20

749 38 7
                                    

-ნუ ღელავთ ყველაფერი რიგზეა, მას მხოლოდ დასვენება და კარგი კვება სჭირდება, ეცადეთ არ ანერვიულოთ. ბავშვიც და დედაც კარგად არიან.

-რ..რა თქვით?-ერთხმად წამოიყვირეს გაოცებულებმა.

-ის ორსულადაა და დასვენება სჭირდება.-ისევ წყნარად წარმოთქვა ექიმმა.

-შეიძლება რომ ვნახოთ?-ვეღარ ითმენდა ვივიენი.

-კი შეგიძლიათ, მაგრამ დიდი ხნით არა.-გაუღიმა ექიმმა და ტერიტორია დატოვა. გარეთ გაჩერება აღარ შეეძლოთ, ამიტომ სწრაფად შევიდნენ პალატაში. იზაბელას თავი გვერდით ჰქონდა მიტრიალებული და ფანჯარაში სადღაც შორს იყურებოდა. წვიმის წვეთები ფანჯრის რაფაზე წკაპაწკუპით ეცემა, შემდეგ კი ნელა სრიალდება მინაზე, ვერ წარმოუდგენია რომ მის მუცელში პატარა არსება ცოცხლობს. არ იცის რა უნდა იგრძნოს, სიხარული, სევდა, ბრაზი თუ ზიზღი. ყოველთვის ოცნებობდა დედობაზე, მაგრამ არა ჩვიდმეტი წლის ასაკში, ჯერ ისევ პატარაა, ბავშვის გაზრდა კი ძალიან გაუჭირდება, თან მას მამა არ ჰყავს, ჯერ არ დაბადებულა და უკვე დაობლდა. ამ პატარა უსუსურმა არსებამ მაინც რა დააშავა? რატომ უნდა იცხოვროს მამის სიყვარულის გარეშე. ნეტავ ლუკასი როგორ მიიღებდა ამ ამბავს, გაუხარდებოდა თუ აბორტის გაკეთებას აიძულებდა?

-კარგად ხარ?-ფიქრებიდან ვივიენის ხმამ გამოაფხიზლა იზაბელა.

-კი...-ჩუმად ჩაილაპარაკა გოგონამ ისე რომ მათთვის არც შეუხედავს.

-ჩემო ცხოვრება, თუ შენ გადაწყვეტ ბავშვი არ გააჩინო ჩვენ გაგიგებთ.-სევდიანი ხმით ჩაილაპარაკა დემიენმა და იზაბელას თმაზე ფერება დაუწყო. ერთხანს ჩუმად იყო, გოგონა ამ სიტყვებზე ფიქრობდა, მართლაც რომ მოეშორებია ბავშვი? შეძლებს კი მის გაზრდას?

-არა ჩემს შვილს არ მოვკლავ, ამას ვერ გავაკეთებ, არა არ მინდა.-ნერვიულად დაიწყო საუბარი და თვალები აუწყლიანდა.

-შშშშ დაწყნარდი, არ იტირო, ყველაფერი კარგად იქნება-დაამშვიდა დემიენმა და გულში ჩაიკრა. ჯერ ისედაც ძალიან მეამიტია იზაბელა, მისი ატირება ძალიან მარტივია, მაგრამ ორსულობისას უარესად გრძნობს თავს, ყველაფერზე ტირის. საავადმყოფოდან მეორე დღესვე გამოწერეს, სახლში მისვლისას კი მაშინვე თავისი ოთახისკენ გაეშურა, კარადიდან ლუკასის მაისური გამოიღო, ჩაიხუტა და ისე ჩაწვა ლოგინში. ეს სუნი ძალიან ამშვიდებს, ისე მიეჩვია მის გარეშე ძილიც კი აღარ შეუძლია. ნუთუ ეს მონატრებაა? შეიძლება სულაც არეული ჰორმონების ბრალი იყოს.

MAFIA!Where stories live. Discover now