12

840 54 5
                                    

ოთახში წყვდიადი გამეფებულიყო, სიცივისგან გალურჯებულ გოგონა კი იგივე პოზაში ეგდო საწოლზე როგორც დატოვეს, არც კი განძრეულა ისე იყო გადაღლილი და გამოფიტული, სიზმარიც კი არ დასიზმრებია. მისი გონება გაითიშა, უარი განაცხადა მუშაობაზე, ვეღარ შეძლო ამდენი რამის გადახარშვა. მერედა რაოდენ რთულია უპასუხო კითხვების კორიანტელი ტვინში, გინდა დამშვიდდე და ნელ-ნელა ყველას გასცე პასუხი, მაგრამ ვერ ახერხებ, გული საშინლად გიცემს და დამშვიდების მაგივრად ყველა დაწყობილი ინფორმაციაც ხელახლა ირევა. საშინელი გრძნობაა როდესაც არაფერი არ იცი, ვერ ხვდები რა გელოდება, არც არავინ გყავს რომ ჩაგეხუტოს და გითხრას "ყველაფერი კარგად იქნება" იქნება კი კარგად? დიდი განსაცდელი დაატყდა თავს პატარა უსუსურ გოგონას, ის ვერ შეძლებს წინააღმდეგობა გაუწიოს მას, ისევ ატკენენ. ყველა ადამიანმა დაიმსახურა ცხოვრებაში ბედნიერება, მაგრამ სამწუხაროდ ეს ხშირად ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვსურს. ნებისმიერ ადამიანს თავისი ცხოვრების ინდივიდუალურად წარმართვა შეუძლია, მაგრამ თუ არ იცი რა გინდა ცხოვრებისგან ძალიან რთულია რამე გააკეთო. იზაბელას ბავშვობაში ბევრი ოცნება და გეგმები ჰქონდა, მაშინ რომ გეკითხა რა სურდა მომავალში უამრავ რამეს ჩამოთვლიდა, ახლა კი არ იცის რატომ ცოცხლობს, იქნებ სოფის გამო? ამასაც კი ვერ ხვდება. მეტად გააწამა ცხოვრებამ ეს პატარა გოგონა.

იზაბელა ვეღარ ისვენებს, არ იცის სად არის. ძილშიც კი გრძნობს, რომ ეს მისი ოთახი არ არის, სადღაც სხვაგანაა რაც მეტად აფორიაქებს ჯერ კიდევ მძინარე სხეულს. ნელა ახელს თვალებს და სიბნელის გარდა ვერაფერს ხედავს, ერთხანს გაკვირვებულია ვერ იაზრებს რა ხდება, შემდეგ კი ნელ-ნელა ყველაფერი გაფუჭებულ კადრებად ახსენდება. სახლში იყვნენ, შემდეგ ტელეფონმა დარეკა...საბარგულში იჯდა...ვიღაც ჩხუბობდა...დემიენს იარაღს უმიზნებდნენ... სადღაც წამოიყვანეს...ლუკასის სახე... ყველაფერი ამოუტივტივდა გონებაში და ძალიან დაიძაბა, მიხვდა რომ ეს რეალურად მოხდა მის ცხოვრებაში, იქნებ ესიზმრება? მაგრამ არა სიმართლეს თვალი უნდა გაუსწოროს, ილუზიებში ვერ იცხოვრებ, ყველაფერი რეალურია. გული ეწვის გოგონას, სახლი ენატერება, სოფის ჩახუტება, სკოლაც კი ენატრება, არ უნდა ამ საშინელ ოთახში ყოფნა. სწორედ ახლა აანალიზებს, რომ ოთახში უკუნეთი სიბნელეა, მას ხომ ძალიან ეშინია სიბნელის. ხელების ცეცებით დგება და ჩამრთველს ეძებს, ერთხანს უშედეგოდ დაიარება ოთახში ბოლოს კი კუთხეში იკეცება და გულამოსკვნილი იწყებს ტირილს, ისე უნდა ახლა ვინმეს ჩაეხუტოს და დაწყნარდეს, მაგრამ არავინ ჰყავს, ახლა სულ მარტოა. უკვე თავს ვეღარ იკავებს და ბოლო ხმაზე ტირის, აღარ შეუძლია ემოციების შეკავება. კარის ხმა ისმის, ოთახში კი გაბრაზებული ლუკასი შემოდის, ძალიან შეწუხდა ღამის სამ საათზე მისი ტირილით, შუქს ანთებს და გოგონას კუთხეში მოკუნტულ სხეულს ხედავს, რომელიც ცრემლებად იღვრება, სწრაფი ნაბიჯებით მიდის მისკენ და ხელის მკლავზე მწარე მოჭერით აყენებს ფეხზე.

MAFIA!Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang