ზარის დასასრული.

იზაბელა კიდევ ერთხელ დაფიქრდა, საერთოდ ღირს თუ არა ლუკასის გაბრაზება, მან ხომ გააფრთხილა სახლიდან უკითხავად არ გასულიყო მითუმეტეს ბიჭთან ერთად, მაგრამ ის ხომ ერთობა თავის გემოზე, იზაბელა რატომ უნდა დაემორჩილოს მის ბრძანებებს? სრული უფლება აქვს გაერთოს. აბაზანაში წესრიგდება, შემდეგ კი კაბის არჩევას იწყებს. სურს რამე ისეთი ჩაიცვას რაც ყველას მოხიბლავს, არჩევანს საკმაოდ სექსუალურ, თითქმის გამჭვირვალე კაბაზე აჩერებს. რამდენიმე წუთში ემზადება შემდეგ კი ქვემოთ ჩადის.

-შეგიძლიათ ლილეს მიხედოთ?-იქვე მდგარ მოსამსახურეს ეუბნება და უღიმის.

-რათქმაუნდა, მაგრამ ლუკასმა გვიბრძანა გარეთ არ გასულიყავით.-მორიდებით უთხრა ახალგაზრდა გოგონამ.

-მაგაზე თქვენ ნუ იღელვებთ, მხოლოდ ლილეს მიხედეთ.-უთხრა თუ არა მაშინვე დატოვა სახლი. თხუთმეტ წუთში მივიდა დანიშნულების ადგილას, შესასვლელთან ითანი დახვდა. გოგონას დანახვაზე ეშმაკურად გაიღიმა, ხელი კი წელზე შეუსრიალა.

-ზედმეტად გამომწვევი ხარ.-ყურში ჩასჩურჩულა იზაბელას, გოგონას მის ხმაზე გააკანკალა. ზედმეტად არის ბრაზისგან დაბრმავებული იმისთვის, რომ ითანს ამის უფლება არ მისცეს. ადრე მსგავს სიტუაციაში მოხვედრისას ითანი დიდი ალბათობით სახეში ძლიერ სილას მიიღებდა, ახლა კი წინააღმდეგობასაც არ უწევს, პირიქით სიამოვნებს მისი შეხება. კლუბში შესვლისთანავე იზაბელას სიგარეტისა და ალკოჰოლის საშინელი სუნი ცხვირს უწვავს, გამაღიზიანებელი გარემო სუფევს, შიგნით წითელი განათება და ხმამაღალი მუსიკა ზედმეტად თრთგუნავს გოგონას, ამიტომ სასმელის დასალევად მიდის, რამდენიმე ჭიქის შემდეგ საგრძნობლად თამამდება.

-წამოდი ვიცეკვოთ.-ეუბნება ითანს და ერთად შეკრებილი ხალხისკენ მიათრევს. ბიჭიც ღიმილით მიჰყვება, წვრილ წელზე ხელებს ხვევს, მის პატარა სხეულს ტანზე მჭიდროდ იკრობს. იზაბელა იმდენად მთვრალია წინააღმდეგობასაც არ უწევს.

MAFIA!Where stories live. Discover now