11:11

By princessharuru

79K 8.1K 1.6K

eleven:eleven; #1 in Future #1 in exol #1 in Exok More

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11/1
11/2
12
13
14
15
16
17
18
19
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
SIDE NOTE
31
32
33
34
35
36
37
ეპილოგი
AUTHOR'S NOTE
29.11.2016

20

1.8K 185 95
By princessharuru

* * *

კოლონიის შენობის მიწისქვეშა კორპუსი სრულიად განსხვავდებოდა იმ ადგილისგან, საიდანაც ჩამოგვიყვანეს. როგორც კი კიბის ბოლო საფეხურს გადმოვაბიჯეთ და რამდენიმე ნაბიჯით წინ წავიწიეთ, თავი სრულიად სხვა სამყაროში ამოვყავით. აქაურობა ყვითელ განათებაში იძირებოდა. უცნაურია არა? მაგრამ ამისი სხვანაირად აღწერა ალბათ შეუძლებელი იქნება. კედლები თეთრი აგურის. ჩაყოლებებზე უფრო ფართო საკნები, ღია და უფრო თავისუფალი გისოსებით. შენობის ყვითელი ფერით გაბრდღვიალების მიზეზი ამ თეთრ კედლებზე მიჭედებული საშუალო ზომის სანათები იყო, რომლებიც ოქროსფრად ასხივებდნენ და მთელ სივრცეს ყლაპავდნენ. სანახავად მართლაც რომ ძალიან ლამაზი იყო აქაურობა და რომ არ გვცოდნოდა რა დანიშნულებაც ჰქონდა, სასახლეც კი შეიძლებოდა გვგონებოდა. 

-მგონი ღირდა კიდეც დანაშაულის ჩადენა.. -უკნიდან ლუჰანის ხმა შემომესმა და რამდენიმე წამში მისი მკლავიც ვიგრძენი ჩემს კისერზე, -ასეთ აპარტამენტებში თუ გადმოგვასახლებდნენ, უკეთესი იქნებოდა უფრო ადრეც დაგვესხმოდნენ თავს, -ჩაიხითხითა და ოთახს თვალი მოავლო. როგორც ჩანს, განათებამ მისი ყურადღებაც მიიქცია, -ისეთი შეგრძნება არ გაქვს, თითქოს .. -გაჩუმდა.

-თითქოს რა? 

-თითქოს სერიალებში რომ არის მდიდრული სახლები, ისეთ ადგილას ვართ. - აშკარად სხვანაირი წარმოდგენა აქვს სიმდიდრესა და მდიდრულ სახლებზე. აქაურობა მიწისქვეშა გვირაბს უფრო ჰგავს, უფროსწორად ასეც არის. უბრალოდ ზედმეტად შელამაზებულია. მიწისქვეშა გვირაბი, რომელიც სასახლეს ჰგავს და ითვისებს სამხედრო მზადებების ფუნქციასაც. შესანიშნავია. 


მეც და ლუჰანსაც რამდენიმე წამში ერთდროულად მოგვიარა ერთმა და იმავე აზრმა, რომ რაღაც გვაკლდა. უფრო ზუსტად კი - ვიღაც. ჩვენი შავგვრემანი წიგნის ჭია არსად ჩანდა. ხალხი უკვე გაფანტულიყო აქეთ-იქით და ჩემი და ქერას ადგილსამყოფელი თითქმის ცარიელი იყო. ალბათ პატიმრები თავიანთ ახალ "საძინებლებს" ათვალიერებდნენ. სავარაუდოდ, დიოც ასე მოიქცა და ახლა ჩვენს ნომერს ავლებს თავის უზარმაზარ თვალებს. 
როცა ლუჰანთან ერთად გადავწყვიტე, მას შევერთებოდი, ბრახუნის ხმა გაისმა. თითქოს უშველებელი ლოდი დაეცა შენობას. მაგრამ ეს ლოდი კი არა, ლუქი აღმოჩნდა, რომელიც ძალიან, ძალიან დიდი ხნით დაიხურა. კიბეებზე სირბილის ხმამ, რომელიც ჩამოსასვლელთან გაჩნდა მიყრუებულად, ნელ-ნელა იმატა და რამდნეიმე წუთში, ჩვენ წინ გაღიმებული უფროსი გაჩნდა. მოთხვრილი თეთრი პერანგითა და გადაფლეთილი შარვლით. მისი ღიმილი ყურებამდე იჭიმებოდა, ამის მიზეზს კი ვერ ვხვდებოდით ვერც მე და ვერც ჩემი ქერა მეგობარი, რომელიც ხან ჯონგინს უყურებდა, ხან მე. 

