11:11

By princessharuru

79K 8.1K 1.6K

eleven:eleven; #1 in Future #1 in exol #1 in Exok More

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11/1
11/2
12
13
14
15
16
17
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
SIDE NOTE
31
32
33
34
35
36
37
ეპილოგი
AUTHOR'S NOTE
29.11.2016

18

1.7K 180 20
By princessharuru

*კითხვის დროს მოუსმინეთ EXO - Lightsaber <3*

ირგვლივ ქაოსი იყო. აქ მყოფების ხმები და მოძრაობები ერთმანეთში ირეოდა. ხალხის წამოძახილებს თან განგაშის გულისგამაწვრილებელი კივილიც ერთვოდა და ეს ყველაფერი ისე გვაგრძნობინებდა თავს, თითქოს სიზმარში ვიყავით. რაღაც საშინელ სიზმარში, რომელსაც ძილის დროს ვნახულობთ და სანამ არ გავიღვიძებთ მანამ არ დასრულდება. თუმცა ეს სიზმარი ისე გამოიყურებოდა, თითქოს დამთავრებას არასდროს აპირებდა. არ ჩუმდებოდა განგაში, არ ჩუმდებოდა ხალხი და არ ჩერდებოდნენ მათი სხეულები. წამით ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს მათი ყოველი მიხრა-მოხრა სამუდამო, უწყვეტი იყო. ეს ნერვიულობის ბრალია? შიშის? ალბათ, რადგან სინამდვილეში იმას ვაცნობიერებდი, რომ ასე არ არის. სამუდამო არაფერია. ვგრძნობდი, როგორ მაჯანჯღარებდა ჩემს გვერდით მყოფი ქერა ფიგურა და ყურში რაღაცას ჩამყვიროდა, მე კი თვალები მხოლოდ ერთ რამეზე მქონდა მიყინული: სველი თმა, ლოყებზე ჩამომდინარი ოფლი წვეთებად, რომელიც მისი დამსკდარი ტუჩებიდან წამოსულ სისხლს ერთვოდა და მასთან ერთად გარბოდა კისრის ხაზისკენ, შუბლზე ჩამოყრილი მოვარდისფრო თმა და წითლად შეღებილი თეთრი პერანგი, რომელიც ახლაც, როგორც ყოველთვის, იდაყვებამდე ჰქონდა აკაპიწებული. წარბებიდან მისუსტებული თვალებით იცქირებოდა და ერთ მომენტში მისი მზერა ჩემზე დავიჭირე, რამდენიმე წამში კი ისევ უაზროდ განაგრძო გარშემო სიტუაციის თვალიერება. თვალს ვერ ვწყვეტ და გამოძრავებასაც ვერ ვახერხებ. საშინელი ადამიანი ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ასეთ სიტუაციაშიც კი ულამაზესია? სავარაუდოდ.

* * *

-სეჰუნ! გაინძერი! -როგორც იქნა ლუჰანის ხმამ ჩემს ქვეცნობიერამდეც ჩამოაღწია და გამომაფხიზლა. აქეთ-იქით მიმოვიხედე და თვალები რამდენჯერმე დავახამხამე. აქაურობა ჯოჯოხეთს ჰგავდა. ნამდვილ ჯოჯოხეთს. ვინ ვის ახტებოდა თავზე და ვინ ვის ექაჩებოდა ფორმის საყელოში გასასვლელთან მირბენის მოსასწრებად, ვერ გაიგებდით. ასეთი აურზაურისა და გაურკვევლობის გამო სუნთქვაც ძალიან ჭირდა. თითქოს ჰაერი დიდი ლოდივით აწვებოდა ჩემს ფილტვებს და ვიგუდებოდი. ერთ ადგილას ვიდექი და ვიხრჩობოდი, შეუმჩნევლად, -სეჰუნ, ძალიან გთხოვ! - კიდევ ერთხელ შემომძახა ლუჰანმა და მკლავში მაგრად ჩამეჭიდა. ის იყო ადგილიდან უნდა მოვეწყვიტე, რომ უეცრად მეორე მკლავზეც ვიგრძენი ვიღაცის თითების შეხება და გავჩერდი.


