თავი 1

2.8K 85 15
                                    

ცხოვრება მტანჯავდა...ყოველი დღე თენდებოდა ჩვეულებრივად,ტკივილით, ტირილით.ყოველთვის მინდოდა დამევიწყებინა წარსული თუ როგორ მიმატოვეს მშობლებმა,თუ როგორ წავიდნენ,თუ როგორ გაფრინდნენ ზეცაში.ამის შემდეგ უბრალოდ დეიდასთან ერთად გადავედი ამერიკის რიგით მეხუთე, ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში, ფლორიდაში.მშობლების დაკარგვის შემდეგ ძალიან ცუდად გავხდი.ვერ გავუძელი საყვარელი ადამიანების დაკარგვას.ერთი წლის უკან მოხდა ეს ტრაგედია.ისინი დასასვენებლად მიდიოდნენ.მეც უნდა წავეყვანე,მაგრამ დეიდასთან მინდოდა,არ მინდოდა მარტო ყოფილიყო,ამიტომ მასთან დავრჩი და გადავრჩი.თვითფრინავი,რომელშიც ჩემი მშობლები ისხდნენ ატლანდის ოკეანეში ჩავარდა და წყალმა შთანთქა.ფსიქოლოგთან დავდიოდი. სწორედ მან მირჩია,ჩემი საკუთარი დღიური გამეკეთებინა და რასაც ვიგრძნობდი და რასაც გავიფიქრებდი ყველაფერი შიგნით ჩამეწერა.სწორედ ყოველდღე ვაკეთებ ამას.სიმართლე რომ გითხრათ მშველის.კარგია რომ იცლები შენი გრძნობებისგან.
-ბელ ძვირფასო ჩამოდი სკოლაში დაგაგვიანდება.-დამიძახა დეიდამ პირველი სართულიდან.
-მოვდივარ.-გავძახე,დღიური დავხურე და საკეტიან უჯრაში ჩავდე.არ მინდა ვინმემ ნახოს სწორედ ამიტომ ვმალავ.
-ძვირფასო დღეს საღამოს უნდა დაგელაპარაკო სახლში მალე მოდი.-მითხრა და ჩანთაში საბუთები ჩააწყო.
-კარგი?-ჩემი პასუხი კითხვას გავდა.არ ვიცოდი რა ხდებოდა,მაგრამ იმედი მაქვს ყველაფერი კარგადაა.

მივუყვები ქუჩებს,ვუყურებ ბედნიერ ხალხს,მათ ღიმილს.მეც მეღიმება,რადგან ჩემი თუ არა სხვისი ბედნიერება მაინც მაღელვებს.
ტირილის ხმა მომესმა.მივტრილადი და იქვე პატარა,დაახლოებით 5 წლის გოგონა იდგა და ტიროდა.მასთან მივედი.
-პატარავ რა გჭირს?-თბილად ვკითხე და თავზე ხელი გადავუსვი.
-მე დავიკარგე ჩემს ძმას ვეღარ ვპოულობ.-ამოიტირა.მივედი და გულში ჩავიკარი.
-დაშვიდდი პატარავ აუცილებლად ვიპოვით შენს ძამიკოს კარგი?ოღონდ ახლა აღარ იტირო.
-მადლობა.-ტირილი შეწყვიტა და გამიღიმა.
-აბა საყვარელო მითხარი რა გქვია?
-მე ემილი ვარ.და შენ რა გქვია?
-მე ბელი.-თმაზე მომეფერა.
-ძალიან ლამაზი ხარ ბელ.
-მადლობა საყვარელო.დამერწმუნე შენ უფრო.-გაიცინა,მაგრამ მალე მოიწყინა.
-აბა მითხარი როგორ გამოიყურება შენი ძმა.
-მას ცისფერი თვალები და ქერა თმა აქვს.-გარშემო მიმოვიხედე და ქუჩის ბოლოში 5 ბიჭი შევნიშნე.ეტყობოდათ რომ ძალიან ნერვიულობდნენ.განსაკუთრებით ქერა.მივხვდი რომ ის იყო ამ ულამაზესი გოგონას ძმა.ემილი ხელში ავიყვანე და მათთან მივედით.
-ღმერთო ემილი სად იყავი გოგო?-ქერათმიანი მოვიდა და ბავშვი რასაც ქვია ხელიდან გამომგლიჯა.
-მე დავიკარგე.-უთხრა პატარა გოგონამ დიდ ძმას.
-შენ ვინღა ხარ?-უხეშად მომიგო ერთ-ერთმა.
-რატომ ასე უხეშად?მე ვიპოვე ემილი.-წარბი ავწიე და ხელები გადავიჯვარედინე.
-ხოდა კარგად ახლა.ისე რომ იცოდე ჩვენც მოვახერხებდით.
-იცი ერთ რჩევას მოგცემთ,ბავშვი უყურადღებოდ აღარ დატოვოთ.ბოლოს და ბოლოს ამხელა ბიჭები ხართ.5 წლის ბავშვი რანაირად გაგექცათ?
-ეგ შენ არ გეხება.-მომიგო მწვანეთვალებამ.ქერამ ბავშვი ძირს დასვა  და ხელი ჩაკიდა.გოგონა გამოექცა,ჩემთან მოვიდა და ჩამეხუტა.
-ძალიან კარგი გოგო ხარ.უკვე მიყვარხარ და მომენატრები.-მისმა სიტყვებამ ბიჭები გააოცა.ჩავიკუზე რომ მის სიმაღლე გავმხდარვიყავი.
-მეც ძალიან საყვარელო.ახლა კი რასაც გეტყვი დაიმახსოვრე კარგი?გოგონამ თავი დამიქნია.
-შენს ძამიკოს არასდროს გაექცე.მას არ მოშორდე.ხომ არ გინდა მარტო დარჩე არა?-თავი უარყოფის ნიშნად გააქნია.-ხოდა ძამიკოს დაუჯერე მას შენთვის კარგი უნდა კარგი?
-კარგი.
-მპირდები?-გამიღიმა.
-გპირდები.-ჩამეხუტა.მეც ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე.ძალიან კარგი ბავშვია.წამოვდექი და გაოგნებულ ბიჭებს შევხედე.მერე კი წამოვედი.
-დიდი მადლობა.-უკნიდან მომაძახა ქერამ.
საპასუხოდ გავხედე და გავუღიმე.

მძულხარWhere stories live. Discover now