11:11

Bởi princessharuru

79K 8.1K 1.6K

eleven:eleven; #1 in Future #1 in exol #1 in Exok Xem Thêm

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11/1
11/2
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
28
29
30
SIDE NOTE
31
32
33
34
35
36
37
ეპილოგი
AUTHOR'S NOTE
29.11.2016

27

1.7K 179 61
Bởi princessharuru


* * *

-არ გაგვიანდება?
-ნუ გადაგაქვს საუბარი სხვა თემაზე.

-უნდა გადავიტანო, თორემ ასე დილამდე ვისხდებით.

-ამიტომ, რომ არ ვისხდეთ, უნდა გამომართვა.

-გითხარი უკვე, რომ ფული საჭირო არ არის, ისედაც მივხედავ. ჯერჯერობით გვყოფნის რაც გვაქვს, თუ დაგვჭირდება, მაშინ მოგვეცი.

-ღმერთო, რატომ ხარ ასეთი ჯიუტი?!
-ჯიუტი მე არა, შენ ხარ. -წამოდგა და ხელი მხარზე ჩამოადო, -თავს გაუფრთხილდი, -მხოლოდ ეს ორი სიტყვა-ღა თქვა და შენობიდან გამოვიდა. მაგიდასთან მჯდომმა კი მძიმედ ამოიოხრა და კიდევ რამდენიმე წუთით გაჩერდა თავის ადგილას.

* * *

მეილისთან ალბათ სამ საათზე მეტი გავატარე. მთელი ამ დროის განმავლობაში სკამებიდან არ ავმდგარვართ არც მე და არც ლუჰანი. ლაპარაკითაც ბევრი არაფერზე გვილაპარაკია, მხოლოდ საათის ციფრების დანიშნულების შესახებ მომიყვა, როცა ვკითხე, ამითი დამთავრდა ჩვენი დიალოგი და დაიწყო რამდენიმე საათის ხანგრძლივობის სიწყნარე, რომელიც, სიმართლე რომ ვთქვა, საკმაოდ სასიამოვნო იყო. მხოლოდ ორი ჯანსაღი, სტაბილური და ერთიც მისუსტებული ორგანიზმის სუნთქვის ხმა ისმოდა მთელ ოთახში. ასეთ სიმშვიდეში დიდი ხანია არ ვმჯდარვარ და ალბათ ამიტომაც განვიტვირთე ამხელა დროის განმავლობაში. გულის სიღრმეში ლუჰანისთვის მადლობის გადახდაც მომინდა, რომ დასვენების სამი საათი მაჩუქა, თუმცა, რა თქმა უნდა, ასე არ მოვიქეცი. ზედმეტად უცნაური იქნებოდა ასეთი რამისთვის მადლობა მიმეხალებინა, თანაც არსაიდან, ამიტომ ჩუმად ყოფნა ვამჯობინე ბევრ საუბარს.

როცა საათზე "რვა" გამოისახა, ზარის ხმა გაისმა, არც ძალიან ხმამაღლა, არც ძალიან ხმადაბლა. მხოლოდ მაშინ დავტოვეთ მე და ჩემმა ქერა მეგობარმა მისი კამერა და დერეფანში სირბილით გამოვვარდით, დერეფნიდან კი პირდაპირ მთავარ დარბაზში შევცვივდით, რადგან ყველაფერი მნიშვნელოვანი ყოველთვის მანდ ხდება და არ აქვს მნიშვნელობა ეს განსაკუთრებული რამ -დადებითი იქნება, თუ უარყოფითი.

სასადილოში პირველები ჩვენ აღმოვჩნდით, რაც არც ერთს გაგვკვირვებია. ყველაზე ახლოს ჩვენ ვიმყოფებოდით და, შესაბამისად, დანარჩენებსაც დავასწარით მოსვლა. ადგილები მაგიდასთან დავიკავეთ გვერდი-გვერდ, ხელები ზუსტად ერთნაირად ჩამოვაწყვეთ მის ზედაპირზე და ერთდროულად ამოვიხვნეშეთ. ვინმეს, რომ არ ცოდნოდა, შეიძლება ძმებიც ან ტყუპებიც ვგონებოდით ახლა, რადგან ერთმანეთის მოძრაობებს უზუსტესად ვიმეორებდით, რაც ჩემთვის ძალიან გასაკვირი იყო. სინქრონში ვსუნთქავდით, სინქრონში ვმოძრაობდით, თვალებსაც კი ერთდროულად ვახამხამებდით და ამ ყველაფრის გამოსაკვლევად, მისგან თვალი არ მომიშორებია. თუმცა, ამ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ერთია, -მთელი დღეა არ გაუცინია და, მგონია, რომ ისე ისეთი ლუჰანი ბრუნდება, რომელმაც ჩემი და დიოს მხრიდან არც თუ ისე დიდი სიმპათია დაიმსახურა თავის დროზე, ამისი მიზეზი კი, ისევ და ისევ, მეილია.

