14

857 41 2
                                    

განადგურებული და შეურაცხყოფილი იყო იზაბელა. ისევ ლოგინზე ეგდო უსიცოცხლოდ, შიშველი სხეული დალურჯებებით ჰქონდა სავსე, მუცლის არეში კი საშინელ ტკივილს გრძნობდა, ძალიან უხეშად მოექცა ლუკასი, ყველაფერი ტკიოდა, ფეხებს შორის საშინელ წვას გრძნობდა, დახედვაც არ დასჭირვებია ისე იცოდა როგორ მოედინებოდა სისხლი მისი ორგანოდან. ახლა ყველაზე მეტად ამ ჭუჭყისგან გათავისუფლება სურდა, ჯერ კიდევ გრძნობდა მის შეხებებს სხეულზე. ყველაფერი ეზიზღებოდა, საკუთარი თავი სძულდა, ლუკასიც სძულდა, დემიენსაც ვერ იტანდა, ეს საწოლი სძულდა რომელზეც გაუნძრევლად იწვა, ეს სახლიც სძილდა, ეზიზღებოდა დღე როდესაც დაიბადა, სიცოცხლე აღარ უნდოდა, იმ დონეზე იყო გამოფიტული შინაგანად ტირილიც კი არ შეეძლო, გაშეშებული იყო იგივე პოზაში როგორც იხმარეს, მზერა ჭერზე ერთ გაუგებარ წერტილზე ჰქონდა და თველებს არც კი ახამხამებდა. გული საშინლად ეწვოდა, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შეეძლო, ვერც კი ტიროდა. ლუკასს სინდისის ქენჯნაც კი არ აწუხებდა, პირიქით ახალ გეგმას აწყობდა როგორ გაემწარებია გოგონა, ახლაც ყურში ჩაესმის იზაბელას ტკივილნარევი კვნესა და დიდი სურვილი უჩნდება კიდევ გაიგოს ეს ხმა. იზაბელა ისევ იგივე პოზაში წევს, მაგრამ ახლა უკვე სძინავს ისეთი მშვიდი ჩანს, მაგრამ ეს ხომ უბრალოდ ილუზიაა, სინამდვილეში ძალიან აფორიაქებულია მისი სული, აღარ სურს ამ საშინელ სამყაროში გაჩერება. რამდენიმე საათი უშფოთვლად ძინავს, სიზმარში კი დედას ხედავს ძალიან ენატრება ახლა რომ მის გვერდით იყოს ჩაეხუტებოდა და დაამშვიდებდა, ტკბილ სიტყვებს ჩაჩურჩულებდა ყურში თავის პატარა გოგონას, მაგრამ ის სხვა სამყაროშია, აქედან შორს. გოგონას მოულუდნელად ეღვიძება და სუნთქვა ეკვრება, მკერდის არეში საშინელ ტკივილს გრძნობს, სუნთქვა უჭირს, ცდილობს ფეხზე წამოდგეს, მაგრამ ეგრევე იკეცება საშინელი ტკივილის გამო, ერთხანს ჩერდება და ღრმად სუნთქავს ტკივილის ჩასახრჩობად შემდეგ კი ნელა მიხოხავს აბაზანისკენ, საშხაბეში ჯდება და ცივ წყალს უშვებს გამოსაფხიზებლად, გაყინულ წყლის წვეთებზე აკანკალებს, მაგრამ მაინც ჯიუტად იწყებს სხეულის გაწმენდას, მთელი ძალით იხეხავს კანს უნდა ჭუჭყი ჩამოიშოროს. ყელზე ხელებს მაგრად იჭერს, დალურჯებები ტკივა, საშინლად ეწვის ამის მიუხედავად მაგრად ისვავს ხელებს კისერზე, თითქოს ლუკასის კოცნების ჩამოშორება სურს. დაბლა დახედვა არ სურს რადგან იცის ყველაფერი წითელია მისი სისხლის გამო. დიდი ხნის განმავლობაში ზის საშხაპეში და არ ინძრევა, შემდეგ გაჭირვებით დგება და სარკესთან მიდის, საშინლად გამოიყურება, სხეული მთლიანად სისხლჩაქცევებით აქვს დაფარული, კანი ზედმეტად გაწითლებული, სახე კი ფერმკრთალი და გამოფიტული, საკუთარ თავს ვეღარ ცნობს. ადრე თუ სარკეში ჩახედვისას ვარდისფერ ლოყებს, სავსე ტუჩებსა და რძისფერ კანს ხედავდა ახლა ამ გოგონასი აღარაფერი შერჩენოდა, მკვდარს გავს, თვითონაც კი ვერ ხვდება ჯერ კიდევ როგორ დგას ფეხზე. აღარ შეუძლია თავისი ანარეკლის ყურება, ეს ანადგურებს ამიტომ სწრაფად იცვავს ხალათს და აბაზანიდან გადის. ძალიან უნდა დაიძინება, მაგრამ იმ ლოგინში ჩაწოლა არ სურს. იქვე სავარძელზე კალათდება, მალევე კი სიზმრების სამყაროში გადადის.

MAFIA!Where stories live. Discover now