11:11

By princessharuru

79K 8.1K 1.6K

eleven:eleven; #1 in Future #1 in exol #1 in Exok More

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11/1
11/2
12
13
14
15
16
17
18
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
SIDE NOTE
31
32
33
34
35
36
37
ეპილოგი
AUTHOR'S NOTE
29.11.2016

19

1.8K 176 48
By princessharuru

-როგორ ფიქრობ, უსაფრთხო ადგილას ჩავყავართ?
-საიდან უნდა ვიცოდე. 

-მეც კი არ ვიცი და მან როგორ უნდა გიპასუხოს..

-უბრალოდ ვიკითხე.

* * *

როგორც კი კრისმა ევაკუაცია გამოაცხადა და პატიმრები სასადილოში შეკრიბა, გამოაცხადა, რომ დღეიდან მიწისქვეშა კორპუსში გადავდიოდით. ამის შესახებ ჯონგინმა მითხრა, როცა ერთად საპირფარეშოს კარის გვერდით ვისხედით და სიჩუმეში ვხვდებოდით თითოეულ ბიძგს, რომელსაც ჩვენი კოლონიის შენობას აყენებდნენ გარედან. არც მას ეშინოდა, არც მე. ის ადგილიც ერთად დავტოვეთ. მიწისქვეშა კორპუსამდე ჩასაღწევად აუცილებელი იყო, რომ პატიმრების გვერდით ვყოფილიყავი, რათა ერთად გავეშვით ყველა, როგორც დიდი მთლიანი ნაკადი. ლუჰანისა და დიოს პოვნა რთული აღმოჩნდა. ხალხი ერთმანეთში ირეოდა, ზუსტად ისე, როგორც განგაშის ხმის პირველად გაგონებისას. მხოლოდ მათ ზურგებს ვხედავდი და ვერ ვცნობდი ვერც ქერას, ვერც შავგვრემანს, რადგან ასეთი აქ ძალიან ბევრი იყო. უაზროდ დავრბოდი და ხან რომელ კუთხეში ამოვყოფდი თავს, ხან რომელში, მაგრამ ჩემს ძიებას ბოლო არ უჩანდა.

-სეჰუნ! -როცა უკვე ყველა იმედი დავკარგე მათი პოვნისა, უკნიდან ნაცნობი ნაზი ხმა მომესმა, რომელიც შეუძლებელია ლუჰანის არ ყოფილიყო. მიუხედავად იმისა, რომ უარვყოფ მის გოგონასთან მსგავსებას, მაინც ვერ ავუვლი გვერდს იმ ფაქტს, რომ გარეგნობასთან ერთად, ხმაც კი გოგოსი აქვს. თუმცა, ეს მისთვის არ მითქვამს, რადგან, დარწმუნებული ვარ, გამიბრაზდება ან ისევ გაიბუტება. მისი ერთხელ გაბუტვა კი, ვფიქრობ, მეც და დიოსაც გვეყო. -სეჰუნ! -კიდევ ერთხელ დაიძახა და მეც მაშინვე მივტრიალდი. რა თქმა უნდა, მართალი აღმოვჩნდი. ჩემი მაღალი და ქერა მესაკნე ხალხის მასას შუაზე აპობდა და ჩემკენ მოიწევდა, მე კი ვცდილობდი, რომ როგორმე ერთ ადგილას გავჩერებულიყავი და მისთვის უფრო რთული არ გამეხადა ჩემამდე მოსვლა. 

-მე და დიომ მთელი შენობა მოვიარეთ შენს ძებნაში, სად იყავი?! -როგორც კი მომიახლოვდა, მაშინვე ხელი ჩამჭიდა და ღრმად ჩაისუნთქა. 

-თქვენ გეძებდით. - მოკლედ ვუპასუხე და მის გვერდით სივრცე შევათვალიერე. დიო არსად ჩანდა.

-ჯანდაბა! -წამოიყვირა ლუჰანმა და თავისუფალი ხელი თმებისკენ წაიღო, -შენ გიპოვე, დიო დავკარგე. ჯანდაბა! 

-ნუ ბუზღუნებ, აქ ვარ. -საიდანღაც ბოხი ხმა მოგვესმა და წამებში შვგვრემანი პინგვინიც ჩვენს გვერდით გაჩნდა. 

-ხომ ვამბობ, ადამიანი არ არის.. -წაიბურტყუნა ქერამ, დიომ კი იდაყვი მსუბუქად გაჰკრა, რამაც ჩვენი მეგობარი მიახვედრა, რომ უნდა გაჩუმებულიყო. 

