თავი 10

969 58 16
                                    

მანქანით სახლში მივდიოდით რა დროსაც ჰარის ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა.წაიკითხა თუ არა გაბრაზებამ შემოუტია.ხელებით საჭეს ისე მეგრად უჭერდა მეგონა მალე ტყავი გასკდებოდა.
-ჰარი კარგად ხარ?-ვიკითხე თან ხელი მხარზე დავადე.
-შენი საქმე არ არის!-ჩემი ხელი უხეშად მოიშორა.მისი ესეთი საქციელი ძალიან მეწყინა. არ ვიცი რატომ,მაგრამ ესე მგონია თითქოს მიყენებს...მისი ხასიათის ცვალებადობა კი მაგიჟებს....ამას ბოლო უნდა მოვუღო როგორ როგორ შეუძლია ესე მომექცეს?არა სახლში რომ მივალთ დაველაპარაკები.
ძლივს მივაღწიეთ სახლამდე.ხმა არ გამიცია ისე გადმოვედი მანქანიდან და სახლში შევედი.ჩემი ოთახის კარები ჩამონგრეული იყო, ამიტომ კარადის ოთახში მიწევდა შესვლა და გამოცვლა.კაბა გადავიძრე და სპორტული შორტი ამოვიცვი.მაიკა უნდა გადამეცვა როდესაც წელზე ხელები ვიგრძენი.შიშისგან შევხტი.ჰარი იყო...
-ჰარი გული გამისკდა!ან საერთოდ აქ რატომ შემოხვედი?გადი აქედან ვერ ხედავ ვიცვლი?-მაისურით ბიუსჰალტერის და მკერდის დაფარვას ვცდილობდი,მაგრამ ხელიდან გამომგლიჯა და ოთახის ბოლოში მოისროლა.
-რატომ მესაუბრები ესე?-იკითხა.
-დამცინი ხო?შენ მეუხეშები და კიდევ ჩემთან გაქვს პრეტენზიები?
-საჭირო იყო სიუხეშე!სახლში კი ისევ ისეთი ვარ როგორიც ვიყავი.-ახლოს მოვიდა უნდა ეკოცნა, მაგრამ სახეში გავარტყი.
-შენ მე ვიღაც იაფფასიანი ძუკნა ხომ არ გგონივარ?როცა გინდა მაშინ მოდიხარ და მკოცნი.როცა გინდა მეუხეშები და როცა გინდა თბილი ხდები?სისულელეა ჰარი შენ ჩემი გამოყენების უფლებას არ მოგცემ! შენ გგონია ფეხებს გადაგიშლი?ძალიან ცდები ახლა კი გადი უნდა გამოვიცვალო!-ოთახიდან გაბრაზებული გავარდა არ ვიცი სად წავიდა.მაგრამ შემოსასვლელი კარები იმხელაზე გამოიჯახუნა რომ აქ გავიგე.
დაახლებით სამი საათი გავიდა.ახლა კი ორი საათია.სკოლიდან წამომიყვანა და სახლში დამსვა.ეს რა მეხუმრება?კარზე ზარის ხმამ ფიქრებისგან მიხსნა.
კარები გავაღე და ბიჭები დავინახე.
-ბეეელ-გამოექანა მის ძმას და ფეხებზე მომეხვია.მე დავიხარე და ხელში ავიყვანე.
-ეს ვინ მოსულა ჩემთან?როგორ ხარ ჩემო ლამაზო?
-კარგად.იცი როგორ მომენატრე?-
-მეც ჩემო ტბილო მეც.-ბიჭები გაღიმებული სახით გვიყურებდნენ.
-შემოდით ბიჭებო მანდ რას დგახართ?
-ხო რავიცი.მითხრა ერთ-ერთმა.სახელები ჯერაც არ ვიცი.მისაღებში შევედით და ტახტზე დავსხედით. ემილის მულტფილმი ჩავურთე და მაგას უყურებდა.
-ჰარი არ არის?-იკითხა ყავისფერთვალებამ.
-არა წავიდე სამი საათის უკან ცოტა ვიკამათეთ და....
-აჰამ. ჩვენ ჯერაც არ ვიცნობთ ერთმანეს.მე ნაილი ვარ.-მითხრა ქერამ.
-მე ზეინი.-ახლა კარამელისფერ თვალებამ.შემომხედა და გაიღიმა.
-მე ლუი
-მე კი ლიამი.
