თავი 2

1.3K 70 7
                                    

დილით ადრე გამეღვიძა,როგორც ყოველთვის.ჯერ მხოლოდ ექვსი საათი იყო,ამიტომ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.როდესაც ჩამოვყალიბდი,გადავწყვიტე ჯერ თავი მომეწესრიგებინა,მესაუზმა ხოლო თუ დრო დამრჩებოდა დღიურს დავწერდი.დეიდა უკვე წასული იყო.წერილი დამხვდა სადაც ეწერა რომ თავისთვის მიმეხედა.დეიდა ჩემთვის იმ ადამიანების სიას ეკუთვნის ვინც ჩემთვის ყველაზე ძვირფასია.თავი მოვიწესრიგე.საუზმე კი დიდად არ მიყვარს,ამიტომ მსუბუქი სალათა მივირთვი.დღიურში ჩანაწერებს ვეღარ ვასწრებდი,რადგან ბანაობას ზედმეტად დიდხანს შევყევი.ეგ არაფერი სახლში რომ მოვალ მერე დავწერ.როგორც ყოველთვის სკოლის ავტობუსს არ დაველოდე და ფეხით გავუყევი გზას.ბევრად მირჩევნია ფეხით სეირნობა.ჯანმრთელობაა.მარტო ჯანმრთელობაზე არ არის.მეც ძალიან მსიამოვსნებს.ადამიანების უმრავლესობას მანქანით ან ტრანსპორტით გადაადგილება ურჩევნია, მაგრამ რას ვიზავთ "ადამიანი და ბუნება."მე ვფიქრობ რომ გემოვნება დასაწუნი არ არის.შესაძლოა მე სხვანაირად ვფიქრობ,ვიღაც სხვანაირად.ვერ ვხდები ამის გამო რატომ აქვთ მუდამ კამათი.

ვგრძნობდი,არ ვიცი როგორ მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა თითქონს ვიღაც მომყვებოდა.ეს ფიქრები მალევე გავფანტე გონებიდან და სკოლაში შევედი.
აღარ მოგიყვებით თუ რა ხდებოდა სკოლაში,ისევ გამოკითხვა,მასწავლებლის პრეტენზიები თუ რატომ არ სწავლობენ ბავშვები,საკლასო სამუშაოები.დამერწმუნეთ ეს ყველფერი ძალზე მოსაწყენია,მაგრამ უნდა ვისწავლოთ.მხოლოდ იმიტომ რომ მომავალში წარმატებულები ვიყოთ. "სწავლის ძირი მწარე არის კენწეროში გატკბილდების."ძალიან მომწონს ეს ანდაზა.ყველფერი სიმართელა.შეიძლება თავიდან გაგვიჭირდეს და გაგვიძნელდეს,მაგრამ როდესაც კარგად ვისწავლით პერსპექტიული სამუშაო გვექნება და შევძლებთ საკუთარი თავის რჩენას.

