11:11

By princessharuru

79K 8.1K 1.6K

eleven:eleven; #1 in Future #1 in exol #1 in Exok More

1
2
3
4
5
6
7
8
10
11/1
11/2
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
SIDE NOTE
31
32
33
34
35
36
37
ეპილოგი
AUTHOR'S NOTE
29.11.2016

9

1.7K 204 18
By princessharuru

კაბინეტში ისეთი უჰაერობაა, ცოტაც და ალბათ გავიგუდები. ამას დამატებული ჯონგინის ოდნავ გაოცებული და ეშმაკი გამოხედვა, რომელიც ჩემკენაა მომართული. თვალებს არ ახამხამებს. გადახლართული თითებიდან ნიკაპს აშორებს და ამჯერად მკლავებს თავისი მკერდის წინ აჯვარედინებს. 

-მხოლოდ ეს? 

-ჰო. მხოლოდ ეს. -ვპასუხობ ოდნავ აკანკალებული ხმით და რამდენიმე ნაბიჯით უკან ვიხევ. 

-კარგი. თანახმა ვარ. სატელეფონო საუბრები უფასო გექნება, როცა გინდა, რამდენი ხნითაც გინდა და ვისთანაც გინდა. - ცბიერი ღიმილით გადაფარული სახით მომაჩერდა ისე, რომ მილიმეტრითაც არ შერხეულა თავისი ადგილიდან.

-ვისთანაც მინდა? ისედაც იმასთან ვრეკავ, ვისთანაც მინდა. -გაკვირვებული შევეპასუხე, რაზეც უფროსი მაშინვე წამოდგა და ჩემკენ გამოეშურა. 

-ვიგულისხმე ის, რომ შენს საუბარს აღარავინ მოისმენს. -ისევ ეშმკაურად ჩაიღიმა და კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა, მე კი პირიქით, უკან დავიხიე და იმის გამო, რომ ჩემთან ზედმეტად ახლოს იდგა, წასასვლელი გზა მომეჭრა. ჩემი ზურგი კარის ზედაპირს მიეხუტა და აასე მომიწია გაშეშება. ბიჭმა ორივე ხელი აქეთ-იქით მიაყრდნო კედელს, ისე რომ არცერთი მხრიდან გასასვლელი აღარ დამრჩა. 

აქამდე მხოლოდ ერთხელ დავრეკე ჩანიოლთან და გამოდის, რომ ყველაფერს ისმენდნენ? რამდენ ამაზრზენ რამეს შევიტყობ კიდევ აქაურობაზე? კიდევ კარგი არაფერი განსაკუთრებული არ მითქვამს, თორემ უფრო დიდ შარშიც გავეხვეოდი აქამდე.

-შეიძლება გავიდე? -თვალები ძირს დავხარე, როცა ჯონგინის ცხელმა ჰაერმა ლოყა დამიწვა. წასვლა მინდა.

-რა თქმა უნდა. -დამცინავი ტონით მიპასუხა ბიჭმა და ხელები ძირს ჩამოსწია. თავისუფლება. მეგონა გავიგუდებოდი. თითქოს მისი ასეთი სიახლოვე ჟანგბადს წვავდა და როგორც კი რამდენიმე ნაბიჯით უკან დაიწია, მაშინვე ჩავისუნთქე. -გახსოვდეს, რომ არავისთან არ უნდა დაგცდეს არცერთი სიტყვა. -დაამატა და "არცერთი" იმდენად მკაფიოდ გამოთქვა, რომ ყური მომჭრა. მხოლოდ ერთი რამ არ მესმის. რა აზრი აქვს მისი და კრისის ურთიერთობის დამალვას, თუ თითქმის მთელმა "სასწავლებელმა" იცის, რასაც აკეთებენ. სავარაუდოდ, ამისი აღიარება არ სურთ. თუმცა ეს ჩემი საქმე ალბათ უკვე აღარც არის, ამიტომ არ ვაპირებ უფრო ღრმად ჩავეძიო ამ საკითხს. 

-მთავარია თქვენი დანაპირები შეასრულოთ. -მეც მივუგე. ოთხმოცდაათი გრადუსით მოვიხარე და ოთხიდან გამოვედი. 

