15

796 45 1
                                    

იზაბელამ უკვე დიდი ხნის წინ დაკარგა გონება. მისმა სხეულმა ვერ აიტანა ამდენი ტკივილი, ჯერ კიდევ პატარაა ასე ცუდად არ უნდა ექცეოდნენ. მასაც აქვს გრძნობები, მასაც ისევე სტკივა როგორც ნებისმიერ ადამიანს. რატომ ცდილობენ ადამიანები ერთმანეთი გაანადგურონ? რაც არ უნდა კარგად იქცეოდე მაინც გამონახავენ ისეთ რამეს რის გამოც შენს ჩაქოლვაზეც არ დაიხევენ უკან, ადამიანის ბუნება ასეთია, იმის მაგივრად რომ შენში კეთილი მხარე დაინახონ და ამის გამო დაგაფასონ, შეგიყვარონ, პირიქით სულ იმას ცდილობენ როგორ გატკინონ, დაგამცირონ, გაგანადგურონ. ცხოვრება ადვილია მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც ზედაპირულად უყურებს ყველაფერს, ის კი ვინც უღრმავდება მას ზედმეტად რთული ეჩვენება. რომელი მათგანია მართალი? ის ვინც სერიოზულად არ აღიქვავს ცხოვრებისეულ პრობლემებს და ყოველი წამით ტკბება, თუ ის ადამიანი რომელიც ყველა დეტალს უღრმავდება და ცდილობს სიღრმისეულად გაიაზროს ცხოვრების არსი.

ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის რომ ყველაფერზე ვინერვიულოთ, თუ დრო ზედმეტად გავფლანგოთ? რთულია ამ კითხვაზე პასუხი, ერთი შეხედვით მარტივია, ადამიანების უმეტესობა ან ერთს აირჩევს, ან მეორეს ამას კი ძალიან მარტივად გააკეთებს, ხოლო ის ვინაც უკვე კარგად გაიგო ცხოვრების არსი, გეტყვის "ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისთვის, რომ არ მივაღწიოთ იმას რაც გვსურს." ამ ფრაზას ყველა სხვადასხვანაირად იგებს. იზაბელა იტყოდა, რომ ადამიანმა ყველაფრის მიუხედავად უნდა შეძლოს ფეხზე დადგომა და თავისი მიზნისკენ სვლა გააგრძეოს, ლუკასი კი ამას ყოველდღიურ სიამოვნების სურვილთან გააიგივებდა. იზაბელას ხედვაც სიმართლეა და ლუკასისიც, მაგრამ ჭეშმარიტება შესაძლოა სულ სხვა რაღაც იყოს. სინამდვილეში დიდი მნიშვნელობა არ აქვს რას თვლის სხვა ჭეშმარიტებად, მთავარია შენ ისე წარმართო შენი ცხოვრება, როგორც გული გიკარნახებს. გამორიცხულია გულს თუ მოუსმენ ცუდ გზას დაადგე, მაგრამ ხშირად ადამიანები თავიანთ ბოროტ მხარეს უჯერებენ, ხოლო იმ სიკეთის მარცვალს რომელიც სადღაც გულის შორეულ კუნჭულში არის შეყუჟული არ აძლევენ უფლებას იმოქმედოს, საგულდაგულოდ კეტავენ დიდი ბოქლომით სიკეთის კარებს, ბოროტებას კი უფლებას აძლევენ მთელი ორგანიზმი დაისადგუროს, ნელნელა კი მათ სულში სიბნელე ისადგურებს.

MAFIA!Where stories live. Discover now