თავი 23

787 51 31
                                    

ბიჭის გამოჩენამდე გოგონას ცხოვრება ჩვეულებრივად მიმდინარეობდა.დინებას მიყვებოდა და დღეები მიფრინავდა.გოგონა არაჩვეულებრივი სულის პატრონი იყო.მას უამრავი კარგი თვისება ქონდა, რასაც ახლანდელ თაობაში იშვიათათ თუ შეხვდებოდით.არაჩვეულებრივად აღზრდილი პიროვნება იყო.მისი საქციელები კი ყველას ხიბლავდა.მისი ცხოვრება კი სწორედ ერთი შემოდგომის ღამეს შეიცვალა, როდესაც შეხვდა ადამიანს,რომელმაც მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.ბიჭი ძალზე უხეში, ეჭვიანი და ბრაზიანი იყო.მაგრამ მისი ნამდვილი ხასიათი მის გულში იმალებოდა...
დრო გადიოდა...გოგოს და ბიჭს ერთმანეთი ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდებოდათ,მაგრამ ამ სიყვარულს საფრთხე ემუქრებოდა.ამ საფრთხეს კი მარკ ფილდსი ერქვა.ადამიანი რომელმაც ჰარის და ბელის მშობლები დახოცა.ადამიანი რომელსაც უამრავი საშინელება აქვს ჩადენილი.ხალხს ატყუებდა და აწამებდა.და ამის მერე შეიძლება მას ადამიანი ეწოდოს?ყველაზე დიდი ცხოველი რაც კი ამ სამყაროში არსებობს ეს ადამიანია.მარკი ცნობილი ბიზნესმენი,ნარკომოვაჭრე და უბრალოდ ერთი გაიძვერა ადამიანი იყო.იმის მიუხედავად რომ მას უზარმაზარი შემოსავალი ქონდა, მას მაინც უფრო მეტი და მეტი სურდა.სიხარბე ეს არის თვისება რომელიც ადამიანს დაღუპავს...
მარკი ვერ იტანდა მორგანებს და სტაილსებს, რადგან ისინი ოჯახივით იყვნენ შეკრულნი და მუდამ ერთად მოქმედებნენ.ერთხე მარკმა ყური მოკრა რომ ისინი თვითფრინავით მიემგზავრებოდნენ.მან დრო იხელთა და კომპანიის მთავარი მეპატრონეები გზიდან ჩამოიშორა.მართალია ისინი მოიშორა, მაგრამ სტაილსების ვაჟმა წინააღმდეგობა გაუწია,რამაც ის ააღშფოთა და გააბრაზა.მასზე კი შურისძიება განიზრახა.მუდამ უთვალთვალებდა და მასზე ყველფერს იგებდა.მან გაიგო მისი სიყვარულის შესახებ.ისიც გაიგო რომ ბელი მორგანების შვილი იყო,რამაც გაახარა.ყველაზე საშინელი ის ფაქტი იყო რომ მარკი ჯეისონის და ქეთრინის მამა იყო.მართალია მისმა შვილებმა არ იცოდნენ თუ რა ჩანაფიქრი ქონდა მას, მაგრამ მაინც თითოეული ფილცის ოჯახის წევრს სისხლში ბოროტება ერია.
ერთ მშვენიერ საღამოს, როდესაც ბელს დაბადების დღე ქონდა მისმა სიყვარულმა ულამაზესი საღამო მოუწყო.ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა,სანამ მარკის ხალხმა ისინი არ დაიჭირა...ტყის შუაგულში იყვნენ გამომწყვდეულნი.გოგონას ძალიან ეშინოდა,ბევრს ნერვიულობდა და ტიროდა.ჰარის კი მის დაწყნარებას ცდილობდა.იცოდა რომ დღეს კარგი არაფერი მოხდებოდა,მაგრამ გოგონას უფრო ვერ დააშინებდა.
-პატარავ ჩემო ლამაზო გთხოვ შემომხედე.-უთხრა ბიჭმა ანერვიულებულ შეყვარებულს.გოგონამ მას შეხედა და თვალიდან უკანასკნელი ცრელმი გადმოუგორდა...
-მე მეშინია ჰარი.არ მეშინია იმის თუ რას გამიკეთებენ მე.მე მეშინია შენი დაკარგვის ჰაზ,არ მინდა წახვიდე და დამტოვო. შენ თუ რამე მოგივა მე თავს არ ვიცოცხლებ...-უთხრა გოგონამ ბიჭს რომელიც გაოგნებული უსმენდა მას.