სამივე ჩვენნაირებს შევუერთდით და რიგში ჩავდექით. რიგი კი, როგორც მიხვდით, უზარმაზარი იყო. როგორც ჩვენ წინ მდგომებისგან შევიტყვეთ, იატაკში გამოჭრილი იყო დიდი ლუქი, საიდანაც გრძელი კიბეებით შეგვეძლო ქვედა კორპუსებში ჩასვლა. იქაურობა კი იმაზე დიდი იყო ვიდრე ჩვენი ამჟამინდელი სამყოფელი, რომელსაც მალე დავტოვებდით. ლუქის გვერდით ხელებგადაჯვარედინებული კრისი იდგა, რომელიც სათითაოდ ამოწმებდა პატიმრებს. უმოწმებდა ჯიბეებს, უთვალიერებდა სახესა და სხეულის სხვა ნაწილებს. მხოლოდ მისი თანხმობის შემდეგ ხვდებოდნენ ბიჭები ჩვენს ახალ "თავშესაფარში." სანამ უფროსი დაკავებული იყო ხალხის განაწილებით, მანამდე თვალი მოვკარი მის გვერდით გამოჩენილ ფიგურას, რომელიც შორიდან საკმაოდ ნაცნობი იყო. დროთა განმავლობაში, როცა ნელ-ნელა ვუახლოვდებოდით მე, ლუჰანი და დიო ჩვენს რიგს, ნათელი გახდა: ის ფიგურა ქაის ეკუთვნოდა. ოდნავ მოხრილი, დალაქავებული პერანგითა და ამჯერად შემშრალებული თმით, რომელიც უაზროდ ჰქონდა მიმოყრილი აქეთ-იქით და მაინც, ბექჰიონზე ლამაზი იყო. ასეთი რამ შეუძლებელია. ბექჰიონს რომ ახლა ჩემი აზრების წაკითხვა შესძლებოდა, ალბათ ცოცხლად დამწვავდა და "სეჰუნნი"-დ აღარასდროს მომიხსენიებდა, რადგან ერთადერთი რამ, ჩანიოლის სიყვარულის შემდეგ, რითიც ამაყობდა, თავისი გარეგნობა იყო და მიუხედავად იმისა, რომ იოლი ძალიან ხშირად ეუბნებოდა გოგონას უფრო ჰგავხარ და ზუსტად ამიტომაც მიიქციე ჩემი ყურადღებაო, არასდროს თვლიდა, რომ სინამდვილეშიც ასე იყო. არ სჯეროდა, რომ ჩანიოლს მხოლოდ იმიტომ შეუყვარდა, რომ ბიჭს არ ჰგავდა და არც იმის სჯეროდა, რომ რეალურადაც გოგონას უფრო წააგავდა. ყოველთვის ამბობდა, რომ ძალიან ბევრზე მამაკაცური იყო და თავს ამის გამო სრულყოფილად თვლიდა: გარეგნობა, მანერები, ჭკუა და მამაკაცურობა. მის ადგილას ალბათ მეც ასე მოვიქცეოდი. მამაკაცურობაზე გართულებით კი, ამ მხრივ ლუჰანს მივამსგავსებდი. არც მას უყვარს რომ ეუბნებიან ბიჭის არაფერი გეტყობაო, ეს დიოსგან ვიცი, რადგან პირველი შეხვედრისას ზუსტად ასეთი ფრაზით მიუმართავს მისთვის და ამის გამო ერთი კვირა ლუჰანს ხმა არ გაუცია. კიდევ კარგი ამ ფაქტის დასამტკიცებლად არაფერი მომიმოქმედებია და ჩემი ქერა მესაკნის გარეშე არ დავრჩენილვარ ერთი კვირით. 

-ვის უყურებ? 

-ვფიქრობ. -ლუჰანის შეკითხვას ჩურჩულით ვუპასუხე, თვითონაც არ ვიცი რატომ. 

-და რაზე ფიქრობ? -არ მომეშვა.

