11:11

By princessharuru

79K 8.1K 1.6K

eleven:eleven; #1 in Future #1 in exol #1 in Exok More

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11/1
11/2
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
SIDE NOTE
31
32
33
34
35
36
37
AUTHOR'S NOTE
29.11.2016

ეპილოგი

2.1K 205 65
By princessharuru

(მოუსმინეთ - Eunji - The Spring Piano ver.)

ყოველ დღე ვიღვიძებ ისე, რომ პირველი, რაც თვალში მხვდება ცაა. საწოლი სპეციალურად დავდგი ფანჯარასთან, რომ გაღვიძებისთანავე შევძლო გარეთ გამოხედვა. შვიდი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. 

გამოიცვალა ხალხი, ახლა ქუჩაში სიარული სრულიად სხვაგვარად მაგრძნობინებს თავს. არ მეუფლება ის შეგრძნება, რომ მინდა რომელიმეს ყელში წავუჭირო და ადგილზევე გავაფრთხობინო სული, ხმაც კი სულ სხვანაირი გახდა. თითქოს სიჩუმე, რომელსაც აქამდე გულისგამაწვრილებელი ჟღერადობა ჰქონდა, თბილ და სასიამოვნო მოსასმენ მუსიკად იქცა, სინამდვილეში კი ეს, რა თქმა უნდა, ისევ ხალხის ჩოჩქოლია და სხვა არაფერი. ჩიხებში ისევ გამოვიდნენ ბავშვები და ახლა მათი კისკისითაა სავსე ყველა უბანი და გარეთ სიარულიც კარგ განწყობაზე აყენებს ნებისმიერ გამვლელს. ამ ყველაფერთან ერთად შეიცვალა გარემოც. 

იცი, სეჰუნ, იმ ღამიდან შვიდი წლის შემდეგ გაზაფხული მოვიდა. ზუსტად ისეთი, როგორსაც ჩვენს საყვარელ წიგნში აღწერდა ავტორი. ზუსტად ისეთი თბილი, არომატული გაზაფხული, რომელიც თავს სრულიად სხვა სამყაროში გაგრძნობინებს. ყველაფერი ისეა, როგორც ეწერა. საოცარია, არა? ალბათ, მწერალს ნანახი ჰქონდა გაზაფხული და ზუსტად იცოდა რასაც და რაზეც წერდა. 

ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საწოლი ფანჯარასთან მაქვს მიდგმული -ცაა. ისეთი ლურჯია, რომ აქამდე წარმოდგენაც კი არ მქონდა ასეთი ფერი საერთოდ თუ არსებობდა. იცი, ალუბლის ხეებიც კი დარგეს. ყვავილები ვარდისფრად აქვს შეღებილი, ზოგან თეთრი ლაქებიც კი დაჰკრავს ფურცლებს და ზოგჯერ მისი შეფერილობა ჩვენს წარსულსაც მახსენებს.

თუ შენ ამბობდი, რომ თოვლი და სიბნელე, რომელშიც აქამდე ვიძირებოდით, ადამიანების სიძულვილის და ყოველგვარი ბოროტების სიმბოლო იყო, ალუბლის ყვავილებმა თითქოს ყველა ეს ცოდვა შეისრუტა, მათ ფურცლებზე გამოსახული ვარდისფერი ფერი სისხლია, რომელიც შვიდი წლის წინ დაიღვარა უზარმაზარი ცვლილებისთვის, თეთრი ლაქები კი - ჩვენი დღევანდელი ყოფა.

ძალიან ხშირად დავდივარ იმ ადგილებში, სადაც შენთან ერთად მინდოდა წასვლა, ახლა კი შენ მაგივრად შიუმინი, ჩანიოლი ან ბექჰიონი მომყვება, ზოგჯერ ყველა ერთადაც მივდივართ. 

სად როგორ ვიქცევით, რას ვაკეთებთ, აქამდე ყველაფერი მოყოლილი მაქვს სხვა წერილებში. ოდესმე ყველას მოგიტან და გადმოგცემ, მერე მთელ დღე-ღამეს მათ კითხვაში გაატარებ, ბოლოს კი ჩემს მხარზე ჩამოიძინებ, ან მე დავიძინებ, როგორც შვიდი წლის წინ, მეორე დილით კი თვალს გავახელ და ისევ შენთან ჩახუტებული ვიწვები. 

ამაზე ხშირად ვფიქრობ. ვცდილობ, თავი დამნაშავედ არ ვიგრძნო იმის გამო, რომ აღარ ხარ, ისიც იმიტომ, რომ შენ მითხარი ასე. ვცდილობ, საკუთარ თავს ვაპატიო, რადგან თუ ადამიანმა ჩადენილი დანაშაული თავის თავს თვითონვე არ აპატია, მისი მსხვერპლის შენდობა სინდისს ვერ ჩაუწყნარებს.

არ ვიცი, გაგახსენდა თუ არა ყველაფერი დეტალებში, მაგრამ მინდა დაწვრილებით იცოდე რაც მოხდა, რადგან ისედაც ზედმეტად დიდხანს იცხოვრე გაურკვევლობაში. მიჭირს იმის აღიარება, რომ შენი ცხოვრება მთლიანად ტყუილი იყო და ამისი მიზეზი მე ვიყავი.