ჰაერი.

არის რაღაც ამ ადამიანში ისეთი, რაც მას ძალიან უცნაურს ხდის. ჰო, ჩვენს ლამაზ უფროსზე ვამბობ(როდის მერე ვეძახი ასე?..). არის რაღაც ისეთი, რაც მთელ განყოფილებას აშეშებს და არა მხოლოდ მე. ეს კიდევ ერთხელ გავაანალიზე მასთან ერთად ერთ ოთახში ყოფნისას, თანაც ასეთ ჩაკეტილ და მოცუცქნულ სივრცეში. ისეთი აურა აქვს, რომ ირგვლივ ყველაფერს შთანთქავს. ალბათ ამიტომაც ეშინია ყველას. ყველას, ჩემი ჩათვლით. მხოლოდ მასთან დაშორებისას და დერეფანში გამოსვლისას ვიგრძენი, რომ ჰაერის უკმარისობასთან ერთად, ფეხებიც მიკანკალებდა. აღარ ღირს ამაზე ფიქრი, რადგან ჩემი მოთხოვნის შესახებ უკვე იცის. 

ჩავისუნთქე და სასადილოსკენ გამოვბრუნდი. როგორც აღმოჩნდა, ჯონგინის კაბინეტი ჩვენი დასაპურებელი ადგილიდან ძალიან შორს არ ყოფილა, ამიტომ ხუთი წუთიც არ დამჭირვებია იქამდე მისასვლელად. მეგონა დიო და ლუჰანი იქ დამხვდბოდნენ, მაგრამ-არა. მთელი დარბაზი ცარიელი აღმოჩნდა. სხვა რა გზა მქონდა, საკანში უნდა დავბრუნებულიყავი. ჩემდა გასაკვირად, არავინ მომვარდნია და ძალით წავუთრევივარ ჩემს "ოთახამდე". ალბათ იმიტომ, რომ იცოდნენ სადაც ვიყავი და ვახშმის გამოტოვება, რომელსაც ისედაც არ ვჭამდი, საპატიოდ ჩამითვალეს. დღეს ლუჰანის იღბლიანი დღეა. ალბათ ჩემი ულუფაც შეთქვლიფა და კმაყოფილი, ამოყორილი მუცლით გორავს ახლა ბეტონზე გაშლილ ლეიბზე. 
სასადილოში გამოჭრილ კარებში გავიარე და გისოსებით გადაფარულ სივრცეში აღმოვჩნდი. მეორე დღეა აქაურობას ვხედავ, ამიტომ არანაირი რეაქცია ან ემოცია აღარ მქონია, როცა ფეხი ამ ამაზრზენ სივრცეში შემოვდგი. სწრაფი ნაბიჯებით გავიჭერი წვრილ ბილიკზე და "93-94-95"- აბრით დანომრილ საკანს მივუახლოვდი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კარი ღია დამხვდა. ლუჰანი, როგორც ვიწინასწარმეტყველე, სავსე კუჭით ბორგავდა საწოლში. მგონი სძინავს. დიოც მის გვერდით წევს, მაგრამ სახე ჩემკენ აქვს და დაჭყეტილი თვალებით მიყურებს.

-შემოდი. -ხმა არ ამოუღია, მაგრამ ამოძრავებული ტუჩებით მივხვდი, რომ ეს მითხრა. მეც არ დავაყოვნე და მათ შევუერთდი. ლუჰანის გვერდით დავწექი. საწოლი უკვე გაშლილი იყო, რაზეც გამეღიმა. ჩემ მაგივრად გაამზადა. ამის გაფიქრებაზე, მომინდა მისი თმები ამეჩეჩა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ასე არ მოვქცეულვარ. ეს ხომ ჩემს იმიჯს მოსპობდა, რომელიც დაბადებიდან თანდაყოლილი მაქვს. ო სეჰუნს არ შეჰფერის ასეთი ქცევები. ამიტომ, მომიწია თავი შემეკავებინა და უბრალო ღიმილით შემოვფარგლულიყავი. ამ სურვილის გაჩენამ უცნაური შეგრძნებები მომახვია გარს. ასეთი არასდროს ვყოფილვარ.  ჩანიოლთანაც კი. 

