თავი 14

871 50 16
                                    


ერთი კვირის მანძილზე მე და ჰარი კარგად ვერთობოდით.ფილმებს ვუყურებდით,ბევრს ვიცინოდით,დროს მშვენივრად ვატარებდით.მაგრამ ყველაფერს თავისი დრო ქონდა.ერთი კვირა ისე გაფრინდა ვერც კი მოვასწარი წესივრად დამშვიდობება...როდესაც გინდა დრო ნელა გავიდეს,როცა გინდა შენი საყვარელი ადამიანი შენთან დიდხანს გყავდეს, სწორედ მაშინ გაფრინდება დღეები.ის წავიდა...წავიდა და დამტოვა მარტო ჩემს საშინელ ცხოვრებასთან ერთად.მე ის მიყვარს და ყოველთვის მეყვარება.ახლა მივხვდი რას გრძნობენ ის ადამიანები ვისაც თავისი საყვარელი ადამიანი ტოვებს.ტკივილი,ეს არ არის ტკივილი რომელსაც დანით მიყენებული ჭრილობა გაგრძნობინებს.ეს არის სულიერი ტკივილი.როდესაც გული ორად გაქ გახლეჩილი,როდესაც გტკივა,მაგრამ ჭრილობა მარტო შინაგანად გეტყობა.მენატრება მისი ღიმილი,მენატრება მისი თვალები,მენატრება მის მკლავენში ძილი.მენატრება ყოველი წამი მასთან გატარებული.მისი შეხება...ყოველი წამი მინდა უკან დაბრუნდეს.მისი გვერდში დგომა, ეჭვიანობა მენატრება.მე არ ვნანობ არაფერს, მე არ მინდა ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ ტკბილი მოგონება იყოს....არ მინდა მისი დავიწყება.მისი კოცნა რომელიც ჩემს ორგანიზმს ათბობს.
-მე შენ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მენატრები.
-არასდროს დაგივიწყებ ჩემო ერთადერთო....

მძულხარDär berättelser lever. Upptäck nu