26

810 39 10
                                    

მზის სხივები ეცემა იზაბელას სხეულს. ოთახში სინათლე აღწევს, გოგონა იშმუშნება, თვალებს ძნელად ახელს, იმ წამსვე სხეულში ტკივილის ტალღა უვლის, აბაზანაში გასვლა უნდა ამიტომ წამოდგომას ცდილობს, ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე საშინლად ტკივა სხეული. ახერხებს და აბაზანაში შედის, შხაპის მიღების შემდეგ კი ოთახში ბრუნდება. ძალიან ცუდად გრძნობს თავს, ასე არასდროს არ ყოფილა. ცდილობს კარამდე მიაღწიოს, რათა ვინმეს დაუძახოს, მაგრამ შუა გზაში იკეცება, ნელ-ნელა კი გონებას კარგავს. მანამ ეგდო რამდენიმე საათის განმავლობაში ცივ იატაკზე გონწასული, სანამ ლუკასმა არ იპოვა. მართალია იზაბელას მიმართ ვერაფერს გრძნობს გარდა უსაფუძვლო ზიზღისა, მაგრამ როდესაც ის ასეთ მდგომარეობაში დაინახა ანერვიულდა, სწრაფად აიყვანა ხელში და საავადმყოფოსკენ გააქანა. იცის რომ ცუდად მოექცა, ასე უხეშიც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ როდესაც დაინახა თუ როგორ ეხებოდა ვიღაც ნაბიჭვარი თავი ვერ შეიკავა. ის მისი საკუთრებაა, ასევე მისი შვილის დედა ვერ შეეგუება ვინმე შეეხოს. საავადმყოფოში მისვლისთანავე შეიყვანა გოგონა შიგნით და ექიმებს გადასცა იზაბელას უგონო სხეული. დიდი ხნის განმავლობაში ჰყავადათ პალატაში იქიდან კი არაფერი არ ისმოდა. ლუკასი იჯდა და ერთ წერტილს გაშტერებული უყურებდა, ხვდება რომ თვითონაა დამნაშავე. იქნებ დროა შეეშვას მის ტანჯვას, უკვე საკმარისად გაუნადგურა ცხოვრება. ფიქრებში იყო გართული როდესაც ექიმი გამოვიდა პალატიდან, ბიჭი კი იმ წამსვე მივარდა მასთან.

-რა სჭირს?-იკითხა ანერვიულებული ხმით. თვითონაც არ იცოდა რატომ ღელავდა მასზე.

-სიტუაცია რთულადაა მისი სხეული სრულიად გამოფიტულია, ასევე შეენიშნება სხვადასხვა დაზიანებები რაც სამომავლოთ ბევრ პრობლემას შეუქმნის, თუ მკურნალობას დაიწყებს შესაძლოა მალევე გამოჯანმრთელდეს. როგორც ჩანს ძალიან დიდი სტრესის ქვეშაა, თანადგომა დასჭირდება, ეცადეთ მუდმივად ყურადღების ქვეშ გყავდეთ. ყურადღებით უსმენდა ლუკასი ექიმს, თავს უცნაურად გრძნობდა, ყველაფრის მიუხედავად იზაბელაზე ნერვიულობს, არ დაუშვებს მას რამე დაემართოს.

MAFIA!Where stories live. Discover now