21

749 41 4
                                    

ვერ იჯერებდა, რომ ეს ყველაფერი რეალურად ხდებოდა, ცხოვრება სასტიკ თამაშს ეთამაშებოდა იზაბელას. მაშინ როდესაც იმედი გაუჩნდება, ისეთი რაღაც ხდება მის ცხოვრებაში რაც ყველანაირ იმედს უკლავს. ხანდახან ჰგონია რომ სამყარო მის წინააღმდეგ მოქმედებს და ამის გამო არ მიდის ყველაფერი ისე როგორც გვინდა. ადამიანები იშვიათად პოულობენ უსასრულო სამყაროში თავიანთ ადგილს, მუდამ იმას ამბობენ რომ ყველაფერი არასწორად ხდება, მაგრამ ერთხელ მაინც დავფიქრებულვართ იქნებ ჩვენ მივდივართ ცხოვრების საპირისპიროდ და ამიტომ ვერ ვირგებთ ადგილს ცხოვრებაში? მუდამ იმაზე ვწუწუნებთ, რომ ბედნიერები არ ვართ, სინამდვილეში ჩვენს თავს არ ვაძლევთ გაღიმების უფლებას. ახლა იტყვით, რომ როგორ შეიძლება გაიღიმო მაშინ როცა ყველაფერი ცუდად მიდის, მაგრამ ერთი რამ ყველას გვავიწყდება, არაფერი არ არსებობს ამ სამყაროშ რასაც უარყოფითთან ერთად დადებითიც არ აქვს, მაგრამ ხშირად ეს დადებით ისეთი პატარა გვეჩვენება უსასრულო წყვდიადში, რომ მისთვის ყურადღების მიქცევაც კი არ გვსურს, გვირჩევნია სიბნელეს ვუყუროთ და შემდეგ ვიწუწუნოთ, რატომ არ არის ჩვენს ცხოვრებაში სინათლე. სწორედ ჩვენზეა დამოკიდებული რა იქნება მომავალში.

იზაბელა ჯერაც გაოცებული იდგა, ერთ ადგილზე გაშეშებულიყო, მის სახეზე კი შიში იკითხებოდა. ვერ გაეგო რა ხდებოდა, თავისი თვალით ნახა როგორ მოკვდა ლუკასი ახლა კი მის წინ იდგა, სახეზე საზარელი ღიმილი აქვს გამოსახული და გოგონას სხეულს ურცხვად ათვალიერებს, მის ყველა ნაკვთს სწავლობს. იზაბელა მის თვალებში იკარგება, არ შეუძლია მის გარდა სხვაგან გახედვა, ფიქრებში ისე ღრმად იყო წასული ლუკასის გარდა ვეღარავის ამჩნევდა. ეგონა მისი დანახვისას ისევ ზიზღსა და ბრაზს იგრძნობდა, მაგრამ ეს სულაც არ იყო ასე, თითქოს დავიწყებას მიეცა ის ყველაფერი რაც მან დაუშავა. თავის თავზე ბრაზობდა ამის გამო, როგორ შეეძლო ლუკასის გამო განცდილი ტკივილის დავიწყება. ყველა გრძნობა ხელთავიდან ამოუტივტივდა გონებაში, გაახსენდა ის ეტაპები რაც ლუკასთან ერთად გაიარა, ვერც კი გაიაზრა ცრემლი როდის ჩამოუგორდა თვალიდან, აქ გაჩერება აღარ შეეძლო, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს საუკუნე იდგა ერთ ადგილზე გაშეშებული, როგორღაც ძალა მოიკრიბა და ისე დატოვა დარბაზი უკან არც მოუხედავს, სული ეხუთებოდა შიგნით, ერთ წამსაც კი ვერ გაძლებდა იქ. გარეთ გასვლისას ცივი ნიავი მოხვდა სახეზე, ესიამოვნა სიგრილე და წამით გაშეშდა, თავის თავს არწმუნებდა, რომ ლუკასი მკვდარია შიგნით კი სასმლის გამო რაღაც მოეჩვენა, ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა, სახეზე ღიმილი აიკრო და უკან შემოტრიალდა, მოულოდნელობისგან შეხტა, მის წინ ლუკასი იდგა, თმა შუბლზე ჩამოშლოდა, ხელები ჯიბეებში ეწყო და ავისმომასწავლებლად უღიმოდა გოგონას. ისევ ისეთი იყო როგორიც ერთი წლის წინ, თითქმის არაფერი შეცვლილა მის გარეგნობაში.

MAFIA!Where stories live. Discover now