თავი 5

1.1K 69 19
                                    

ქვემოთ ჩავედი.ჰარი კედელს ეყუდებოდა როგორც ჩანს მელოდებოდა.ამათვალიერა და გაბრაზებულმა შემომხედა.
-ესე აპირებ მოლში წამოსვლას?
-ხო რამე მოხდა?-საკუთარ თავი ზემოდან შევათვალიერე.
-არაფერი უბრალო ზედმეტად გამომწვევია!
-ჰარი მე გამაჩნია ჩემი გემოვნება იმას ვიცვამ რაშიც თავს კომფორტულად ვგრძნობ და სხვისი აზრი სულ არ მაინტერესებს.
-ხო მაგრამ მე...-აღარ დაამთავრა მალევე შეცვალა თემა.
-აბა არ წავიდეთ?-მკითხა წყნარი ტონით.ესეთი რომ იყოს სულ, ხმას არ ამოვიღებდი.თუ გაბრაზდა თავს ვეღარ აკონტროლებს.
-კი.-დეიდამ ათასი დოლარი დამიტოვა ვეუბნებოდი რომ ბევრი იყო,მაგრამ ვინმემ დამიჯერა?500 დოლარი ავიღე და საფულეში ჩავიდე მერე კი ჩანთა შევკარი და გარეთ გავედით.
-ჩემი მანქანით წავიდეთ.-მომიგო მან.
-არ ვიცოდი მანქანა თუ გყავდა.
-ხო მყავს.-ქუჩის მეორე მხარეს გადავიდა და თავისი ძვირადღირებული მანქანა ჩემს წინ დააყენა.
მეც აღარ დავაყოვნე და მის გვერდზე მოვკალათდი.ღვედი გავიკეთე და ჰარის გავხედე რომელიც მე მიყურებდა.
-შეგიძლია დაძრა მანქანა.-ვუთხარი და თავი ფანჯრის მხარეს მივატრიალე.
-აა ხო.-ღმერთო როგორი უცნაურია ეს ბიჭი გამაგიჟებს.მთელი გზა ხმა არ გაგვიცია ერთმანეთისთვის.ვგრძნობდი როგორ გამომხედავდა ხოლმე,მაგრამ არ ვიმჩნევდი.ბოლოს კი ჩემთვის ნაცნობ უზარმაზარ მინებიან შენობასთან გავჩერდით.ჰარიმ მანქანა დააპარკინგა.გადმოვედით და შიგნით შევედით.ეგრევე მეორე სართულზე ავედით ტექნიკის განყოფილებები სწორედ მეორე სართულზე იყო.ავარჩიე. საკმაოდ კარგი ტელეფონი იყო.აიფონები ჩემი სუსტი წერტილია მართალია ბოლო ორი მოდელი დიდად არ მომწონს,ამიტომ ავარჩიე ერთ-ერთი.ჰარი აქ არ იყო არ ვიცი სად არია შეიძლება გარეთ მელოდება.გადავიხადე.კარტაც ავიღე ფული ჩავრიცხე და გარეთ გამოვედი, სადაც ჰარი იდგა უზარმაზარი პიცის ყუთებით ხელში.
-რახდება აბა იყიდე?-მკითხა.
-კი ვიყიდე.
-მაჩვენე აბა.-ჯიბიდან ამოვიღე და ვანახე.
-ბოლო მოდელი რატომ არ აიღე?
-იმიტომ რომ არ მომწონს არც ეგ და არც მაგის უკანა.
-გასაგებია.-გაუკვირდა.
-წავიდეთ?-ვიკითხე.
-არა ჯერ ვჭამოთ!-ბრძანებასავით ჟღერდა.
-კი მაგრამ მე არ მინდა.
-ბელ მე ვამბობ უნდა ვჭამოთ.ჩემი სიტყვა კანონია!საერთოდ მადლობა თქვი რომ წამოგიყვანე!-აი ისევ ეს ჰარი დაბრუნდა.
-კარგი.-მაგიდასთან დავსხედით და პიცის მირთმევა დავიწყეთ, რა დროსაც ჩემი სახელი გავიგონე.უკან მივტრიალდი და ჯეკი დავინახე.ჯეკი ჩემი კლასელია.საკმაოდ სიმპატიურია, მაგრამ მეგობრულად ვუყურებ.ესე ვთქვათ ძმასავით მყავს.

მძულხარWhere stories live. Discover now