-შენზე. -ისევ ჩურჩულით მივუგე და როგორც კი გავიაზრე რაც ვთქვი, მაშინვე მისკენ შევტრიალდი. თვალები შუბლზე ასვლოდა და ისე მიცქერდა. როგორც ჩანს, ჩემმა პასუხმა გააოგნა და არანაკლებ გაიკვირვა მის გევრდით ატუზულმა დიომაც, რომელსაც პირი ოდნავ დაეღო და მომშტერებოდა, -უბრალოდ ვიფიქრე, რომ გოგონასავით ლამაზი ხარ და კრისი არ მოგცემს აქ დარჩენის უფლებას. -კიდევ ერთი დიდი სისულელე, რომელიც არ უნდა მეთქვა. წინადადების ჩამთავრებისთანავე სახე მომეჭყანა და ხელი ავიფარე. ვეცადე, როგორმე დავმალულიყავი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს შეუძლებელი იყო. ლუჰანმა ყველაფერი გაიგონა. ადრე თუ არა, დიოს მოყოლილი ამბის სიმართლის გადამოწმება ახლა მოვახერხე. სულელო! სეჰუნ, სულელი ხარ! 

-არ ვიცოდი ასეთი კარგი იუმორის გრძნობა თუ გქონდა! -უეცრად წამოიძახა ჩემ გვერდით მდგომმა და კიდევ კარგი, დარბაზში ისედაც აყალმაყალი იყო და მის ხმას ვერავინ გაიგებდა ჩემი და დიოს გარდა. ხელი სახიდან მოვიშორე და მისკენ გავიხედე. ლუჰანის გაბრწყინებული გამომეტყველება რომ დავინახე, დამაჟრიალა. ეს არ ჰგავდა გახარებულ ადამიანს, უფრო ფსიქოფატს, რომელსაც ერთი სული ჰქონდა როდის მომახრჩობდა თავისივე ხელებით. მკლავი კისერზე გადმომადო და ძლიერად მომეკრო. ერთი ხელი მუშტად შეკრა და თავზე რამდენჯერმე გამიხახუნა, ისე მწარედ, რომ თავი ძლივს შევიკავე არ მეყვირა.

-მტკივა, ლუჰან! -ჩავილაპარაკე, მან კი ეშმაკურად ჩაიხითხითა და კიდევ ერთხელ გამიხახუნა ხელი. 

-ასე მატკინა მეც შენმა სიტყვებმა გული. -ლოყებდაბერილმა შემომხედა და მომშორდა, -ჩავთვლი, რომ არაფერი გითქვამს. 

-რა?! - გვერდიდან გაოცებულმა დიომ გამოყო თავი, -მე რომ ასეთი რამ გითხარი, ერთი კვირა არ მელაპარაკებოდი! 

-იმიტომ, რომ არ მინდოდა. -ბიჭმა ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა და თავი მაღლა ასწია, -იმის ბრალია ეგ, რომ სულ ცუდად მექცევი. შენგან ასეთი სიტყვების მოსმენას არ ვაპირებ. 

ღმერთო, როგორც პატარა ბავშვები ისე ჩხუბობენ....


* * *

რომ მეგონა, თითქოს ჩვენი რიგი მალე მოვიდოდა, ასე არ აღმოჩნდა. ხალხის განაწილებამ მთელი დღე წაიღო. კედელზე ჩამოკიდებული საათის ისრები ნელა მოძრაობდნენ და ერთმანეთს ზლაზვნით მიჰყვებოდნენ უკან. არ ცდილობდნენ, რომ ჩქარა ერბინათ და ჩვენი წამებისთვის ბოლო მოეღოთ. წამებაში კი ლოდინს ვგულისხმობ. მთელი დღე ფეხზე გავატარეთ. ცოტა ხნით ჩაძინებული დიოც კი ვათრიეთ ზურგით. რამდენიმე წუთს ლუჰანზე ეძინა, რამდენიმე კი ჩემსაზე. კიდევ კარგი პატარა და მსუბუქია, თორემ ვერცერთი ვერ შევძლებდით მის აწევას. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით გადახსნილი ლუქისკენ, რომელსაც კრისი გველეშაპივით დასტრიალებდა თავს. ყველა პატიმრის შემოწმება რომ არ მოენდომებინა, ალბათ აქამდე სამჯერ მაინც დავამთავრებდით გადასახლების პროცედურას, თუმცა, მისგან ამდაგვარი რაღაცები არ უნდა გაგვიკვირდეს. ეს ხომ კრისია, გენიალურად მოაზროვნე უფროსი, რომელიც ჩვენს გასამწარებლად ყველაფერზეა წამსვლელი. ერთადერთი პლუსი, რაც ქვემოთ კორპუსებში გადასახლებას აქვს, ის არის, რომ მთელი ყურადღება, როგორც ჯონგინმა მითხრა, შეიარაღებაზე და სამხედრო გაკვეთილებზე გადავა და სავარაუდოდ, ძალიან დიდი ალბათობით, აღარ მოგვიწევს ჩვენი "დირექტორის" უაზრო თამაშში მონაწილეობის მიღებას, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველანაირი ზედმეტი ფიზიკური კონტაქტისგან გავთავისუფლდით. აქ გატარებული დროის განმავლობაში, მგონი საკითხებისთვის პოზიტიური მხრიდან შეხედვაც ვისწავლე, რაც, ვფიქრობ,  ცუდი არ უნდა იყოს. ასეთი აზროვნება უფრო ადვილს ხდის ყველაფერს. 