დღეს ელისონს ველაპარაკე დიდ დასვენებაზე.მოვიკითხე მაინტერესებდა როგორ იყო.მან კი მითხრა რომ მშობლებმა რამოდენიმე კვირით მალტაზე გაუშვეს დასასვენებლად.სიმართლე რომ გითხრათ გამეხარდა.მართლა არ აწყენს დასვენება.ის კარგი გოგონაა.იმ დღეს იმდენჯერ გადამიხადა მადლობა რომ კინაღამ ვუკივლე.სახლში დაღლილი მივედი,რადგან დღეს გასეირნება გამიგრძელდა.ხელები დავიბანე და წვნიანის გაკეთება დავიწყე.სიმართლე რომ გითხრათ სწრაფ კვებას დიდად უპირატესობას არ ვანიჭებ.კაცმა არ იცის როგორ მზადდება.ამიტომ მირჩევნია მე ვიწვალო და სახლში მოვამზადო ვიდრე შევუკვეთო.
როდესაც გამზადდა, სუფრას მივუჯექი და მარტომ დავიწყე ჩემი ხელით გაკეთებული საკვების მირთმევა.ვინაიდან და რადგანაც ხვალ შაბათია გვიანობამდე გამოვიძინებ.ჩემი გვიანობამდე გამოძინება კი ცხრა საათამდეა.რა ვქნა დილის ადამიანი ვარ.მიყვარს მზის ამოსვლის ყურება, ჩიტების ჭიკჭიკი,სიოს ნაზი ხმა.ეს ყველაფერი მამშვიდებს, ამიტომაც მიყვარს ასე დილა.სიჩუმე ძალიან მშვიდია.გაგიკვირდებათ ალბათ რომ გითხრათ კლუბებს,წვეულებებს და მსგავს თინეიჯერულ გართობებს ვერ ვიტან.ორგანულად არ შემიძლია.კლუბებში მუდამ ნასვამი და ზედემტად აღზნებული ხალხია, რაც დამეთანხმებით ნამდვილად არ არის სასიამოვნო.მე უფრო მშვიდ კატეგორიას მივეკუთვნები რომლებსაც უყვართ წიგნის კითხვა,წერა,ხატვა,ფილმების ყურება და გოგონების საღამო(პიჟამო ფართის ვგულისხმობ)ოლივიაც ჩემნაირია.გითხარით რომ ოლივია იყო ჩემი მეგობარი,ეს არაა სიმართლე. ვგულისხმობ მეგობრები კი მყავს სკოლაში,აბსოლიტურად ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს.მაგრამ მათ ვერ ვენდობი ისე როგორც ოლივიას.გასაჭირში, როდესაც მარტო ვიყავი ჩემს ფიქრებთან და განცდებთან ოლივია სულ ჩემს გვერდით იყო.სულ ვეუხეშებოდი,მაგრამ ის მაინც არ მანებებდა თავს.ჩემი ბედნიერება ძალიან უხაროდა და უხარია კიდეც.ვფიქრობ რომ ეს არის მეგობრობა.არ მიყვარს მეგობრები რომლებიც ერთმანეთს ვერ იტანენ,მაგრამ მაინც ერთად არიან.

ჩემს ოთახში საწოლზე ვიყავი წამოწოლილი, წინ ისევ და ისევ შარლოტა ბრონტეს წიგნი, "ჯეინ ეარი" მედო და ვკითხულობდი.დაახლოებით მისნაირი ცხოვრება მქონდა.მაგალითად ის რომ მშობლების დაკარგვა ორივეს გაგვიჭირდა.ის რომ ორივე ჩვენს ნათესავებთან ვხოვრობდით.მას ისევე როგორც მე სიმშვიდე უყვარდა.გამონაკლისები კი ის იყო რომ დეიდაჩემი არ მცემს და დარწმუნებული ვარ ხელს არც არასდროს აწევს ჩემზე.რასაც ვერ ვიტყოდი ჯეინზე.მას ყავდა სიყვარული.მე კი არა.ალბათ გაინტერესებთ ამდენი რამ საიდან ვიცი სიყვარულზე.როდესაც დედას და მამას ვუყურებდი, როდესაც ვხედავდი თუ როგორ უყურებდნენ ერთმანეთს.იმდენად უყვარდათ ერთმანეთი რომ მათი გრძნობა ჩემამდეც კი აღწევდა.ისინი საუკეთესოები იყვენენ,მაგრამ ამდენ ნერვიულობად არ ღირს.მათ ოდესემე კიდევ შევხვდები.დარწმუნებული ვარ ისინი ღმერთთან ახლოს არიან სამოთხეში და ღრუბლებიდან დამყურებენ.მართალია მე მათ ვერ ვხედავ,მაგრამ გულში მათ ზუსტად იგივე ადგილი უკავიათ რამდენიც მანამდე...ვწერდი თან ჩანახატებს ვაკეთებდი.ჩემი საქმიანობა კი კარზე ზარის ხმამ შემაწყვეტინა...

მძულხარWhere stories live. Discover now