-სასიამოვნოა ბიჭებო მე ბელ მორგანი ვარ.-გაიგეს თუ არა ჩემი სახელი და გვარი გაოცებულებმა შემომხედეს.ზუსტად ისეთი რეაქცია ქონდათ როგორიც ჰარის.
-მორგანი?-იკითხა გაოცებულმა ლიამმა.
-ხო მე ალისას და პიტერის შვილი ვარ ბიჭებო.ვიცი რომ მათ იცნობდით.ჰარიმ მითხრა.
-ვწუხვარ მათ გამო ბელ ისინი უბრალოდ შესანიშნავები იყვნენ.-თქვა ნაილმა.მოვიდა და ჩამეხუტა.
-აქ რახდება?-გავიგე ჰარის გაბრაზებული ხმა,რომელიც ექოსავით გაისმა მთელს სახლში.ნაილს მოვშორდი და ჰარის გავხედე,რომელსაც მუშტები შეკრული ქონდა, თვალები კი...ღმერთო მისი უმშვენიერესი თვალები შავი სიბნელესავით შავი ქონდა.აგრეთვე წითელი ფერი დაკრავდა.ისეთ შდაბეჭდილებას ტოვებდა თითქოს იტირაო.
-არაფერს ჰარი უბრალოდ ვერ დავმალე ემოცია, როდესაც გავიგე რომ ალისას და პიტერის შვილი აღმოჩდა.-თქვა ნაილმა.
-ხოდა თავი შეიკავე.-გაბრაზებულმა მიუგო.
-ჰარი რა გჭირს როდის მერე გახდი ესეთი?როდის მერე ელაპარაკები შენს მეგობრებს ეგეთი ტონით?-კითხა ზეინმა.
-საკამრისია გაჩუმდი,ხმა აღარ ამოიღოთ!-დაიღრიალა რის გამოც ემილიმ ტირილი დაიწყო.
მასთან მივედი და ხელში ავიყვანე.
-კმაყოფილი ხარ ჰარი?-ვკითხე და ბავშვი ოთახიდან სამზარეულოში გამოვიყვანე.
-რა მოუვიდა ჰარის?-ამოიქვითინა ემილიმ.
-არაფერია ძვირფასო შენ არ ინერვიულო უბრალოდ ცუდ ხასიათზე.გინდა ბლინები გავაკეთოთ?ბევრი შოკოლადებით?
-კიიი.-კეთება დავიწყეთ თან ვმღეროდით, როდესაც მზადება დავასრულეთ, ბლინები თეფშებზე დავაწყეთ და ბიჭებთან გავედით.დაძაბულობა იყო.ღმერთო ნეტა გამაგებინა რა ხდება.
-ჰარი ნახე მე და ბელმა ეს გავაკეთეთ ხო შეჭამ?-ემილი ჰარისთან მივიდა და ბლინი გაუწოდა.ჰარიმ გაუღიმა და თავი დაუქნია.
-მმ უგემრიელესია ემმ ყოჩაღ.-უთხრა ჰარიმ.ბიჭებმა გემრიელად მიირთვეს ბლინები.ცოტახანი იყვნენ რაღაცაზე საუბრობდნენ, მაგრამ მე ემილის ვეთამაშებოდი და ყურადღებას არ ვაქცევდი მათ ლაპარაკს.როდესაც წასვლა დააპირეს ემილი ჩამეხუტა შემდეგ კი თავის ძამიკოს აეკიდა.
ჰარი მთელი დღე მიყურებდა, მაგრამ მე ყურადღებას არ ვაქცევდი.ბევჯერ ცადა ლაპარაკის დაწყება, მაგრამ ყოველ ჯერზე თავს ვარიდებდი.ძილის დრო რომ მოვიდა ჩემს ოთახში ავედი ხვალ ხელოსანი უნდა მოვიყვანო და კარები გავაკეთებინო.აბა დეიდას ესე რომ დავახვედრო რას იფიქრებ?