-ღმერთო, ახლა რაღა მოხდა... -უეცრად ვიღაც უცნობის ხმა შემომესმა, რომელსაც უზარმაზარი ბრბოს ჩოჩქოლიც მოჰყვა. ეს იმისი ნიშანი იყო, რომ ხალხი შეგროვებას იწყებდა ჩვენ ირგვლივ და სჯობდა პირველ რიგებში გადავმსხდარიყავით, რომ წინანდელივით უკან არ აღმოვჩენილიყავით და მესაკნეების ფეხებქვეშ ძრომიალი არ დაგვჭირვებოდა.

ხალხთან ერთად, სულ ბოლოს, ჩვენი ქერა უფროსიც შემოვიდა, რომელმაც მკაცრი და ცივი მზერა პირდაპირ ჩემი და ჩემი მეგობრისკენ ისროლა. სავარაუდოდ, ახლა ისევ ჯონგინის ადგილ-მდებარეობას იკითხავდა, ის კი ისევ არ ჩანდა და ეს ყველაფერი იმას ნიშნავდა, რომ აუცილებლად დავისჯებოდით, არა მხოლოდ მე და ლუჰანი, არამედ მთელი კოლონია. მათ ხომ მხარი აგვიბეს.

კრისი ჩვენ წინ, ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, დადგა და რამდენიმე წამი იქ მყოფთა თვალიერებას დაუთმო, მერე კი ხელები გაათავისუფლა და მკერდთან გადაიჯვარედინა, ჩაახველა და გაისმა ის კითხვა, რომელსაც მე და, ალბათ, ლუჰანიც მოელოდა:

-სად არის ჯონგინი?

-ხომ ვთქვით უკვე, რომ საყიდლებზეა. -აკანკალებული ხმით მიუგო ქერამ და ზურგსუკან ხელი ძლიერად მომიჭირა. კრისმა მაჯის საათს დახედა და თავი აქეთ-იქით უკმაყოფილოდ გააქნია.

-ცხრის ოცი წუთია, -ღიმილიანი სახით წარმოთქვა, თუმცა, ეს ღიმილი ზიზღისა და გულის რევის მეტს არაფერს იწვევდა ჩემში. იმდენად ამაზრზენი გამომეტყველება ჰქონდა, მისი სუნთქვაც კი გამაღიზიანებელი ხდებოდა. არ ვიცი რატომ, მაგრამ როცა კრისის სხეულს ვათვალიერებ, თვალწინ მხოლოდ ის სცენა წარმომიდგება, რომელიც კოლონიაში ჩარიცხვისას ვნახე: როგორ ჰყავდა კედელზე აკრული ქაი და ყელს უღადრავდა, ზუსტად ისე, როგორც ცხოველი, ჯონგინი კი თმაზე ექაჩებოდა, გაოფლილ თმას, თავის გვერდებზე ქნევით, აქეთ-იქით იყრიდა, რომ თვალებში არ ჩასვლოდა, პირიდან კი არაადამიანური ხმები ამოსდიოდა და მხოლოდ სუნთქვის შორის, ნაწყვეტ-ნაწყვეტ თუ შეიძლებოდა იმისი გაგება, რომ შველას ითხოვდა და ქერას გაჩერებას ევედრებოდა. კრისი კი ყურსაც არ იბერტყავდა და მის ცოცხლად ჭამას განაგრძობდა. მართალია, კარსუკან სულ რაღაც წუთი, არც კი, ვიდექი, ბნელოდა და ღრიჭოც ძალიან ფართო არ იყო, მაგრამ ეს სანახაობა იმდენად ღრმად ჩამრჩა გონებაში, რომ კრისის შეხედვისას ყოველთვის მიტრიალდება კადრები თვალწინ.

