10

819 46 2
                                    

იარაღის დანახვაზე გოგონას გულმა გიჟივით დაიწყო ძგერა, ყელში გაჩხერილი ბურთი ახრჩობდა, თვალებს ძლივს ახელდა ამდენი ცრემლების გამო, სუნთქვაც კი შეეკრა. მხოლოდ საწყლად ქვითინებდა, მას ხომ ამის გარდა არაფერი შეეძლო. ძალიან დაიღალა, რას არ დათმობდა ახლა სოფის ჩახუტებოდა და ტკბილად დაეძინა. დემიენის გახსენებაც კი არ სურს, სწორედ ის არის დამნაშავე იზაბელა ასეთ დღეში რომ არის, მაგრამ მაინც ძალიან ნერვიულობს ძმაზე, უამრავი კითხვა აწუხებს, სად არის? როგორ არის? მისი კეთილი გული ამდენ სისასტიკეს ვერ გაუძლებს, აღარ უნდა ბრძოლა, ოცნებობს შეეშვან და სამუდამოდ დაასვენონ, უკვე აღარც ის ადარდებს დღეს ტალახში ჩაფლული, თავში ტყვიით მოკვდება თუ ღრმა სიბერეში გული დაარტყავს. წამიერად ყველაფერმა თვალწინ გაურბინა, აშკარად ხედავდა მის ტკბილ მოგონებებს. დედასთან ერთად ჩახუტებულს რომ ეძინა, დემიენს დახუჭობანას რომ ეთამაშებოდა, მამამ მისი საყვარელი სათამაშ რომ მოუტანა, პირველად რომ შეხვდა ვივიენს, სკოლის პირველი დღე, მეშვიდე დაბადებისდღეზე მშობლებმა გრანდიოზული წვეულება რომ მოუწყვეს და მისი მეგობრები დაპატიჟეს, პირველი მოგზაურობა პარიზსა და ინგლისში, სოფის დაბადება... უკვე დარწმუნებულია მოკვდება ახლა კი მისი ბოლო წამებია. ხმამაღლა ტირის, მაგრამ არა იმიტომ რომ სიკვდილის ეშინია, არა თავის ცხოვრებაზე ტირის გულამოსკვნილი, ჯერ მხოლოდ ჩვიდმეტი წელი იცხოვრა, არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ ტანჯვა გამოიარა, კარგი დღეები მის ცხოვრებაში ძალიან მცირეა ხოლო ცუდი ბევრი შეუძლია გაიხსენოს. "ნეტავ რა ხდება სიკვდილის შემდეგ? მეტკინება როდესაც მესვრის?" მიუხედავად ყველაფრისა გოგონას აქამდე სიკვდილზე არც კი უფიქრია, ყოველთვის უკვირდა იმ ადამიანების ვინც სუიციდით ასრულებდა სიცოცხლეს, მაგრამ ახლა ესმის მათი, ყველაზე მეტად სიკვდილი სურს.

-თუ არ მოკეტავ ახლავე გაგასხმევინებ ტვინს!-არარეალურად მკაცრი ტონით წარმოთქვა ლუკასმა. იზაბელამ ხმის მიმართულებით აიხედა, ბიჭის სახის დანახვაზე კი მომენტალურად შეწყვიტა ტირილი, დააკვირდა მის მუქ თმას, დაკუნთულ სხეულს, ჩაშავებულ თვალებს რომელიც მთლიანად ბრაზს მოეცვა. მის შავ თვალებში ჩაიკარგა, გაშტერებული უყურებდა, თითქოს მის სულს ხედავდა. გოგონას სახეზე არანაირი ემოცია არ იკითხებოდა. ორი სხეული ერთმანეთს უყურებდა არც კი ინძრეოდნენ, მათ რაღაც იგრძნეს, რაღაც უცნაური, შეუძლებელი, არაბუნებრივი...

MAFIA!Место, где живут истории. Откройте их для себя