-როგორ მოგწონთ აქაურობა? -ომახიანად წამოიძახა უფროსმა. 

-ძალიან კარგია. -ლუმაც არ დააყოვნა და მაშინვე ყვირილითვე უპასუხა, რაც, როგორც შევატყვე, ქაის ძალიან ესიამოვნა და მისი ღიმილი კიდევ უფრო დიდზე გადაიჭიმა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ცოტაც და ალბათ ყბას გაიხევდა. 

-სეჰუნ, შენ? -ამჯერად ჩემკენ გადმოიტანა ყურადღება და გაბრწყინებული თვალებით მომაჩერდა. ნერწყვი, როგროც ქვა, ისე გადამისრიალდა საყლაპავში. მისი ასეთი უეცარი მზერა დამაბნეველი აღმოჩნდა, მაგრამ რატომ -არ ვიცი. 

-მეც მომწონს. -ხმადაბლა წარმოვთვი და ლუჰანისკენ მივტრიალდი, - წავიდეთ აქედან. დიო მოვძებნოთ, -ჩავჩურჩულე და მანაც თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია. თუმცა, ჩვენი გეგმა წამებში დაიმსხვრა. ჰო, დაიმსხვრა, რადგან შენობაში უზარმაზარი ფიგურის პატრონი შემოვიდა და ჯონგინის გვერდით გაჩერდა. 

-დანარჩენები სად არიან? -ჩვეული უხეში ტონით იკითხა კრისმა და აქეთ-იქით მიმოიხედა. 

-საძინებლებს ათვალიერებენ! -შესძახა ლუჰანმა და წელში ოთხმოცდაათი გრადუსით მოიხარა. 

-ახლავე აქ მოვიდნენ. 

ამისი თქმა და ჯონგინის ადგილიდან მოწყვეტა ერთი იყო. ბიჭი იმდენად სწრაფად გავარდა დერეფანში, რომ ძლივს მოვასწარი მისი მოძრაობების შემჩნევა. კრისი ქაის, როგორც მონას ისე ამყოფებს, როგორც კაცი უპატრონო ძაღლს, რომელსაც ქუჩაში იპოვის და შემდეგ მის გაწვრთვნას ცდილობს. ჯონგინი ხომ ცხოველი არ არის? კრისის ბრძანებები მფრინავი თეფშივითა მისთვის, რომელსაც ძაღლებს ესვრიან იმისთვის, რომ შემდეგ ისევ პატრონამდე მოიტანონ. გამოდის, რომ ქაი - ძაღლია, კრისი კი ბოროტი პატრონი. 

სანამ ჩვენი ლამაზი უფროსი ხალხთან ერთად დაბრუნდებოდა, მანამდე მეც, ლუჰანიც და კრისიც ჩუმად ვიდექით ჩვენს ადგილებზე. როგორც ჩანს, დღეს არ იყო წვალების ხასიათზე ქერა და ამიტომ ხმას არ იღებდა, ელოდებოდა მისი "მონა" როდის დაბრუნდებოდა პატიმრებთან ერთად და შესაბამისად მე და ჩემი მესაკნეც გაუნძრევლად, სუნთქვაშეკრულები ვუცქერდით მის გრძელ და თხელ ფიგურას. მიმუხედავად სიგამხდრისა, ვიზუალურადვე ეტყობოდა როგორი ძალაც ჰქონდა. სხეული ჩამოთლილი, ძალიან გამხდარი, მაგრამ ამავდროულად ძალიან ძლიერი. ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა თვალის ერთი შევლებით მისი ფორმები. ლუჰანისკენ რომ გავიხედე, შევამჩნიე, ისიც როგორ დაკვირვებით იკვლევდა უფროსის გარეგნობას და ჩამეღიმა. ასეთ დროს პატარა ბავშვს ჰგავს, -მგონი მოდიან. -უეცრად ჩაილაპარაკა და კრისზე მიყინული თვალები სწრაფად დაახამხამა. ჩემკენ შემობრუნდა და წარბები შეკრა, -ხელი ჩამკიდე, თორემ ისევ დავიკარგებით. -ჩემს მტევანს ძლიერად ჩაეჭიდა და თითები ჩემებს შორის თავისუფალ ადგილებში შეაცურა. რა თბილია.