-იქნებ აგვიანდება? -ისევ განაგრძო ლუჰანმა.

-დილიდან ამ დრომდე იარაღის შესყიდვას, როგორღაც, მოახერხებდა, -წარბები შეკრა უფროსმა და ჩვენკენ წამოიწია. ლუჰანმა კიდევ უფრო ძლიერად მომიჭირა ხელი ფორმის ჟილეტზე და მეც მაშინვე უკან წავიღე მკლავი, რომ მის მტევანს ჩავჭიდებოდი და ასე მაინც დამემშვიდებინა.
-ერთ საათს გაძლევთ. ვახშმის დასრულების შემდეგ თუ არ გამოჩნდება შენობაში, სასჯელს თქვენ ორი აიღებთ თქვენს თავებზე, უარის თქმის შემთხვევაში კი მთელ კოლონიას მოუწევს პასუხის გაცემა. -გამოაცხადა და დარბაზი დატოვა. სავარაუდოდ, თავის კაბინეტში განმარტოვდა, სადაც საათობით ზის ხოლმე და მხოლოდ გაკვეთილების დასაწყისში, დასასრულისას, როცა ვინმეა დასასჯელი ან ჯონგინია დასამწყვდევი, მაშინ ჩნდება.
-წავიდა... არ მჯერა! -წამოიძახა ლუჰანმა, როგორც კი ოთახში დაძაბულობა მოიხსნა და გავთავისუფლდით. ჩემს ფორმას შეეშვა და წელში გასწორდა. რამდენჯერმე ბეჭებზეც შემოირტყა ხელები და გაიღიმა. მისმა ღიმილმა თვალი იმდენად მომჭრა, რომ მეც ძალაუნებურად გავუღიმე. როგორც ვატყობ, ჩემს ამდაგვარ საქციელზე რეაქცია აღარ აქვს, რადგან შევეჩვიეთ, რომ ერთმანეთს ძალიან ხშირად ვუცინით, -წამოდი, ადგილები დავიკავოთ და ვჭამოთ, თორემ საოცრად მომშივდა, -ხელი მუცელზე მოისვა და ტუჩები ხარბად გაილოკა.
-არ მიკვირს, -ისევ გავიცინე და მასთან ერთად ადგილების შერჩევას შევუდექი, რომელიც არც თუ ის დიდი იყო. წინა რიგებიდან უკან გადასვლა, უკნიდან წინ გადმოსვლაზე უფრო რთული იყო, ამიტომ სიარული დიდხანს დაგვჭირდა და საბოლოოდ, როცა მოვთავსდით, ახალი საფიქრალი და სადარდებელი გაგვიჩნდა. დიო ჯერ კიდევ არ ჩანდა. ჯონგინთან ერთად ჩვენი მესაკნეც გაუჩინარებულიყო მთელი დღით და არც ერთს წარმოდგენა არ გვქონდა სად შეიძლებოდა გვეძებნა ან ერთი, ან მეორე. ლუჰანის თქმით, დიოს ძალიან უყვარდა წიგნების კითხვა მარტოობაში, ეს აქამდეც შემჩნეული მქონდა, რადგან, ზემოთა კორპუსშიც ძალიან ხშირად იჯდა მარტო, წიგნით ხელში, გაქცევით კი არასდროს დამიფქსირებია, რომ სადმე გამქრალიყო, ამიტომ ვფიქრობდი, რომ წიგნის წასაკითხად ნაკლებად იქნებოდა სადმე განმარტოებული, მაგრამ თუ არა ეს ვარიანტი, მაშინ- რა?
-ლოდინის გარდა, ახლა სხვას მაინც ვერაფერს ვიზამთ, -ამოიოხრა ქერამ და საჭმელს დახედა. როგორც ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უნდოდა პირი დაეკარებინა ვადაგასული პროდუქტებისთვის და თითოეული მათგანის გემო შეეგრძნო, მაინც უკმაყოფილო სახით ათვალიერებდა ლანგარს და არაფერს ჭამდა.
-ჭამე, სანამ უარესად დაძველდა, -გახუმრება ვცადე, რამაც -არ გაჭრა.
-ისედაც ვადაგასულია და რა მნიშვნელობა აქვს ახლა შევჭამ თუ არა. დღეს თუ არ დავაკარებ პირს, შეინახავენ და ხვალ შემომტენიან, -თვალები აატრიალა და თეთრი სითხით სავსე ჭიქა მოიყუდა. საჭმელს თუ არ ჭამდა, წყურვილი ხომ მაინც უნდა მოეკლა? -რომ გამოჩნდება, ჩემი ხელით დავახრჩობ, -ჩაიბურდღუნა, ცოტა ხანში, დაობებული ორცხობილას ხრაშუნისას.
-აუცილებლად დაახრჩვე, -გავიცინე და ჩემი ორცხობილას ნახევარიც მის ლანგარზე ჩამოვდე. გაკვირვებულმა შემომხედა, მე კი უბრალოდ თავი დავუქნიე იმის ნიშნად, რომ ეჭამა და ასეც მოიქცა. მიხვდა, როცა საჭმელს ვაძლევ, არ უნდა შემეწინააღმდეგოს, რადგან აქაურ პროდუქტებს მაინც ვერ შევეჩვიე და თითქმის ნახევარს ყოველთვის შეუჭმელს ვტოვებდი, ამიერიდან კი ლუჰანს ვუნაწილებ.

