7

863 43 3
                                    

Damien's pov

რაც მშობლები ჩვენს გვერდით აღარ არიან ძალიან შეიცვალა ჩვენი ცხოვრება, ერთმანეთზე გავხდით დამოკიდებულები. თავიდან დიდი შრომის გაწევა გვიწევდა მე და იზაბელას რათა სოფის კარგად ეცხოვრა, მთელი დღე ვმუშაობდით შემდეგ კი გადაღლილები, ბედნიერ ღიმილს ვიკრავდით სახეზე, უბრალოდ არ გვინდოდა ერთმანეთი გვენერვიულებია სინამდვილეში კი ორივემ კარგად ვიცოდით როგორ ვიყავით შინაგანად, რომ არა სოფი ალბათ ყველაფერზი ხელს ჩავიქნევდით და არც კი ვეცდებოდით ამ საშინელ ცხოვრებას შევბრძოლებოდით. მერედა როგორი რთულია უპატრონოდ დარჩენილმა ბავშვებმა გაუძლონ ყველა ტკივილს და ყველაფრის მიუხედავად ფეხზე მყარად დადგნენ. თუ ცხოვრებაში ფესვები ღრმად არ გაიდგი უბრალო ნიავიც კი წაგაქცევს, ხოლო შემდეგ წამოდგომა ძალიან რთული გახდება, მითუმეტეს მაშინ როცა იცი რომ არავინ დაგეხმარება. ყველას ფეხებზე კიდია რამდენჯერ დაეცემი, ისინი მხოლოდ თავის ცხოვრებაზე ფიქრობენ შენთვის კი არასდროს სცალიათ. მე და იზაბელამ ადრეულ ასაკში შევისწავლეთ ეს ცხოვრებისეული მწარე მაგრამ ამავდროულად გამოსადეგი გაკვეთილი, ახლა კი ვიცით რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გვქონდეს და სხვას არასდროს დავეყრდნოთ, მშობლებმაც ხომ ყველაზე ცუდ მომენტში დაგვტოვეს.

ერთი წლის წინ:

უკვე დილის შვიდი საათია დემიენს კი სამსახურში აგვიანდება, ამის მიუხედავად არ ცდილობს ლოგინიდან ადგომასა და მომზადებას. ბავშვობიდანვე არ უყვარდა დილით ადრე ადგომა, როდესაც დედა აღვიძებდა ხოლმე მუდამ თხოვდა ცოტახანს კიდევ ეცდია ძილი, მაგრამ ამის ბედნიერება არასდროს არ ღირსებია. ყოველთვის წამოაგდებდნენ ხოლმე ფეხზე და სკოლაში უშვებდნენ, რამდენჯერ უოცნებია რომ სკოლა განადგურებულიყო და დილას დიდხანს ძილი შეძლებოდა, მაგრამ ახლა როცა დილით ადრე ადგომას არავინ აძალებს ის დრო ენატრება, ენატრება დედის ტკბილი ხმა, მისი მომზადებული საუზმე, გაბრაზებული რომ დატუქსავდა ხოლმე ბოლოს კი გულში ჩაიკრავდა თავის პატარას. ექვსი წლის იყო როდესაც იზაბელა დაიბადა, ახლაც ახსოვს მისი ვარდისფერი ლოყები და მოცუცქნული სხეული. როცა პირველად დაინახა პატარა დაიკო მაშინვე მიხვდა რომ ყველაზე მეტად შეიყვარებდა და სიცოცხლის ფასადაც კი დაიცავდა. გუშინდელივით ახსოვს პატარა მუშტი თითზე რომ შემოხვია და საყვარლად გაუღიმა, მისმა გულმა ამ დროს გიჟივით დაიწყო ძგერა, თითქოს მკერდში ვეღარ ეტეოდა და იქიდან ამოღწევას ლამობდა. ასეთი ბედნიერება არასდროს უგრძნია ამიტო პატარას შეჰფიცა რომ ყველაფრისგან დაიცავდა.

MAFIA!Where stories live. Discover now