blood and sperm all over the...

By amyourbae

46.7K 5.1K 1.6K

გასინჯეთ. ოღონდ არ მიეჩვიოთ, თორემ ჩემსავით დედა გეტირებათ! More

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
🌊
13
14
15
16
17
18
19
20
22
23
24
25
26
27
28
29
30

21

706 133 40
By amyourbae

სახლის გზას ჩემი ხოჭოთი დავადექი. საცობი იყო და ვერაფერს ვაკეთებდი, გარდა იმისა, რომ შემფერხებლებისთვის მეგინებია და გაუჩერებლად მესიგნალა, მაგრამ ესეც არ დამცადეს. მოვიდა ჩემთან ვიღაც გაბღენძილი პოლიციელი და საქარე მინაზე მომიკაკუნა.
მეთქი, რა ხდება და მინა ჩამოვწიე.

-ხომ არ გაგიბრაზდა შენმა ბიჭმა დაგვიანების გამო? _ კარებს ინდაყვები ჩამოდო და მანქანის სალონში შემომიძრა.

ავირიე როგორღაც. საიდან უნდა გახსენებოდა თეჰიონის ამბები, ან რატომღა გამაჩერა მშვიდობიანე მოქალაქე. ეჭვმა გაღრღნა და მის გასიებულ სახეს დავუწყე ცქერა. 

ისე გრგვინავდა, მეთქი ახლა შემჭამს ან ერთიანად გადამყლაპავს, მაგრამ ნაკვთი არ ამოუძრავებია და როცა მიხვდა, რომ კითხვაზე პასუხის გაცემას არ ვაპირებდი,  კვლავ გააგრძელა: 

-შემოსარიგებლად არაფერი მოიმოქმედე?

-რატომ ინტერესდები?

-არ მაქვს ამის უფლება?

-რა თქმა უნდა, არა, ღმერთო _ წინ გავიხედე, მანქანა ისევ ჩემ წინ დახტუნაობდა. 

-როგორ თუ არა, ჩემ გამო შეყოვნდი და სინდისი მაწუხებს. 

-მერე უთხარი, აღარ შემაწუხოო! _ არაფორმალურობამ მძლია და მალე მუშტიც დამძლევდა, გზა რომ არ გახსნილიყო. 

უცებ ვერ მოვედი გონს. უნებლიედ დავაწექი ფეხი გაზს და წინ გავქანდი. პოლიციელის თავი ისევ ჩემი მანქანის სალონში იყო და სირბილით მომსდევდა. 

-აე, ბიჭო, რას აკეთებ? მანქანა გააჩერე, ბიჭო, მომძრა თავი. 

-ვერ გავაჩერებ, არ შემიძლია, დამაჯარიმებენ. 

-ოღონდ შენ გამიშვი და მე ვიღებ მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე.

-პირობას მაძლევთ?

-კი.

-არ მჯერა. 

-შიგ გაქვს? რა არ გჯერა? ახლავე გააჩერე, კოჭებში გადამტეხე, ბიჭო.

როგორღაც მანქანა გავაჩერე და მცირედი ავარიაც მოვახდინე. მეთქი, შეგეცით მთელ ქალაქს. გონებაწასულ პოლიციელს ხელი ვკარი და გზაზე მოვისროლე, გაზს მთელი ძალით დავადგი ფეხი და მანქანებს შორის მოქნილად გავსრიალდი.

აზრზე ჩემს ბინაში მოვედი. ფეხასცმელები და შარვალი არ მეცვა, არც წინდები მეცვა. უბეში კი ჩიფსების ჯამი მედო და სასიამოვნოდ შევექცეოდი. არ ვიცი, ეს როგორ და რანაირად მოვახერხე, დიდი მოხერხებაც ამას არ უნდოდა, მაგრამ მაინც პრინციპის საქმე იყო. მეთქი, რაცაა. ფეხები სავარძლის კიდეებს გადავადე და ფილმის ყურება გავაგრძელე. 