ვახშამმა ჩვეულებრივად ჩაიარა. ლაპრაკმა და ჭამამ მთელი საათი წაგვართვა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კრისის მოცემული დროც ამოიწურა, ჯონგინი კი არ გამოჩნდა. შესანიშნავია.
მე და ლუჰანი ერთმანეთს მის საკანთან გამოვემშვიდობეთ და ერთმანეთს წარმატებებიც ვუსურვეთ, რადგან ცოტა ხანში, ქერა უფროსი აუცილებლად მოგვაკითხავდა და მისი ვიზიტი კარგად ნამდვილად არ დამთავრდებოდა. მეილი ისევ გაუნძრევლად იწვა მის საწოლში და სუსტად სუნთქავდა. არაფრის გაკეთება შეგვეძლო, ამიტომ ლუჰანი გვერდით დაუჯდა, მე კი ჩემს საკანს მივაშურე და ლოგინზე ზღვის ვარსკვლავივით გავიშალე, ფეხები და ხელებიც განზე გავშალე და ჭერს მივაშტერდი. რამდენი ხანია არ მქონია დრო მოყვითალო-მონარინჯისფრო განათებაზე დასაკვირვებლად, არადა, პირველი ეს იყო, რაც თვალში მომხვდა და დამამახსოვრდა, ამასთან ერთად კი მას ისიც უკავშირდება...

სად არის?
არ უნდა მაინტერესებდეს, არ უნდა ვიხსენებდე, მაგრამ რატომ მჭამს შიგნით ყველაფერი და რატომ მძირავს სურვილი, ვიცოდე სად არის და რას აკეთებს?
ბალიშს ხელები შემოვხვიე და მხარზე გადავბრუნდი კედლისკენ, საბანიც წამოვიფარე და თვალები დავხუჭე.

იქნებ ისევ დაჭრეს? წინაზე სულ სისხლში ამოთხვრილი გაჩნდა ჩემ წინ. ახლაც ასე რომ დაბრუნდეს? არაფერი მოუვა, მაგრამ მაინც... ან იქნებ აქ არის, სადმე ქვედა კორპუსში და არ გამოდის იმიტომ, რომ გუშინდელის გახსენება არ უნდა და მასაც, ისევე როგორც მე, შეცდომად მიაჩნია ჩვენი საქციელი? ნანობს იმას რაც მითხრა. სავარაუდოდ, მიზეზი ეს არის. სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობ.

ჯონგინიდან აზრებმა გარე სამყაროსკენ გადაინაცვლეს, რაშიც კოლონიის გარეთ დარჩენილ ხალხს ვგულისხმობ. ჩანიოლი, ბექჰიონი, ჩენი, შიუმინი და ...დედა. რამდენი ხანია მისი ხმა არ გამიგია, ისიც არ ვიცი ახლა როგორ არის, რადგან ვერავისთან ვლაპარაკობ, ვერავის ვურეკავ და არც აღარავინ მიყვება მის ამბებს. ბოლოს მე და ბიჭები ერთმანეთს განგაშისა და თავდასხმის დროს დავშორდით და იმის მერე არცერთისგან არაფერი მსმენია. არც შემოტევების ხმა ისმის და, ალბათ, ჯერჯერობით ყველაფერი მშვიდადაა? თუ აქ არ აღწევს დაბომბვის ხმა? არც ეს ვიცი. არაფერი ვიცი. მართლაც მიწაში ვართ და ახლა, ამდენ რამეზე რომ ჩავფიქრდი, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ოთხ ფიცარს შორის ვარ გამომწყვდეული მიწის ქვეშ, ცოცხლად დამარხული.