-ნომერი ოთხმოცდაცამეტი! -ფიქრებიდან კრისის ბოხმა ხმამ გამომიყვანა და როგორც კი გამოვფხიზლდი, მაშინვე გავიაზრე, რომ უკვე ჩვენი ჯერი მოსულიყო. საათს გავხედე, ათი ხდებოდა. ნომერი ოთხმოცდაცამეტი დიოსი იყო, ამიტომ შავგვრემანმა რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა და კრისის გვერდით გაჩერდა. უფროსი დაუყონებლივ შეუდგა მის შეთვალიერებას. ხელი ჯერ სახეზე მოჰკიდა. თავი აქეთ-იქით რამდენჯერმე შეაბრუნებინა, მერე ხელები ჯიბეებზე მიადო, რამდენჯერმე მოუჭირა კიდევაც ნაჭრებს და რომ დარწმუნდა, შიგნით ვერაფერს ნახავდა, თავი დააქნია და ჯონგინმაც დიო ლუქამდე მიაცილა. ბიჭი წამებში გაუჩინარდა. 

-ნომერი ოთხმოცდათოთხმეტი! -ამის გაგონებაზე მუხლები ამიცახცახდა. ჩემი რიგიც მოვიდა. 

-მიდი, მეც მოგყვები. -ლუჰანმა უკნიდან ჩამჩურჩულა და ხელი ნაზად მომისვა ზურგზე. 

ნერწყვი ლოდივით გადავაგორე ყელში და სწრაფი ნაბიჯებით მივუახლოვდი ქერა უფროსს, რომელმაც ძალიან მკაცრი გამოხედვით დამაჯილდოვა. რა გასაკვირია, მე ხომ ლუჰანის დის გადასარჩენად მის ბრძანებას არ დავემორჩილე და ეს არ დავიწყებია. მის გვერდით დავდექი და ისიც მაშინვე შეუდგა თავის საქმეს. ორი თითი ნიკაპზე ძლიერად მომაჭირა. იმდენად ძლიერად, რომ ცოტაც და ძვლებს ჩამიფშვნიდა ალბათ. სახეც დიოსავით რამდენჯერმე აქეთ-იქით დამატრიალებინა. როცა გარეგნობის შეფასება დაამთავრა, თავისი უზარმაზარი ტანი ჩემსას მოაწება და ხელები თეძოებზე მომაბჯინა, ოდნავ დაიხარა და ყურთან ჩამჩურჩულა:
-იმედი მაქვს ქვემოთ მაინც მოიქცევი წესიერად. -ჩემს ჯიბეებსაც რამდენჯერმე მოუჭირა ხელი და თავი დააქნია, რაც ლუქში ჩაშვების თანხმობის ნიშანი უნდა ყოფილიყო. ჯონგინი მაშინვე მოშორდა თავის ადგილს და ჩემკენ გამოემართა. ხელი მკლავში ჩამჭიდა და ნელი ნაბიჯებით გამიძღვა "ორმოსკენ", რომელშიც რამდენიმე წუთის წინ ჩემი მეგობარი გაუჩინარდა. 
-შეხვედრამდე. -ღიმილით ჩაილაპარაკა და თავახდილი ლუქისკენ მიმანიშნა. არაფერი ვუპასუხე. უბრალოდ თავი დავუხარე და კიბეებზე დავეშვი. იმის გამო, რომ დიო ჩემ წინ გასინჯეს, რამდენიმე საფეხურით შორს იყო და დაწევა მოვახერხე. ცოტა ხანში კი ჩემ უკან ლუჰანიც გამოჩნდა. სამივე ისევ ერთად ვართ და ჩაყოლებაზე ვდგავართ. საფეხურებს ფრთხილად ვაბიჯებთ და ნელ-ნელა ვიძირებით ჩვენი კოლონიის მიწისქვეშ გაშენებულ კორპუსში, რომლის დასაწყისსაც ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ. მხოლოდ ლიანებივით გრძელი კიბეებია, რომელსაც დასასრული არ უჩანს. 