-დროზე გაიქეცით რეგვენებო! -მთელი სივრცე ჯონგინის ღრიალმა დააყრუა. მისმა ხმამ განგაშის ყმუილიც კი გადაფარა. ერთი წამით ყველას დაავიწყდა ის, რომ სავარაუდოდ საფრთხე გვემუქრებოდა და ცოტა ხნის წინ ერთმანეთს თავ-პირს ამტვრევდნენ, რომ როგორმე გაეღწიათ აქედან, -რას მიყურებთ, ჩქარა გარეთ! სასადილოში! ახლავე! - ისევ დაიყვირა ჩვენმა უფროსმა და ადგილიდან ოდნავ გადაბარბაცდა. ჩემს მაჯაში ჩაჭიდებული თითები უფრო ძლიერად შემომხვია და მთელი ძალით გამომქაჩა ისე, რომ ლუჰანს საერთოდ დამაშორა, -გაჰყევი შენც, ნუ დგახარ აქ. -ხრინწიანი ხმით დაილაპარაკა და ქერას თვალი თვალში გაუყარა. მანაც შეშინებულმა ჩააქნია თავი და მაშინვე გაიქცა. ლუჰანს მიჰყვა დანარჩენი განყოფილებაც. იმდენად სწრაფად დაიცალა აქაურობა ქაის ბრძანების შემდეგ, თითქოს გასასვლელი მხოლოდ ორი ადამიანი იყო და არა მთელი ჯგრო. ვიცოდი, რომ მართლაც ძალიან დიდ საფრთხეში ვიყავით, იქედან გამომდინარე, რომ ასეთი ამბავი დატრიალდა მთელ კოლონიაში, თანაც ჯონგინი თავიდან ფეხებამდე სისხლში ამოთხვრილი მედგა წინ და ამის გამო უნდა გავქცეულიყავი, დავწეოდი სხვებს და მეც სადმე შევკვეხებულიყავი სასადილოს რომელიმე კუთხეში, მაგრამ არა - ჯონგინს ჩემი მაჯა ეჭირა და ერთი წამითაც არ გამიფიქრია იმაზე, რომ ახლა უნდა გამომეგლიჯა ხელი და აქ დამეტოვებინა. თავს უფრო უსაფრთხოდ ვგრძნობდი მის გვერდით, ვიდრე ალბათ სხვებთან.

-რა ხდება? - როგორც იქნა განგაშის ხმა შეწყდა და მთელ შენობაში სამარისებულმა სიჩუმემ დაისადგურა. მთელი განყოფილება სასადილოში იყო უკვე და კრისი ალბათ მიხვდა, რომ ამ დამაყრუებელი ხმაურის სმენის საჭიროება აღარ არსებობდა.

-საპირფარეშომდე მიმიყვანე. - ქაიმ ის ხელი, რომლითაც ჩემს მკლავს ებღაუჭებოდა, კისერზე გადამადო და მთელი სხეულით ჩამომეკიდა. კვანძი. ის კვანძი, რომელიც მუცელში უკვე ბევრჯერ შემეკვრა აქამდე, ისევ გადაიხლართა ჩემს მუცელში მისი ასეთი სიახლოვის გამო. სუნთქვა უფრო მიჭირს და არ ვიცი რა მოვიმოქმედო.

-სეჰუნ, წამიყვანე. -კიდევ ერთხელ დაილაპარაკა უფროსმა, მე კი ისევ არაფერი გავაკეთე, რადგან არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი. თითქოს მის არსებობასაც ვეღარ ვამჩნევდი ჩემს გვერდით და უბრალოდ მისი ხმა ჩამესმოდა ჩემი გახელებული გულის ცემასთან ერთად და ისე მეჩვენებოდა, რომ ამ ორი ხმის გარდა მთელ სამყაროზე სხვა არაფერი ისმოდა. რა ჰქვია ამას? რა ჰქვია ამ ყველაფერს რასაც ვგრძნობ უკვე მესამედ? თუმცა, სახელის გაგებამდე, მინდა ვიცოდე -რატომ. რატომ ვგრძნობ ამ ყველაფერს. რატომ ვგრძნობ იმას, რასაც არ უნდა ვგრძნობდე და რატომ მგონია, რომ ვიცი ეს ყველაფერი რითიც დასრულდება საბოლოოდ. მეშინია, რომ ეს გრძნობა აღმოჩნდება ის, რასაც არასდროს ვიკარებდი და ყოველთვის გავურბოდი.. -სეჰუნ, ძალიან გთხოვ წავიდეთ, თორემ ფეხზე ვეღარ ვდგავარ. -ამოილუღლუღა ისევ ვარდისფერთმიანმა და მეც მაშინვე ღრმად ჩავისუნთქე. ვეცადე ყველანაირი აზრი სადმე შორს გადამეგდო და ახლა უბრალოდ იმაზე მეფიქრა, როგორ მომეშორებინა ამდენი წითელი ლაქა ჯონგინის მუქი კანიდან.