ამის გააზრებისას, სუნთქვა უეცრად შემეკვრა და გულამოვარდნილი წამოვვარდი საწოლიდან, შუბლზე კი ვიღაცის ხელი ვიგრძენი და მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ სულ სველი ვიყავი.
-იმდენი ხანი გეძინა, მეგონა მოკვდი, -ნაცნობი ხითხითიც მომესმა გვერდიდან და როგორც კი თავი მივატრიალე, მაშინვე მისი გაბრწყინებული სახე შემომეფეთა, -ნუ გეშინია, კრისი არც შენ და არც ლუჰანს აღარაფერს გიზამთ. -გაიღიმა და შუბლზე მოდებული ხელი თმებზე გადამისრიალა, თითები მათ შორის შეათამაშა და შემეშვა.

როგორც კი მომეშვა, მაშინვე საათისკენ გავიხედე. გამახსენდა, რომ ჯონგინის გამოჩენა მე და ლუჰანმა ერთად ჩავიფიქრეთ და ეს სპეციფიურ დროს უნდა მომხდარიყო. საათს რომ დავხედე კი მაშინვე გული ამიჩქარდა, თითქოს ყელში ამომებჯინა და ცოტაც და პირიდან ამომივიდოდა.

„თერთმეტი საათი და თერთმეტი წუთი", ჯონგინი კი ჩემ გვერდით ჩამოდგმულ სკამზე ზის და იღიმის.

-ინერვიულე? -სკამიდან საწოლზე გადმოჯდა და ხელები ერთმანეთში გადააჯვარედინა.
-რატომ უნდა მენერვიულა? -ღრმად ჩავისუნთქე და ბალიში ზურგსუკან დავიდე. საფენების მოხსნა არ უნდა დამავიწყდეს.
-რომ არ ვჩანდი მთელი დღით, -ლოყები დაბერა.
-რატომ უნდა მენერვიულა ამაზე? საქმე გექნებოდა და წასულიც ამიტომ იქნებოდი. უბრალოდ, შემდეგისთვის კიდევ თუ დააპირებ გაუჩინარებას, გაითვალისწინე, რომ კრისმა იცოდეს ამის შესახებ და ჩვენ აღარ მოგვიწიოს შენი საჯდომის გადარჩენა, -თვალები ავატრიალე, მან კი პასუხად მხოლოდ ჩუმად ჩაიხითხითა, რამდენიმე წამში კი დაილაპარაკა:
-იქნებ ისეთი საქმეები მაქვს, რომელთა შესახებაც კრისმა არ უნდა იცოდე? -ცალი წარბი მაღლა ასწია და ისე შემომხედა.
-ეს მე არ მეხება.
-იქნებ შენ გეხება? -ლოყაზე გაყინული ხელი მომადო და სახით თავისკენ შემომატრიალა.

