თავი 3

1.1K 69 6
                                    

წამოვდექი და ქვემოთ ჩავედი.ღამე იყო შესაბამისად ჭუჭრუტანიდან რომ გავიხედე ვერაფერი დავინახე გარდა სიბნელისა.ზარი ისევ გამეორდა.
-ვინ არის?-ვიკითხე.ხმას არავინ იღებდა.
-არის აქ ვინმე?-ისევ ვიკითხე ოღონდ უფრო ხმამაღლა.ისევ სიჩუმე იყო მე კი ცნობისმოყვარეობა არ მასვენებდა და კარები გავაღე.მაშინვე ვინანე როდესაც ჰარი დავინახე.მას იარაღი ეჭირა და ჩემზე ქონდა დამიზნებული.გული კინაღამ საგულედან ამომვარდა როდესაც სახლში შემოვიდა და კარები დაკეტა.მე კი ისევ გაშტერებული ვიყურებდი.
-რაო პატარავ ხომ არ შეგაშინე?-ჩაეცინა.
-აქ რა გინდა?ან საერთოდ როგორ გაიგე ჩემი სახლის მისამართი?
-აქ იმიტომ მოვედი რომ ვიმალები და არ მინდა დამიჭიროს ადამიანმა რომელსაც მთელი სულით ვერ ვიტიან!და რაც შეეხება შენს მისამართს საკმაოდ მარტივი იყო...როდესაც ის რაღაც შემასხი რომლის წყალობითაც ტუჩები ახლაც მეწვის უკან გამოგყევი და აი მეც აქ ვარ.-ესეიგი არ შევმცდარვარ როცა მეგონა რომ უკან ვიღაც მომყვებოდა.
-და მაინც და მაინც აქ რატომ მოხვედი?
-ზედმეტად ბევრს ლაპარაკობ.ამიტომ ხმა არ ამოიღო! ტელეფონი,კომპიუტერი ან რაიმე სახის ტექნიკას მე მომცემ რადგან ვიცი ვინმეს დაურეკავ საშველად.
-მე უბრალოდ...-აღარ დამამთავრებინა იმხელა იღრიალა.
-მე შენ გითხარი ხმა არ ამოგეღო.ამიტომ ჩუმად იყავი, თორემ ახლავე მიგასხმევინებ ტვინს.მერე შენი დედიკო და მამიკო ინერვიულებენ.ვფიქრობ ეს არ გინდა ხო?-მათ გახსენებაზე ცრემლების ნაკადმა გაიკვლია ჩემს ლოყებზე.
-რა გატირებს?დროზე შენს ოთახში ამიყვანე და მომეცი შენი ტელეფონი.-ადგილიდან არ ვინძრეოდი
-დროზე!-მივტრიალდი და ოთახისკენ სწრაფად გავიქეცი.ჰარი ვერ მიხვდა თავიდან.მაგრამ როცა კარები ჩავკეტე მერე მოეგო გონს.
-კარები გააღე შე პატარა ძუკნავ!
-არა!-ჩემთვის მსგავსი რამ არასდროს უკადრებიათ.
-იცოდე ან შენი ნებით გააღებ კარებს ან მე შემოვანგრევ! კარებიი გააღე!
-არა აქ მინდა ყოფნა.-ხმა აღარ ამოუღია დაახლოები ორი წუთი სიჩუმე ჩამოვარდა, რაც ამ მომენტში ნამდვილად არ იყო სასიამოვნო.რამოდენიმე წუთის შემდეგ რასაც ქვია ჩემი კარები ნამსხვრევებად იქცა და იქიდან გაცხარებული ჰარი შემოვარდა.არც კი ვიცი როგორ ავღწერო,ვენები ხელებზე და ყელზე დაჭიმული ქონდა,მწვანე თვალები რომელიც ულამაზესი იყო სულ მთლიანად ჩაშავებული ქონდა.გუგები კი გაფართოვებული.ძალიან შემეშინდა. პირველად ვნახე ადამიანი ასეთი გაბრაზებული...
ჩემთან მოვიდა მკლავში ხელი უხეშად მომკიდა და კედელს მიმანარცა.ტანის უკანა ნაწილები მეტკინა რაზეც უფრო მეტად ავტირდი.
-აღარ გაბედო და ჩემს გასამწარებლად მსგავსი რამ აღარ გააკეთო!ეს პირველი და უკანასკელი იყოს!გაიგე?!-ხმას არ ვიღებდი ხერხემალი ძალიან მტკიოდა.
-გაიგეე მეთქიი?-ისევ იღრიალა.
-კი გავიგე და ნუ მიყვირი.
-ახლა კი მომეცი შენი ტელეფონი კომპიუტერი ან პლანშეტი რავიცი რაც გაქვს.-მეც აღარ შევეწინააღმდეგე სიცოცხლე არ მომბეზრდბია.ამიტომ ყველაფერი მას მივეცი.სამივე მთელი ძალით კედეს მიანარცხა.
-რას აკეთებ?-წამოვიკივლე და მისკენ სვლა დავიწყე,მაგრამ იარაღი ამოიღო და შუბლზე მომადო.
-ზედმეტი კითხვების გარეშე!ახლა კი დროზე შედი გამოიცვალე ესეთ რომ გიყურებ ცუდად ვხდები.-ეშმაკურად ჩაეცინა.სწორედ ახლა გავიაზრე რომ ბიუსჰალტერის ამარა მეცვა თხელი თეთრი მაიკა რომელიც მუხლს ოდნავ აცდენილი იყო.კაბასავით მქონდა ამიტომ შორტი არ ამომიცვამს.პირველად ვარ ესეთ მდგომარეობაში.უცბად დავალე სპორტულებს ხელი და სააბაზანოში შევედი.ვერაფერზე ვფიქრობდი გარდა ჰარისა.ნეტავ ვის ემალება ან რატომ?რას გადამეკიდა?ის რაღაცნაირი ადამიანია აი რომ ვერ დაახასიათებ.ერთ წამს შეიძლება სულ სხვა ადამიანი იყოს მეორე წამს კი სრულიად სხვა.ეს კი საშინელებაა.
აბაზანიდან რომ გამოვედი ჰარი ისევ აქ იყო უფრო სწორედ ჩემ ნივთებს ათვალიერებდა.
-აქ ყოფნა მოსაბეზრებელია ამიტომ დაბლა ჩავიდეთ!
-და მე რომ აქ დავრჩე და დავიძინო?
-არავითარ შემთხვევაში!წამოდი ან მე წამოგათრევ.-ხმა აღარ გამიცია ჩხუბის თავი ნამდვილად არ მაქვს.
ქვემოთ ჩავედით.მე სავარძელში მოვთავსდი და ფიქრი დავიწყე თუ რა მოხდება მომავალში.ჰარი კი ალმაცერად მომჩერებოდა.მძულს მისნაირი ადამიანები.გოგოებს აუპატიურებენ,იარაღით დადიან და მტრები ყავთ,სახლებში უვარდებიან გოგონებს რომლებიც მარტო არიან.ვერ ვიტან მსგავს ადამანებს სხვისი უსუსურობით რომ სარგებლობენ.
ჰარი კი როგორ ჩანს ასეთ ადამიანებს მიეკუთვნება....

მძულხარΌπου ζουν οι ιστορίες. Ανακάλυψε τώρα