18

760 37 6
                                    

მზის სხივები ეფინება შიშველ, დაუძლურებულ სხეულს. მიუხედავად ყველაფრისა ულამაზესია, ბევრს შეშურდება მისი სილამაზის. თეთრი კანი, რომელიც დალურჯებებითაა სავსე ძალიან მიმზიდველად გამოიყურება. ძილისას გოგონას სახეზე სიმშვიდეა გამოსახული, იზაბელა ამ დროს სხვა სამყაროშია, აღარ ადარდებს ის ყველაფერი რაზეც დაძინებამდე ნერვიულობდა, როდესაც თვალებს ხუჭავს მისი წარმოსახვის უნარს უკიდეგანო სივრცე ეძლევა გაიჭრას რეალობაში და ყველაფერი ისე დაგანახოს, როგორც შენ გინდა. როდესაც თავს ცუდად გრძნობ ან შენს ცხოვრებაში ისეთი მომენტი დგება რაც შინაგანად განადგურებს, ყველანაირად ცდილობ ამ სამყაროსგან შორს გადაიხვეწო და სადღაც უსასრულობაში წარმოსახვითი სამყარო შექმნა, სადაც ბედნიერი ხარ. როდესაც შენს თავთან, ფიქრებთან, განცდებთან მარტო რჩები სწორედ შენი ოცნების სამყაროში გრძნობ შვებას, ხანდახან მართლაც გაუსაძლისია ცხოვრება. ყველას აქვს ისეთი მომენტები როდესაც პატარა იმედიც კი გადაეწურება, გამოსავალის პოვნა კი შეუძლებელი ხდება. პრობლემა გახჩობს, ყელში დიდ ბურთს გრძნობ რომელიც სუნთქვის საშვალებას არ გაძლევს. იმდენი სიმამაცე არ გყოფნის, რომ ვინმეს შენი გრძნობების შესახებ დაელაპარაკო, რადგან გეშინია გეშინია მათი რეაქციის. რას იტყვიან? როგორ მიიღებენ მოყოლილს? გვერდში დაგიდგებიან თუ უარესად დაგანარცხებენ მიწაზე? სწორედ ამ შიშების გამო იკლავ გულში ტკივილს, საბოლოოდ კი ნადგურდები. მაშინ როდესაც გვერდშიდგომა გჭირდება ყველა გარბის შენგან, ხოლო როდესაც ისინი არიან მსგავს სიტუაციაში შენგან ითხოვენ დახმარებას და ამ დროს გიჩნდება კითხვა, რა ვალდებული ვარ მათ დავეხმარო იმის შემდეგ რაც მიმატოვეს? სწორედ აქ იწყებ ფიქრს, რომ შესაძლოა მათაც ჰქონოდათ მიზეზი შენი დატოვებისთვის.

არის დღეები როდესაც დილით გაღვიძებისას უნებურად გეღიმება და ხვდები რომ დღეს ყველაფერი კარგად იქნება, უზღვავი ემოციებით ხარ დატვირთული და რაც არ უნდა მოხდეს მთელი დღის განმავლობაში კარგად ხარ, მაგრამ როდესაც დილით იტყვი, რომ ცხოვრება უაზრობაა, სწორედ მაშინ იწყება საშინელი დღე. ყველამ ვიცით, რომ ჩვენვე ვმართავთ ცხოვრებას, მაგრამ ხანდახან ძალიან რთულია წინააღმდეგობა გაუწიო იმ ნეგატივს, რომელიც გარშემოა გამეფებული და მუდან ჩვენს წყვდიადში ჩათრევას ლამობს.

MAFIA!Where stories live. Discover now