11:11

By princessharuru

79.1K 8.1K 1.6K

eleven:eleven; #1 in Future #1 in exol #1 in Exok More

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11/1
11/2
12
13
14
15
16
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
SIDE NOTE
31
32
33
34
35
36
37
ეპილოგი
AUTHOR'S NOTE
29.11.2016

17

1.6K 195 26
By princessharuru

ყველაზე ნაკლებად ვის გამოჩენასაც ველოდი ამ ადგილას ახლა ჩემს წინ დგას და გაოცებული სახით მიყურებს. არადა, გაოცებული აქ მე უნდა ვიყო და არა შიუმინი. ხელში რაღაც დიდი უჭირავს და გაშტერებული მიცქერს. აქამდე მითქვამს, რომ ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე? განსაკუთრებით - ჩემი. თუმცა, ამას თქმა არ სჭირდება, რადგან ალბათ ყველაფერი ისედაც ნათელია. 

როგორმე რომ დამერღვია ჩვენი მზერითი კავშირი, ჩავახველე და თავი დავხარე, ხელები ჯიბეებში ჩავიწყვე და რამდენიმე ნაბიჯი წინ გადავდგი ჩემი მეგობრისკენ. ის არ განძრეულა.

-შიუმინ, აქ რა გინდა? -როგორც კი მივუახლოვდი, მაშინვე ოდნავ ჩახლეჩილი ხმით ვიკითხე. უმინი არ დაიბნა და მაშინვე განათებული სახით მომიგო:

-შენს სანახავად მოვედი და რაღაც მოგიტანე. -მაღლა ზემოთ ნახსენები რაღაც დიდი ასწია და ჩემ თვალწინ გააქნია. საინტერესოა რა მოიტანა ან აქ როგორ შემოვიდა. კრისმა თუ გაიგო ან დაინახა, რომ უცხო პირი ჩვენს სასადილოში იმყოფება, არც ერთს არ გვაცოცხლებს, -მარტო არ ვარ. -დააყოლა ბიჭმა და შემოსასვლელისკენ გაიხედა, საიდანაც კიდევ ორი ნაცნობი ფიგურა გამოიჭრა და მალე ჩემ გვერდით სიცარიელე შეავსო. ორი წითელი თავი, ერთი დაბალი, ერთიც გამხდარი სხეული, ერთი სწორ ფეხთა წყვილი, მეორე კი დაღუნული. 

-სეჰუნნი! -გვერდიდან ბექჰიონის ნაზი ხმა ჩამესმა და მალევე ვიგრძენი მისი თხელი მკლავები ჩემს კისერზე. როგორც პირველი სტუმრობისას, ზუსტად ისე ჩამომეკიდა. უბრალოდ, წინანდელისგან განსხვავებით, ახლა ჩანიოლი დაბღვერილი არ გვიყურებს და თვალებით არ გვჭამს, -როგორ მიხარია შენი ნახვა. -დაიკნავლა წითურმა და ლოყა ლოყაზე გამიხახუნა. მისი თბილი კანი ჩემს ყინულს როგორც კი შეეხო, მთელ სხეულში სითბომ დამიარა. ეს ალბათ ბექჰიონის განსაკუთრებული ძალაა. ყველგან ბედნიერება მოაქვს და ყველას კარგ ხასიათზე აყენებს. მისი თვალებიც კი სინათლეს ასხივებენ და ზოგჯერ, რომ ვფიქრობ, არ მიკვირს ჩანიოლმა რატომ აირჩია ის, რასაც თვითონ ბექჰიონზე ვერ ვიტყვი. რა მოეწონა ერთ გაბურძგნულ, წითელთმიან და ფეხებგაღუნულ გორილაში, რომელიც გაუჩერებლად იბღვირება და გაუცინარი ხელმწიფესავით ბუდობს თავისი სახლის დაფლეთილ დივანზე. ალბათ ვერ მივხვდები. თუმცა, აქ ყოფნისას ბევრი დრო მაქვს საფიქრელად და ვინ იცის, იქნებ ამდენი თვის განმავლობაში ამ კითხვაზეც ვიპოვო პასუხი. 

