24

799 42 6
                                    

ერთი დღით ადრე:

იზაბელას ძალიან სტკივა გული, სოფის დატოვება არ უნდა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. ლილეს გარეშე ვერ იცოცხლებს, მართალია პატარა დაიკო ძალიან უყვარს, მაგრამ შვილი მაინც ყველას ურჩევნია. სოფის ვერ წაიყვან, რადგან არ უნდა საფრთხეში ჩააგდოს. ისიც საკმარისია, რომ მას მოუწევს ლუკასთან ერთად ცხოვრება. არ იცის რა მოელის, ამიტომ მოუსვენრადაა, ათასგვარი ფიქრი უტრიალებს თავში, მთლიანად ნისლშია გახვეული მისი გონება, ვერანაირ გზას ვეღარ ხედავს. ამდენი ხნის მაინძილზე იმედის ნაპერწკალს მაინც ინარჩუნებდა, ახლა კი დანებდა, მთლიანად ლუკასს მიანდო მისი ცხოვრება, აღარ ადარდებს რა იქნება ხვალ. მხოლოდ ლილეს ბედნიერებაზეა ორიენტირებული, გულის სიღრმეში თავს დამნაშავედაც კი გრძნობს. სოფის ყურადღებას ვეღარ აქცევს, არც დემიანისთვის სცალია, ვივიენს კი დიდიხანია არ დალაპარაკებია, ბიჭებიც ძალიან მოენატრა. მას შემდეგ რაც ორსულობის შესახებ გაიგო სულ გამოფიტული იყო, ვეღარაფერზე ფიქრობდა გარდა ლუკასისა და ლილესი. სინდისის ქენჯნა არ ასვენებს, იმდენად არის თავის გრძნობებზე კონცენტრირებული ვეღარც კი აცნობიერებს, რომ ყველაფერი შეიცვალა. ნელ-ნელა მის საყვარელ ადამიანებს შორდება, მათ ტოვებს. თავის თავს ვეღარ ცნობს, როდის აქეთ გახდა ასეთი ჩაციკლული შვილზე? იზაბელამ რაციონალურად აზროვნების უნარი დაკარგა, რაღაც უაზრო გრძნობებსა და მისწრაფებებს აჰყვა, რაც საბოლოოდ დაღუპავს. მაშინ როცა შეეძლო უკან დაეხია და ოჯახთან ერთად ბედნიერად ცხოვრება გაეგრძელებია უფსკრულისკენ დაიწყო სვლა, რადგან იქ ლუკასისკენ მიმავალი გზაა. ზედმეტად შეტოპა ჭაობში იმისთვის, რომ უკან დაბრუნდეს. ახლა მხოლოდ ისღა დარჩენია, ბინძურ წყალში იტივტივოს რათა არ დაიხრჩოს, მაგრამ იმას ვეღარ აანალიზებს რომ საბოლოოდ ჭაობშივე მოკვდება, თანაც მტანჯველი სიკვდილით. რას გრძნობს ლუკასის მიმართ? სიყვარულს თუ მიჯაჭვულობას? ორივე გრძნობა მის მიმართ უდიდესმა სიძულვილმა გამოიწვია, იმ დონეზე ეზიზღებოდა ბიჭი მას შემდეგ რაც გაუკეთა, რომ ლუკასზე გახდა დამოკიდებული, მის გარეშე ვერ იცოცხლებს. იზაბელას ტვინში ღრმად გაიდგა ფესვები იმ აზრმა, რომ ის მსხვერპლია, პატარა, საცოდავი გოგონა რომელსაც მუდამ იყენებენ, მისი შეყვარება კი არავის შეუძლია. უცნაური გრძნობა აქვს, ჰგონია აღარავის უყვარს, სინამდვილეში კი თვითონ შორდება ყველას. იმის შიშით რომ ერთ დღეს ყველა მარტო დატოვებს, საყვარელი ადამიანებისგან გარბის, იმ დონეზე არ სურს წარსულის გახსენება, რომ რაც კი მასთან იყო დაკავშერებული ყველაფერი დაივიწყა, მათ შორის ოჯახის წევრები და მეგობრებიც. ვივიენს არც კი ურეკავს, მისი ხმაც კი აღიზიანებს, რადგან ის მხოლოდ წარსულის ერთ-ერთი ადამიანია. ადრიანისა და მარკის მიმართ ბრაზს გრძნობს, მათ გახსენებაზე აგრესიის დამალვა აღარ შეუძლია. დემიენი იმ ტკივილს ახსენებს, როდესაც მან პირობა დაარღვია და ლუკასს უფლება მისცა დაეტანჯა, ძმის მიმართაც გრძნობს აგრესიას რადგან ქვეცნობიერად მის უბედურებაში დამნაშავედ თვლის. რაც შეეხება სოფის, ცდილობს მისგანაც დისტანცია დაიჭიროს, პატარას ჩახუტებები მხოლოდ ძველ დროს ახსენებს, რაც გულს სტკენს. ლილეზე კი ჩაიციკლა, მის გარეშე ვერც კი სუნთქავს. ახლა როდესაც საფრთხეს გრძნობს გარშემომყოფებისგან, მეტად შინდება. იზაბელამ ვერ შეძლო ამ ტანჯვისთვის წინააღმდეგობა გაეწია, მაინც ჩაითრიეს უფსკრულში. თვითონაც ვერ გააცნობიერა როდის გახდა ასეთი საცოდავი. ძველი დრო სიგიჟემდე ენატრება, ახლა ორმაგად გრძნობს იმ ტკივილს რომელიც აწ უკვე მის დამახინჯებულ სულს ოდესღაც მიაყენეს.

MAFIA!Where stories live. Discover now