11:11

By princessharuru

79K 8.1K 1.6K

eleven:eleven; #1 in Future #1 in exol #1 in Exok More

1
2
4
5
6
7
8
9
10
11/1
11/2
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
SIDE NOTE
31
32
33
34
35
36
37
ეპილოგი
AUTHOR'S NOTE
29.11.2016

3

2.2K 222 17
By princessharuru

ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრება საუკეთესო არ იყო, მაგრამ არ მეგონა თუ ამდენად საშინელი შეიძლება აღმოჩენილიყო. უცნობმა კაცმა ხელები მუხლებზე დამაწყობინა, მაჯებზე კი წამებში ცივი ბორკილები შემომაჭდო. მიზეზის დაუსახელებლად გადაწყვიტა ჩემი დაპატიმრება, რამაც სრულ წყვდიადში ჩამითრია. რა დავაშავე?

-არ გაქვთ უფლება წამიყვანოთ! -დავიყვირე, როცა ბორკილებზე მომქაჩა, იმის ნიშნად, რომ ადგილიდან წამოვმდგარიყავი. 

-დარწმუნებული ხარ? -წამებში ჩემ წინ რაღაც ფურცლები ააფრიალა. თვალები მოვჭუტე და მათზე მიხატულ ასოებს დავაკვირდი: "პოლიცია". ახლა კი მივხვდი, რომ ჩემი ყვირილი ამ სიტუაციაში საერთოდ უადგილო იყო. სავარძელს კიდევ უფრო ძლიერად მივეყრდენი და თავი ისევ უკან გადავაგდე. ამოვისუნთქე. არ ვიცი რა და რატომ ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ..

-დედაჩემს ვერ დავტოვებ. -ჩავიბურტყუნე და თვალი მისკენ გავაპარე. ჯერ კიდევ სამზარეულოს კარსაა ამოფარებული და უდარდელად მიღიმის. ასეთს რომ ვხედავ გული მეჭიჭყნება და თითქოს სისხლის მიღებასაც წყვეტს. გული მტკივა, იმიტომ რომ არაფრით შემიძლია დავეხმარო. ვერაფერს ვშველიდი მთელი ეს წლები და ახლაც ვერაფერს ვუშველი, რადგან მივდივარ. მივდივარ ისე, რომ ამის მიზეზიც არ ვიცი. მივდივარ ისე, რომ გამოფხიზლებისას დედა ვერც კი გაიხსენებს ახლანდელ წამებს და უბრალოდ გაურკვევლობაში ჩაიძირება ზუსტად ისე, როგორც ახლა მე ვიძირები საკუთარი თავის სიძულვლში. ასეთ მდგომარეობაში თავის ამოყოფას, ისევ სჯობდა იმ წყეულ კურსებზე ჩავწერილიყავი, სახლში მოსვლას და მის მოვლას მაინც შევძლებდი.

-ვინმეს ჩააბარებ მის თავს. -ამჯერად მეორემ წამოიწყო საუბარი და ისიც ფეხზე წამოდგა. -რომ გიყურებ, ისეთი დაბნეული ჩანხარ, ვფიქრობ არ იქნება ურიგო, რომ შენი დანაშაული გაიხსენო. -ჩაახველა და ჩემ წინ დადგმულ ჟურნალის მაგიდაზე მოთავსდა. ფეხები ფართოდ გადაფარჩხა, მკლავები მუხლებზე ჩამოიწყო და წელში მოიხარა. თვალები მომაპყრო და ისე მიყურებდა, თითქოს მხოლოდ მზერით შეეძლო ჩემი სხეულის შუაში უზარმაზარი ღრმულის გამოჭრა. -ჩემს დროს ახალგაზრდობა სრულიად სხვანაირი იყო.. -განაგრძო და წინადადებას ბოლოს ოხვრაც მოაყოლა. -ბიჭებმა გოგონების პატივისცემა ვიცოდით, ახლა კი.. ახლა კი შენნაირი პატარა თავხედი ნაბიჭვრები ყველანაირ სიბინძურეს ჩადიან და ამისი საერთოდაც არ რცხვენიათ. -წამოიწია და ხელი კისერზე დამადო, მაგრად მომქაჩა და ჩვენი სახეები ახლა სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრითაა დაშორებული. -მადლობას უხდიდე დედაშენს, იმის გამო, რომ სულ რაღაც 6 თვე მოგიწევს იქ ყოფნა. მაგრამ, მთავარი ციხეში გატარებული დროის რაოდენობა და იქ ტანჯვა კი არა, შენი სინდისის ქენჯნა იქნება, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაგყვება, იმის გამო, რომ უდანაშაულო და დაუცველ გოგონას ხელები უფათურე შუა ქუჩაში. 

