თავი 7

1K 63 10
                                    

-ბელ-გავიგონე ის ხმა რომლის გაგონებაც ყველაზე მეტად არ მინდოდა.სკოლაში ესე ვთქვათ ყველზე პოპულარული ბიჭი ჯეისონ ფილდსი რომელსაც დაწყებითი კლასებიდან მოვწონვარ.მისკენ მივბრუნდი როგორც ყოველთვის თავის საძმაკაცოსთან ერთად იყო.
-ჰეი ჯეისონ.-ჰარი გვერდზე დამიდგა.ჯეისონმა ჰარი აათვალიერა და გაბრაზებულმა შემომხედა.
-ეს ვინ არის?-იკითხა და ჰარიზე მიმანიშნა.
-ჰარი გაიცანი ჩემი სკოლელი ჯეისონი.
-აჰამ გავიცანი უკვე წავიდე ბელ!-ხელი ჩამკიდა ჰარიმ.
-მოიცა ძმაო სად გეჩქარებათ თან ბელს რაღაც უნდა ვუთხრა.
-არა!-მეორე ხელი მომუშტა ჰარიმ.
-უკაცრავად შენ არავინ გეკითხება ჩემს შეყვარებულს სადაც მინდა იქ დაველაპარაკები.-მე და ჰარიმ ერთმანეთს შევხედეთ.
-მე არ ვარ შენი შეყვარებული ჯეისონ!უკვე ათასჯერ გითხარი რომ არ მომწონხარ.-სიტვაციის განმუხტვა ვცადე.
-დიახაც ჩემი ხარ წამოდი მეთქი!-მკლავზე ხელი მომკიდა, მაგრამ ჰარიმ გააშვებინა.თავი ცხვირში ჩაარტყა.ჯეისონი ძირს დაეცა.ჰარი ზემოდან დააჯდა და მუშტების რტყმა დაუწყო.ვეძახდი გაჩერებას ვთხოვდი, მაგრამ არა.რეაგირება არ ქონდა.იმდენად გამწარებული იყო რომ აქ მყოფმა ბიჭებმა ვერ გამოგლიჯეს ხელიდან.დავინახე როგორ დაკარგა გონება ჯეისონმა.ტირილი დავიწყე. ჰარისთან ახლოს მივედი და ზურგიდან ჩავეხუტე.სხვა გზა არ მქონდა.
-ჰარიი გთხოვ წავიდეთ გთხოვ...
-მხოლოდ შენს გამო თორე ამ ნაბიჭვარს ბოლოს მოვუღებდი.-ფეხზე წამოდგა.სახე სულ დასისხლიანებული ქონდა. წარბი გახეთქილი,ტუჩი გამსკდარი და ეს ყველაფერი ჩემს გამო.მის შემხედვარე უფრო მოიმატა ნერვიულობამ და ცრემლებმაც.ჰარი მოვიდა და ჩამეხუტა.
-არ იტირო ბელ აქ ვარ და ვერაფერს დაგიშავებენ.
-მე მაგაზე არ ვღელავ ჰარი.შენ ესეთ მდგომარეობაში ჩემს გამო ხარ.
-ეგ სისულელე მეორედ არ გაიმეორო ახლა კი წავიდეთ.
-კარგი.-სახლში როგორც კი მივედით ჰარი სააბაზანოში შევიყვანე.სისხლი წყლით ჩამოვბანე.მისაღების დივანზე დაჯდა მე კი პირველადი დახმარების ყუთი მოვიტანე და სახის დამუშავება დავიწყე.ბამბას სპირტი დავასხი და წარბი გავუსუფთავე, მერე კი ლეიკო დავაკარი.ტუჩის გასუფთავებას რომ მოვრჩი დაბინძურებული ბამბები წამოვკრიფე და ნაგავში გადავაგდე.ხელები დავიბანე.ალბათ მოშივდებოდა.
-ჰარი რას შეჭამ?
-არაფერს.
-ჰარი გთხოვ რამე შეჭამე.-ქვედა ტუჩი გამოვბურცე და იმედიანი თვალებით შევხედე.
-მორჩა ამდენს ვეღარ გავუძლებ.-წამოხტა და ტუჩებზე დამაცხრა.გამოვფხიზლდი. მისი მოშორება მინდოდა,მაგრამ მეც ავყევი წარმოდგენა არ მაქვს რატომ.ხელში ამიყვანა მე კი მოულოდნელობისგან ფეხები წელზე შემოვხვიე.კედელს ამაკრო და უფრო მაგრად დაიწყო კოცნა.ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჩემს დაბნელებულ გულში მზის სხვივებმა შემოაღწიეს და იქაურობა გაათბეს.ჰაერი რომ აღარ გვეყო ერთმანეთს მოვშორდით.
ცოტახანი ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით,ზუსტად ისე ვიდექით როგორც რამოდენიმე წუთის უკან.ბოლოს ჩამოვხტი მისგან და სამზარეულოში შევედი.ზედმეტად დაბნეული ვიყავი.მარილი კინაღამ შაქარში ამერია.სალათი მოვამზადე და ჰარის დავუძახე.სუფრასთან დაჯდა.სალათის მირთმევა უნდა დაეწყო რა დროსაც სიცილი ატეხა.