საკნიდან ნელი ნაბიჯებითა და ბარბაცით გამოვედით. იმის გამო, რომ ქაი ნორმალურად ვერ ადგამდა ფეხებს, ზოგჯერ ბორძიკობდა. მე რომ არა, ალბათ ერთი მილიმეტრითაც კი ვერ დაიძრებოდა ადგილიდან. მთელი დერეფანი სიჩუმეში გავიარეთ, მაგრამ თავი უხერხულად არ მიგრძვნია, რადგან ლაპარაკის დრო ახლა სულაც არ იყო.


* * *

საპირფარეშოს კარებს რომ მივუახლოვდით, ჯონგინი ფრთხილად მოვათავსე იატაკზე. ზურგით კედელს მიეყრდნო და თავიც უკან გადასწია. თვალები დახუჭული ჰქონდა და გახშირებულად სუნთქავდა. სადღაც დაჭრილი იყო, მაგრამ სად - ვერ ვხედავდი, იმის გამო, რომ მთელი ტანი წითლად ჰქონდა შეღებილი და ყველაფერს ფარავდა.

-დამელოდე. -ჩუმად ვუთხარი და კაბინაში შევედი. პირსახოცი, როგორც ყოველთვის, არც ახლა ეკიდა, ამიტომ, ფორმის ქვეშ გადმოცმული თეთრი მაისურის ქვედა ნაწილის მოგლეჯვა მომიწია. თბილ წყალში კარგად დავასველე, გავწურე და უკან სახვევით ხელში დავბრუნდი. ქაის გვერდით ჩავიმუხლე და გაწურული ნაჭერი პირველად შევახე მის სისხლიან კისერს, რაზეც პირიდან ხმადაბალი კვნესა აღმოხდა.

-მტკივა.. -ჩაიჩურჩულა და სახე მოღრიცა.

-ვიცი, უნდა მოითმინო.

-ძალიან მტკივა.. -ისევ გაიმეორა და კედელს უფრო ძლიერად მიეკრო. მეც განვაგრძე მისი კანის წმენდა და ხმა აღარც ამოუღია.
ჩემი ხელი თავისი ნებით მიუყვებოდა მის ყოველ ნაწილს, ყოველ კუთხესა და კუნჭულს მისი სხეულისა თავდაუნებურად ვეხებოდი თბილი და ნამიანი ნაჭრით, ის კი თვალდახუჭული იჯდა და ხმას არ იღებდა. ვხვდებოდი, რომ სადღაც რაღაც ჭრილობა ძალიან სტკიოდა, რადგან მოშიშვლებულ ხელებსა და კისერზე ძარღვები ასკდებოდა. თითოეული კუნთი ნერვიულად უთრთოდა და არც ეს გამოჰპარვია ჩემს თვალებს. მართალია, რომ ადამიანების თვალიერება მყვარებია და არ ვიცოდი.

-ან უბრალოდ ჩემი თვალიერება გიყვარს. -უეცრად მომესმა ნაცნობი ხმა. ოდნავ დასუსტებული, მაგრამ მაინც ჩვეული ტონით.

-რა? - ნაჭერი მუხლზე ჩამოვიდე და ჯონგინს გაშტერებული მივაჩერდი. თვალები გაეხილა და მე მიყურებდა. თან იღიმოდა. ზუსტად ისე, როგორც სჩვევია.

-ხომ თქვი, ადამიანების თვალიერება მყვარებიაო. -გაიცინა და თავი ისევ კედელს მიადო, -არა, აზრებს არ ვკითხულობ. ფიქრი ოდნავ ხმამაღლა მოგივიდა. -ჩაიღიმა. არაფერი ვუპასუხე. როგორც ყოველთვის, სხვებთან საუბრის დროს, თუ პასუხი არ მაქვს, უბრალოდ ვჩუმდები და ახლაც ასეთი შემთხვევაა.
-დაამთავრე? -სიჩუმე ისევ ქაის ხმამ დაარღვია.