საწოლში ვიწექი და ჰარიზე ფიქრს ვერ ვწყვეტდი.ნერვებს მიშლიდა ის ფაქტი რომ ნელ-ნელა მისდამი სიმპათიები მიჩდებოდა.მე მას ვერ ვიტანდი,მძულდა. ყოველდღიურად სიძულვილი იკლებდა.იმისმიუხედავად როგორი უხეშიცაა.ეს მოკლებული ნაწილები ნელ-ნელა მოწონებას უერთდება.არ ვიცი რა გავაკეთო.ის ისეთი ცვალებადია.იქნებ ფსიქიკური აშლილობა აქვს?მაგრამ არა.ეს ხასიათის ცვალებადობაა.მეც ეს მჭირდა, როდესაც დედას და მამას ამბავი გავიგე.ზოგჯერ ისეთი თბილი ვიყავი,ზოგჯერ კი იმდენად უხეში რომ დეიდას ვატირებდი ხოლმე.მართალია მერე ბოდიში მოვუხადე ჩემი საქციელების გამო, მაგრამ მაინც ვნანობ.ჰარიზე ვფიქრობდი და სწორედ მისი ხმა გავიგონე.
-ბელ.
-გისმენ!-მკაცრად მივუგე.
-გთხოვ ესე ნუ მექცევი...
-ოჰ და შენ როგორც იქცევი ეს სწორია?
-ვიცი, მაგრამ არ შემიძლია გარეთ კარგად მოგექცე ბელ არ შემიძლია.
-რატომ ჰარი რატომ გამაგებინე რა ხდება გთხოვ...-ოთახში საწერ მაგიდასთან იდგა.
-იმიტომ რომ შენით მემუქრებიან ბელ.ყველა ჩემთვის ძვირფას ადამიანს კლავენ,ანადგურებენ.საფრთხე გემუქრება.ჩემთან ოდნავ მაინც რომ დაგინახონ ბენდიერი მოგკლავენ.უკვე აღარ შემიძლია ვერ დავკარგავ იმ ადამიანებს ვინც ჩემთვის ძვირფასები არიან.დავიღალე, დავიღალე ძალიან დავიღალე.ვიცი  ნაბიჭვარივით ვიქცევი და ამით გულს გტკენ, მაგრამ მირჩევნია გული გეტკინოს ვიდრე მოკვდე.აი ამიტომ ბელ....-მისთვის მე ძვირფასი ვარ,ის ჩემზე დარდობს, არ უნდა რომ მოვკვდე.ის ჩემზე ზრუნავს იმის მაგივრად მადლობა გადავუხადო და დავამშვიდო აქეთ ვეჩხუბები.ღმერთო როგორი სულელი ვარ.ვხედავდი როგორ ცდილობდა რომ არ ეტირა, მაგრამ ცრემლი მაინც გადმოუგორდა თვალიდან...მასთან ახლოს მივედი და ხელი კისერზე შემოვხვიე.თვითონ წელზე მომხვია თავისი ძლიერი ტატუიანი მკლავები და ძლიერად ჩამიხუტა.
-მაპატიე ჰარი ესე რომ ვიქცეოდი, უბრალოდ ვერ ვიტანდი როდესაც ესე მელაპარაკებოდი.გული შიგნიდან მეწვოდა.ამიტომაც ვიქცეოდი ესე.
-ვიცი ვიცი და მესმის, მაგრამ არ შემიძლია ესე რომ ხარ არ შემიძლია ჩემგან შორს რომ ხარ ბელ.ღამე როდესაც შენთან ერთად ვარ ის კოშმარები რომელიც უკვე ერთი წელია მტანჯავს,რომლის წყალობითაც ერთი წელია ნორმალურად არ მძინებია ქრება და ეს შენი დამსახურებაა. არ მინდა ფიქრობდე რომ გიყენებ ან რამე მსგავსი, უბრალოდ შენთან კარგად ვარ ბელ, უბრალოდ თავს შესანიშნავად ვგრძნობ.მე არც კი ვიცი რა გიწოდო.ფერია?ანგელოზი?თუ ორივე?უბრალოდ გთხოვ სახლში კარგად მოვიქცევი, მაგრამ გარეთ უამრავი ადამიანი გვყარაულობს და როგორმე შეეჩვიე.უბრალოდ მინდა იცოდე რომ რასაც გარეთ გეტყვი ან როგორც ტელეფონში დაგელაპარაკები ეს სიტყვები არაფერს ნიშნავს. უბრალოდ ამას შენთვის ვაკეთებ...-აღარ დავამთავრებინე და მის ბაგებს დავეწადე.თვითონაც ამყვა. ხელები ჩემს საჯდომს მოკიდა და ამწია, მეც აღარ დავაყოვნე და მის წელს შემოვხვიე.შემდეგ კი კომოდზე შემომსვა...

შემდეგ კი კომოდზე შემომსვა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
მძულხარWhere stories live. Discover now