მართლაც, რამდენიმე წამში მთელი ოთახი ხალხით გაივსო და რომ არა ლუჰანის იდეა, ალბათ ახლა დარბაზის სხვადასხვა კუთხეებში ვიქნებოდით მიჭყლეტილები, ერთმანეთისგან შორს. სავარაუდოდ, მანაც ასე იფიქრა, რადგან მის სახეზე მკრთალი ღიმილი შევნიშნე, რომელიც წამებში გაქრა.  ისიც შევამჩნიე, რომ ოთახში საოცარი სიწყნარეა. არავინ ლაპარაკობს და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს არც არავინ სუნთქავს:
-ამიერიდან, თქვენი საცხოვრებელი ადგილი იქნება აქ! - წამოიძახა კრისმა. მისმა ხმამ ისე გაირბინა ჩემს სხეულში, როგორც  მეხმა, -ზემოთა კორპუსისგან განსხვავებით, აქ სამ-სამი ვერ შეხვალთ საკნებში.
-ჰო, სამის ადგილი არ არის. მხოლოდ ორი ადგილია თითოეულში. -კრისის ხმა რატომღაც საერთოდ შეიცვალა.

-სად იყავი?! - ლუჰანმა ჩხავილით გადასძახა ჩემ გვერდით თავამოყოფილ დიოს, რომელიც ნიკაპს ისრესდა და ჩაფიქრებული აშტერდებოდა იატაკს (არ ვიცი რამეს თუ ხედავდა, რადგან პატიმრების ფეხები ცარიელ ადგილს არ ტოვებდნენ). 

-აქაურობა დავათვალიერე. საკნებში მხოლოდ ორი საწოლია, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მოზრდილი ფართის მქონეა თითოეული. გახლეჩვა მოგვიწევს. თანაც პატიმრების რაოდენობა კენტია, ამიტომ ერთი აუცილებლად მარტო დარჩება ერთ საკანში. -აგვიხსნა შავგვრემანმა და მზერა ჩვენზე გადმოიტანა. ლუჰანმა ჩუმად ამოიოხრა და ახლა მან მიიღო დიოს წინანდელი პოზა.
-ვინ დარჩება მარტო? -დიომ უბრალოდ მხრები აიჩეჩა. მართალია, უნდა ვიფიქროთ ჩვენ სამიდან სხვა ადგილას ვინ გადავა. ოთახში ხომ მხოლოდ ორი ადგილია, ჩვენ კი სამნი ვართ. 

-იქნებ ამას ჯონგინი წყვეტს? -ისევ განაგრძო ქერამ.

-არამგონია. -გავაქნიე თავი და აქეთ-იქეთ მიმოვიხედე. ჯონგინი არსად ჩანდა. 

-ჯონგინი რომც წყვეტდეს, ისევ ჩვენით სჯობს გავნაწილდეთ. -ჩაახველა დიომ და ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა, -მე გადავალ. 

-რატომ?
-იმიტომ, რომ თქვენი ორი ძალიან დაახლოვდით და ვფიქრობ ჩემი არყოფნა ახლოს არაფერს დაგაკლებთ. - ჩაილაპარაკ ბიჭმა. მიუხედავად იმისა, რომ უცნაური არაფერი უთქვამს, ხმაზე რატომღაც შევატყვე, რომ განაწყენებული დარჩა თავისივე სიტყვებით. ლუჰანმა კი არაფერი უპასუხა. თითქოს დაეთანხმა.