-მოშორდი ბექ, თორემ სახლში გაბრუნდები. -ხრინწიანმა და ბოხმა ხმამ ფიქრებიდან გამომგლიჯა და გონს მომიყვანა. მაკაკასავით შემომჯდარი ბექჰიონი ჩანიოლის ბრძანების მოსმენისთანავე შემეშვა და ამჯერად ჩემი სხეული გიგანტის თათებმა ჩაყლაპეს. ჩანიოლმა მთელი ტანით გადამფარა. მეგონა წიხლქვეშ გამიგდებდა ან ბექჰიონს ქეჩოში დასწვდებოდა და სადმე შორს დააყენებდა, რომ მეორეჯერ აღარ მომკარებოდა, მაგრამ ამის მაგივრად, უბრალოდ ჩამეხუტა და ყურთან ჩამჭურჩულა: "მომენატრე"-ო, რის გამოც თავი ძალიან უცნაურად ვიგრძენი. გამიხარდა? 

-ყველაზე მეტად ახლა ამის გაკეთება მე მსურს, გაიწიე. -უეცრად ჩანიოლის ტანი სხვა მხარეს გადაქანდა და ამჯერად ის შიუმინის პატარა სხეულმა ჩაანაცვლა. თავისი მოკლე, მაგრამ მძლავრი მკლავები ჩემს წელს შემოხვია და თავი მხარზე ჩამომადო. შიუმინთან ასე ახლოს არასდროს ვყოფილვარ, მიუხედავად იმისა, რომ მთელი დამამთავრებელი კლასები ერთად ვსწავლობდით. აქამდე არასდროს შემიმჩნევია, რომ მის კანს მარწყვის სურნელი ასდის. საკმაოდ სასიამოვნო. თმა შავიდან მასაც მოწითალო ფრად შეუღებავს, თუმცა იმ ორი რეგვენისგან მაინც გამოირჩევა, თანაც ძალიან უხდება. 
-გეყოფათ ეს სინაზეები. კიდევ რამდენ ხანს ვაპირებთ ერთ ადგილას დგომას? -მოხუცი კაცივით დაიხავლა ჩანიოლმა და მე და შიუმინიც საბოლოოდ მოვშორდით ერთმანეთს. ჩანისთვის პასუხი არავის გაუცია. სამივეს ერთდროულად გავხედე და თავით ვანიშნე, რომ უკან გამომყოლოდნენ. სასადილოში გამოჭრილ თაღში გავიარეთ და საკნებისაკენ გავუდექით გზას. ბექჰიონმა და მისმა გორილამ უკვე იცოდნენ სადაც მივდიოდით, რადგან ერთხელ უკვე ნამყოფები არიან აქ. შიუმინი კი გზაში ყველაფერს დაკვირვებით ათვალიერებდა და პირდაღებული მომყვებოდა გვერდით. როგორც ჩანს, აქ შემოსვლისას ყველას რეაქცია ერთი და იგივეა. სანამ ჩემს "ოთახამდე" მივიდოდი, არ მასვენებდა იმაზე ფიქრი, თუ როგორ შემოაღწიეს აქ ჯონგინის ან კრისის ნებართვის გარეშე და მეშინოდა, რომ თუ რომელიმე გაიგებდა, აუცილებლად პრობლემები შემექმნებოდა. 

-ესეც ჩემი საცხოვრებელი, შიუმინ. შეგიძლია თავი ისე იგრძნო, როგორც ციხის კაბინაში, -ხელი მაღლა აღვმართე და გისოსებისკენ გავიშვირე და ამ დროს ნაცნობი ხმა მომესმა:

-გამარჯობა. 

სიბნელეში შეყუჟული ფიგურა ნელ-ნელა კარებს მოუახლოვდა და მალე ქერათმიანი ლუჰანის სახეც გაანათა სინათლის პატარა სვეტმა, ღიმილი ყურებამდე ჰქონდა აჭიმული და ჩემი მეგობრების თითოეულ ნაკვთს გაფაციცებით იკვლევდა, რაც მიზი აღტაცებული მზერით დავასკვენი, -შემოდით. -გახარებულმა წამოიძახა და გისოსებიანი კარები შეაღო. ბექჰიონიც მაშინვე ხტუნვა-ხტუნვით შევარდა სივრცეში, უკან მიჰყვა თვალებატრიალებული ჩანიოლიც და მათ მე და შიუმინიც დავედევნეთ. ბექჰიონი, როგორც ჩანს, თავს ამ კამერაში უკვე ისე გრძნობდა, როგორც საკუთარ სახლში. მთელი ამ დროის განმავლობაში, სახიდან ღიმილი არ ჩამოშორებია, ზუსტად ისე, როგორც ჩანიოლს არ დაუტოვებია მისი გვერდი. ზოგჯერ გორილას კი არა წურბელას მაგონებს ეს ალვის ხესავით აწელილი მომაბეზრებელი გიგანტი და ბექჰიონის რჩეულბის საკითხთან ერთად ჩემი უახლოესი მეგობრების სიაში ყოფნასაც კითხვის ნიშნის ქვეშ მასმევინებს.