როგორც კი ეს თქვა, გონება მაშინვე გამინათდა. როცა შიუმინს ჩამოვრჩი და სახლისკენ წამოსასვლელად პატარა ჩიხში შევუხვიე, იქ ზუსტად ვიღაც უცნობის დასახმარებლად გავჩერდი. ჰო, დასახმარებლად და კარგი საქმისთვის ასე დავჯილდოვდი. მშვენიერია. 6 თვე ჩავჯდები იმისთვის, რაც არ გამიკეთებია.

-მე არ ვყოფილვარ. -ჩავილაპარაკე და თავი ძირს დავხარე.

-ჰო, და ასე უბრალოდ დავიჯერებთ. -კაცმა სარკაზმული ტონით მომიგდო პასუხი და ჩაიღიმა. მერე კი უეცრად თავისი ძლიერი თითებით თმები ჩამომქაჩა, რამაც თავი ავტომატურად მაღლა ამაწევინა და თვალებიც ჭერზე მიმეყინა. -საცოდავო. -კბილებში გამოსცრა და შემეშვა. წამოდგა და კარისკენ წავიდა. -თუ ვინმეს ნახვა გინდა ბოლოჯერ, შეგიძლია ჩვენი თანხლებით წახვიდე და მოინახულო.  

ამის გაგონებისას, პირველი, ვისმა სახელვაც გაიელვა ჩემს გონებაში -ჩანიოლი იყო. ფრთხილად წამოვდექი და კართან დამდგარ ორ პოლიციელს მივაშტერდი რამდენიმე წამით, მერე კი სამზარეულოსკენ გავემართე და დედაჩემს მივუახლოვდი. ბორკილებით ერთმანეთზე გადაბმული ხელები ნელა ავწიე და მათ შორის მისი გალეული სხეული მოვიქციე. თავი მის კისერში ჩავრგე და ამოვიხვნეშე. არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ახლა ხდება. ვეცდებოდი, რომ ჩემი უდანაშაულობა დამემტკიცებინა, მაგრამ საამისოდ ადვოკატია საჭირო, რომლის დახმარება იმდენი ღირს, რომ ალბათ სახლის გაყიდვის მერეც კი ვერ მოვაგროვებ მაგდენ თანხას. კარიერული წინსვლა მაინც არ მაქვს, მომავალში არც არაფრის გაკეთებას ვაპირებდი, ამიტომ, ალბათ, ჩემი ბრალდებულება ცუდად არაფერზე აისახება. თუმცა, როგორ უნდა აისახოს თუნდაც დადებითად ან უარყოფითად იმაზე, რაც არ არსებობს. 

-მალე დავბრუნდები, შენ კი მანამდე ჩანიოლს მოუსმინე, კარგი? -ჩავჩურჩულე, მაგრამ არაფერი მიპასუხა, რამაც საერთოდ არ გამაკვირვა. 

-ამდენი დრო არ გვაქვს! -უეცრად უკნიდან მომესმა ღრიალი და მაშინვე მივხვდი, რომ ახლავე უნდა გავცლოდი აქაურობას და ჩემი ჩანაფიქრიც აღმესრულებინა, რადგან სხვა შანსი აღარ მომეცემოდა. დედაჩემი მკლავებიდან ფრთხილად გამოვითავისუფლე და გასასვლელს მივუახლოვდი. უცხოები მაგრად ჩამეჭიდნენ და სამივემ ერთდროულად დავტოვეთ სახლი. 