თვალებით ერთმანეთს შევხვდით. აწეული წარბი ჩამოსწია, ღიმილი კი გაუქრა. ყელი გაიწმინდა და დაბალი, ბოხი და წყნარი ხმით განაგრძო:
-ამას ნუ მიკეთებ.
-რას ვაკეთებ? -ძლივს ამოვღერღე, რადგან მთელი გონებით მის თვალებზე ვიყავი მიჯაჭვული და პირში ენას ძლივს ვაბრუნებდი რაიმეს სათქმელად.
-ნუ მაიძულებ ასე ხშირად ვიცინო და ჩემი ყველაზე სუსტი წერტილები რიგრიგობით ვამჟღავნო შენ წინაშე.
-ჩემი ბრალი არ არის, -წავილუღლუღე და თვალები დავხარე. აღარ მინდოდა მისთვის მეყურებინა, რადგან ყოველ წამთან ერთად, ჩემი გულის ცემაც უფრო და უფრო ძლიერდებოდა. ცოტაც და ჩემი მკერდის ჯავშანსაც დაამსხვრევდა და გარეთ გამოვარდებოდა. ვერ ვიტანდი, როცა თავს ასე ვგრძნობდი და ის, ვისაც ახლა უნდა ეწუწუნა, მე უნდა ვყოფილიყავი. ვერ ვიტანდი, როცა მისი დანახვისას საღ აზროვნებას ვკარგავდი და ისე ვიქცეოდი, როგორც ნამდვილი ო სეჰუნი არასდროს მოიქცეოდა.
-სიმღერა შეგიძლია? -უეცრად უკან ჩაიჩოჩა და მხიარული ტონით იკითხა.
-სიმღერა? -დაბნეულმა გავიმეორე მისი შეკითხვა, მან კი თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, -ჩემს ხმას რომ უსმენ, ვერ ხვდები, რომ არ შემიძლია? -გაღიზიანებულმა ვთქვი, რაზეც ქაის ხმამაღალი სიცილი აუტყდა.
-მაშინ რა შეგიძლია? დაბადების დღეზე რამე ხომ უნდა მაჩუქო.

დაბადების დღე აქვს? არ ვიცოდი... თუმცა, საიდან უნდა მცოდნოდა. არასდროს მიკითხავს. ჩვენ ხომ ისე ახლოს არ ვართ, ერთმანეთს ასეთებზე რომ ველაპარაკოთ. ან... საერთოდ, რატომ უნდა ვილაპარაკოთ?
-არაფრის ჩუქება არ შემიძლია, -წამოვიწიე და საწოლიდან გადმოვბობღდი.
-შეგიძლია, -ისიც გადმომყვა და მომიახლოვდა, -ხმა თუ არა, სამაგიეროდ, გრძელი ფეხები გაქვს, -ჩაიცინა და გაღიმებულმა შემათვალიერა, რამაც თავი უხერხულად მაგრძნობინა. მერე კი, მოულოდნელად, ჩემს წელს დასწვდა, ხელი ფრთხილად შემომხვია, მეორე ჩემს თავისუფალ მტევანს ჩასჭიდა და მთელი ტანით მომეკრო, -ვიცეკვოთ, უარს ხომ არ მეტყვი?
-რატომ მეკითხები, როცა უკვე აკეთებ, -თვალები ავატრიალე, მან კი პასუხად მხოლოდ ჩვეული ხითხითი მარგუნდა და წამებში რაღაც უცნობი, მაგრამ ძალიან ლამაზი მელოდიის ღიღინი დაიწყო, მასთან ერთად თავისი კიდურებიც აამოძრავა და მასზე მიბმულმა მეც ყოველი მოძრაობის გამეორება მომიწია. მომიწია? რატომღაც, ცოტა ხანში, ძალაუნებურად ღიმილი გადამეფინა სახეზე.
ჯონგინის ღიღინის ქვეშ ცეკვა ის იყო, რაც აქამდე არასდროს გამიკეთებია და არც სადმე მინახავს მსგავსი რამ. მისი ჰაეროვანი, მსუბუქი მოძრაობები და ბოხი ხმა, რომელიც ძალიან ტკბილად ჟღერდა თავს ბედნიერად მაგრძნობინებდა.

ჩემს წელზე შემოხვეულ ხელს ხან უფრო ძლიერად მხვევდა, ხან პირიქით, ჭიდილს ასუსტებდა და ისე მაიძულებდა გამემეორებინა მისი ყველა მოძრაობა, თითქოს მასზე მიჯაჭვული ვიყავი და უნებურად გამომდიოდა ყველაფერი, რასაც მაკეთებინებდა. მისი თითოეული მიხრა-მოხვრა ჰაერზე მსუბუქი და ნაზი იყო. არასდროს მეგონა, მიუხედავად მისი გამხდარი და გამოყვანილი ფიგურისა, ასე საოცრად თუ ცეკვავდა. ომიანობა რომ არა, ალბათ, ოდესმე მის ცეკვას სცენაზეც ვნახავდი.