ლუჰანთან ერთად საკანში დიოც აღმოჩნდა, რომელიც, როგორც ყოველთვის, თავის საყვარელ წიგნს კითხულობდა და ჩვენთვის ყურადღება არც მოუქცევია. თავი მხოლოდ ერთხელ ასწია და ისიც მაშინ, როცა შემთხვევით ხელი გავკარი მის გვერდით დაჯდომისას.

-ძალიან.... მყუდროდ ყოფილხარ. -ამოილუღლუღა შიუმინმა, როცა სამარისებული სიჩუმე ჩამოწვა ირგვლივ. სათქმელი არავის არაფერი გვქონდა. ლუჰანიც კი წყნარად იჯდა. თუმცა, მას ამჯერადაც საქმე ჰქონდა და რომ არა ის, რითიც ამ წამს იყო დაკავებული, აუცილებლად გაუჩერებლად იქაქანებდა. ჩანიოლს აშტერდებოდა. რამდენჯერაც გავხედე, იმდენჯერ დავაფიქსირე, რომ გიგანტისთვის თვალი არ მოუშორებია. ალბათ ვერასდროს წარმოედგინა, რომ ადამიანი ამდენად მაღალი და გამხდარი შეიძლებოდა ყოფილიყო და ამ ყველაფერთან ერთად, საკმაოდ მიმზიდველიც. ჩანიოლიც ამჩნევდა ლუჰანის ინტერესს და თავს უხერხულად გრძნობდა. ამაზე მისი აფორიაქებული სახე და ბექის ხელზე ნერვიულად ცერა თითით წრეების ხაზვა მეტყველებდა. ბექჰიონისთვის კი მისი ასეთი ქცევები ერთგვარი გასართობი იყო. ყოველთვის მოსწონდა, როცა ჩანიოლი როგორღაც იტანჯებოდა. ასე ამბობდა, რომ ამით სამაგიერო ეხდებოდა მისი წამებისა და დაცინვისთვისა, რომელსაც ჩანიოლის გადამკიდე ვერც ერთი წამით ვერ აუდიოდა. 

-გოგო მეგობრები საერთოდ არ გყავს? -რამდენიმე წუთიანი გამოკვლევების შემდეგ, ლუჰანმა როგორც იქნა სიჩუმე დაარღვია. 

-ვფიქრობ, ბექჰიონი კარგად არ შეგითვალიერებია. -ჩაიცინა ჩანიმ და ბექჰიონს ეშმკაური სიცილი ესროლა, რის გამოც მისი წითელთავა მეგობარი(ოდნავ უფრო მეტი, ვიდრე მეგობარი), გაღიზიანდა და ამის ნიშნად ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა. 

-ბექჰიონი სიმპათიურია. -განაგრძო ლუჰანმა. ამჯერად ცეცხლის ალების ფრქვევის დრო ჩანიოლს დაუდგა. ძალიან იოლად შეატყობდით სახეზე როდის ბრაზობდა, ეჭვიანობდა, იწყენდა, სწყინდა, ეძინებოდა ან უხაროდა და ეს შემთხვევაც არ იყო გამონაკლისი. ქერას ფრაზის მოსმენის შემდეგ, მთელი სახე აუჭრელდა. თავის გვერდით მჯდომს ხელი ჩაჰკიდა და ცერა თითით ისევ წრიული მოძრაობების ხაზვა დაიწყო მის ზედაპირზე. ადამიანები არ იცვლებიან. არ იცველბა მათი ქცევები, ხასიათები და დამახასიათებელი ნიშნები, რაც თითოეულს ინდივიდუალური აქვს.

-დამშვიდდი ჩანიოლ, უბრალოდ იხუმრა. -ვეცადე დამეწყნარებინა, მაგრამ როგორც ჩანს, ყურადღებას საერთოდ არ მაქცევდა. მზერით ლუჰანის გულ-მკერდში ღრმულს თხრიდა და არ გამიკვირდება, იმასაც თუ წარმოიდგენდა, როგორ აპუტავდა ამ ქერა კულულებს სათითაოდ. 