-არა. თქვენ ორი დარჩით. უფრო დიდხანს იცნობთ ერთმანეთს და უფრო დიდხანს იცხოვრეთ ერთად. თანაც, თქვენგან განსხვავებით, მარტოობა უფრო მინდა, ვიდრე ვინმესთან ერთად ცხოვრება. -ვიფიქრე, რომ ასე უკეთესი იქნებოდა, ამიტომ ეს ყველაფერი ღიმილით წარმოვთქვი და როგორც კი დააპირეს რაღაცის თქმა, მაშინვე გავაჩუმე. ეს საბოლოო გადაწყვეტილება იყო. ლუჰანი და დიო ერთად, მე -მარტო. 


* * *

კრისის განცხადებაში ახალი არაფერი თქმულა. როგორც კი დაასრულა თავისი გამოსვლა, ყველა გაიფანტა. მთავარი ოთახი ისევ დაცარიელდა. ლუჰანი და დიოც წავიდნენ. თავიანთი საკანი უნდა მოეწყოთ, ამიტომ ცოტა ხნით გამომეთხოვნენ და მთელ დარბაზში მარტო დავრჩი. საშუალება მომეცა უკეთ შემეთვალიერებინა აქაურობა. შუაში უზარმაზარი გრძელი ხის მაგიდა იდგა. სავარაუდოდ ეს ჩვენი სასადილო ადგილი უნდა ყოფილიყო ამიერიდან. შუა კედელზე უზარმაზარი სურათი ეკიდა, რომლის აზრსაც ვერ მივხვდი. საღებავებით იყო დახატული (უფროსწორად, გადღაბნილი), ვიცოდი, რომ ვერაფერს გავიგებდი,  ამიტომ მისი შინაარსის გარკვევაზე დიდი დრო არ დამიხარჯავს. მაგიდას მივუახლოვდი და გრძელ, უზურგო ხის სკამზე ჩამოვჯექი. როგორც ვატყობ, ცალ-ცალკე მაგიდებთან ვეღარ დავსხდებით და გვერდი-გვერდ მოგვიწევს ჭამა. მარცხენა კედელზე საშუალო ზომის საათიც ეკიდა, რომლის ისრებიც თერთმეტ საათსა და თერთმეტ წუთს აჩვენებდა.

-მოგწონს აქაურობა? 

ნაცნობი ხმა შემომესმა და მაშინვე ადგილზე შევხტი, -მგონი, აქ უკეთესია ვიდრე ზემოთ, -ისევ განაგრძო ოთახში შემოსულმა უფროსმა და მალე ჩემ გვერდით აღმოჩნდა ჩამომჯდარი, -ასე არ ფიქრობ?

თანხმობის ნიშნად მხოლოდ თავი დავუქნიე და მაგიდის სლიპინა ზედაპირს მივაშტერდი, -დამუნჯდი?
-არა, უბრალოდ ლაპარაკი არ მინდა. -ჩავილაპარაკე და ოდნავ ჩამოვიჩოჩე მისგან. 
-გასაგებია. მაშინ მე ვილაპარაკებ. -გაიღიმა.

-არც მოსმენა მსურს. -მკვახედ მივახალე და ამის თქმიდან რამდენიმე წამის შემდეგ, ადგილიდან წამოდგა, -გავალ. -ამჯერად სერიოზული ტონით თქვა და მართლაც გავიდა. ეწყინა? ალბათ, მაგრამ რატომ უნდა მაღელვებდეს ჯონგინს ჩემი ნათქვამი ეწყინა თუ არა? ამას არ აქვს არანაირი მნიშვნელობა. 

-ღმერთო.. -ჩავიჩურჩულე და ღრმად ჩავისუნთქე. ხელები თავზე შემოვიწყვე, იდაყვები მაგიდაზე ჩამოვდე და მტევნებს დავეყრდენი.