-როგორ ჩაიარა? - დიოს ჩურჩულმა გამომგლიჯა ფიქრებიდან. წიგნის ჭიაც ჩემკენ გადმობრუნებულიყო. ლუჰანის განიერი მხრები მის სახეს თითქმის მთლიანად მიფარავდნენ, ამიტომ წამოვჯექი და ბიჭმაც იგივე გაიმეორა. 

-ვფიქრობ, კარგად. -არადამაჯერებლად ჩავილაპარაკე და კეფა მოვიფხანე.

-რა თხოვე? -მშვიდად მკითხა დიომ. ხასიათით შიუმინს ძალიან წააგავს. ამიტომ მასთან საუბარი ლუჰანის გარეშე, საკმაოდ სასიამოვნოა. თავს კომფორტულად ვგრძნობ.

-სატელეფონო მომსახურება. 

-ანუ?
-როცა მინდა მაშინ დავრეკავ და რამდენი ხნითაც მინდა. მხოლოდ 10 წუთი აღარ იქნება ლიმიტი. -ავუხსენი და ამ დროს დამაყრუებელი ღმუილით ლუჰანი წამოვარდა, რომელიც მაშინვე გადმობობღდა ლოგინიდან და ჩემსა და დიოს შორის გაიშხლართა. 

-რა ჯანდაბა გააკეთე?! -ამოიღმუვლა და ფორმის საყელოში ჩამეჭიდა. მერე რამდენჯერმე შემანჯღრია და ალბათ კიდევ დიდხანს არ გაჩერდებოდა, დიოს რომ არ მოეწყვიტა ჩემი სხეულიდან. -დიო, რა სისულელე გააკეთა! გამიშვი, უნდა დავახრჩო! -ამოიხავლა ქერამ, მაგრამ აღაფერი მოუმოქმედებია. 
-რა გავაკეთე? -ასეთი სიტუაციის გამო, თავი ისეთ უტვინოდ ვიგრძენი, როგორიც 5 წლის პირველკლასელი ბავშვია.

-ვერ მიხვდი რისი თხოვნაც შეგეძლო?! ღმერთო, დიო. დამიჭირე, თორემ დავახრჩობ! -ისევ დაიხავლა ლუჰანმა და ხელით საფეთქელი დაიზილა, რომ როგორმე ნერვები მოეთოკა. -რატომ არ თხოვე, რომ თამაშისგან სამუდამოდ გაეთვისუფლებინე?! რატომ არ თხოვე, რომ მთელი 6 თვე თამაშის გარეშე დარჩენილიყავი აქ?! 


ჯანდაბა.

-სეჰუნ, რაც შენ გამოჩნდი, იმის მერე ლუჰანს ზედმეტად ხშირად ვეთანხმები. -ამოიოხრა დიდთვალა, შავგვრემანმა  და დაბალმა მეზობელმა, რომელიც ზოგჯერ პინგვინს მაგონებს. 

-ხედავ დიო?! ასეთი შანსი მხოლოდ ერთხელ თუ მოგეცემა ცხოვრებაში! - დაიჩხავლა ლუჰანმა, რომ საკნიდან მისი ყვირილი აღარ გასულიყო, თორემ, დარწმუნებული ვარ, ზედამხედველისგან შენიშვნა არ აგვცდებოდა ასეთ ხმაურს თუ განვაგრძობდით. 

-არ არის საჭირო ასე მძაფრად რეაგირება, მის არჩევანსაც არაუშავს. შეძლებს ახლობლებთან დიდი ხნით ლაპარაკს. თავის შეყვარებულსაც მოიკითხავს. -ჩაიღიმა დიომ და თვალი ჩამიკრა. რაზე მიმანიშნებს?

-არ მყავს შეყვარებული. -წამომცდა, რაზეც ლუჰანმა ისევ გაღიზიანებისგან აატრიალა თვალები და ხელი მსუბუქად შემოიცხო შუბლში.
-გადასარევია. ფუჭად დაკარგული შანსი. ბრავო, სეჰუნ. 

