27

815 43 8
                                    

მთელი ღამე ტირილში გაატარა იზაბელამ, თვალი ვერ მოხუჭა იმაზე ფიქრში, რომ ლუკასი სხვას შეეხო. გულის რევის შეგრძნება ეუფლება იმის წარმოდგენისას თუ როგორ ეფერება ვიღაც კახპა ლუკასს, მხოლოდ მას აქვს უფლება შეეხოს. ბრაზისგან დაბრმავებული ნახევრად დამტვრეულ ტელეფონს იღებს და სარას ურეკავს.

ზარი:

-სარა შეგიძლია ითანის ნომერი მომცე?-მისალმების გარეშე, ცივი ტონით ახლის სიტყვებს.

-კი...რა მოხდა?-გაოცებული ეკითხება იზაბელას.

-გთხოვ უბრალოდ ნომერი მითხარი.-განერვიულებულს ცოტა ხმამაღლა მოუვიდა თქმა.

-კარგი მოგწერ.-აღელვებული ტონით უპასუხა და ტელეფონი გათიშა.

ზარის დასასრული.

გაღიზიანებული იზაბელა წინ და უკან დადიოდა ოთახში, უკვე მოთმინება ეწურებოდა როდესააც შეტყობინება მიიღო, სწრაფად აკრიფა ითანის ნომერი და ზარი გაუშვა. თვითონაც ვერ ხვდებოდა რას აკეთებდა, მაგრამ ერთადერთი რაც ახლა სურდა ლუკასის გამწარება იყო, უნდოდა ისევე ეეჭვიანა მასაც, როგორც თვითონ ეჭვიანობდა. შესაძლოა მისი საქციელის გამო საკმაოდ ცუდი რამ მოხდეს, მაგრამ შეედეგებზე საერთოდ არ ფიქრობს.

ზარი:

-ითან შენთან შეხვედრა მინდა.-როგორც კი ბიჭმა ყურმილი აიღო, იმწამსვე მიაყარა სათქმელი.

-ოუ რა სიურპრიზია იზაბელა.-ირონიულად ჩაიცინა ბიჭმა.

-შემხვდები თუ არა?-გაღიზიანებით მიმართა გოგონამ.

-რა მოხდა პატარავ, ვინ გაგაბრაზა?

-შენი საქმე არაა.-მობეზრებით უთხრა ითანს.

-კარგი დამშვიდდი, თუ გინდა კლუბში წავიდეთ, ერთი კარგი ადგილი ვიცი.

-კარგი არ აქვს მნიშვნელობა.

-პატარავ რამე სექსუალური ჩაიცვი.-ეშმაკური ხმით უთხრა იზაბელას და ტელეფონი გაუთიშა.

MAFIA!Where stories live. Discover now