-იქნებ საქმეზე გველაპარაკა? -ბექჰიონმაც წამოიწყო საუბარი და ყველა მისკენ მივტრიალდით. 

-რა საქმე? -დაინტერესებულმა ვიკითხე, რადგან წარმოდგენა არ მქონდა რაზე ლაპარაკობდა. ამ დროს კი შიუმინმა ჩამოიჩოჩა ოდნავ წინ და ზურგს უკან დამალული უზარმაზარი პარკი ჩვენს შუაში ჩადო, -გახსენი. -ღიმილიანი სახით მითხრა და მეც ოდნავ პირდაღებულმა, თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. 


პარკი დიდი იყო და შეხებით ვატყობდი, რომ შიგნით რაღაც მაგარი უნდა ყოფილიყო მოთავსებული. რამდენიმე წამის წვალების შემდეგ, როგორც იქნა შიგნით დატყვევებული საგანი გამოვათავისუფლე და მისი დანახვისთანავე სახის ყოველი კუნთი და ნაოჭი გამიქვავდა. მაგრამ, არა იმიტომ, რომ რაღაც საშინელება შემრჩა, -არა. იმიტომ, რომ სამი ჭიქა ბაბლ თი მეძღვნა. შიუმინი როგორც კი მიხვდა, რამდენად ბედნიერი ვიყავი ამ წამს, ჩაიხითხითა და ხელი მხარზე მომითათუნა: 

-ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა. -პარკი ისევ ზურგსუკან დამალა და ხელები მოკეცილ მუხლებზე დაიწყო.

-შიუმინის დაჟინებული თხოვნა იყო, რომ შენთან სტუმრად მოვსულიყავით. -განმარტა ჩანიოლმა და ერთ-ერთ ჭიქას დასწვდა, -ხომ გვაქვს უკვე ნათქვამი, რომ შენ გარდა სხვას არავის ყიდულობს ამ სასმელს. 

-დედამისს თუ არ ჩავთვლით. -დაამატა ბექჰიონმა, რომელიც გორილას მკლავებიდან ძლივს გამოძვრა და რამდენჯერმე ამოიხვნეშა კიდეც.

-კი მაგრამ, როგორ შემოხვედით? დარაჯი არ დაგხვდათ შემოსასვლელში? 

-დაგვხვდა, მაგრამ ასე გვითხრა, რომ ოთხმოცდამეთოთხმეტე ნომერთან თავისუფლად შეგვეძლო შესვლა, -მხრები აიჩეჩა უმინმა. მე და ლუჰანმა ერთმანეთს გადავხედეთ. ორივე დაბნეულები ვიყავით, მაგრამ, ვფიქრობ, ორივე ვხვდებოთ, ვისი ხელი იქნებოდა ამაში გარეული. ლუჰანს გაეღიმა, მე კი საამისოდ არ მეჩვენებოდა ეს სიტუაცია. 

-შენი სლიპინა უფროსის გამო, ხომ ასეა? -წარმოთქვა ჩანიმ და ჩაახველა.

-სხვათაშორის სეჰუნს ის სლიპინა უფროსი.. -მოულოდნელად ლუჰანმა მოაღო პირი და ისეთი რამის თქმა დააპირა, რომ მაშინვე მხეცივით ვეცი და ორივე იატაკზე გავწექით. ხელი ტუჩებზე ავაფარე და თავი დავხარე, ისე რომ ჩემი ცხვირი მისას მიდებოდა: "არაფრის თქმა არ გაბედო", -ჩავჩურჩულე, მანაც თანხმობის ნიშნად თავი მსუბუქად ჩამიქნია და მეც მაშინვე გვერდით გადავგორდი. ბიჭმა ძლივს ამოისუნთქა. ჰაერი უხვად გადაყლაპა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.

-ეს რა იყო ახლა. -დაბალმა და წითურმა თავისი ჩახატული თვალები ააფახუნა, მაგრამ გაკვირვებული მხოლოდ ის არ ყოფილა. ჩანიოლიც და შიუმინიც გაშტერებულები გვიყურებდნენ. ბუნებრივია.