-ბელ მინდა გითხრა რაღაც მაგრამ უნდა შემპირდე რომ შეასრულებ...
-ჰარი გთხოვ უბრალოდ მითხარი.
-მე თუ რამე მომივა...თუ ჩემი სული ჩემს სხეულს დატოვებს, მინდა რომ ბედნიერმა გააგრძელო ცხოვრება და მითუმეტეს არაფერი დაუშავო თავს...
მიყვარხარ ბელ, ძალიან მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები.-ბიჭი გოგონას ესაუბრებოდა თან თვალიდან ცხარე ცრემლი სდიოდა.
-არა ჰარი გთხოვ ამის პირობას ნუ დამადებინებ.გთხოვ მე არ მინდა ამ ცხოვრებში შენს გარეშე...ძალიან მიყვარხარ და მეც ყოველთვის მეყვარები...
-გთხოვ პატარავ დამპირდი დამპირდი გთხოვ თორე მე ვერ ვიქნები კარგად.
-ჰარი...მეე...-გოგონა მერყეობდა არ უნდოდა ბიჭისთვის ეს დაპირება შეესრულებინა, რადგან მას თუ რამე დაემართებოდა იცოდა რომ ვერ გაძლებდა...
-გთხოვ ჩემო ნათელო წერტილო...-ბიჭი გოგონას თავს არ ანებებდა, უნდოდა რომ გოგონა ბედნიერი ეცხოვრა...
-გპირდები ჰარი.მაგრამ არ მინდა დამტოვო არ მინდა ეს ძალიან ძნელია ჰარი...-გოგონა ემოციებს ვერ მალავდა და მთელ ხმაზე ტიროდა.
-ვიცი და მაპატიე, მაპატიე რომ შეიძლება მტანჯველი ტკივილი მოგაყენო, მაგრამ ეს მხოლოდ ბედზეა დამოკიდებული...-ამის მერე უბრალოდ სიჩუმე ჩამოვარდა.სამარისებული სიჩუმე.ამ მომენტში ეს კი ყველაზე საშინელი იყო.მარკი და მისი ოჯახი მათთან მივიდნენ.ჯეისონი და ქეთრინი სანახაობით შოკირებულნი დუმდნენ.ალბათ არ დაიჯერებთ რომ გითხრათ, მაგრამ მათ სინანულის გრძნობა აწუხებდათ.ყველაზე მეტად კი მამამისის რცხვენოდათ.მარკმა ყველფერი მოუყვა თავის შვილებს. ამ ყველფერს ისე იძახდა თითქოს არც არაფერი მომხდარიყო.
-და ბოლოს ჩვენი დამაგვირგვინებელი ფინალი.-საუბარი მარკმა დაიწყო.იარაღი ამოიღო,გადატენა და ჰარის მიუშვირა.
-შენი აღსასრულის დროც მოვიდა სტაილს.შენი დიდი მადლობელი ვარ ესეთი სიმდიდრე რომ დამიტოვე.ბოლო სიტყვა წარმოთქვა თუ არა იარაღმა რაღაც საშინელი ხმა გამოსცა.გოგონა მასთან მივარდა მუხლებზე დავარდა და ტირილი დაიწყო.
-ჰარი არა გთხოვ არ დამტოვო... შემომხედე ჩემო ერთადერთო ხო იცი როგორ მიყვარხარ?ძალიან გთხოვ არ დამტოვო გემუდარები.
-პატარავ მინდა იცოდე რომ ის დღე, როდესაც შენ შეგხვდი, ის დღე როდესაც სახლში შემოგივარდი ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყო.იმ დღიდან ჩემ ცხოვრებას მიეცა საბაბი იმის რომ მეცხოვრა.მიყვარხარ ჩემო ნათელო წერტილო ჩემო ერთადერთო.მიყვარხარ და სამუდამოდ მეყვარები.-ბიჭმა თვალები დახუჭა და გადაეშვა სამყაროს გარს უფალთან...
-არაა არააა ჰარიი.-ღრიალებდა გოგონა.მის შემხედვარე ქეთრინსაც წამოუვიდა ცრემლები.დიახ სწორედ გაიგეთ ქეთრინსაც.
-ეს რა გააკეთეთ ეს როგორ შეძელით.როგორრ?არა ჰარი გთხოვ არაა.-რას გრძნობდა ბელი?ის განადგურებული იყო მას გული ათას ნაწილად ქონდა დამსხვრეული...ყველა ვინ აქ იყო ეზიზღებოდა,სამყარო ეზიზღებოდა.ტკიოდა მას ძალიან ტკიოდა.ის დაკარგა...მისი ცხოვრების ერთადერთი მიზეზი დაკარგა და დარჩა ამ უსამართლო სამყაროში სულ მარტოდ მარტო...

მძულხარNơi câu chuyện tồn tại. Hãy khám phá bây giờ