მამაშენი მეცნიერი იყო, რომელიც მთავრობისთვის მუშაობდა. დავალებული ჰქონდა მეხსიერების სამართავი აპარატი გამოეგონა, რომელსაც სახიფათო დამნაშავეებზე გამოიყენებდნენ, თუმცა სანამ მის სრულყოფას მოასწრებდა, თავს დაესხნენ მთელ შენს ოჯახს. იმ ღამეს ომიც დაიწყო და შენი ოჯახიდან ერთადერთი ცოცხალი შენ აღმოჩნდი. სიკვდილის წინ დედაშენმა მისი მეუღლის აპარატი გამოიყენა და მეხსიერება ამოგიშალა, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ახალი ცხოვრება ყოველგვარი ტრავმების გარეშე დაგეწყო, ჩემმა ოჯახმა კი შემდგომ გიშვილა. მამაჩემი ჩვენთან არ ცხოვრობდა, მე და შენ კი როგორც ძმები ისე ვიზრდებოდით, თუმცა ჩემთვის ასე არასოდეს ყოფილა. პირველივე დღიდან მივხვდი, რომ შენთან ცხოვრებას ჩვეულებრივ ვერ შევძლებდი. თხუთმეტი წლის ბავშვისთვის ასეთი რამის გრძნობა ხომ სისულელეა? ასე ვფიქრობდი და ვცდილობდი, მეფიქრა, მაგრამ რაც დრო გადიოდა, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ შენს გვერდით ყოფნა აღარ შემეძლო, ან ყველაფერი უნდა მეთქვა, ან სული შემეხუთებოდა, რადგან ვეღარ გავუძლებდი იმ ტკივილს, რომელსაც  შენი დანახვისას ვგრძნობდი. 

ყოველ ჯერზე, როგორც კი ახლოს აღმოჩნდებოდი, მინდოდა შეგხებოდი, მინდოდა ჩაგხუტებოდი და არასოდეს გამეშვი, მაგრამ ვიცოდი, რომ ასე თუ მოვიქცეოდი, აუცილებლად გამექცეოდი, მე კი ეს არ მინდოდა, მეშინოდა, რომ სამუდამოდ დაგკარგავდი, რადგან შეგაშინებდი. თუმცა ვინ იცის, იქნებ იმ კოცნის შემდეგ რომ დავრჩენილიყავი, ყველაფერი ასე არ მოხდებოდა და ახლა ცოცხალი იქნებოდი. 

მაგრამ

ვიქნებოდით ერთად? ასე რომ არ მოვქცეულიყავი, დავრჩებოდით ერთად? შემიყვარებდი ისე, როგორც შვიდი წლის წინ შემიყვარე? 

ზუსტად იმიტომ, რომ ამ კითხვებზე პასუხი არ ვიცი, იმაზე ვიწყებ ფიქრს, რომ არ ვნანობ ჩემს საქციელს და ასე ვცდილობ საკუთარი თავის პატიებას.


წერილებთან ერთად სურათებსაც წამოვიღებ. აუცილებლად დავათვალიერებთ ერთად ალუბლის ხეებს და ცის ფერსაც დაგანახებ. დარწმუნებული ვარ, შენც ისეთივე გაკვირვებული დარჩები, როგორიც მე. დავსხდებით და ერთად დავუკავშირებთ ჩვენი საყვარელი წიგნის ფრაზებს ჩემს მიერ გადაღებულ ფოტოებს.


ეს ყველაფერი რომ იქით გადავდო, ყველაზე მეტად დრო შეიცვალა.

თერთმეტი საათი და თერთმეტი წუთი, დრო რომელიც დღეში ორჯერ დგება, ხომ გახსოვს? დრო, როცა უნდა ჩაიფიქრო ის, რაც ყველაზე მეტად გსურს. 

როცა საათზე ისრები ამ დროს აჩვენებდნენ, ყოველთვის შენთან ვჩნდებოდი, იმიტომ რომ შენ გინდოდა ჩემი ნახვა, სინამვილეში კი სულ იმაზე ვოცნებობდი, რომ ერთ დღეს, თერთმეტ საათსა და თერთმეტ წუთზე ჩემი კაბინეტის კარი გაიღებოდა და შენ შემოხვიდოდი. 

ახლა კი ეს დრო უბრალოდ სასჯელია.

ველოდები ისევ, გელოდები ისევ, მაგრამ ვიცი, რომ არ მოხვალ.

Continue Reading

You'll Also Like

64.9K 4.9K 64
ផែនដីក្រឡាប់ចាក់ មនុស្សស្អីតាំងពីកំលោះមកដល់ពោះម៉ាយកូនប្រាំហើយ រកប្រពន្ធជាប់លាប់និងគេ១ក៏គ្មាន មិនមែនលែងលះទៅឯណាទេ គឺពួកគេនិងស្លាប់ដោយគ្មានមូលហេតុនៅដែល...
526K 70.5K 58
ကိုယ္ သူ႕ကိုခ်စ္ခ့ဲတ့ဲႏွစ္ေတြမနည္းလွဘူး။ ကိုယ် သူ့ကိုချစ်ခဲ့တဲ့နှစ်တွေမနည်းလှဘူး။ Cover Artist - @Kao
50.8K 4.4K 31
[+18] MATURE CONTENTED/SKENA PSIKOLOGJIKISHT TE RENDUARA/ LEXOJENI ME VETEDIJE TE PLOTE [COMPLETED] Ai u largua me fytyrën e shënjuar, me veshin e p...
3.4K 699 21
Өөрөө өөртөө дурласан залуугийн түүх.