თავი 19

766 54 14
                                    

საავადმყოფოდან გამომწერეს თუ არა, ოლივიამ ეგრევე ტაქსი გააჩერა და პოლიციის განყოფილებაში წავედით.გზაში ათასი ფიქრი მაწუხებდა.ვერ ვიაზრებდი თუ რა შეიძლებოდა დამართნოდა ჰარის, ესეთი გამწარებული რომ იყო...
როგორც კი განყოფილებას მივუახლოვდით ტაქს ფული გადავუხადეთ და მანქანიდან რასაც ქვია გადმოვხტი.შიგნით შევვარდი და ჰარი სტაილის ვიკითხე.მითხრეს რომ იზოლატორში იყო.მიმასწავლეს საითაც უნდა წავსულიყავი.როგორც კი იმ ადგილს მივუახლოვდი ბიჭები შევნიშნე და მათთან მივირბინე.
-რა ხდება სად არის?-ანერვიულებულმა მივუგე მათ
-შენ აქ რა გინდა გოგო საავადმყოფოში არ უნდა იყო?-მკითხა ზეინმა.
-არა გამომწერეს.
-რა მდგომარეობაა?ხომ არ დაიჭერენ?
-არ ვიცით ბელ საქმე ცუდად არის.ჰარი ჯეკს უკვე მეორედ დაესხა თავს,აგრეთვე ვიღაც ჯეისონი უცემიაო თუ ვიღაც.ხოდა თუ ჯეკი იტყვის რომ თავს დაცულად არ გრძნობს შესაძლოა ციხეშიც ჩასვან.
-რა ციხე?ცემის გამო ვინმეს ციხეში სვამენ?-იკითხა ოლივიამ.ძალიან ვნერვიულობდი ჰარის გამო არ მინდოდა ციხეში ყოფილიყო.ის იქ ჯდომას ნამდვილად არ იმსახურებს.ღმერთო რა გავაკეთო...
-ბელ რა მოხდა სკოლაში?ჰარი რაღაცას ამბობდა შენზე და ჯეკზე...-შეიშმუშნა ნაილი.
-მოკეტე ნაილი ჰარი დაელაპარაკება ამ ყველაფერზე...-საუბარი ლუიმ გააწყვეტინა.
-ხალხო გამაგებინებთ რა მოხდა?-ცოტაღა მეკლდა და ალბათ ვიყვირებდი.ოლივიამ ხელი ჩამკიდა.
-ბელ დაწყნარდი ჰარი ყველაფერს გეტყვის.-ამის მერე დაახლოებით 15 წუთი გავიდა.ოთახიდან კი ოფიცერი გამოვიდა.
-სტაილს ვინმე ბელ მორგანის ნახვა უნდა.-მაშინვე წამოვხტი.
-მე ვარ.
-წამომყევით.-პატარა ოთახში შემიყვანა,სადაც ჰარი იჯდა გაცოფებული.თვალებში არც კი მიყურებდა.კედელს აშტერდებოდა.ყელში ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს რაღაც მახრჩობდა.ბოლო გავბედე და საუბარი დავიწყე.
-ჰარი რა დაგემართა?
-მეკითხები კიდეც?-სიმწრისგან ჩაიცინა და თვალი გამისწორა.
-გთხოვ გამაგებინე რა ხდება ჰარი რა დაგემართა საერთოდ როგორ იქცევი?
-მე როგორ ვიქცევი?შენ როგორ იქცევი?მიღალატე და პრეტენზიები აქეთ გაქვს?-ამ სიტყვების გაგონება და ჩემი შოკში ჩავარდნა ერთი იყო.გავქვავდი ვერ ვმოძრაობდი რა ღალტი რას იგონებს?
-რაას ბოდავ ჰარი?რა ღალატი საერთოდ გააფრინე?
-მოიცა,ახლა არ მითხრა შენი და ჯეკის სიყვარული და ჩემი გამოყენება ტყუილი იყო თორე არ ვიცი რას ვიზავ.-ზიზღის თვალებით შემომხედა რამაც გამანადგურა.