  -როგორ ფიქრობ, უსაფრთხო ადგილას ჩავყავართ? -წაიბურტყუნა ლუჰანმა.
-საიდან უნდა ვიცოდე.  -მხრები ავიჩეჩე, რომ მივხვდი ვისაც დაუსვა ეს შეკითხვა.

-მეც კი არ ვიცი და მან როგორ უნდა გიპასუხოს.. -დიოც შემოგვიერთდა და ლუჰანმა ამაზე უკმაყოფილოდ წაიბუზღუნა: -უბრალოდ ვიკითხე.

-ასე მგონია, რომ ამ ყველაფერს ისევ გასართობად აკეთებენ. -ისევ განაგრძო ქერამ, -წარმოგიდგენიათ, რომ კრისი ვინმეზე ზრუნავდეს? განსაკუთრებით ჩვენზე. პატიმრები ხომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად სძულს. 

-ვინ იცის. ასეთ გულქვა ადამიანებსაც აქვთ ზოგჯერ რაღაც ადამიანური. -ჩაილაპარაკა დიომ. 

-ჰო, მაგრამ კრისი ადამიანიც არ არის. ცხოველს უფრო ჰგავს. -ჩვეული წუწუნით დაამატა ლუჰანმა.

-როცა ჩავალთ, მაშინ გავიგებთ ყველაფერს. -ამოვისუნთქე. ძალიან მინდოდა ცოტა ხნით გაჩუმებულიყო, ამიტომ ისეთი რამ ვთქვი, შეწინააღმდეგება ვეღარ შეძლო და მართლაც გაჩუმდა. 


კიბეების ჩასვლაზე ალბათ ორმოცი წუთი დავხარჯეთ. შესაბამისად, ახლა თერთმეტს აკლდა ოცი წუთი. ჩვენი ვახშამი ყოველთვის თერთმეტის ნახევარზე იწყება, იმ შემთხვევაში, თუ იარაღების გაკვეთილები დროზე ადრე სრულდება, დღეს კი რატომღაც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საერთოდ უსაკვებოდ დაგვტოვებენ. 



||Author's Note||

გაფრენილი მუზა დამიბრუნდა მგონი და ეს თავიც წინანდელთან შედარებით უფრო მალე დავწერე:დდდ <3 შემდეგიც მალე იქნება და თან, ვფიქრობ, საინტერესო ნაწილი გამოვა~~ <3 იმედი მაქვს ისიამოვნეთ კითხვისას <3 

* ვისაც არ დაგეზარებათ, ძალიან გამიხარდება კომენტარებში თუ დამიწერთ თქვენს საყვარელ პერსონაჟს *-* ან პერსონაჟებს( ან წყვილს და არ არის აუცილებელი მაინც და მაინც რეალურად წყვილი იყოს ფიკში) <3 

რამდენად სწორია ამის თქმა არ ვიცი, მაგრამ მეც მყავს საყვარელი წყვილი :დდ

  სეჰუნი და ბექი <3 თქვენს პასუხებსაც დაველოდები :3 <3 

Continue Reading

You'll Also Like

294K 50.5K 63
ඩේ අම්මු.... නා උන්නෙයි කාදිලික්කිරේන් ❤ (පරිනත අන්තර්ගතයකි...)
17.2K 3.6K 52
විනාශ කරදැමූ කිරි සිහිනයක් වෙනුවෙන් බැදි වෛරයක් නිසා පරම්පරාවක්ම නසන්නට ශපථ කළ නේත්‍රාවකගේ පළිගැනීමට මැදිවූ සෙනෙහසක අන්දරය....... රුහිරු බැදි බැමි~
92.5K 12.2K 44
Seokjinက ငါ့အိမ်ကကျွန်လေ... အိပ်စရာလူကုန်ရင်တောင် သူနဲ့တော့မအိပ်ဘူး၊ ကျွန်စော်နံလို့...[ABO/kookjin]
404K 53.7K 75
ရတယ်။ ကမ္ဘာပျက်တာ သိပ်အရေးမကြီးဘူး။ ငါရှိတယ်။ ငါက မင်းရဲ့ကမ္ဘာ။