5

924 50 1
                                    


უკვე თორმეტი საათია რაც იზაბელას ანგელოზივით სძინავს, თითქოს გაღვიძებას არც აპირებს და სამუდამოდ სიზმრების მრავალფეროვან სამყაროში აპირებს დარჩენას. იქნებ აჯობებდა კიდეც ამ საშინელი სამყაროსგან შორს ყოფილიყო, იქ სადაც მუდამ მზე და ცისარტყელაა, ყვავილების გამაბრუებელი სურნელი ტრიალებს, ნებისმიერს უყვარხარ, ადამიანებს ერთმანეთი არ სძულთ, იქ სადაც მთის მწვერვალზე ასვლისას ყველა ხელს გაშველებს, შენ კი მათი იმედით მიიწევ ზემოთ და არც კი ფიქრობ რომ შესაძლოა დაბლა უფსკრული იყოს, მაგრამ რატომ უნდა იფიქრო? რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის დაგეხმარებიან, უფლებას არ მოგცემენ დაბლა ჩაიხედო და მწვერვალიდან ჩამოვარდნის შიში გაგიჩნდეს. იმ სამყაროში სადაც არ გეშინია რომ საყვარელი ადამიანი გიღალატებს და გაანადგურებს დიდი ხნის წვალებით, ტანჯვითა თუ შრომით ნაგებ მაღალ, თვალწარმტაც კოშკს, რომელიც შენი წმინდა სულის სამფლობელოა, მასშია მოქცეული ყველა შენი გრძნობა, მოგონება...იქ სადღაც შორს არაფრის გეშინია, ამ სამყაროში კი გიწევს სამუდამოდ დამალო შენი გრძნობები, კოშკების აგება კი საბოლოოდ მისი დანგრევით სრულდება. ყველაფერს გაიღებ საუკეთესო მოგონებებისთვის, რადგან ნებისმიერმა ადამიანმა გულის სიღრმეში იცის, დადგება ისეთი დრო როდესაც მის ცხოვრებაში ყველაფერი განადგურდება, შენ კი სწორედ იმ ბედნიერი მოგონებებით შეძლებ ფეხზე დადგომას და გზის გაგრძელებას. წარსული მუდამ თან გდევს შეუძლებელია მისი გაქრობა. სასოწარკვეთილმა შეიძლება ყველას დაუმალო შენი წარსული, მაგრამ მერე უფრო ძნელი გახდება ცხოვრება, ყოველი ახალი ბედნიერი დღე მეტად შეგახსენებს შენს ბნელით მოცულ ცხოვრებას, რაც დროთა განმავლობაში გაგაბოროტებს ან გაგანადგურებს. წარსულის არ უნდა გრცხვენოდეს და მითუმეტეს არ უნდა გეშინოდეს. რაც არ უნდა ჩაგედინა ჯერ კიდევ გაქვს შანსი, გაუსწორო თვალი ყველაფერს და გახდე მეტად ძლიერი. მომავალი თავაწეულმა უნდა შექმნა და არა წარსულის შეცდომებზე ჩაციკლულმა, თორემ ცხოვრებაში ვერასდროს გაიგებ ნამდვილი ბედნიერების ხიბლს. შენივე წარსულს უნდა დაუმეგობრდე, სწორედ ასე შეძლებ მართო ყველა შენი გრძნობა, ხოლო ადამიანი ვინც თავს აკონტროლებს, ასევე აკონტროლებს მომავალს. ხალხი ბოროტია, ყოველთვის ეცდებიან უბიწო სული ტალახში ჩაფლან და დაარწმუნონ იმაში რომ ისიც მათნაირი ნაგავია, მაგრამ თუ შენი თავის რწმენა გექნება, შეძლებ გაუმკლავდე ცხოვრების ყველა ხიფათსა თუ ტანჯვას.

კარები ჭრიალით იღება, ოთახში კი ბედნიერი სოფი შემოდის ფეხაკრებით მიცუნცულებს საყვარელი დაიკოს საწოლისკენ, ლოყაზე კოცნას უტოვებს და გვერდით უწვება, მის ახლად აყვავებული ყვავილების სურნელს ისუნთქავს, ამ სურნელის გარეშე პატარა დიდხანს ვერ ძლებს. მას შემდეგ რაც დედა გარდაიცვალა დას გვერდიდან არ შორდებოდა, ახლაც როდესაც მის გვერდით არაა ვერ ისვენებს, თუ იზაბელა ცუდადაა სოფი ამას გრძნობს და შფოთავს არც ახლაა გამონაკლისი, მთელი ღამე პატარას კოშმარები ესიზმრებოდა, დის სახელს ბოდავდა, ვერ ისვენებდა, როგორც კი გაიღვიძა ეგრევე იზაბელას ოთახისკენ გამოიქცა. როდესაც დარწმუნდა რომ მის დაიკოს მშვიდად ეძინა თვითონაც დაწყნარდა. სოფი იზაბელას სახეს აკვირდება, ამჩნევს თუ როგორ გვანან ერთმანეთს და ეღიმება, მერე როგორ უხდება ამ პატარა არსებას ღიმილი, თითქოს სიცოცხლეს ასხივებს. დიდხნიანი დაკვირვების შემდეგ თავს დის კისერში დებს, პაწაწუნა ხელებს გულზე ადებს და მთელი ძალით ეკრობა მკერდზე. ერთხანს გაუნძრევლად წევს, ისუნთქავს თავის საყვარელ სურნელს, მერე კი ვეღარ ითმენს და მთელი ძალით კოცნის ყელში. იზაბელა ამაზე იშმუშნება, გრძნობს სოფის სიახლოვეს და ეღიმება, ნელა ახელს თვალებს, საყვარლად იზმორება და გული კარნახობს რომ ახალი დღე გათენდა, იმედით და შესაძლებლობებით სავსე. პატარა საყვარელ არსებას ხელებს მაგრად ჰხვევს და მთელი გრძნობით ეხუტება.

-მიყვარხარ.-ბუტბუტებს სოფი და დაიკოს თვალებში შესციცინებს გაცისკროვნებული ღიმილით.

-მეც ჩემო ანგელოზო.-წყნარად პასუხობს იზაბელა და თვალებგაბრწყინებული დაჰყურებს მისთვის გამოგზავნილ ღვთის საჩუქარს.

MAFIA!Where stories live. Discover now