***

-ვინ არის? -სახლიდან ნაცნობი ხმა შემომესმა.

-მე ვარ! -გავძახე და რამდნეიმე წამში კარებიც გაიღო, ჩემ წინ კი გამხდარი და მაღალი სხეულიც გამოჩნდა, რომელიც მაშინვე ადგილზე შეხტა. ჩანიოლს თვალები გაფართოებოდა და კაკლებს აქეთ-იქით დაარბენინებდა. ალბათ ვერ გადაეწყვიტა პირველად რომელი ჩვენგანისთვის შემოეხედა. 

-რა ხდება სეჰუნ.. -ძლივს ჩაილაპარაკა თავისი ბოხი ხმით. 

-შეიძლება შემოვიდე? -პასუხად, უბრალოდ გვერდით გაიწია და გზა დამითმო. როგორც კი ზღურბლს გადავაბიჯე, მაშინვე უკან მოვიხედე იმის გასაგებად, ის ორი ახმახი მომყვებოდა თუ არა უკან, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემი პირადი სივრცის დარღვევას არ აპირებდნენ და ქანდაკებებივით იდგნენ ერთ ადგილას. ჩანიოლმა მაშინვე მოხურა კარი და ჩემკენ გამოიქცა. ორივე მისაღებში შევედით და დივანზე ჩამოვსხედით. შესვლისთანავე ბექჰიონი შემეგება, მაგრამ როგორც კი ჩემს ხელებს შეხედა, მაშინვე დადუმდა და გაღიმებული სახე, რომელიც სავარაუდოდ ჩემი მოსვლით იყო გამოწვეული-გაუჩინარდა. 

-რა მოხდა? -ანერვიულებულმა იკითხა და ჩანიოლს გვერდით მიუჯდა. 

-სათხოვარი მაქვს. -ჩავახველე და გადაბორკილი ხელები ერთმანეთზე დავიწყვე. -შეგიძლიათ ჩემი აქ არყოფნისას დედაჩემს ყურადღება მიაქციოთ? არ მინდა, რომ მარტო იყოს. თუ საჭირო იქნება, შეგიძლიათ ჩემი ოთახიც დაიკავოთ. ჩანიოლ, რას იტყვი? -როგორც კი ლაპარაკი დავასრულე წითურს გავხედე, რომელსაც გაოცებისგან პირი დაეღო და როგორც ვატყობდი არაფრის თქმას არ აპირებდა.

-კი მაგრამ, სად მიდიხარ? ან ხელები რატომ გაქვს დაბმული? -მის მაგივრად დიალოგში ბექჰიონი ჩაერთო. 

-6 თვით უნდა წავიდე. -ჩავიღიმე. იმდენად აბსურდულად გამოიყურებოდა ეს სიტუაცია, რომ საკუთარ თავში გაღიმების ძალას ვპოულობდი. -უნდა ჩავჯდე. 

-რისთვის?! -ამჯერად ორივე ერთდროულად წამოიწია ადგილიდან და ერთხმად შეძახეს. 

-არაფერი ისეთი. რამდენიმე თვეში გამოვალ. -ისევ გავიღიმე და წამოვდექი. მათაც იგივე გაიმეორეს და გასავლელისკენ შებრუნებისას, ვიგრძენი, ერთ-ერთმა როგორმა ჩამავლო ხელი მაჯაში. 