-თითქმის. -წავიბურდღუნე. ნაჭერს ისევ ჩავეჭიდე და ის იყო, უნდა წამოვმდგარიყავი, რომ უეცრად მთელი შენობა შეირყა. თითქოს რაღაც ძალიან მძიმე შემოასკდა კედლებს და ყველაფერი შეაყანყალა. საპირფარეშოში ჩამოკიდულმა გაფუჭებულმა ნათურამაც კი აქეთ-იქით იწყო სირბილი. თავზე ვიგრძენი, რომ რაღაც მსუბუქიც ჩამომეყარა და როცა მაღლა ავიხედე, დავინახე, რომ ჭერიც კი გაბზარულიყო. შიშმა შმეიპყრო. ასეთი რამ არასდროს მომხდარა. ასეთ სიტუაციაში აქამდე არასდროს ვყოფილვარ და ვერ ვხვდები რა ხდება, ჯონგინს კი როგორც ჩანს, არ აღელვებს მიწისა და კედლების ყანყალი.

-სეჰუნ, დაჯექი. -ჩუმად მომმართა და ხელი თავის გვერდით გაყინულ ბეტონზე ჩამოდო, იმის ნიშნად, რომ მის გვერდით ჩამოვმჯდარიყავი. როგორც მითხრა, ისე მოვიქეცი, რადგან სადმე გასვლა ახლა ძალიან დიდი უაზრობა იქნებოდა. მის მხარეს ჩემი ოდნავ გავკარი, რის გამოც უხერხულად ვიგრძენი თავი, -რა დაგემართა? -ცნობისმოყვარეობამ მძლია და მიუხედავად იმისა, რომ არ ვაპირებდი ამ კითხვის დასმას, მაინც წამომცდა.

-პროდუქტების მოსატანად ვიყავი გასული და ჩვენს კოლონიას თავს დაესხნენ. -ჩვეულებრივად ამიხსნა.

-რატომ არ წავედით სხვებთან ერთად სასადილოში?

-იმიტომ, რომ ასე მინდოდა.
-ჰო, მაგრამ აქ მარტო ვართ და თუ ასეთი რამ დაგმართეს მხოლოდ შენ, თავის დაცვა გაგვიჭირდება. - წარბები ჩავხარე, მან კი ჩუმად ჩაიცინა.

-გგონია თავს ვერ გადავირჩენდი, რომ მდომებოდა? იქნებ სპეციალურად დავაჭრევინე თავი?
პასუხი ისევ არ მაქვს და ვდუმდები. -იცი, რატომ ომობს ხალხი? -უეცრად წამოიწყო და მეც მთელი ყურადღებით მივტრიალდი მისკენ, -იცი რატომ იბრძვიან ადამიანები ამდენი წელი, საუკუნე?
-რატომ. -ჩემს პასუხზე ისევ სუსტად ჩაეცინა.

-იმიტომ, რომ არ ანაღვლებთ. არ იბრძვიან იმისთვის, რომ უკეთესობისკენ წაიყვანონ ჩვენი ცხოვრება. ერთმანეთის სისხლს ღვრიან მხოლოდ იმისთვის, რომ თავიანთი ტყავი გადაარჩინონ. ჩვენ არავის ვადარდებთ.

-ყველა ასეთები ვართ. -გამეცინა და მეც ზუსტად მის მსგავსად მივეყრდენი კედელს, -არც შენ, არც მე გვანაღვლებს სხვა.


* * *

სასადილოში თავისუფალი ადგილი არ მოიპოვებოდა. ნემსი რომ ჩაგეგდოთ, ალბათ საუკუნე დაგჭირდებოდათ მის მოსაძებნად. ყოველ კუთხეში ვიღაც იყო შეკუჭული და იქიდან უცქერდა მებუფეტეს მაცივარზე შემომდგარ ქერა, მაღალ უფროსს, რომელიც რამდნეიმე წუთის განმავლობაში ათვალიერებდა იქაურობას. ჯონგინისგან განსხვავებით, მისი გარეგნობა სრულყოფილი იყო. იდეალურად გადავარცხნილი თმა, შავი ფორმა, გრძელ თითებზე აცმული ვერცხლისფრად მოელვარე ბეჭდები და წელზე მიმაგრებულ ქამარში ჩამჯდარი პატარა პისტოლეტი, რომელიც სულ თან დაჰქონდა. პატიმრებთან ერთად, სადღაც, ხალხის შუაგულში სეჰუნის სტუმრებიც იდგნენ და შეშინებულები ათვალიერებდნენ ნარინჯისფერფორმიანებს, რომლებიც მკვდრებივით გასუსულიყვენენ კრისის განცხადების მოლოდინში.
-როგორც ხედავთ, რამდენიმე წუთის წინ, თქვენი ევაკუციის განგაში გამოცხადდა! - როგორც იქნა მისმა ხმამაც დასჭექა. თითოეულს ეტყობოდა მოჭმუჭნულ სახეზე, რამდენად ცუდად გრძნობდნენ თავს, - როგორც იცით, ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე ადვილად დასამორჩილებელი ტერიტორიაა, აქ თქვენ ტყუილად არ იმყოფებით! გარდა იმისა, რომ თქვენი დანაშაულებისათვის იხდით სასჯელს, სწვალობთ კიდეც! სწავლობთ საკუთარი თავისა და გარშემომყოფების დაცვას! ამიტომ, აქამდე ვისაც რამე გისწავლიათ, ვისაც რამე გაგიგიათ, ყველაფერი გამოიყენეთ! ჩვენი კოლონია ყველანაირად შეეცდება თქვენ უზრუნველყოფას, მაგრამ ის, ვინც სხვების ხარჯზე მოისურვებს გადარჩენას, აუცილებლად პირველი გავარდება მტერთან სასიკვდილოდ! ჯერჯერობით საკმარისი ინფორმაცია არ გაგვაჩნია და ზუსტად არ ვიცით შეტევა რომელი მხრიდან და ვის მიერ ხორციელდება, მაგრამ, ამას თქვენთვის არსებითი მნიშვნელობა არც აქვს! დღეიდან, მიწისქვეშა განყოფილებაში გადავდივართ საცხოვრებლად!

