30

760 34 11
                                    

-ეს რა ჯანდაბაა?!-ბოლო ხმაზე ღრიალებს ბიჭი და სახეში ფოტოებს აყრის.

-მ..მე...-შუა გზაში უწყდება სიტყვა გოგონას, როდესაც ფოტოებზე საკუთარ თავს ვიღაც კაცთან ერთად ხედვს, კარგად აკვირდება და ხვდება კლუბში მომხდარი ინციდენტია ფოტოზე. ძალია იბნევა, ამავდროულად შიში იპყრობს. ლუკასს საიდან აქვს ეს ფოტოები? ის რა უთვალთვალებს?

-რა მე იზაბელა, გეკითხები ეს რა არისთქო!-ბოლო ხმაზე ღრიალებს ბიჭი და ფეხზე დგება, სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს გოგონასკენ. იზაბელას შიში იპყრობს, მთელი სხეული უცახცახებს, დარწმუნებულია რაღაც საშინელება მოხდება. თავი აქვს ჩახრილი, ადგილიდან განძრევა არ შეუძლია, სათქმელს თავს ვერ უყრის.

-ჩემი გაგიჟება გინდა?!-ახლა უკვე მტკივნეულად უჭერს მაჯაზე ხელს.

-ბ..ოდიში.-ხმადაბლა ლუღლუღებს იზაბელა, რაზეც ლუკასი უარესად მწარდება.

-უკვე გაგაფრთხილე თვალებში მიყურე როცა გელაპარაკები და ნორმალურად ამიხსენი რატომ კოცნი ამ ფოტოებში სხვა ბიჭს.-მაქსიმალურად ცდილობს წყობილებიდან არ გამოვიდეს. ჯერ ისევ ახერხებს სიმშვიდის შენარჩუნებას, მაგრამ რამდენხანს იქნება ასე არავინ იცის.

-მ..მან ძა..ლით მა..კოცა. ჩ..ემი ბრალი მა..რთლა არ ა..რის.-ტირილს ვეღარ იკავებს გოგონა.

-აჰა, ანუ შენი ბრალი არ არის არა?-ირონიულად ეკითხება გაღიზიანებული და გოგონას კედელზე ანარცხებს, იზაბელას ტკივილნარევი კვნესა სცდება, აწყლიანებულ თვალებს აპყრობს გაცეცხლებულ ლუკასს.

-ხომ გაგაფრთხილე ძუკნასავით არ მოქცეულიყავი, რა ვერ გაიგე რომ მე მეკუთვნი! არ გაქვს უფლება სხვებს ეზასაო! ცოტა თავისუფლება მოგეცი შენ კი ეგრევე სხვასთან გაიქეცი, უკვე მოასწარი მასთან დაწოლა?-იზაბელა გულის არეში საშინელ ტკივილს გრძნობს, მას ეს სიტყვები არ დაუმსახურებია.

-ეგრე ნუ მელაპარაკები!-გაბრაზებულმა დაუყვირა ბიჭს, ლუკასმა საზარელი მზერით გადმოხედა, ვერ აიტანს გოგონასგან მსგავს ლაპარაკს.

MAFIA!Where stories live. Discover now