-ბავშვები ხართ. -კუთხიდან დიოს გაყინული ხმა მოგვესმა და მაშინვე ყველა გავჩუმდით. ამდენი ხნის განმავლობაში პირველად დაილაპარაკა და როგორც ჩანს, ამით ჩემი სტუმრები ძალიან მოხიბლა. ბექჰიონმა მისი ხმით აღტაცებისგან ოდნავ წამოიწია ადგილიდან, ჩანიოლმა კი მაშინვე ჩამოჰქაჩა მკლავზე და ისევ თავის ადგილას დააბრუნა. ეჭვიანი მხეცი.

როგორმე სხვა თემაზე უნდა დამეწყო საუბარი და გამახსენდა, რომ დედაჩემის ამბები საერთოდ არ მიკითხავს. იატაკზე კარგად მოვკალათდი, ხელები მუხლებზე დავიწყვე და დაბალი ხმით წარმოვთქვი:

-დედაჩემი როგორ არის?

-მასთან ახლა ჯონგდეა(ანუ როგორც ჩვენ ვეძახით - ჩენი). -მიპასუხა შიუმინმა. მორიგეობით ვუვლით და დღეს მისი ჯერია. 

-ჰო, ამის შესახებ უკვე მითხრეს. -გავიღიმე, როცა ბექჰიონსა და ჩანიოლს გავხედე. -რამეს ამბობს ჩემზე? 

-ენატრები. -დაბალი ხმით თქვა ბექჰიონმა, -თუმცა სანერვიულო არაფერია. იცის, რომ რამდენიმე თვეში დაბრუნდები და ამით გახარებულია. ამბობს, რომ აქ საკვებიც გექნება და თავზეც არ დაგათოვს. 

-ძალიან კა.. 

წინადადების დასრულება ვერ მოვასწარი, რადგან მთელ შენობაში განგაშის აუტანელი წრიპინი გაისმა. ეს არ იყო თამაშის დაწყების ნიშანი. ეს იყო ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში პირველად გავიგონეთ და წარმოდგენა არავის გვქონდა, თუ რისი მანიშნებელი შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი გულისგამაწბილებელი ხმაური. 

დიო აღმოჩნდა პირველი, ვინც გამოფხიზლდა, წიგნი სადღაც გადააგდო და ყველას სათითაოდ მოგვვარდა გონზე მოსაყვანად. 

-ჩქარა, ადექით და აქედან გაიქეცით. -შემოგვძახა. ვერავინ ვხვდებოდით რა ხდებოდა, თუმცა მაინც წამოვდექით. ბექჰიონის ჩანიოლმა წამოაყენა, შიუმინი ლუჰანმა, მე კი დიო ჩამეჭიდა და ის-ის იყო საკნიდან უნდა გამოვქცეულიყავით, რომ ჩვენ წინ სისხლში ამოთხვრილი თხელი ფიგურა აღიმართა. წვრილი ფეხებით, რომლებზეც შავი შარვალი ვიღაცას შემოეფლითა, წითლად დალაქავებული თეთრი პერანგი, გაოფლიანებული და დანამებული თმა და სისხლიანი ცხვირ-პირი. ულამაზესი ცხვირ-პირი, რომელიც, რა თქმა უნდა, კიმ ჯონგინს ეკუთვნოდა.

Continue Reading

You'll Also Like

145K 2.6K 30
I translated all these so give me credit if you wanna share it elsewhere. If you want the translation, message me. I will send it to you. I won't be...
330K 33.5K 30
#BOTH WITH ZAWGYI & UNICODE #COVER ARTIST -LucyXellies Artwork is mine and don't allow to reupload. နှလုံးသားက အဖြူစင်ခဲ့ဆုံးဆိုတာတော့ ယုံ---
484K 47.5K 24
ကြိုး​တွေကို သ​ဘောမကျဘူး အလားတူစွာပဲ ခင်ဗျားကိုလည်းကျွန်တော်သ​ဘောမကျဘူး ခင်ဗျားကိုယ်​တိုင်​က ကျွန်တော့်ကိုတစ်​နည်းမဟုတ်​တစ်​နည်းရစ်​ပတ်​နေတဲ့ ကြိုးတစ...
259K 24.9K 29
Unicode+Zawgyi တစ်ခါတစ်လေ ဆုတောင်းတွေက သိပ်ရက်စက်လွန်းရာကျတယ်.......... မဖြစ်နိုင်တဲ့ တောင်းဆုတွေကိုမှ အတ္တကြီးစွာ မျှော်လင့်နေမိတတ်တယ်......... ...