გოგონას ტკბილად სძინავს სავარძელზე, საყვარლად არის მოკალათებული, სიცივის გამო ეღვიძება, მაგრამ ძალიან დაღლილია იმისთვის რომ პლედის მოსატანად ადგეს, ამიტომ ყველაფერს აიგნორებს და ისევ იძინებს. ნელ-ნელა კანკალი უვარდება, საშინლად გრძნობს თავს ადგომა უნდა, მაგრამ სხეული ძალიან ტკივა. ვერც ვერავის უძახის დასახმარებლად, არ უნდა მისი ხმა ლუკასმა გაიგოს. თვალები დახუჭული აქვს, მაგრამ აშკარად ესმის კარების ხმა, შემდეგ კი ვიღაც უახლოვდება, ოცნებობს ნებისმიერი ადამიანი იყოს ლუკასისი გარდა, მაგრამ როგორც ყოველთვის არც ახლა არ გაუმართლა.

-ადექი!-ესმის ბიჭის გამყინავი ხმა, იცის რომ თუ არ დაემორჩილება ამას კარგი შედეგები არ მოჰყვება, მაგრამ არ შეუძლია მოძრაობა, სხეულს ვერ გრძნობს.

-ვიცი რომ არ გძინავს ტკბილო.-ჩაისისინა ლუკასმა და გოგონას მოშიშვლებულ ფეხს ხელი ნაზად აატარა, თეძოებამდე ავიდა შემდეგ კი მთელი ძალით მოუჭირა.-მგონი ვთქვი რომ ადგე!-შემზარავი ხმით მიმართა იზაბელას, გოგონას კი უფრო მეტად აუთრთოლდა სხეული, კვნესაც კი დასცდა ტკივილისაგან. გაჭირვებით გაახილა თვალები და ლუკასის მზერას შეეჩეხა.

-დროზე ადექი და ეს ტანსაცმელი ჩაიცვი, ჩემი მეგობრები მოვიდნენ და უნდა გაგვართო.-ღიმილით მიაწოდა ძალიან სექსუალური კაბა იზაბელას.

-ხუთ წუთში მზად იყავი და აქ აღარ ამომიყვანო!-მკაცრად გადახედა გოგონას და ოთახი დატოვა. იზაბელა ამდეი ხნის განმავლობაში არ სუნთქავდა, მისი გასვლის შემდეგ კი ხარბად შეისუნთქა შიშისგან გაჯერებული ჰაერი და მომზადება დაიწყო. რათქმაუნდა არ უნდოდა ასეთი გამომწვევი კაბის ჩაცმა და დაბლა ჩასვლა, მაგრამ იცოდე რაც მოელოდა თუ ლუკასს არ დაუჯერებდა. მართლაც ხუთ წუთში უკვე მზად იყო, ფრთხილად ჩაიარა კიბეები და მისაღებ ოთახში შევიდა, მაშინვე მოექცა სამი საკმაოდ სიმპატიური ბიჭის ყურადღების ცენტრში. იზაბელა მათ არ იცნობდა, ლუკასიც არსად ჩანდა ამიტომ შესასვლელში დადგა და შიგნით შესვლას არ ჩქარობდა.

MAFIA!Where stories live. Discover now