თავი 21

762 51 12
                                    

განყოფილებაში მივედით.სულმოუთქმელად მინდოდა ჰარისთვის ამ ყველაფრის მოყოლა.ოფიცერმა მხოლოდ ერთი ადამიანი შევიდესო.სხვებს არ დავაცადე ისე შევარდი იმ პატარა ოთახში.ის დავინახე,მისი ჩაწითლებული თვალები...
-ჰარი როგორ ხარ?-ვკითხე და მივუახლოვდი.
-საყვარელი ადამიანის ღალატის მერე როგორ ვიქნები?-გულნატკენმა მომიგო.
-ჰარი მორჩი! მტკიცებულება მაქვს რომ მე არაფერი დამიშავებია.იმედი მაქვს ქეთრინის მაინც გჯერა!ხოდა კარგად მოუსმიე!-ჩანაწერს გაოცებული უსმენდა, მერე კი სინანულის გამო თავი დაბლა დახარა და ლაპარაკი დაიწყო.
-მაპატიე ბელ.ვიცი რომ საშინლად მოვიქეცი, როდესაც არ დაგიჯერე, მარგამ მასთან ერთად ან ვინმე ბიჭთან ერთად რომ გხედავ ვგიჟდები გესმის?არც მე ვიცი რა მემართება...
-ჰარი მესმის, მაგრამ თუ ჩემი ნდობა არ გექნება რანაირად უნდა ვიყოთ ერთად?
უნდა ხვდებოდე, რომ მე შენს მეტი არავინ მიყვარს!სხვისკენ არც კი ვიხედები ჰარი.შესაძლოა ბიჭი მეგობარი მყავდეს, მაგრამ მისდამი გრძნობები არ გამიჩნდება.იცი რატომ?იმიტომ რომ შენ მყავხარ,შენ მიყვარხარ და მუდამ მეყვარები ჰარი.შენ ხარ ჩემი პირველი სიყვარული.
-ყველაზე მეტად მიყვარხარ,სიცოცხლეზე მეტად.ჩემი ნამდვილი სიყვარული ხარ.
-მიყვარხარ ჰარი.
-მეც ძალიან მიყვარხარ პატარავ.-მისი კოცნა მინდოდა მაგრამ არ შეგვეძლო.
-ჰარი აქედან როდის გამოგიშვებენ?
-როდესაც ის ნაბიჭვარი სარჩელს გამოიტანს.
-მენატრები ჰარი...რაღაც უნდა გავაკეთო და იმედი მაქვს არ გამიბრაზდები.-თავი დავხარე.ცოტახანი მაკვირდებოდა მერე კი...
-არც კი გაბედო იმ ნაბიჭვართან მისვლა თორე აქაურობას გადავბუგავ!-ვიცოდი რომ ესეთი რეაქცია ექნებოდა.
-დამშვიდდი.მარტო არ წავალ ზეინს ან ლიამს ვთხოვ გამოყოლას.გთხოვ ეს საჭიროა და გპირდები ამის მერე ხმას არ გავცემ ჯეკს!
-არავითარ შემთხვევაში! მირჩევნია აქ ვიჯდე ვიდრე იმას დაელაპრაკო!
-ჰარი ნუ მაბრაზებ უბრალოდ გაგაფრთხილე არ ვაპირებ გიყურო თუ როგორ ამოგხდება სული აქ!უბრალოდ დაველაპარაკები.ზეინს წავიყვან და მორჩა!
-რამე რომ დაგიშავოს მოვკლავ!
-ჰარი ზეინი იქ იქნება.თანაც არაფერს დამიშავებს. ბოლოს და ბოლოს 13 წელია რაც ვიცნობ...
-კარგი წადი, მაგრამ ზეინი წამოგყვება. სანამ წახვალ ზეინს უთხარი რომ შემოვიდეს რაღაც უნდა ვუთხრა.
-კარგი.მიყვარხარ და სულ მალე გამოხვალ აქედან.-გავუღიმე.
-მეც მიყვარხარ.ნუთუ ესე მოგენატრე?-წარბები აათამაშა.
-ღმერთო შენ მიშველე.-გავიცინეთ.ბოლოს ზეინს დავუძახე ჰარისთან ლაპარაკობდა.მართალია მე არ მესმოდა, მაგრამ დაზუსტებით ვიცი ჩემი მზრუნველი, ყურადღების მიქცევას რომ სთხოვდა.
-რა მოხდა დაიჯერა ხო?-მკითხა ოლივიამ.
-კი ბოლოს იმაზეც დავითანხმე რომ ჯეკს დაველაპარაკები მეთქი,მაგრამ ზეინი წამომგყვებაო.
-დარწმუნებული ხარ რომ დაგთანხმდება სარჩელის გამოსატანად?-იკითხა ლუიმ და წყალი მოსვა.
-კი ლუ.
-საშიში არ არის?
-არა ნაი თან ზეინიც მომყვება, ამიტომ არა.
-ეს ყველაფერი რომ მოგვარდება ემილის უნდა შენი ნახვა.ასე მითხრა ძალიან მომენატრა ჩვენი ლამაზი ბელიო.-ნაილის სიტყვებზე გამეღიმა.
-აუცილებლად ვნახავ ჩემს პატარა ლამაზმანს.-გაეღიმა.ნაილიდან ყურადღება ზეინზე გადავიტანე, რომელიც ოთახიდან გამოვიდა.
-ზეინ რა გითხრა?-გამოვხტი როგორც ყველაზე ცნობისმოყვარე ადამიანი.
-ეგ მე და ჰარი ვიცით.აბა წავიდეთ ხო იმ ნაბიჭვართან?-
-კი.-მე და ზეინი წამოვედით.ჯეკის სახლთან სანამ მივიდოდით ზეინმა ჩემს სახლში მისვლა მთხოვა.მეც აღარ შევეწინააღმდეგე.სახლში რომ მივედით დეიდა არ იყო.ზეინი მისაღებ ოთახში შევიდა დაიხარა და სავარძლის უკანა მხრიდან რაღაც ყუთი გამოიღო.გამიკვირდა რადგან აქამდე არ შემიმჩნევია.გახსნა და იქიდან იარაღი ამოიღო.თვალები კინაღამ გადმომცვივდა.
-ზეინ ეს რას...ენა დამება.
-დამშვიდდი ბელ უბრალოდ უსაფრთხოებითვის...-შემაწყვეტინა
-კარგი წავიდეთ.-ამის მერე ჯეკის სახლთან მივედით და კარზე დავაკაუნეთ.კარი ჯეკის დედამ გაგვიღო.გადამეხვია.ეს ქალი მართლაც საყვარელია.ვუთხარი რომ ჯეკის მონახულება გვინდოდა.ისიც სიხარულით დაგვთანხმდა და ჯეკის ოთახი მიგვასწავლა.ოთახის კარზე დავაკაკუნე.თანხმობა როგორც კი მივიღე ოთახში შევედი...

მძულხარWhere stories live. Discover now