-სეჰუნ. -მივიხედე და ჩანიოლის დანაღვლიანებულ თვალებს შევეფეთე. ჩამეცინა. ჩანიოლი ასეთი აქამდე არასდროს მინახავს. ის ხომ მუდამ იღრიჭება და თავისი ბოხი ხმით ან სასმელს ან ბექჰიონის სახელს გაჰყვირის. ამჯერად კი მისი მზერა სავსეა სინანულით და ამით ვასკვნი, რომ ჩემზე ნერვიულობს. -აუცილებლად გამოგიყვანთ. შიუმინს ხომ იცი კავშირები აქვს საზოგადო ადგილებთან და აუცილებლად გამოგიყვანთ. -ხრინწიანი ხმით მაცნობა თავისი ფიქრების შესახებ, რომლებიც იმ წამს უტრიალებდნენ ალბათ გონებაში. მე კი უბრალოდ თავი დავუქნიე და კარებისკენ წავედი, სადაც გამოღებისას ისევ ის ორი უცნობი დამხვდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებდა იმას, რომ ეს ყველაფერი სინამდვილეში ხდებოდა.

-ძალიან გთხოვ ჩანიოლ, დედაჩემს მიხედე. -ღიმილით ვუთხარი და ეს წინადადება უკანასკნელი აღმოჩნდა ჩემსა და მას შორის, რადგან ჩანიოლს პასუხის გაცემის უფლება და საშუალებ არ მისცეს. როგორც კი გარეთ გამოვედი მაშინვე ხელი ჩამავლეს და ფორთხვით მომაშორეს იქაურობას.

დედაჩემისგან გაგონილი მქონდა, რომ მდედრობითი სქესის ძალადობაზე, ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მძიმე სასჯელი იყო. ამის გათვალისქინებით კი 6 თვე ზედმეტად ცოტად მეჩვენა. სანამ ჩემს სახლს დავტოვებდი, მანამდე, მახსოვს, რომ ერთ-ერთმა მითხრა, დედაშენს უმადლოდე, რომ ასეთი მსუბუქი სასჯელი მოგეზღვაო. მაინტერესებს დედაჩემი აქ რითაა გარეული და რა კავშირი აქვს ჩემი სასჯელის ვადის შემცირებასთან. მიუხედავად იმისა, რომ ახლავე მინდა ეს ვიკითხო, ვფიქრობ, მომავალში თვითონვე მიპასუხებენ და საჭიროდ აღარ ჩავთვალე ენა ტყუილად დამეღალა. ასე ზედმეტად ზედაპირულად რომ ვფიქრობ ყველაფერზე, ზუსტად ამიტომაც მულს საკუთარი თავი.

დედაჩემი ჩემნაირ შვილს არ იმსახურებს.

რომელიღაც უცნობ გზაჯვარედინამდე კარგახანს ვიარეთ, მერე კი მანქანას მივუახლოვდით, რომელშიც ერთ-ერთმა პოლიციელმა ძალით შემტენა და კარიც ხმაურიანად მომიჯახუნა, თვითონ თავის მეწყვილეს მიუჯდა გვერდით და მანქანაც დაქოქეს. ქალაქს და ქუჩებს მოვწყდი. მთელი 6 თვით.


* * *

უზარმაზარ შენობასთან შევჩერდით. მანქანის კარი ახლა საერთოდ სხვა ადამიანმა გამომიღო, რადგან წინ მსხდომი ორი პოლიციელი ადგილიდან არ დაძრულა. შევატყვე, ახლაგაზრდა ბიჭი იყო და თავის ასაკთან და შეხედულებასთან შედარებით ზედმეტად ძლიერი. ეს მაშინ გავაცნობიერე, როცა მანქანიდან გადმომათრია და გარეთ, გაყინულ ასფალტზე დამაგდო. ღოღვით წამოვდექი. რა თქმა უნდა -არ შემეშველა. როგორც კი ორ კიდურს დავეყრდენი, ხელი ამჯერად კისერში წამიჭირა და წინ გამიქნია. ნელი ნაბიჯებით გავუყევით პატარა ბილიკს. მალე კი რკინის უზარმაზარ კართან აღმოვჩნდით. უცნობმა რამდენჯერმე დააკაკუნა და 2 წუთში შენობაშიც შეგვიშვეს. აქაურობა ნესტის და ობის სუნად ყარს.