12 განრისხებული მამაკაცი გინახავთ? რაღაცნაირია, ჰუმანური და ჩემი პროფესიის განცობიერებაში ყოველთვის მეხმარებოდა. იმედგაცრუებული ვიყავი, ასე ვერასოდეს ჩავუდგებოდი ვინმეს საქმეს.

ყველაფერში ხელმოცარული როგორ ვიყავი, რა დასანანია.

მერე ტელეფონმა დარეკა. თითქმის დაცლილი ჯამი გვერდით გადავდე და ყურმილს დავწვდი. 

-დიახ. 

-ჯონგუკ, შენ ხომ ხარ?

-კი, მე ვარ. 

-ხო და ახლავე ჩემთან მოეთრიე. 

ყურმილი დავკიდე და ფილმის ყურება გავაგრძელე. მოეთრიეო? სერიოზულად, მისათრევი არაფერი მჭირდა. ჯამი ისვ უბეში ჩავიდე და თითებით ნამცეცები გამოვწმინდე, მერე ენას შევაწმინდე და კოკა-კოლა დავაყოლე. რამდენიმე წამში ტელეფონმა ისევ დარეკა, ქილა გვერდით გადავდე და ვუპასუხე. 

-დიახ. 

-ჯონგუკ, შენ ხომ ხარ?

-კი, მე ვარ.

-მერე რას მითიშავ? ჩემთან გელოდები, საქმე მაქვს. 

- რა საქმე? 

-მოდი და ნახავ.

-თუ არ ვიცი, რა საქმეა, როგორ მოვიდე? იქნებ ჩემი მახეში გაბმა გინდა?!

-შიგ ხომ არ გაქვს? ახლავე მოეთრიე, თეჰიონი რაღაც ვერ არის კარგად. 

-რა ჭირს? _ უცებ წამოვენთე.

-აბა, მე რავიცი. ოთახშია ჩაკეტილი. იქნებ შენ მაინც უშველო რამე, მე არ მისმენს. 

ტელეფონი გავთიშე. საცვალი გამოვიცვალე. შარვალი ამოვიცვი და თასმების შეკვრით სადარბაზოში გავარდი. კიბეებს ჩიტივით ჩავუქროლე, ერთს წამს მეგონა ხელების მაგივრად მართლა ფრთები მქონდა ცისკენ აშვერილი, მაგრამ როცა გასასვლელ კარებს მთელი ძალით შევასკდი, მაშინ მივხვდი, რომ ხელების არ ქონა კარგს არაფერს მომიტანდა და შეჭეჭყილი მანქანის კარები გავხსენი.

ხომ გახსოვთ ის მცირე ავარია?! მცირე კი არა, საბარგული გვერდით მეჯდა და საკაიფოდ მიღიმოდა. არც ნამუსი და სინდისი შერჩენოდა ისე გადმომიჯდა წინ, თავისთვის იყო და კრინტი აღარ დამიძრავს. მანქანა როგორღაც დავქოქე და ადგილს მოვსწყდი.

დანიშნულ ადგილას რომ მივაღწიე სადღაც ორმოც წუთში, მანქანა ვეღარ გავაჩერე. საჭესთან ჭიდაობას შევეშვი და ჩავფიქრდი. მაინდამაინც არ განვიცდიდი ამ ამბავს, თუ სიკვდილია, ასე იყო-მეთქი. მივეყრდენი სავარძელს, ჯიბიდან სიგარის კოლოფი ამოვაცურე, გავუკიდე და გავაბოლე. სულ სიგნალით ამიკლეს მძღოლებმა, მეც თავი გადავყე და გავძახე:

-მშვიდად სიკვდილი მაცადეთ, ვირებო. 

 საბოლოდ ისე აღმოჩნდა, რომ ხემ იკისრა ჩემი ვალდებულებები. თავი საჭეს ჩავარტყი ძმურად და ისევ სავარძლის საზურგეს მივეხეთქე. საკაიფოდ გავქანავდი. ვგრძნობდი, მეთქი, აი, თურმე 29 დეკემბრის, საღამოს ათ საათზე დავტოვებ დედამიწას, თუმცა რა საღამო, ღამე უფრო ითქმოდა, ჰოდა გადმოვედი მანქანიდან. სიკვდილი არავინ მაცადა. ხელისგულით გადავიწმინდე შუბლიდან ჩამომდინარე სისხლის წვეთები და სახლისკენ გზა ავიღე.