-რა გაცინებს?-გავიოცე და გაბუტული სახით გავხედე.
-ბელ სალათს ვჭამთ კოვზები რად გვინდა? ჩანგლები გვესაჭიროება.
-ააა უი ჰო.-ნერვიულად ჩავიცინე.კოვზები ავკრიფე და ჩანგლები გამოვალაგე.ვივახშმეთ.სამზარეულო მოვაწესრიგე და ჩემს ოთახში ავედი. ჰარი სააბაზანოში იყო.
პიჟამოები ჩავიცვი და საწოლის ზემოდან დავწექი.
ღამის ორი საათი იყო,მაგრამ მაინც ვერ ვიძინებდი.ჩუმად ჩავედი ქვემოთ და დავინახე ჰარი.ხელები მუხლებზე ედო.ხელის გულებზე კი ნიკაპი ჩამოედო და ფიქრობდა.დარწმუნებული ვარ მარტო იმ დღეს ჩაეძინა როცა ჩემთან პირველად მოვიდა.მას მივუახლოვდი....
-ჰარი.-დავუძახს.
-ბელ?შენ აქ ამ დროს რას აკეთებ?
-ვერ დავიძინე.ჰარი რაღაც მინდა გკითხო და გულწრფელად მიპასუხე კარგი?
-კარგი...
-ღამე გძინავს საერთოდ?
-არა.
-რატომ ჰარი ხომ იცი რომ ეს ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.
-ვიცი მაგრამ ვერ უფროსწორად არ შემიძლია რადგან ისინი ბრუნდებიან...
-რა ჰარი გთხოვ გამაგებინე რას ლაპარაკობ.
-კოშმარები...რომ ვიძინებ კოშმრებს ვხედავ.-დავინახე როგორ დანაღვლიანდა.
-ჰარი შენ აქ არ უნდა იძინებდე!წამოდი ოთახს განახებ.იქ შეძლებ უკეთ დაძინებას.
-არა არა არავითარ შემთხვევაში ისედაც საშინლად მოვიქეცი აქ რომ მოვედი. საშინელი ადამიანი ვარ. მე არ მინდა შეგაწუხო მაგრამ სხვა გზა არ მაქ გამიგე გთხოვ.
-ჰარი მესმის შენი და ძალიან გთხოვ წამოდი რა აქ საერთოდ რანაირად უნდა დაიძინო?
-მე არ მინდა ისევ იმის ნახვა.
-ვერ ნახავ! მე დაგეხმარები. თუ გინდა შენთან დავრჩები სანამ არ ჩაგეძინება...
-რაა?-გაოცდა.
-ხო წამოდი ჰარი არ მინდა იტანჯებოდე ყოველ ღამე.
-არ მჭირდება შენი შეცოდება!
-საიდან მოიტანე რომ მეცოდები?
-შენი საქციელი ამაზე მეტყველებს!
-არა ჰარი დამერწმუნე მეც ვიყავი შენს მდგომარეობაში, მეც ვხედავდი კოშმარებს და იცი ვინ დამეხმარა ამის გადატანაში?ჩემი მეგობარი ოლივია.ამიტომ გთხოვ მომეცი უფლება რომ დაგეხმარო...
-კარგი.-ფეხზე წამოვდექით და სასტუმრო ოთახში შევედით.ჰარიმ მაიკა გადაიძრო და საწოლში ჩაწვა. მეც დავწექი,ოღონდ ოდნავ დისტანციას ვიჭერდი.მისკენ გადავბრუნდი.მისი სახე ძალიან დაძაბული იყო.ვეღარ მოვითმინე და ხელი ლოყაზე დავადე.
-დამშვიდდი ჰარი ყველაფერი კარგად იქნება.-ვიგრძენი როგორ მოდუნდა.
-რატომ?
-რა?
-რატომ მექცევი ასე კარგად?მე ხომ სახლში შემოგივარდი ცუდი რაღაცეები გითხარი შენ კი მაინც ისეთი თბილი ხარ...
-ჰარი უბრალდ გაჩუმდი და თვალები დახუჭე. დაიძინე დასვენება გჭირდება...
-კარგი.-თვალები დახუჭა მეც მას მივბაძე და თვალები მივნაბე რა დროსაც ჰარიმ დამიძახა.
-ბელ.
-ხო
-შეიძლება ამ...შეიძლება ჩაგეხუტო?ისე ვერ ვიძინებ გთხოვ უბრალოდ ამ ერთხელ...
-ამ...კარგი.-ჩემმა სიტყვებმა გაახარა მისკენ ახლოს მიმწია და ჩამეხუტა.თავი ჩემს ყელში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა...
არასდროს ვყოფილვარ ბიჭთან ასე ახლოს და სურვილი არც არასდროს მქონია.აი ახლა კი როცა ჰარის ვეხუტები მშვიდად და დაცულად ვგრძნობ თავს.

მძულხარWhere stories live. Discover now