სასადილოში ყველა დუმს. ზოგს არაფერი ანერვიულებს კრისის სიტყვების მოსმენის შემდეგაც კი, რადგან იცის, რომ ქვეყანა მაინც კატასტროფულ მდგომარეობაშია და ასეთ რამეს ადრე თუ გვიან მოელოდა კიდეც, ზოგი კი შიშისგან იდაყვების კბენასაც კი იწყებს, მათ შორის ბექჰიონიც, რომელიც ამდენ ხალხში თავის გევრდით მდგომ გიგანტს წურბელასავით ეკრობა და პატარა ლეკვივით წკმუტუნებს.


-ჩანიოლ, რა უნდა ვქნათ? -უფროსის განცხადების დასრულების შემდეგ, შიუმინმა შუაში მდგომ წითელთავიანს გადაუჩურჩულა, მან კი უბრალოდ პასუხად მხრები აიჩეჩა. იოლი არასდროს ყოფილა ასეთ საკითხებში დიდი მოაზროვნე.

-როგორ თუ რა უნდა ვქნათ, სეჰუნთან უნდა დავრჩეთ აქ. -გადასჩხავლა ამჯერად ბექჰიონმა. მისმა სიტყვებმა, როგორც ჩანს, შიუმინსაც და ჩანიოლსაც ცუდად გაჰკრა ყური.
-ჩენი? ან სეჰუნის დედა?
-სულ არ ფიქრობ არაფერზე, იდიოტო. -ჩანიოლმა მსუბუქად წაუთათუნა ზურგზე თავის რჩეულს და იქაურობა შეათვალიერა. -ჯერჯერობით აქ დავრჩეთ და... -სიტყვა ვერ დაასრულა, რადგან წინადადებაში ოთახის ცენტრში წამოჭიმული უფროსი შემოეჭრა:
-ვისაც ნარინჯისფერი ფორმა არ აცვია, დატოვეთ შენობა! -ეს თქვა თუ არა, ხალხის ნაკადი შუაზე გაიპო, გზაზე კი რამდენიმე შენიღბული ადამიანი გამოჩნდა, რომლებიც, როგორც ჩანდა, ნაცნობი სამეულისკენ მოიწევდა.
-მგონი ჩვენზეა... -ბექჰიონმა ჩანიოლს მკლავზე ფრთხილად ჩამოჰქაჩა და გიგანტმაც თანხმობის ნიშნად თავი დააქნია.

-თვითონ წავალთ! - როცა უცნობები მიუახლოვდნენ, შიუმინმა მაშინვე ჰაერში აღმართა ხელები და რამდენიმე ნაბიჯი გადადგა გასასვლელისკენ. იგივე გაიმეორა ორმა წითელთავამაც. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ გადაწყვიტეს კოლონიის შენობის დატოვება, გასასვლელამდე მაინც უცნობების თანხლები მივიდნენ:
-ნამუსი ხულ არ გაგაჩნიათ?! -კარებთან მიახლოებისთანავე ჩანიოლი უეცრად აყვირდა. სახეზე მომენტალურად გადაჭრელდა სიბრაზისგან და შენიღბული ხალხისკენ აალებული თვალებით გაიხედა. -თქვენ..!

