თავი 8

992 56 14
                                    

დილით სახეზე ხელის შეხება მაღვიძებს. ვიცი რომ ჰარია,მაგრამ არ მინდა თვალის გახელა.ჯერ ლოყაზე მეფერება,შემდეგ ცხვირზე წამეთამაშა.ბოლოს კი ტუჩზე გადამატარა ხელი. რა დროსაც თვალები გავახილე და დავინახე ის მწვანე უძირო თვალები...
-შენ რა გეღვიძა?-გაეღიმა.
-არა ახლახანს გავიღვიძე.როგორ გეძინა?-მაინტერესებს დაისვენა თუ არა.
-ერთი წლის მანძილზე ყველაზე კარგად.-ნაღვლიანად მაგრამ მაინც გულწრფელად გამიღიმა.
-კარგია. ვისაუზმოთ და მერე მოვიფიქროთ რა გავაკეთოთ.
-კარგი.
წამოვდექი ოთახში შევედი. შხაპი მივიღე და სპირტულები ჩავიცვი.

 შხაპი მივიღე და სპირტულები ჩავიცვი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ომლეტი შევწვი ბეკონით.საუზმის შემდეგ შემოსასვლელში დავსხედით და უბრალოდ ფიქრი დავიწყეთ.
-გახსოვს როდესაც მკითხე რა გადამხდა თავს?-სიჩუმე ჰარიმ დაარღვია.მე კი თავი დავუქნიე.
-მაშინ 17 წლის ვიყავი. ჩემი მშობლები ჰავაიზე მიდიოდნენ თავის ბიზნესპარტნიორებთან ერთად.ისინი სინამდვილეში ძალიან კარგი მეგობრები იყვნენ.მის მორგანი ის ჩემთვის მეორე დედასავით იყო.-ამ გვარის გაგონებისას გავშეშდი.და თვალები ცრემლებით ამევსო.-ხოლო მისი ქმარი ის ნამდვილი ვაჟკაცი იყო.როცა ჩემს ოჯახს ბიზნესში რამე უჭირდა ისინი გვეხმარებოდნენ.სწორედ მათი დახმარებით გვაქვს სტაილსების კომპანია.მაგრამ როდესაც ერთად წავიდნენ დასასვენებლად ჩვენი ოჯახების საერთო მტრებმა თვითფრინავი ჩამოაგდეს.ეს...ეს ისეთი რთულია ბელ ვერც კი წარმოიდგენ.მე ჩემთვის ყველზე ძვირფასი ადამიანები დავკარგე დედაჩემთან,მამაჩემთან და ჩემს პატარა დასთან ერთად მორგანებიც დავკარგე... რომლებიც ისე მიყვარდნენ როგორც ნამდვილი ოჯახის წევრები.გახსოვს რა კარგად მოგექცა ემილი.ხომ გახსოვს არა ნაილის პატარა და...-თავი დავუქნიე.-მათი დედაც მანდ იყო.ემილიმ რომ გაიგო დედას გარდაცვალების შესახებ, ძალიან ჩაიკეტა,არავის ელაპარაკებოდა ჩვენ ხუთის გარდა.სწორედ ამიტომ გაგვიკვირდა შენთან ესეთი თბილი რომ იყო...-ვხედავდი როგორ ცდილობდა რომ არ ეტირა.მე კი უკვე მივხვდი ვინ იყვნენ ის ოჯახი რომლებსაც ჩემი მშობლები ყოველდღე აქებდნენ.-
-ჰარი დამერწმუნე ყველაზე მეტად მე მესმის შენი.გაინტერესებს როგორ?მე ბელ მორგანი ვარ.ალსია მორგანის და პიტერ მორგანის ქალიშვილი.-ჰარიმ გაოცებისგან პირი დააღო..
-ღმერთო ჩემო ბელ...-მოვიდა და ჩამეხუტა.
-მე მე არც კი ვიცი რა ვთქვა..მე მაპატიე..
-რა უნდა გაპატიო ჰარი?-დავიბენი.
-მე ხომ დაგცინე მათ გამო.-ეს ყველაფერი სინანული, მწუხარება სახეზე ქონდა გამოსახული.
-არაფერია ჰარი მაგრამ ერთი კითხვა მაქვს...-მას მოვცილდი და ერთმანეთის პირდაპირ დავსხედით.
-გისმენ.
-ვინ ჩამოაგდო თვითმფრინავი?-ცრემლები მომდიოდა რასაც უხეშად ვიშორებდი.
-არ ვიცი ბელ მარტო სახელი ვიცი მარკი. მეტია არაფერი არც გვარი ვიცი, მაგრამ ჩემი მოკვლა უნდა ზუსტად ვიცი.კომპანიის ხელში ჩაგდება.ეგ ფულზე დახამებული ნაბიჭვარი...-თვალები ნელ-ნელა უშავდებოდა.მასთან მივედი და წამოვაყენე.
-ჰარი გთხოვ დაწყნარდი უბრალოდ ღრმად ისუნთქე კარგი?
-კარგი.-ვხედავდი როგორ წყნარდებოდა.
-აი ესე მე შენ დაგეხმარები რომ სიბრაზე აკონტროლო.
-დიდი მადლობა ბელ შენ საუკეთესო ხარ...-ძალიან ახლოს დამიდგა.ჩემზე მაღალი იყო ამიტომ ზემოდან დამყურებდა.დაიხარა და უკვე მეორედ შეახო მისი მარწყვისფერი ბაგები ჩემსას.როდესაც მკოცნის ვბედნიერდები. ვგრძნობ როგორ მიჩქებს სისხლი,გულის ცემა კი ისეთი ასწრაფებული მაქვს რომ ყურებშიც კი ჩამესმის მისი ბაგა-ბუგი.
მთელი დღე წარსულში ლაპარაკზე გავატარეთ.არვიცი ხვალ უნდა წავიდე სკოლაში თუ არა მაგრამ საკონტროლო მაქვს მათემატიკაში თან მასწავლებელმა ახალი წიგნი უნდა გაგვაცნოს...