-ოთხმოცდათოთხმეტი ნომერი. ო სეჰუნი ალბათ. -ისევ ვიღაცის ხმა შემომესმა. ოღონდ ამჯერად გოგონასი. ვინ იქნებოდა ამ ხმის პატრონი სხვა თუ არა ლუჰანის და. ეს რომ გავიაზრე, უხერხულად ვიგრძენი თავი, რადგან აქამდე მასთან არასდროს მილაპარაკია ნორმალურად, თუ საამისოდ მოვიდა.

-შეიძლება დავჯდე? -თითქმის ჩურჩულით იკითხა და მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. ჩემ გევრდით ჩამოჯდა და ხელები მანაც მაგიდის ზედაპირზე ჩამოაწყო, -მადლობა არც კი გადამიხდია. -წამოიწყო. როგორც ვამბობდი. უხერხულად ვგრძნობ თავს. 

-არაფერია. სამადლობელი არაფერი გამიკეთებია. -ჩავიღიმე და ხელი ავტომატურად წავიღე კეფისკენ. ნერვიულად მოვიფხანე რამდენჯერმე და ისევ მაგიდას დავუბრუნდი.

-ლუჰანს ალბათ მოყოლილი აქვს ჩემზე. -ისე გაიცინა, ჩემკენ არც გამოუხედავს.

-ჰო.

-მიკვირს, რატომ არ რცხვენია.

-რატომ უნდა შერცხვეს?

-იმიტომ, რომ ასეთი და ჰყავს.
-სასირცხვილო აქ არაფერია. უბრალოდ ასე მოხდა ყველაფერი და მეტი არაფერი. -ვეცადე როგორმე მენუგეშებინა. ასეთი რაღაცები კარგად არასდროს გამომდიოდა. როგორც არ უნდა მეცადა, ბოლოს მაინც იმაზე ნერვებმოშლილს ვტოვებდი ადამიანს, ვიდრე მანამდე იყო.

-შესაძლოა. -ჩაილაპარაკა და სახით ჩემკენ შემობრუნდა, -იცი, აქ რაღაცის სათქმელად მოვედი.
-გისმენ. -მისმა სიტყვებმა ცოტა არ იყოს დამაბნია და ამაფორიაქა. რა შეიძლებოდა ჰქონოდა სათმქელი მეილის ჩემთვის. მას ხომ საერთოდ არ ვიცნობ და პირიქითაც.

-ისიც იცი ალბათ ჯონგინი რომ მიყვარს.

-ვიცი. -მაშინვე მივუგე.

-გადავწყვიტე შევეშვა. -გაიღიმა, -გადავწყვიტე შენ შეგიყვარო. 

ეს თქვა და ისე წამოდგა, პასუხის გაცემაც არ მაცადა. თუმცა, ვერც ვერაფერს ვუპასუხებდი, იმდენად გამაოცა მისმა ნათქვამმა. ყველაფერს მოველოდი ალბათ ასეთი რამის გარდა. რამდენიმე წამში, როცა მარტო დამტოვა, ვიფიქრე ხომ არ მომეჩვენა თქო, მაგრამ აშკარად ყველა სიტყვა მკაფიოდ გავიგონე. ჩემი შეყვარება გადაწყვიტა?

აქაურობა კიდევ და კიდევ უფრო უცნაური ხდება დღითიდღე. იმედი მაქვს აღარასდროს შევხვდებით ერთმანეთს ასე ახლოს, თორემ პასუხის გაცემა მომიწევს, რისი გაკეთებაც ნამდვილად არ მსურს. მისი იმედები დაიმსხვრევა, რადგან მას ვერც მე შევიყვარებ. ჯონგინის დავიწყება კი, ვფიქრობ, ზუსტად ამიტომაც გადაწყვიტა. ცალმხრივი სიყვარულით დაიღალა.


