-არ მომეკარო!-გამყინავად ცივი და ხმამაღალი ხმით კივის იზაბელა და მის ხელებს იშორებს, ვერ იტანს მის შეხებებს, დემიენის დანახვაც კი არ უნდა, ყველაფერი მისი ბრალია. ბიჭს დის ასეთ საქციელზე გული ტკივა, ცრემლების შეკავება ძალიან უჭირს. შორიახლოს მდგარი სოფიც გულამოსკვნილი ტირის, რომელსაც ვივიენი ამშვიდებს, პატარას თავისი დაიკო ასეთი განადგურებული არასდროს უნახავს, იზაბელა მუდამ ცდილობდა სოფისთან ბედნიერი ყოფილიყო, ახლა კი ვერც კი ამჩნევს. მარკი მალევე უახლოვდება მიწაზე მწოლიარე სხეულს და მარტივი მოძრაობით აჰყავს ხელში კიბეებზე ადის და იზაბელას თავის საწოლში აწვენს, საბანს უსწორებს და ოთახიდან გადის იცის, რომ მისთვის რთული პერიოდია, ახლა კი ყველაზე კარგი მისთვის მარტო დარჩენაა რადგან ყველაფერი გაიაზროს.

ერთი კვირის შემდეგ:

მთელი ერთი კვირა იზაბელა ლოგინიდან არც კი ამდგარა, მხოლოდ სააბაზანოში შედიოდა ისიც მხოლოდ მაშინ როდესაც ბუნებრივი მოთხოვნილებები ზედმეტად შეაწუხებდა. საჭმელზე უარს ამბობდა, ხანდახან ჭამდა იმდენს რომ შიმშილისგან არ მომკვდარიყო. სოფისაც კი არ უშვებდა ოთახში, არავის ნახვა არ სურდა. ამ ერთი კვირის განმავლობაში გაარკვია რომ ძალიან განიცდიდა ლუკასის სიკვდილს, ეს კი მასზე მიჯაჭვულობის ბრალი იყო. იზაბელა საშინლად მიეჯაჭვა ლუკასის შეხებებსა და ქცევებს. მასზე ფიქრს ვერ წყვეტდა, ზიზღის გარდა მის მიმართ რაღაც აუხსნელ ლტოლვას გრძნობდა, უნდოდა მის გვერდით ყოფილიყო. ბოლო დროა თავს ზედმეტად სუსტად გრძნობს, მთელი დღე სძინავს, ლუკასის მაისური აქვს ჩახუტებული, მისი სუნის შეგრძნებისას მშვიდდება, რაღაცატომ სუნებს სხვანაირად აღიქვავს, ყველაფერი აღიზიანებს გარდა ლუკასის სუნამოს სუნისა. დემიენი ბოლოს ერთი კვირის წინ ნახა, იმის შემდეგ ბევრჯერ სცადა მის ოთახში შესვლა, მაგრამ იზაბელამ ისტერიკები დაიმართა და არ შემოუშვა, მასზე ჯერ კიდევ გაბრაზებულია, არაფერზე საუბარი არ სურს.

MAFIA!Where stories live. Discover now