ღამის სამ საათზე ღრიალის ხმამ გამაღვიძა.წამოვხტი და ჰარისთან შევედი.როდესაც ის დავინახე ცრემლები გადმომცვივდა.ოფლში ცურავდა, თვალიდან ცრემლი სდიოდა და აქეთ-იქით  მოძრაობდა.მასთან მივედი.
-ჰარი ჰარი გაიღვიძე....
-ჰარი გთხოვ.შევანჯღრიე,მაგრამ არც კი ჩერდებოდა მით უფრო უმატებდა ყვირილს.
-ჰარიი გთხოვ გამოფხიზლდი.-ძლიერ შევანჯღრიე რამაც იმოქმედა.თვალები გაახილა და საწოლიდან წამოხტა.აქეთ იქით დაიწყო სიარული.თან ხელებს ნერვიულად თმაში იცურებდა.
-ჰ..არი.-შემომხედა როგორც კი ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა მოვიდა და ჩამეხუტა.მთელი ძალით მიხუტებდა მეც მოვხვიე ხელები ვატყობდი როგორ ნერვიულობდა.

მთელი ძალით მიხუტებდა მეც მოვხვიე ხელები ვატყობდი როგორ ნერვიულობდა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

-მე შენ მჭირდები ბელ. შენ,შენი ჩახუტებაც გთხოვ არ წახვიდე ვერ მივცემ ისევ იმ საშინელ კოშმარებს უფლებას დაბრუნდეს...
-მე არც არსად ვაპირებდი წასვლას ჰარი.ახალ კი დროა საწოლში დავწვეთ და დავისვენოთ.
-კარგი.-საწოლში დავწექით.აღარ უკითხავს ისე მიმიხუტა.ბოლოს ვიგრძენი თუ როგორ მაკოცა თავზე...

ბოლოს ვიგრძენი თუ როგორ მაკოცა თავზე

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
მძულხარWhere stories live. Discover now