* * * 

მეილის სიტყვებზე ფიქრის დასრულებისას(თუ შეიძლება ამას დასრულება დავარქვათ), გადავწყვიტე საკანი მომეძებნა. უკვე გვიანი იყო და ძილიც მომრეოდა. მთავარი დარბაზიდად კიბეების მოპირდაპირე მხარეს გამოჭრილ დერეფანს გავუყევი, სადაც ორივე მხარეს, ზუსტად ისე, როგორც ზემოთ, კამერები იყო განლაგებული, ოღონდ, ზედა კორპუსისგან განსხვავებით, აქ ყველაფერი ოქროსფრად ელავდა. თითქოს მზის სხივები თამაშობდნენ თეთრ აგურებზე, სინამდვილეში კი აქაც ისეთივე სანათები ეკიდა, როგორებიც მთავარ დარბაზში. სანახავად საკმაოდ ლამაზი იყო. 

სადაც არ გავიხედე, ყველა საკანი უკვე დაეკავებინათ. დიო მართალი იყო. თითოეულ ოთახში მხოლოდ ორი პატიმარი იჯდა. ზოგს ეძინა, ზოგი ვარჯიშობდა, ზოგიც უბრალოდ უაზროდ ეგდო იატაკზე და ფეხებს ჰაერში ათამაშებდა. როგორც შევატყვე, ჩემი ადგილი ისევ ბოლოში იქნებოდა და მართალიც აღმოვჩნდი. 
ერთი საკანი, სულ ბოლო რიგებში ცარიელი დამხვდა. გასაღებიც გვერდით ეკიდა ჭიშკარს რომ მივუახლოვდი. მხრები ავიჩეჩე ალბათ აქ უნდა შევიდე-თქო და გისოსები ფრთხილად გავაჩოჩე. ჩემს ახალ ოთახში შევაბიჯე, კარი ჩავკეტე და გასაღები კუთვნილ ადგილას დავაბრუნე. საწოლი უკვე გაშლილი იყო. საბანს რომ დავხედე, ლუჰანი გამახსენდა. ზედა კორპუსში ყოველთვის ის მიშლიდა ლოგინს. ჯერ თავისას გაშლიდა, შემდეგ ჩემსას და ყოველთვის თავის დაქნევით მიმანიშნებდა ხოლმე, რომ დაწოლა შემეძლო. გამეღიმა. 
ლეიბზე მოურიდებლად გავგორდი და გადავიფარჩხე. ხელ-ფეხი განზე გავშალე და ისე მივაჩერდი თეთრ ჭერს, რომელსაც აგრეთვე დაჰკრავდა ოქროსფერი სხივები. უაზროდ ვწევარ. არაფერზე ვფიქრობ. თითქოს აზროვნების უნარი წამერთვა და გამოვეთიშე სამყაროს. ალბათ იმიტომ, რომ დღეს ძალიან დავიღალე. ის-ის იყო უნდა მოვკუნტულიყავი და საბანში ჩავმძვრალიყავი, რომ უეცრად გისოსების ჭრიალის ხმა შემომესმა და ამ ხმას იატაკზე ფეხსაცმლის კაკუნიც მოჰყვა. მაშინვე წამოვჯექი და ადგილზე გავშეშდი.

-რა სახე გაქვს. -ჩაიხითხითა ოთახში შემოსულმა ჯონგინმა და საწოლის ბოლოში ჩამოჯდა.

-აქ რა გინდა? -გაღიზიანებულმა ვიკითხე და ისევ დავწექი. 
-დასაძინებლად მოვედი. 

-აქ მხოლოდ ერთი ადგილია და ორი რომც იყოს -უფროსის ადგილი პატიმრის კამერაში არ არის. -შევიბღვირე და ბალიშს შემოვეხვიე. 

-ან იქნებ შენ არ გამაჩერებ, იმიტომ რომ ჩემი გეშინია? -მშვიდი ხმით წარმოთქვა და უცებ მთელ ტანში დენმა დამიარა. ხმა ძალიან ბოხი აქვს და როცა ასე მშვიდად ლაპარაკობს, რაღაც საოცარი შეგრძნებაა მისი მოსმენა. 
-ასე არ უნდა ვფიქრობდე-

-სისულელეებს ნუ როშავ. -ბალიშს უფრო ძლიერად შემოვეკარი და თვალები დავხუჭე.