მანქანა აღარ მყავდა. საჯარიმოს ვალი კი ისევ მხრებზე მაწვა, ხო და ახლა იმ პოლიციელმა ჩემს ფეხებზე იზრუნოს, ვიღაც ცინგლიანი ბავშვის მიერ გაქნეული კევა არ ამეცხოს ფეხსაცმელზე, თუმცა მალევე დავაიგნორე ჩემს გონებაში გამჯდარი აგრესია და სახლში შევიჭერი.

თეჰიონი, ალბათ, თავის ოთახში იყო, სავარძელში იჯდა და სიგარას აბოლებდა. ჩუმ მზერას წინ გადაშლილ ხედს აავლებდა და დადარდიანდებოდა. მივიდოდი მერე მეც,  ჩამწვარ ღერს ბაგეებიდან გამოვგლეჯდი და ჩემით ჩავანაცვლებდი. სავარძლის მაგივრად ჩემს ფეხებზე გადაიდებდა ფეხებს და ისევ სივრცეში გააგრძელებდა ყურებას. მერე იუნგი და მისი ფიცხობები გამახსენდა. არაფერს შეგვარგებდა, ამიტომ თეჰიონის ოთახში ასულმა კარები ჩავკეტე და სხეულს მივუახლოვდი.

ზუსტად ისე იჯდა, როგორც ვთქვი, თუმცა მის ბაგეებს შორის მოქცეული საგირის ღერის წაგლეჯვა ვერ გავბედე და ვერც კალთაში ჩამოვისვი მისი სხეული. ოთახის კუთხიდან სკამი მოვაჩოჩე, გვერდით მივუჯექი და ვისხედით ასე: ძალაგამოცლილები, დათრუგუნულები, უიმედოები. თვალები მეწვოდა.

-იუნგიმ ვერ არის კარგადო. _ სიგარას სიგარა მიადო და ცეცხლი გამინაწილა. მისი მხრიდან კეთილი საქციელი იყო, ჯანდაბა.

-ჰო, ვერ ვარ.

- რა ხდება?

-არ ვიცი. 

-რა ხდება არ იცი?

-გაუგებრად ვსაუბრობ? არ ვიცი მეთქი. 

-კარგი, ნუ პანიკიორობ, მხოლოდ ის მაინტერესებდა როგორ იყავი.

-იდეალურად ვარ.

-მაშინ წავალ.

გამომხედა, თვალებში კრთომამ გაუელვა და ამ დროს ცხოვრებამ მუშტი მითავაზა. ღირსიც ვიყავი, განა არა?! ჯიბეში ტელეფონი ბზუოდა, აქეთ ბუზები. სახლშიც დაძაბული ატმოსფერო იყო და ვერაფერს ვგრძნობდი, გარდა თეჰიონის ფეხებისა, მუხლებზე რომ გადამაწყო. ხელები მეც ძლიერ შემოვხვიე. აბა ამას ვინ გაუშვებდა? დავექაჩე მაგრად და კალთაში ჩავისვი.

-ბოლოჯერ..

-მოკეტე, ეს კიდევ ბევჯერ მოხდება.

ჯანდაბა, სასქესო ორგანო ამტკივდა.


Continue Reading

You'll Also Like

121K 14K 100
Love , Love, and Love AGAIN Boy×boy
5.5K 182 9
After an incident in his school, Jeongguk was rushed into the hospital with a stab wound just above his hip. He doesn't remember who had stabbed him...
1.3M 58.9K 105
Maddison Sloan starts her residency at Seattle Grace Hospital and runs into old faces and new friends. "Ugh, men are idiots." OC x OC
17.4K 2.4K 17
Зүрх сэтгэл минь эргэж буцашгүйгээр чамд сохорчихсон.