-დაწყნარდი!-ხმამაღლა უყვირა ბიჭმა, გოგონა გაიყინა, სახეზე გათეთრდა, გული ამოვარდნაზე ჰქონდა.

-ხომ გითხარი ჩემი აღარ უნდა შეგეშინდეს.-უკვე წყნარად უთხრა.

-შ..ენ მას მო..კლავ?-აკანკალებულმა ძლივს დასვა კითხვა.

-მაგაში ეჭვიც არ შეგეპაროს, მან ეს დაიმსახურა.-მტკიცე ხმით უთხრა გოგონას და მისი მსუბუქი სხეული ხელში აიტაცა, გაკვირვებული იზაბელა მანქანაში ჩასვა. გოგონას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა როდესაც სახლი დაინახა, მშინვე ლილესაკენ გაიქცა, პატარა ძლიერად ჩაიხუტა, ცოტა დაამშვიდა მისმა სურნელმა.

-სად იყავით?-იკითხა გაკვირვებულმა სარამ და ორივე ინტერესით შეათვალიერა.

-ცოტა გავისეირნეთ.-სწრაფადვე უპასუხა ლუკასმა, იზაბელას კი ბავშვი გამოართვა. ეს პატარა ამ მცირე დროში ძალიან შეუყვარდა, ისეთი შეგრძნება აქვს მის გარეშე ვერ იცოცხლებს.

-ხო მართლა დღეს ლუი ჩამოდის?-მხიარულად თქვა ლუკასის დედამ.

-ჩემი ძმა არის.-განმარტა ბიჭმა, როდესაც იზაბელას გაკვირვებული სახე დაინახა.

-ცოტა დაისვენე საღამოს გაგაღვიძებ.-მზრუნველი ტონით მიმართა იზაბელას, რამაც სარას ეშმაკური ჩაღიმება გამოიწვია, ეს იზაბელას არ გამოჰპარვია ამიტომ აწითლებული ლოყებით გაიქცა მეორე სართულზე. მალევე ჩაეძინა გადაღლილს, ისე ტკბილად ეძინა ვერც კი გაიგო კარის გაღების ხმა. თბილი შეხება იგრძნო, ჯერ მკლავზე ეფერებოდნენ შემდეგ სახეზე, სველ კოცნასაც გრძნობს ყელზე სიამოვნებისგან კვნესა სცდება, თავს მაღლა სწევს რათა მეტი ადგილი მისცეს საკოცნად, როდესაც მკერდზე შეხებას გრძნობს თვალებს ახელს, ლუკასის დანახვისას კი სახეზე გაოცება ეხატება.

-შენ...-დაბნეულობისგან აზრების დაწყობა უჭირს.

-რა მოხდა სხვას ელოდებოდი?-ირონიულად ეკითხება იზაბელას.

MAFIA!Where stories live. Discover now