8

826 48 4
                                    

isabell's pov

არასდროს მინახავს დემიენი ასეთი გაბრაზებული, რაც არ უნდა მოხდეს ის ყოველთვის ინარჩუნებს სიმშვიდეს, ახლა კი ძალიან გაღიზიანებულია. მაინტერესებს ვის ელაპარაკებოდა ან საერთოდ სად უნდა წავიდეს, მაგრამ მას ვერ ვკითხავ ვიცი რომ სიმართლეს არ მეტყვის, ბიჭებიც ყველაფერს მიმალავენ. ადრე ასე არ იყო რაც არ უნდა მეკითხა ყველაფერს მეუბნებოდნენ და თუ რამე ისეთი იყო რასაც ვერ მეტყოდნენ უბრალოდ პასუხს არ მცემდნენ. მეც ყოველთვის ვუგებდი და არაფრის თქმას არ ვაძალებდი და ახლა როცა დემიენმა მითხრა რომ ყველაფერი კარგად იყო ვიგრძენი მატყუებდა, მას ძალიან კარგად ვიცნობ ასერომ ვხვდები როცა მატყუებს. გულის სიღრმეში ვიცი რაღაც ისეთი ხდება ჩვენს თავს რაც ძალიან არ მომეწონება. მინდა სიმართლე ვიცოდე, მაგრამ მეშინია იქნებ როდესაც ყველაფერს გავიგებ ჩვენი ცხოვრება ცუდისკენ წავიდეს. თავიდან როცა დემიენი სახლში აღარ მოდიოდა ვფიქრობდი რომ ყველაფერი მისი გადატვირთული გრაფიკის ბრალი იყო, მაგრამ შემდეგ ეჭვები გამიჩნდა ამიტომ ვკითხე თუ რა ხდებოდა მის ცხოვრებაში, ის კი დაიბნა და თავიდან აიცილა ეს კითხვა. ვხვდები რაღაცას მიმალავენ, მაგრამ რას? მე ხომ ისიც კი არ ვიცი სად მუშაობს ჩემი ძმა, ბევრჯერ ვთხოვე სამსახურში წავეყვანე, მაგრამ მისგან ყოველთვის უარს ვიღებდი რაღაც უაზრო მიზეზების გამო. იქამდე არ მინდოდა რამე ცუდი მეფიქრა სანამ რესტორანში საეჭვო ხალხთან ერთად არ დავინახე, ის ბიჭი ძალიან არ მომეწონა სწორედ ისე მიყურებდა როგორც ის ხალხი იმ საშინელ დღეს, თან იარაღი ჰქონდა. ყველაფერი რაც იარაღთანაა დაკავშირებული ძალიან ცუდად მოქმედებს ჩემზე. არ ვიცი რა მოხდება ჩემს ძმას იმ ხალხთან რომ ჰქონდეს ურთიერთობა, ამას ნამდვილად ვერ გადავიტან. იმედია დემიენი სიმართლეს მეუბნება და ყველაფერი კარგადაა. არა ამ საქმეს ასე ნამდვილად ვერ დავტოვებ, ვიცი რომ სახიფათოა, მაგრამ დემიენს უნდა გავყვე ბოლოოსდაბოლოს გავიგებ რა ხდება. შეიძლება ამას ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვეს, მან ხომ მითხრა არაფრის გამოძიება არ დამეწყო, მაგრამ არ შემიძლია მხოლოდ დემიენი და სოფი დამრჩნენ მათაც ვერ დავკარგავ.

MAFIA!Opowieści tętniące życiem. Odkryj je teraz