სანამ კორიდორში მივაბიჯებდი, ვიგრძენი, რომ შენობაში სრულიად მარტო ვიყავი. სად წავიდა ის ბიჭი? ნუთუ ამდენად ღრმად ჩავიძირე ჩემს ფიქრებში, რომ ვერც კი შევამჩნიე როგორ გაქრა ჩემი ზედამხედველი. მხრები ავიჩეჩე და ერთ ადგილას გავჩერდი. სიარულის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა, რადგან წარმოდგენა არ მქონდა სად უნდა წავსულიყავი. უეცრად კი ვიღაცის ხმა შემომესმა და როგორც კი ამ ხმის მიმართულებით გავიხედე, მაშინვე ვიცანი რამდენიმე წუთის წინ გაცნობილი ახალგაზრდა, რომელმაც ხელებში ნარინჯისფერი ნაჭრები ჩამიკუჭა და ცივი ხმით წარმოთქვა: "კეთილი იყოს შენი ფეხი შენს ახალ სახლში. ეს გამოსასწორებელი კოლონიაა შენნაირი თავხედებისთვის, რომლებიც ჯერ 25 წელს არ გადაცილებულან. თუმცა, სახელს ყურადღება არ ექცევა, რადგან ყველა აქ მყოფისათვის, ეს შენობა ციხესა და ჯოჯოხეთს წარმოადგენს." -ჩაიღიმა. იმდენად ამაზრზენი სახე მიიღო, რომ წამით მისი თავ-ყბის გაერთიანება მომინდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, თავის შეკავება მომიწია.

-შეგიძლია შენს საკანს მიაშურო. პირდაპირ იარე და მიხვდები სადაც უნდა მიხვიდე. რომ გკითხავენ შესასვლელთან შენს ნომერს უპასუხე ის, რაც შენს ფორმას აწერია. -თვალით ნარინჯისფერ ნაჭრებზე მიმითითა და გაბრუნდა. 

ნაჭრებს ხელები მაგრად მოვუჭირე და ამოვიხვნეშე, მერე კი შევტრიალდი და დერეფანს გავუყევი. 


დიდხანს სიარული არ დამჭირვებია, რადგან 5 წუთზე ნაკლებ დროში ისევ რაღაც უზარმაზარ კარიბჭესთან აღმოვჩნდი. დავაკაკუნე და რამდენიმე წამში კარში გამოჭრილი პატარა სარკმლიდან გოგონამ გამოიხედა.

-ნომერი? -ნაზი ხმით მკითხა. 

მე კი ფორმა გავშალე და ზურგზე დიდად დაწერილი ციფრებიც მაშინვე ვუკარნახე.

"94. ო სეჰუნი."

Continue Reading

You'll Also Like

41.5K 6K 39
"ហង្សមែនទេ?​ត្រឹមតែមួយប៉ប្រិចភ្នែកយើងនឹងធ្វើអោយហង្សមួយនោះបាក់ស្លាប ហើយហង្សដ៍ស្រស់ស្អាតនោះត្រូវស្ថិតក្នុងកម្មសិទ្ធយើងម្នាក់គត់"ជុងហ្គុក "យើងដឹងពីអ្វីទ...
1.9M 126K 82
ကိုယ့္ကိုမခ်စ္ဘူး အႀကိမ္ႀကိမ္ေျပာလည္း ကိုယ္ကေတာ့ ေနာင့္ကိုအၿမဲခ်စ္သြားမွာ❣️
154K 8.2K 17
ကမ္ဘာပေါ်မှာ လူပေါင်း billion ချီပြီးရှိနေလည်း ကျွန်မအကြည့်တွေက ရှင့်တ​ယောက်အတွက်သာ။
236K 23K 70
ដោយសារតែគុំនំបានធ្វើអោយក្មេងប្រុសដែលមានបេះដូងបរិសុទ្ធស្រស់ស្អាតប្រែក្លាយជាក្មេងពឹសពុលពោពេញដោយល្បិចកល់ គេហ៊ានធ្វើគ្រប់យ៉ាងសូម្បីតែនាមជាប្រពន្ធចុងបុរសច...