-რა ჯეკი ჰარი? რას რას ლაპარაკობ საერთო გჯერა რასაც იძახი?-ცოტაღა მეკლდა და ავტირდებოდი.
-შენ გგონია რომ გამოგიყენე?საერთოდ ეგ როგორ იფიქრე?შენ გგონია მოგატყუე?-ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი.
-სოციალური ქსელი სხვა  სხვა რამეზე მეტყველებს! საერთო არ შესულხარ?!
იცი რა ხდება? შენი და ჯეკის სურათებითა აჭრელებულია ყველაფერი.ყველზე სასაცილო რა არის იცი?როგორ არ შეგრცხვა?როგორ დადე ეს ყველაფერი? როგორ გამოაქვეყნე როგორ შეგეძლო?ნუთუ ოდნავ მაინც არ გიყვარდი?მე ხომ შენ გენდობოდი?-მისი სიტყვების მოსმენისას გავგიჟდი.რა ავტვირთე საერთოდ რას ბოდავს?ღმერთო ცუდად ვარ.
-რაა ავტვირთე?საერთოდ რას ლაპარაკობ?რა ავტვირთე?გამაგებინე.
-ინსტაგრამზე შედი!-შევედი ჩემს გვერდზე და დავინახე ჩემი და ჯეკის ჩახუტებული სურათები.პოსტზე მიწერია რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარს.რახდება ეს მე არ გამიკეთებია.
-ჰარი გეფიცები გეფიცები მე არაფერი დამიდია.გთხოვ დამიჯერე, ეს მე არ გამიკეთებია.რაც შეეხება ჯეკთან ჩახუტებას, ის ჩამეხუტა,მითხრა რომ თავის საქციელს ნანობდა და პატიება მთხოვა.
-შენ მას ჩაეხუტე!რატომ რატომ გააკეთე ეს?-დაიყვირა.
-ჰარი უკვე გითხარი,რომ მე არ ჩავხუტებივარ არც კი მესიამოვნა როდესაც შემეხო! ნუთუ ჩემი არ გჯერა?როგორ შეიძლება მე ის მიყვარდეს და შენ არა?ის ჩემი მეგობარია ჰარი, მის მიმართა გრძნობები არასდროს მქონია და არც ახლა მაქვს! რატომ არ გესმის რომ მარტო შენ მიყვარხარ?
-აბა ვინ დადო გამაგებინე ვინ?
-არ ვიცი ჰარი მე რავიცი?ვინმე ვისაც ჩემი ბედნიერება არ უხარია.ვისაც იმდენად ვძულვარ რომ ეს გამიკეთა...-უკვე ვხვდები ვის შეეძლო მსგავს რამის გაკეთება.რათქმაუნდა ეს ქეთრინი იქნებოდა.ერთადერთი გოგო არ არის რომელმაც ჰარის თვალი დაადგა,მაგრამ ვიცი როგორი ცუდი სულის პატრონია. ოღონდ თავის საწადილს მიაღწიოს და ყველაფერს იკადრებს.
-არ ვიცი ბელ!არ ვიცი უკვე არაფერი ვიცი!იცი რა ვიგრძენი როდესაც ეს ყველაფერი ვნახე?ჩემი დამსხვრეული გული უფრო მეტად დაიმსხვრა რადგან ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ!
-მეც ძალიან მიყვარხარ ჰარი!და საერთოდ ნურავის უჯერებ.მთავარია მენდო და გპირდები გავარკვევ ვინ გააკეთა ეს და დაგიმტკიცებ რომ მე არ გატყუებ.-პასუხის გაცემა არ დავაცადე ისე გამოვედი იმ ოთახიდან...

მძულხარWhere stories live. Discover now