1

1.5K 73 0
                                    

-გთხოვ არ გინდა! ეს არ გააკეთო!-მუხლებზე დამხობილი ემუდარებოდა გოგონა ბიჭს.

-ნუთუ, სანაცვლოდ რისი შემოთავაზება შეგიძლია?-ეშმაკური ღიმილით ეუბნება ბიჭი მის ფეხებთან დაჩოქილ გოგონას.

-მ..ე ა..არ ვიცი, არაფერი გამაჩნია.

-შენს სხეულზე რას იტყვი პატარავ-სატანისებური ღიმილით უთხრა გოგონას, რასაც მისი მწარედ აქვითინება მოჰყვა. თავი ასე შეურაწყოფილად არასოდეს უგრძვნია, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა თუ იმას არ გააკეთებდა რასაც ეტყოდნენ მისი ძმა მოკვდებოდა, ამას კი ვერ დაუშვებდა.

-კ..არგი-ძლივს ამოისლუკუნა გოგონამ.

-ვერ გავიგე!-დაუყვირა ბიჭმა, რამაც გოგონას ისედაც აცახცახებული სხეული უფრო მეტად აათრთოლა.

-თა..ნახ..მა ვარ-ტირილით წარმოთქვა ეს სიტყვები გოგონამ, ბიჭმა კი კმაყოფილი ღიმილით დააჯილდოვა საწყლად მოკუნტული, პატარა სხეული, რომელსაც ცრემლები ახრჩობდა.

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ერთი კვირით ადრე:

სიზმრების სამყაროდან გოგონა მაღვიძარას ხმას გამოჰყავს, ძალიან არ უნდა ახლა თბილი საწოლიდან ადგომა და სკოლაში წასვლა, მაგრამ სხვა გზა არ აქვს. გაჭირვებით რთავს მაღვიძარას და ფრთხილად გადმოდის ლოგინიდან, ზლაზვნით მიდის აბაზანისკენ ყოველდღიურ რუტინას იტარებს, სკოლის ფორმას იცმევს და სამზარეულოში მიდის საუზმის მოსამზადებლად. სანამ მისი მშობლები ცოცხლები იყვნენ არ უწევდა დილით ადრე ადგომა და თავისი და-ძმის მოვლა, მაგრამ ახლა ის მარტოა, მშობლები 1 წლის წინ ავტოკატასტროფაში დაკარგა, დღემდე ვერ გაარკვიეს რა მოხდა, ზოგი ამბობს რომ უბედური შემთხვევა იყო, ზოგი კი შურისძიების მოტივსაც არ გამორიცხავს. კლარა და დეივიდ მორეტები დიდ ბიზნესს ფლობდნენ და შვილებსაც არაფერს აკლებდნენ, 1 წლის წინ კი მათი კომპანია გაკოტრდა, ცოტახანში კი ავარიაც მოხდა. ვერავინ გაიგო რა იყო კომპანიის ჩაძირვის მიზეზი, პოლიცია სხვადასხვა მიზეზებს განიხილავდა, მაგრამ ბოლოს ამ საქმეს შეეშვნენ, ყველაფერი უბედურ შემთხვევას მიაწერეს, ნელ-ნელა კი დავიწყებას მიეცა მორეტების იდუმალებით მოცული ამბავი. დემიენი იზაბელა და სოფი უპატრონოდ დარჩნენ. იზაბელას და სოფის პოლიცია თავშესაფარში გაგზავნას უპირებდა, მაგრამ დემიენმა მეურვეობა თავის თავზე აიღო, იმის შემდეგ კი ყველაფერს აკეთებს პატარა დების დასახმარებლად. იზაბელა ჯერ კიდევ სწავლობს, ამავდროულად მიმტანად მუშაობს რომ სწავლისთვის დანაზოგი ჰქონდეს და თავის ძმას ტვირთად არ დააწვეს. დემიენი რაღაც ბიზნესშია ჩართული თავის მეგობრებთან ადრიანთან და მარკთან ერთად, ცდილობს იმდენი ფული იშოვოს რომ მისმა დებმა უზრუნველად იცხოვრონ. სახლში იშვიათადაა, ამიტომ პატარა სოფის მოვლა იზაბელას ხარჯზეა.

MAFIA!Where stories live. Discover now