-არ მითხრა, რომ ძილს აპირებ. -საწოლი შეირყა და როცა თვალები გავახილე, ენა გადამეყლაპა. მისი სახე ჩემთან ისე ახლოს იყო. იმდენად ახლოს იყო, რომ მის გარდა სხვას ვერაფერს ვხედავდი. მის სხეულსაც ჰორიზონტალური მდგომარეობა მიეღო და მიუხედავად იმისა, რომ არ მეხებოდა, საოცარ სითბოს გამოსცემა, თითქოს მწვავდა. ასე ახლოდან კიდევ უფრო ლამაზი იყო. უფრო კარგად ვაკვირდებოდი მის ჩავარდნილ და მუქ თვალებს, რომლებიც ორმოებს ჰგავდა. კეხიანი ცხვირიც კი ულამაზესი იყო, კანი კიდევ უფრო მუქი, ვიდრე შორიდან ჩანს და ნესტოებიდან გამოდევნილი ჰაერიც საოცრად თბილი, უფროსწორად - ცხელი. 

-ძილს ვაპირებ. -თავი ხელში ავიყვანე და მკვახედ მივახალე.

-იმედი მქონდა, რომ ცოტახანს ვილაპარაკებდით. -დაიწუწუნა და ხელი ლოყაზე დამადო, მეორე მკლავი კი თავქვეშ ამოიდო. თმები ისევ სხვადასხვა მხარეს გადაეყარა და დიდი პრიალა შუბლი გამოუჩნდა. ნერწყვი ხორხში ლოდად გამეჩხირა. 
-სალაპარაკო არაფერი გვაქვს. შეგიძლია წახვიდე, კარგად. -თვალები ისევ დავხუჭე იმ იმედით, რომ ახლა ადგებოდა და გავიდოდა, რადგან როცა ვაგდებ, მაშინვე უხმოდ მემორჩილება და მტოვებს. 

-ძალიან მინდა გაკოცო. -მაგრამ ამჯერად შევცდი.

-ჯონგინ. -თვალები ისევ გავაღე და მის გაღიმებულ სახეს მივაჩერდი.

-ვიცი. -ჩაიჩურჩულა და ხელი ჩემს ლოყას მოაშორა, -ისიც ვიცი, რომ წინააღმდეგი არ ხარ. 

-ვარ.

-ნუ მატყუებ.

-არ ვტყუი.
-მაშინ გაკოცებ და შემეწინააღმდეგე, -მხოლოდ ეს თქვა და წამებში ვენებში სისხლი ადუღებული წყალივით ამითრთოლდა. 

"ძალიან გთხოვ, მომშორდი ჯონგინ. საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ.."


Continue Reading

You'll Also Like

92.3K 12.2K 44
Seokjinက ငါ့အိမ်ကကျွန်လေ... အိပ်စရာလူကုန်ရင်တောင် သူနဲ့တော့မအိပ်ဘူး၊ ကျွန်စော်နံလို့...[ABO/kookjin]
236K 23K 70
ដោយសារតែគុំនំបានធ្វើអោយក្មេងប្រុសដែលមានបេះដូងបរិសុទ្ធស្រស់ស្អាតប្រែក្លាយជាក្មេងពឹសពុលពោពេញដោយល្បិចកល់ គេហ៊ានធ្វើគ្រប់យ៉ាងសូម្បីតែនាមជាប្រពន្ធចុងបុរសច...
129K 18.3K 36
System အဖတ္​မ်ားၿပီး ဖန္​တီးမိတဲ့​ေဘဘီ​ေလးမို႔ ဖတ္​​ေပးျကပါဦးလို႔ Arc 11 ပိုင္​း​ေလာက္​ထိ​ေတာ့႐ွိလိမ္​့မယ္​ Arc တစ္​ခုကို 11 ပိုင္​းလို႔ပံု​ေသသတ္...
229K 13.2K 37
Taekook ⚠️ រឿងភាគខ្លីᕦ⁠༼⁠✩⁠ل͜⁠✩⁠༽⁠ᕤ