდება შენს თავს?-არც კი ვიცი რატომ ვკითხე.
-არაფერი!
-მითხარი და მეც მოგიყვები.
-არაფერი ისეთი უბრალოდ ცუდი ხალხი მოსაკლავად დამდევს.-თვალები გამიფართოვდა.
-და რატომ?
-ზედმეტად ბევრ კითხვას სვამ.ახალ შენი ჯერია.
-ჩემთანაც არაფერი *დედიკო და მამიკო* უკვე ერთი წელი რაც გარდაიცვალნენ და დეიდასთან ვცხოვრობ.-დედიკო და მამიკო კარგად გამოვკვეთ მის გასაგონად და როგორც ჩანს გაამართლა რადგან თავი დახარა.
-იცოდე ჩემს შესახებ რამეს თუ იტყვი შენი მოკლვლა არ გამიჭირდება.-თქვა და თვალები მოისრისა.
-ვიცი!
-ხოდა ძალიან კარგი.ახლა კი დაიძინე. ისე უნდა გითხრა რომ სკოლაში ერთი კვირა არ ივლი.-აი აქ პანიკა დამეწყო.
-რას ნიშნავს სკოლაში არ ვივლი? მე ვსწავლობ,საკონტროლოები მაქვს.პროგრამას ვერ ჩამოვრჩები!-დავუყვირე.
წამოდგა და თმაში მწვდა.
-მე რომ ესე ვიძახი ესეიგი ესე იქნება გასაგებია?!
-კ..ი.-ჩუმად ვუთხარი რადგან მტკიოდა თან არ მინდოდა ჩემი ნამტირალევი ხმა გაეგონა.
-გასაგებია მეთქი?!-იყვირა.
-კი კი გასსაგებია.-დავიკივლე და ავტირდი.
-და კიდევ აღარ გაბედო და ჩემთან ხმას აღარ აუწიო!
პირველად ჩემს ცხოვრებაში სახლში მარტო დარჩენის შემეშინდა.უცბად გამოჩნდა ადამიანი რომელმააც ერთ დღეში ყველაფერი აურია.ჩემივე სახლში განძრევის უფლება არ მქონდა. ბედის ირონიაა არა? არასდროს შემხებია ვინმე როგორც ის,არავის დაუძახია ჩემთვის ძუკნა და რაც ყველაზე მთავარია, ძალით არავის ავუტირებივარ.არ მომწონს თუ როგორ ზემოქმედებს ჰარი ჩემზე.რომ ვუყურებ ასე მგონია თითქოს რაღაც ისეთი დაკარგა, რამაც მისი გული ათას ნაწილად გახლიჩა.გულის სიღრმეში დარწმუნებული ვარ კარგი ადამიანია.მაგრამ ჩემთან სულ მკაცრი გამომეტყველებით ზის,ყველაფერზე უხეშად მპასუხობს,სახეზე კი მუდამ ღელვა და ნერვიულობა დასთამაშებს.ძალიან მაინტერესებს თუ რა სჭირს მას მაგრამ არ მეუბნება.სწორედ ჩემი ცნობისმოყვარეობა დამღუპავს.აი მაგალითად კარები რომ არ გამეღო შესაძლოა ვერც კი შემოსულიყო.თვალები მეხუჭებოდა, კიდევ კარგი ხვალ შაბათია და სკოლის გაცდენა არ მომიწევს, მაგრამ მაინც წავალ ორშაბათს.ჰარის გავხედე რომელსაც ჩასძინებოდა. აღარ მივაქციე ყურადღება, მეც მივნაბე თვალები და დავიძინე.
ჩემი რეჟიმის გამო 7 საათზე გამეღვიძა.ჰარის ისევ ეძინა.ჩუმად ავდექი და ოთახში ავედი.თავი მოვიწესრიგე(ვგულისხმობ შხაპს,თმების დავარცხნას კბილების გამოხეხვას)და ულამაზესი სარაფანა გადავიცვი.ვგიჟდები კაბებზე,შარვლებზეც მაგრამ მაინც კაბებს ვანიჭებ უპირატესობას.

მძულხარWhere stories live. Discover now