23

759 39 8
                                    

ახლა უარესად გრძნობს იზაბელა თავს, მართლია ლუკასს ბევრჯე დაუმცირებია, მაგრამ ეს ყველაფერი მეტისმეტია, ის ბოზი არ არის. ლუკასის გარდა არავისთან არ ყოფილა, თავს შეურაწყოფილად გრძნობს. ყველაფერი აიტანა, მაგრამ ასეთ ცილისწამებას ვერ შეეგუება. ბიჭის გახსენებისას საშინელ ზიზღს გრძნობს, სურს სიცოცხლეს გამოასალმოს ის ნაბიჭვარი. გოგონას ერთ დროს კეთილი გული ახლა უზარმაზარ ზიზღს გრძნობს ადამიანების მიმართ, როტომ არიან ისინი ასეთი სასტიკები და დაუნდობლები? საწყალ იზაბელას მილიონჯერ გაუტეხეს გული, შემდეგ კი ფეხით გათელეს მისი გრძნობები, ახლა კი ლუკასი ცდილობს ღირსებაც შეულახოს. მაშინ როცა იზაბელას უთხრა, რომ არც კი ეცოდინებოდა ბავშვის მამის ვინაობა, უნდოდა მთელი ძალით გაეწნა სილა მისთვის და ხმამაღლა ეღრიალა, რომ მამა თვითონ იყო, მაგრამ რათქმაუნდა ეს ვერ გააკეთა, ასე ლილეს უქმნიდა საფრთხეს. ვინ იცის რას მოიმოქმედებს როდესაც გაიგებს, რომ ბავშვის მამაა. შესაძლოა მათი თავიდან მოშორებაც კი მოინდომოს. იზაბელა ყველაფერს გააკეთებს შვილისთვის, ამ შეურაცხყოფასაც მოითმენს. საკმაოდ დიდი ხანი გავიდა რაც აბაზანაშია, ჭუჭყისაგან სუფთავდება, ყველა იმ ადგილს იხეხავს სადაც კი ლუკასი შეეხო, ვერ იტანს როცა ცხოველივით ექცევა და ტკენს, ცუდად ხდის მისი ასეთი საქციელი. მართალია მისნაირი ადამიანისგან ნაზ მოპყრობას არ უნდა ელოდოს, მაგრამ იზაბელას მხოლოდ ის სურს წყნარად იცხოვროს, რატომ არ ანებებს თავს ლუკასი? დიდხნიანი შხაპის მიღების შემდეგ სხეულზე პირსახოცს იხვევს და ისე გამოდის თავის ოთახში, მშვიდად იცვავს საღამურს, შემდეგ კი ლილეს სანახავად გარბის. მისაღებ ოთახში მხოლოდ სოფი ხვდება, იზაბელა პატარა დას ძლიერად იკრავს გულში და ლოყაზე კოცნის.

-მომენატრე პრინცესა.-ღიმილით ეუბნება პატარას.

-მეც ძალიან მომენატრე დაიკო.-სოფიც უტოვებს კოცნას ლოყაზე. ენატრება ის დრო როდესაც იზაბელა სულ მის გვერდით იყო და არ უწევდა მისი ხშირად დატოვება. ახლა მუდამ მარტოა, რაც გულს ძალიან გტკენს.

MAFIA!Where stories live. Discover now