-ფუჭად არა. -ჩავიღიმე, როცა გონებაში ჩანიოლის და ბექჰიონის გამოსახულებამ ჩამირბინა. ისევ წარმოვიდგინე, ყურმილში როგორ ეტენებიან და ერთმანეთს თმას აპუტავენ, მხოლოდ იმიტომ, რომ როგორმე შეძლონ ჩემთან დალაპარაკება. 

-მოიცადე.. მოიცადე, მოიცადე. -უეცრად ლუჰანის გამომეტყველება სრულიად გამოიცვალა. დიოს მკლავებიდან გამოთავისუფლდა და ჩემკენ გადმოიხარა. თითები ხელებზე შემომხვია და მსუბუქად მომეჭიდა. -გამოდის, ჯონგინმა შენი პირველი კოცნა წაიღო? -ბიჭმა გაფართოებული თვალებით ამომხედა და მეც მსგავს მდგომარეობაში დავხვდი მის მზერას. მართალია. მიუხედავად იმისა, რომ მისი კოცნის წინ ზუსტად ამაზე ვფიქრობდი, კოცნის შემდეგ აღარ გამხსენებია, ლუჰანმა კი პირდაპირ მიზანში მოარტყა და ჩემი დამშვიდებული გონება ააფორიაქა. -ღმერთო! მაშინ ჩაინიშნე. -განაგრძო ქერამ.

-რა უნდა ჩაინიშნოს? -დიომ ჩემ მაგივრად იკითხა, ლუჰანმა კი დამრეცად ჩაიღიმა. -თავისი პირველი კოცნის დრო. 11:11. ვახშამი გამოსასწორებელ კოლონიაში. პარტნიორი -ულამაზესი უფროსი, კიმ ჯონგინი. -ჩაიხითითა, რის გამოც, თავში მაშინვე მიიღო დიოს საყვარელი წიგნის ყდა. 

-მოკეტე. -ბიჭმა გაღიზიანებული ტონით მიახალა და საწოლს დაებერტყა. - დაიძინეთ. -გვიბრძანა პინგვინმა და საბანი თავზე წამოიფარა. მეც უხმოდ დავემორჩილე და ჩემს გაციებულ ლოგინში შევძვერი. გასაკვირია, მაგრამ ლუჰანსაც აღარაფერი უთქვამს, ისე დაებერტყა ჩემს გვერდით და გადასაფარებელში ჩაიმალა. არ ვიცი ასე ძალიან რატომ გაბრაზდა. ეს სურვილი ხომ მხოლოდ მე მეხება და ჩემზე იმოქმედებს, არა მასზე. 


ნეტავ ჩანიოლი რას აკეთებს?

Continue Reading

You'll Also Like

2.1M 145K 94
သည္းငယ္ေလး မင္းႀကိဳက္သေလာက္ဆိုးစမ္းပါ မင္းဆိုးေနတာေလးကို ဦးကခ်စ္တာမို႔လို႔
229K 13.2K 37
Taekook ⚠️ រឿងភាគខ្លីᕦ⁠༼⁠✩⁠ل͜⁠✩⁠༽⁠ᕤ
64.7K 4.9K 64
ផែនដីក្រឡាប់ចាក់ មនុស្សស្អីតាំងពីកំលោះមកដល់ពោះម៉ាយកូនប្រាំហើយ រកប្រពន្ធជាប់លាប់និងគេ១ក៏គ្មាន មិនមែនលែងលះទៅឯណាទេ គឺពួកគេនិងស្លាប់ដោយគ្មានមូលហេតុនៅដែល...
129K 18.3K 36
System အဖတ္​မ်ားၿပီး ဖန္​တီးမိတဲ့​ေဘဘီ​ေလးမို႔ ဖတ္​​ေပးျကပါဦးလို႔ Arc 11 ပိုင္​း​ေလာက္​ထိ​ေတာ့႐ွိလိမ္​့မယ္​ Arc တစ္​ခုကို 11 ပိုင္​းလို႔ပံု​ေသသတ္...