-ნუ გავიწყდება, რომ მისი ახლავე მოკვლა შემიძლია! ასე რომ თუ არ გინდა შენი ძვირფასი დაიკო მოკვდეს მოკეტე და შეწინააღმდეგება არც კი გაბედო. ეცადე თვალში არ მომხვდე.-ხმამაღლა მითხრა ლუკასმა, მინდა ახლავე გავასხმევიო ტვინი და არ მივცე უფლება იზაბელა წაიყვანოს, მაგრამ ეს ყველაფერი დიდ პრობლემებს შექმნის, შესაძლოა ამით სოფისაც საფრთხე შეექმნას ორივეს დაკარგვას კი ვერ გადავიტან. ვხვდები, რომ იზაბელა ისეთი ტირანის ხელში უნდა იყოს როგორიც ლუკასია, ისიც ვიცი რასაც გაუკეთებს ჩემს დას, მაგრამ ჩემს თავს უნდა გადავაბიჯო და ეგოისტივით მოვიქცე, იზაბელა უნდა გავწირო იმისათვის რომ სოფი და ჩემი თავი დავიცვა.

-ჭკუა ასწავლეთ და ისე გაუშვით, ოღონდ არ მოკლათ.-ლუკასმა გასვლისას მიაძახა მის კაცებს და საზარელი ღიმილით გადმოგვხედა. როგორც ჩანს საკმაოდ ბევრი მოგვხვდება, მაგრამ ეს არაფერია იმ ტკივილთან რასაც იზაბელა ჩემს გამო განიცდის.

ავტორის pov:

იმ დღეს ძალიან მწარედ ცემეს სამივე. გამეტებით ურტყავდნენ მუშტებს, ხოლო როდესაც წინააღმდეგობის გაწევა აღარ შეეძლოთ და ძირს ძალაგამოცლილები ეყარნენ წიხლებით დაიწყეს მათი ცემა, სასტიკად გაუსწორდნენ ბიჭებს მათ კი შებრძოლებაც კი არ შეეძლოთ, აზრი არ ქონდა წინააღმდეგობის გაწევას, რადგან ათამდე შეიარაღებულ და კარგად გაწვრთნილ ადამიანებთან სამი ბიჭი ვერაფერს გახდებოდა, ამიტომ ვაჟკაცურად იტანდნენ ცემას და ერთი სული ჰქონდათ როდის მორჩებოდა ეს ყველაფერი. ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც მათ გააცნობიერეს რომ უკვე საკმარისად ასწავლეს ჭკუა ბიჭებს უკანმოუხედავად დატოვეს ტერიტორია. დემიენს ყველაფერი სტკიოდა მიუხედავად ამისა მაინც შეძლო ფეხზე წამოდგომა, შემდეგ ადრიანსა და მარკს დაეხმარა ფეხზე დადგომაში, გაჭირვებით მივიდნენ მანქანამდე და სახლის გზას გაუდგნენ.

-ახლა რა იქნება?-შეპარვით იკითხა ადრიანმა, დემიენის რეაქციის ძალიან ეშინოდა.

MAFIA!Where stories live. Discover now