მოძრაობისას მე არ მიყურებდა, ჩვენს ფეხებს აშტერდებოდა და თან ღიღინებდა. იმდენად ჩართული ჩანდა ამ საქმეში, რომ თვალის დევნებისას ჩუმად მეცინებოდა და პირველი შემთხვევა იყო, როცა დანამდვილებით შემეძლო მეთქვა, ამას ვერ ამჩნევდა. ვერ ამჩნევდა რამდენად ბედნიერი ვიყავი ამ წამს მასთან ყოფნით. თუ გუშინ ერთმანეთის გულის ცემის ხმებიც საკუთარივით გვესმოდა, ახლა მისთვის ჩემი გული მუნჯი იყო, ჩემთვის კი დამაყრუებელი განგაშივით, რომელიც სულ უფრო და უფრო უწევდა ხმას. იმისი აღიარება, რომ ახლა თავს ბედნიერად ვგრძნობდი, მუხლებს მიკვეთდა და მაიძულებდა მის მტევანს ძლიერად მოვჭიდებოდი. მისი მუქი კანი ჩემს თეთრთან ისე ირეოდა და საბოლოო ჯამში ულამაზეს კონტრასტს ქმნიდა, როგორც მხატვრის მოლბერტზე საღებავები. შუბლზე ნაცრისფერი თმის ღერები ეყრებოდა, დაბლა დახრილ თვალებს კი გრძელი წამწამები ულამაზებდა.

მომწონს, როცა მის გარეგნობას ვაკვირდები, იმიტომ რომ ადამიანისთვის ზედმეტად ლამაზია.
-სეჰუნ, -უეცრად ღიღინის ხმა შეწყდა და მის ნაცლად ბოხმა ხმამ დაილაპარაკა. შევჩერდით, მაგრამ ხელი არ გაუშვია.
-გისმენ, -თითქმის ჩურჩულით ვუპასუხე, ის კი ჩემკენ დაიხარა და ცხვირი ჩემსას მოადო, ისევ გაიღიმა და თვალები შემომანათა.
-შენ არ მეტყვი?
-რა უნდა გითხრა?
-რაც მე გითხარი.
-არა. -მოკლედ მოვუჭერი, მან კი ხმამაღლა გადაიხარხარა, მერე კი ტუჩები იმდენად ახლოს მოიტანა, თითქმის ჩემსას შეახო, მაგრამ კოცნის მაგივრად, უბრალოდ თქვა:
-მაშინ მე გაგიმეორებ იქამდე, სანამ შენც არ მიპასუხებ. ადამიანს როცა ეუბნებიან, რომ უყვართ, მაშინ ის ავტომატურად პასუხობს: მეც. ოდესმე შენც მეტყვი, რომ ... -წინადადება შუაში გაწყვიტა, სათქმელი არ დაასრულა, რადგან უეცრად თვალები ჩაუსისხლიანდა, კისერზე ძარღვები გამოუვარდა, თავის მტევანში მოქცეულ ჩემს ხელს ისე ძლიერად მოუჭირა, რომ ტკვივილისგან კვნესა აღმომხდა, წარბები შეეკრა, წელზე შემოხვეული ხელი მომაშორა და თავის მწვანედ მოციმციმე ყელსაბამს ჩაეჭიდა, რამდენჯერმე გამოქაჩა და რომ ვერაფერს გახდა, ორივე ხელით ჩემს კისერს ეცა. აგურიან კედელს მთელი სიმძლავრით მიმანარცხა და გააფთრებულმა დამიღრიალა:
-მოკვდი!

=

Đọc tiếp

Bạn Cũng Sẽ Thích

50.8K 4.4K 31
[+18] MATURE CONTENTED/SKENA PSIKOLOGJIKISHT TE RENDUARA/ LEXOJENI ME VETEDIJE TE PLOTE [COMPLETED] Ai u largua me fytyrën e shënjuar, me veshin e p...
229K 13.2K 37
Taekook ⚠️ រឿងភាគខ្លីᕦ⁠༼⁠✩⁠ل͜⁠✩⁠༽⁠ᕤ
590K 37.5K 75
« បងសន្យា បងមិនឲអ្នកណាមកធ្វើអ្វីមកលើអូនបានឡើយ អូនគឺជារបស់បងជាប្រពន្ធរបស់បងម្នាក់គត់ Kim Taehyung » « មិនថាអ្នកណានោះទេឲតែហ៊ានប៉ះពាល់ប្រពន្ធកូនយើងសូម្ប...
3.4K 699 21
Өөрөө өөртөө дурласан залуугийн түүх.