-ჩუმად ჩანიოლ, არ არის საჭირო ლანძღვა, ჩვენს ქვეყანაში ასეთი რამ ნუ გიკვრის. -დაამშვიდა ბექჰიონმა. ხელი ფრთხილად გადაუსვა კულულა თმებზე, მერე კი ფეხის წვერებზე შედგა და ლოყაზე მსუბუქი კოცნა დაუტოვა, რამაც იოლზე ნამდვილად იმოქმედა. მისი კანი თავის ჩვეულ ფერს დაუბრუნდა, გაცეცხლებული თვალებიც ჩაუწყნარდა და შეჭმუხნული წარბებიც გაეშალა, -წავედით აქედან. -ჩაიბურდღუნა და გასასვლელისკენ მიბრუნდა.

-და თქვენ ეძახით თქვენს თავებს ადამიანების დამცველებს?! თქვენ იბრძვით ქვეყნისთვის?! გვაგდებთ აქედან ისე, თითქოს მაწანწალა ძაღლები ვიყოთ და ჩვენი სიცოცხლე არაფრად ღირდეს, ნაბიჭვრებო!

მთელი ოთახი გაისუსა. ჩანიოლის გვერდით ატუზულმა ბექჰიონმა მთელი ხმით დაიყვირა ეს რამდენიმე წინადადება, მერე კი რეაქციის დანახვის გარეშე აბზიკა ცხვირი და სასადილოდან გასასვლელად გამოჭრილ თაღში გაუჩინარდა. ჩანიოლმა თავისთვის ჩაიხითხიდა და წითელთმიანს უკან დაედევნა, ზუსტად ისე, როგორც შიუმინი. მისი ბოლო სიტყვები კი ასეთი იყო:
-არადა თვითონვე თქვა, რომ არავის გალანძღვა არ ღირდა..



|| Author's Note ||

ვიცი, რომ თითქმის ერთი კვირა გალოდინეთ ამისთვის. ძალიან გამიჭირდა ამ თავის დაწერა. ბევრი ფიქრი მომიწია და ალბათ კიდევ ძალიან დიდხანს არ დავწერდი, უბრალოდ არ მინდოდა რომ მეტი გეცადათ. როგორც თავი თვითონ, ძალიან რთული დასაწერი აღმოჩნდა, იმიტომ, რომ რამდენიმე სიტუაცია ერთდროულად უნდა აღმეწერა და გადმოსაცემად ეს ძალიან ძნელია. ვიცი კარგად ვერ გავართვი თავი და ისეთი არ არის, როგორიც მინდოდა, რომ ყოფილიყო, მაგრამ შემდეგები აუცილებლად უკეთესი იქნება. ჩემი გაქცეული მუზის ბრალია:დდდდდდდ <3 როგორც ყოველთვის, ველოდები თქვენს შეფასებებსა და კომენტარებს და დიდი მადლობა, რომ ამდენი ხანი ელოდეთ <3
საჩუქრად - მარწყვი იოლი :დდ :
<3

Continue Reading

You'll Also Like

50.8K 4.4K 31
[+18] MATURE CONTENTED/SKENA PSIKOLOGJIKISHT TE RENDUARA/ LEXOJENI ME VETEDIJE TE PLOTE [COMPLETED] Ai u largua me fytyrën e shënjuar, me veshin e p...
64.2K 8.7K 34
Após a morte de seu pai Edward Teach, um dos maiores e mais respeitados piratas da região do Caribe, Mon assume como capitã do navio Concorde. Bem qu...
63.2K 4.8K 64
ផែនដីក្រឡាប់ចាក់ មនុស្សស្អីតាំងពីកំលោះមកដល់ពោះម៉ាយកូនប្រាំហើយ រកប្រពន្ធជាប់លាប់និងគេ១ក៏គ្មាន មិនមែនលែងលះទៅឯណាទេ គឺពួកគេនិងស្លាប់ដោយគ្មានមូលហេតុនៅដែល...
Silent By JeonYM

Fanfiction

92.1K 6.8K 21
Silentဆိုကတည္​းကငါသိခဲ့ရမွာ။ မင္​းအတြက္​ငါကခြၽင္​းခ်က္​ျဖစ္​လာမယ္​ထင္​ခဲ့တာ။ ငါ့ကို​ေတာ့အခ်စ္​စစ္​ဘဲ​ေပးခဲ့တယ္​လို႔ထင္​ခဲ့မိတာ။ Story​ေတြထဲကလိုဇာတ္​သ...