4

907 61 0
                                    

იზაბელამ მთელი ღამე თეთრად გაათენა, ერთი წამითაც კი ვერ მოხუჭა თვალი. უკვე აღარ ახსოვს რამდენჯერ დაურეკა დემიენს, მაგრამ ტელეფონი ყოველ ჯერზე გამორთული ჰქონდა. რაც მეტი დრო გადიოდა მით მეტად უმატებდა ნერვიულობას, არ იცოდა რა მოემოქმედებია, დახმარებას ვერავის სთხოვდა, ამიტომ ერთადერთი რისი გაკეთებაც ახლა შეუძლია ლოდინა. ისიც მდივანზე საწყლად მოკუნტული, მოუთმენლად ელოდა მისი ძმის გამოჩენას, ან თუნდაც ტელეფონის ზარს. გამთენიის ექვს საათზე ნერვიულობისა და ტირილისგან გადაღლილს ჩაეძინა, ნელ-ნელა კი მზის სხივებმა შემოაღწია ოთახში და გოგონას გაყინულ სხეულს დაეფინა. იზაბელა არც ძილის დროს არ იყო მშვიდად, საშინელი კოშმარები ესიზმრებოდა რაც შნაგანად ტანჯავდა, მის ისედაც განადგურებულ გულს მეტად აუბედურებდა. სად იყო ამ დრომდე დემიენი? რას აკეთებდა? ნუთუ დაზე არც უფიქრია, ნუთუ ერთი ესემესის ღირსადაც არ ჩათვალა? რომ მოეწერა "კარგად ვარ" იქნებ მშვიდად დაეძინა ცხოვრებისაგან გატანჯულ პატარა გოგონას, მაგრამ იყო კარგად?! ესეც არავინ იცის, იქნებ რამე მოუვიდა......ვიღაც კარებს გასაღებს არგებს, ატრიალებს, ფრთხილად იღება კარი, მისი გამაყრუებელი ჭრაჭუნის ხმა სამარისებულ სიჩუმეში იფანტება...მამაკაცის სისხლიანი სხეული გოგონასკენ ჩუმი ნაბიჯებით მიიწევს, ერთხანს ინტერესით უცქერს მის აფორიაქებულ სახეს, ამჩნევს ჩაწითლებულ თვალებსა და სიცივისგან გალურჯებულ ხელებს, რომელიც გულზე აქვს დასვენებული, ფერი სულ დაჰკარგვია გოგონას მშვენიერ სახეს. სულისშემძვრელი სანახავია იზაბელა ასეთ მდგომარეობაში. მისი უნიკალური ნაკვთები ახლა უსიცოცხლოა. ბიჭი ფრთხილად ახებს ხელს გაყინულ სახეზე, ოდნავ არხევს შესაფხიზებლად, იზაბელა იშმუშნება, თვალებს ახამხამებს, ბიჭის დანახვაზე კი ცრემლი უგორდება სათუთ ლოყაზე. დემიენი ხელის ნელი მოძრაობით აშორებს ცრემლს და ფრთხილად კოცნის ლოყებზე, შეშუპებულ თვალებზე, ხელებზე...-გთხოვ ნუ ტირი.-განადგურებული წარმოთქვავს ბიჭი და ცრემლებს ვეღარ იკავებს, იცის როგორ მოქმედებს მის დაზე იარაღი.შვიდი წლის წინ, როდესაც ჯერ კიდევ პატარა ბავშვები იყვნენ ხშირად თამაშობდნენ დამალობანას. ერთ დღესაც სახლში მარტო დარჩენილმა იზაბელამ გადაწყვიტა მამას კაბინეტში დამალულიყო, რადგან დარწმუნებული იყო ძმა მას ვერ იპოვიდა და გამარჯვებულიც თვითონ იქნებოდა. მოულოდნელად ოთახში იარაღიანი კაცები შემოცვივდნენ და ძიძას პირდაპირ თავში ესროლეს, ამის დანახვისთანავე პატარა იზაბელას განწირული კივილი აღმოხდა, რის გამოც მისი ადგილსამყოფელის დადგენა სამი შეიარაღებული მამაკაცისთვის მარტივი აღმოჩნდა, შემდეგ იყო შეხება, ტკივილი,ტირილი...მერე კი სიბნელე...ამის შემდეგ იზაბელა მუდმივ სტრესში იმყოფებოდა. ექიმები იძულებულები იყვნენ ყოველდღე დამამშვიდებელი გაეკეთებიათ განადგურებული გოგონასათვის, რადგან გაღვიძების შემდეგ კანკალი ეწყებოდა და არაადამიანური ხმით ტიროდა, მისი გაჩერება შეუძლებელი იყო დამამშვიდებლის გარეშე. დროთა განმავლობაში ფსიქოლოგებისა და ოჯახისწევრების დახმარებით გამოვიდა მდგომარეობიდან, მაგრამ შვიდი წლის შემდეგაც აქვს პანიკური შეტევები, რომელიც მუდმივად უხსენებს თავს როცა სტრესშია, ან იმ საშინელი ინციდენტის გახსენებას რაიმე ფაქტორი აიძულებს. დიდხანს ეძებდნენ იმ ხალხს მაგრამ მათი კვალი გაქრა წავიდნენ და თან წაიღეს გოგონას სათუთი სული...-ჩემო ცხოვრება, გთხოვ არ გინდა!-შეშფოთებული ამბობს ბიჭი როცა გოგონას აკანკალებულ სხეულს ხედავს და მაგრად ეხუტება პატარას, გოგონა კი გულამოსკვნილი ტირის. ერთხანს ჩახუტებულები არიან შემდეგ კი დემიენს მისთვის დამამშვიდებელი მოაქვს, ფაქიზად შეჰყავს ინექცია გოგონას ყელში, იზაბელასაც ანგელოზივით ეძინება ძმის მკლავებში. დემიენს ნელა აჰყავს ხელში როგორც ფაიფურის თოჯინა, თითქოს ეშინია არ გატყდეს მისი დატანჯული, მაგრამ უსაზღვროდ კეთილი გული, თბილ საწოლში აწვენს, საბანს უსწორებს, შუბლზე კოცნის, ოთახიდან გადის და იზაბელას თავის სიზმრებთან ერთად ტოვებს.

-----------------------------------------------------------

გთხოვთ დაავოუთეთ და დაწერეთ თქვენი აზრი ფიკთან დაკავშირებით.

MAFIA!Where stories live. Discover now